Strophe: 2208_[2110] | ||
Verse: a | "რამ დაბადა ზღვა და მელი, | ჩემად შემწედ ამას ვხადო, |
Verse: b | ჩემსა რაშსა მოსასვენოდ | უნაგირი არ მოვჴადო. |
Verse: c | -- არჯანგს ჴელი არ შეუკრა, | ზურგსა ტყავი არ ავჴადო, |
Verse: d და | ღულად რაშით არ გავლაჴო? | -- ძვალთათ ტვინი გამოვჴადო!" |
Strophe: 2209_[2111] | ||
Verse: a | შეჯდა როსტომ და წავიდა, | ტანსა ბაბრაბი ჩაიცო, |
Verse: b | დევთა-გრძნეულთა საომრად | მივა და ლოცვა დაიწყო, |
Verse: c | შეჯდა, ზალდასტან თან გაჰყუ̂ა, | ტირს, გული მისი დაიწო, |
Verse: d და | სავედრებელნი სიტყუ̂ანი | უთხრა, უფალმან დაიცო. |
Strophe: 2210_[2112] | ||
Verse: a | გარდამოჴდეს წყლისა პირსა, | ერთმანერთსა ეხვეოდეს, |
Verse: b | დასტან ტირის შვილისათჳს, | თვალთა ცრემლი მოსდიოდეს, |
Verse: c | ესალამნეს დიდებულნი, | ნახვას აღარ მოელოდეს, |
Verse: d და | "თვალ-ფრთხილსა და გულ-ნათელსა, | თქუ̂ეს თუ, "დღენი დაუმოკლდეს!" |
Strophe: 2211_[2113] | ||
Verse: a | როსტომ ზაალს ესალამნა, | გაემართა გზასა გრძელსა, |
Verse: b | ორი ეჯი ერთად უჩნდის, | იარების ღამე ბნელსა, |
Verse: c | რაშსა მჯდომი გაუწყუ̂ეტლად, | ღამე ყოელ, დღე-ნათელსა, |
Verse: d და | მოემშია, მინდორს მიხუ̂და | უწყლოსა და მეტად გრძელსა. |
Strophe: 2212_[2114] | ||
Verse: a | შეხედნა და სავსე იყო | მუნ კანჯრითა ერთი ველი. |
Verse: b | როსტომ რაში გააფიცხა, | მას შესტყორცა საგდებელი, |
Verse: c | წასვლის ღონე არა ჰქონდა, | დაიჭირა ფიცხლად მრთელი, |
Verse: d და | გარდაჴდა და ცეცხლისათვის | ისრის პირსა მიჰყო ჴელი. |
Strophe: 2213_[2115] | ||
Verse: a | გარდაჴდა, ისრის პირითა | მუნ ცეცხლი დააკუ̂ესა მან, |
Verse: b | კაჭაჭი რამე შეჰყარა, | ვერსად იშოვა შეშა მან, |
Verse: c | რაშსა წაჰყარა ლაგამი, | შეწვა, შეჭამა ესა მან, |
Verse: d და | შიშისა კარსა მშვიდობით | ხედვიდა, დაიძინა მან. |
Strophe: 2214_[2116] | ||
Verse: a | ლომი ერთი მას ჩალასა | პატრონობდის, იყუ̂ის მოდა, |
Verse: b | პილო ერთსა ჩალასაცა | ვერ მოსწყუ̂ეტდის, ეშინოდა, |
Verse: c | ერთი ჟამი როსტომ ძილად | მოისვენა, მოყუ̂იროდა, |
Verse: d და | ზედ მოადგა მძინარესა, | "ცხენსა დავნაყ!" -- ესე თქოდა. |
Strophe: 2215_[2117] | ||
Verse: a | თქუ̂ა: "პირველ ცხენი დავნაყო!" | -- ლომი ბრჭობს სახელდებული, |
Verse: b | კაცი კელთა მყავს, მას იქით | ძილად წევს უჴმარ-დებული, |
Verse: c | რაშმან რა ნახა, მოუჴდა | საომრად ადუღებული, |
Verse: d და | თავს ბასრის ტოტი ჩამოჰკრა, | საკლავად გამეხებული. |
Strophe: 2216_[2118] | ||
Verse: a | დაიხვივლნა, შეეჭიდა, | ზურგსა კბილით მოეკიდა, |
Verse: b | ახეთქებდის მიწაზედან, | მოიქნივის, მედგრად ჰკუ̂რიდა, |
Verse: c | ვირ უსულოდ არ გაჰჴადა, | ამ წესითა იმას რჯიდა, |
Verse: d და | არ გაუშვა, სადანამდის | ლომი შუა არ გაწყუ̂იდა. |
Strophe: 2217_[2119] | ||
Verse: a | ადგა როსტომ იკუ̂ირვებდა | ლომსა ზედან რაშის ქნასა, |
Verse: b | გაუწყრა და ეგრე უთხრა: | "შენ არა ხარ, შმაგო, ჭკვასა, |
Verse: c | თუ მოეკალ ბარგისტანსა, | მე მიზემდი, მითხარ, რასა?! |
Verse: d და | ვინ მზიდევდა შეკაზმულსა | მაზანდარის ქუ̂ეყანასა?!" |
Strophe: 2218_[2120] | ||
Verse: a | მზემან თავი რა ამოჰყო, | მან საწუთრო დააშვენა, |
Verse: b | როსტომ ადგა ძილისაგან, | შეეკაზმა, მოისვენა, |
Verse: c | რაშსა შესდგა უნაგირი, | იტყუ̂ის: "ღმერთო, გესავ შენა!" |
Verse: d და | მერმე შეჯდა, გაემართა, | მისთჳს დასწყდა წყალთა დენა. |
Strophe: 2219_[2121] | ||
Verse: a | ჩავარდა რასმე მინდორსა, | თვალნი არ გარდასწუ̂დებოდა, |
Verse: b | არსით ჩნდა მთისა მწვერვალი, | არც წყალი იპოებოდა, |
Verse: c | არც საძოვარი ბალახი, | მით უფრო დაღონდებოდა, |
Verse: d და | წყურვილით უღონო ქნილი | ძლივ ოდენ იარებოდა. |
Strophe: 2220_[2122] | ||
Verse: a | მისჭირდა და წყურვილითა | როსტომს ენა დაჰპობოდა, |
Verse: b | რაშსა ღონე აღარ ჰქონდა, | აქათ-იქით ერწებოდა, |
Verse: c | ჩამოჴდა და წინ ზუფინსა | მიიბრჯენდა, უძღვებოდა, |
Verse: d და | ღონეს რასმე ეძიებდა, | ვითა მთუ̂რალი ემცნებოდა. |
Strophe: 2221_[2123] | ||
Verse: a | მერმე ცრემლი გარდმოსცვივდა, | მან მიაპყრა პირი ცასა, |
Verse: b | თქუ̂ა: "ყოვლისა შემოქმედო, | უღონოსა მისცემ გზასა! |
Verse: c | ჩემი სული მიიბარე, | მე ჩამამჴსენ ამა რჯასა, |
Verse: d და | კარგს სამყოფსა მიმიყუ̂ანე, | მომაშორვე სატანასა!" |
Strophe: 2222_[2124] | ||
Verse: a | იტყუ̂ის: "ღმერთო! შარიერნი | ერანელნი კარგად ზრდილნი, |
Verse: b | აღარ გინდა დასახსნელად | დევისაგან დაპყრობილნი, |
Verse: c | თუმცა კარგი ვერა ქნეს რა, | არ წაუხუ̂ნან დევთა სულნი, |
Verse: d და | ნუ გასწირავ, იგ არია | ქრისტიანად დანათლულნი. |
Strophe: 2223_[2125] | ||
Verse: a | ესე რა თქუ̂ა პილოტანმან, | ვეღარ დადგა ფერჴთა ზედა: |
Verse: b | ვით უსულო, გარდაიქცა | მას მჴურვალსა მიწაზედა, |
Verse: c | ძრვისა ღონე აღარა აქუ̂ს, | რაში დახტის როსტომს ზედა, |
Verse: d და | ღ(ვ)თის განგებით მოვლენილმან | თხამ წამოვლო ამაზედა. |
Strophe: 2224_[2126] | ||
Verse: a | როსტომ უჭუ̂რეტდა უღონოდ, | მიწასა ზედან დებული, |
Verse: b | გულშიგ ეგრე თქუ̂ა: "არ არის | უწყალოდ მგზავრი რებული, |
Verse: c | ეგების მიჴსნას უფალმან, | სიცოცხლე-გამწარებული, |
Verse: d და | მე დამჴსნას ძნელსა სიკუ̂დილსა, | არს ჩემთჳს მოვლინებული?! |
Strophe: 2225_[2127] | ||
Verse: a | შემოქმედსა ძალი სთხოვა, | -- რომ ცოცხალი აღმადგინა! -- |
Verse: b | მარცხენასა ზუფინი აქუ̂ს, | მარჯუ̂ნივ ჴრმალი დაიბრჯინა, |
Verse: c | როსტომ ნახა მოარული, | რაშმან ოდენ მოილხინა, |
Verse: d და | ტკბილის თვალით მიხედვიდეს, | მიუძღოდა მათ თხა წინა. |
Strophe: 2226_[2128] | ||
Verse: a | სიცოცხლისა საპოვნელად | მათ თხა წინა წაიმძღვანეს, |
Verse: b | ნახეს ტურფა წყარო რამე, | მართ რომ ცოტა წაიარნეს, |
Verse: c | თხა მივიდა, სმა დაუწყო, | მჴსნელსა მათსა დაადარნეს, |
Verse: d და | ღმერთსა დიდი მადლი მისცეს, | პირი მიწას დაამყარნეს. |
Strophe: 2227_[2129] | ||
Verse: a | თაამთან პირი მიაპყრა, | აწ ღმერთი მისგან იქების: |
Verse: b | "წმინდა ხარ მოსამართლეო, | უცხო არ გაგიკუ̂ირდების! |
Verse: c | ეს წყალი არა თხისაა, | ჩემთჳს განგებით ირების, |
Verse: d და | ვინც მიენდობის უფალსა, | ავი არ წაეკიდების. |
Strophe: 2228_[2130] | ||
Verse: a | ვიცი, -- ღმერთსა შევებრალე, | მან მიბოძა მცოდნე წყლისა, |
Verse: b | არ უნდოდა წასაჴდენლად, | ქმნა მოვლენა აქა თხისა, |
Verse: c | ვისცა ზურგად მიაჩია, | მას მიხუ̂დების სიპრტყე გზისა, |
Verse: d და | თამთან დაყო წყლისა პირსა | -- ორი წილი ლოცვა დღისა. |
Strophe: 2229_[2131] | ||
Verse: a | თხას უთხრა: "შენი მინდორი | მწვანობენ -- ტურფად ონები, |
Verse: b | ავაზის გულსა საავოდ | ნუმც ოდეს მოეგონები! |
Verse: c | ვინც ცხენით შემოგიტიოს, | საწყენლად დასაღონები, |
Verse: d და | ისრისამც კილო გასქდების | და მშუ̂ილდი ჴელთ საქონები. |
Strophe: 2230_[2132] | ||
Verse: a | მე სიცოცხლე გარდმეწყუ̂იტა, | გულის ჭანგსა შევკრულვიყავ, |
Verse: b | შენის ნახვით დამარჩინე, | სასუდაროდ გავსრულვიყავ, |
Verse: c | ჩემი გული, -- სთქუ̂ა, -- ვეშაპსა | შეეჭამა, ჩანთქმულვიყავ, |
Verse: d და | განგებამც არს კურთხეული, | თვარ უცილოდ მამკუ̂დარვიყავ!" |
Strophe: 2231_[2133] | ||
Verse: a | რაშს უნაგირი მოჰჴადა, | რა მოისვენა თხისაგან, |
Verse: b | მტვერი გაბანა, შესწმინდა | ჰგავს, უნათლეა მზისაგან! |
Verse: c | მოისვენა, -- და სტომაქი | მაშინ გაუძღა წყლისაგან, |
Verse: d და | მერმე მოუნდა საჭმელი | გარჯილსა წყურვილისაგან. |
Strophe: 2232_[2134] | ||
Verse: a | მოისვენა, შეეკაზმა, | სანადიროდ გაემართა, |
Verse: b | ჴრმალ-ქარქაში შემოირტყა, | ალვა-ზრდილი აემართა, |
Verse: c | ფიცხლად მოკლა მან კანჯარი, | გაიშლიდა ტურფად მჴართა, |
Verse: d და | შესწვა, საჭმლად არას ეყო, | გამოსწოვა ტვინი ძვალთა. |
Strophe: 2233_[2135] | ||
Verse: a | მოვიდა და კუ̂ლა წყალი სუ̂ა, | აპირებდა ძილის ქნასა, |
Verse: b | როსტომ დაწვა მუნ საძილოდ, | მან მიაპყრა პირი რაშსა, |
Verse: c | -- "თუ რამ ნახო, შენ იქმოდი, | რაშო, ჩემკენ წამოსვლასა, |
Verse: d და | დევ-ვეშაპთა სამყოფია, | შენ ნუ ებრძვი ამათ გზასა!" |
Strophe: 2234_[2136] | ||
Verse: a | რაშსა დავედრა რა ესა, | დაწვა, დაეძინებოდა, |
Verse: b | უძრავად იწვა, ეძინა | თვალი არ გაეჴსნებოდა, |
Verse: c | რაში სძოვდა და ფრთხილობდა, | მას გვერდით იარებოდა, |
Verse: d და | შუა-ღამ ერთი ვეშაპი | შორს ოდენ გამოჩნდებოდა. |
Strophe: 2235_[2137] | ||
Verse: a | დიდი, უზომოდ უსახო, | იგი ჩანთქმიდა პილოსა, |
Verse: b | იგ წყარო თურმე მისია, | დის ტურფა რამე ჩრდილოსა, |
Verse: c | მას ქონდის გამოსასვეოდ | მინდორსა უადგილოსა, |
Verse: d და | ნიანგნი, დევნი, შიშითა | ზღვას ვერ გამოვლენ, ნილოსა. |
Strophe: 2236_[2138] | ||
Verse: a | რა ვეშაპმან, -- ფალავანსა | სძინავს, -- გვერცა რაში ვლიდეს, -- |
Verse: b | გაუკუ̂ირდა: "ვინ მოსულა, | ლომნი ვერა გაივლიდეს! |
Verse: c | დედამ აწვე მოიგონოს, | ტიროდეს და ცრემლსა ღუ̂რიდეს, |
Verse: d და | ეს ჩემისა ჭანგისაგან, | თქუ̂ა, "ცოცხალი ვერ წავიდეს!" |
Strophe: 2237_[2139] | ||
Verse: a | საღალატოდ როსტომისთვის | იარების ღამეს ბნელსა, |
Verse: b | მაშინ რაშსა ჩასანთქმელად | მან მომართა ფერ-ნათელსა, |
Verse: c | რაშმან ფიცხლად მოცამართა | როსტომს, მისთვის სასურველსა, |
Verse: d და | ტერფთა სცემდა მიწაზედან, | გაეღვიძნეს სისხლთა მღუ̂რელსა, |
Strophe: 2238_[2140] | ||
Verse: a | გაეღვიძნეს მას ჭკუ̂იანსა, | თავი ჯავრით გაეტენა, |
Verse: b | იქით-აქათ მიოხედნა, | რაშს უბრძანა: "ჰე რა ჰქენა?! |
Verse: c | ცუდად რასთვის გამაღვიძე, | რად გამიკრთევ ძილი შენა?!" |
Verse: d და | იყურებდა საუბარსა, | მას ვეშაპი არ ეჩვენა. |
Strophe: 2239_[2141] | ||
Verse: a | კუ̂ლა ვეშაპი დამალული | საღალატოდ მათკენ იქცა, |
Verse: b | რაშმან ნახა მამავალი | როსტომისკენ გამოიქცა, |
Verse: c | ფრუტუნებს და ტერფსა სცემდა, | თითქმის გვანდა, ცა დაიქცა, |
Verse: d და | როსტომ ჩქარად წამოიჭრა, | ზაფრანისა ფერად იქცა. |
Strophe: 2240_[2142] | ||
Verse: a | მოვლო მინდორი მოწუ̂დილმან, | აპირობს ლახვართ-ხებასა, |
Verse: b | ვერა იპოვა, მოვიდა | და მუნვე დაწვა ნებასა, |
Verse: c | რაშსა გაუწყრა, უფრთხვიხარ | ღამისა შენ ოცნებასა, |
Verse: d და | ძილსა გამიკრთობ, ისწრაფვი | შენ ჩემსა გაღვიძებასა!" |
Strophe: 2241_[2143] | ||
Verse: a | უბრძანა თუ: "ვეღარ გავსძლებ | მე ტყუილად ამის ქნასა, |
Verse: b | კუ̂ლავ ბედითად გამაღვიძებ, | მე არა ვიქ, ვფიცავ, სხვასა! |
Verse: c | ჴრმლითა დაგჭრი კართის ძარღუ̂თა, | ვერ დამასწრობ სიტყუ̂ის თქმასა, |
Verse: d და | მერმე წავალ მე ქუ̂ეითად | მაზანდარის ქუ̂ეყანასა!" |
Strophe: 2242_[2144] | ||
Verse: a | კუ̂ლავ დაწვა და დაიძინა | შემოსილმან ბაბრაბითა, |
Verse: b | ცნა ვეშამან, დაეძინნეს, | დაიქუხნა, ცამან ვითა, |
Verse: c | პირსა ცეცხლი მოსცვიოდა, | რაშმან ნახა, გაკრთა მითა, |
Verse: d და | გული ორად გაჰპობოდა, | გააღვიძებს ვერ შიშითა. |
Strophe: 2243_[2145] | ||
Verse: a | "შევება, მამკლავს უცილოდ!" | -- რაში ბრჭობს ამას გულითა, |
Verse: b | გულმან აღარა დაუთმო | როსტომის სიყვარულითა, |
Verse: c | ეგრეთვე მისკენ წამოვლო, | გულითა დადაღულითა, |
Verse: d და | ჴუ̂იოდა, გლეჯდა მიწასა | ტერფითა მოქნეულითა. |
Strophe: 2244_[2146] | ||
Verse: a | როსტომს ესმა, გაიღვიძა, | იყო თვითან მისი ნება, |
Verse: b | ღალატითა ვერა უყო, | არ ეწერა მისგან ვნება, |
Verse: c | სიბნელესა შიგან ნახა, | ღმერთსა უნდა განქარვება, |
Verse: d და | ბასრი ჴრმალი მოიწვადა, | სთქუ̂ა, დაუწყო ცეცხლმან დება! |
Strophe: 2245_[2147] | ||
Verse: a | შეუზახნა: "თქუ̂ი სახელი, | კუ̂ლა მოხვიდე შენ აქ აროს, |
Verse: b | რომ საწუთრო ვეღარ ნახო, | შენზედ რისხვით შეიყაროს, |
Verse: c | უსახელოდ შენი სული | ბნელსა ტანსა გაეყაროს, |
Verse: d და | ღ(ვ)თითა ჩემგან ქადებული | აწ შენზედან დაემყაროს! |
Strophe: 2246_[2148] | ||
Verse: a | თქუ̂ა ვეშაპმან: " შენ ცოცხალი | ჩემგან ვეღარ წახვიდია! |
Verse: b | ეს მინდორი ჩემი არის, | სიბრტყე ასი ფარსანგია, |
Verse: c | არწივიცა ვერ გადივლის, | ეტლი მისი შემიპყრია, |
Verse: d და | ჩემის შიშით ვარსკუ̂ლავთაცა | დახედვა არ შეუძლია!" |
Strophe: 2247_[2149] | ||
Verse: a | ვეშაპმა შემოუზახნა: | "რა არის შენი სახელი?! |
Verse: b | ვატირო შენნი მშობელნი, | ტირილით მოვაგლახენი". |
Verse: c | თამთან უთხრა თუ: ნარიმანს | " იცნობდეს ზღვანი და ჴმელნი, |
Verse: d და | საამის შვილის-შვილი ვარ, | როსტომ მძეს ჩემი სახელი. |
Strophe: 2248_[2150] | ||
Verse: a | ვარ მარტო ერთი მოლაშქრე | რაშითა გულოვანითა, |
Verse: b | მთათა და ველთა გავაპობ, | ვითა ხურმასა დანითა, |
Verse: c | ზედა მოუჴდა ვეშაპი, | შეღრჭნილი პირ-აღრენითა, |
Verse: d და | ჴრმალ-მოწუ̂დით წინ მოეგება | მას როსტომ მალედ რბენითა. |
Strophe: 2249_[2151] | ||
Verse: a | როსტომ ძალით მას ვეშაპსა | ვერა სჯობდა მას დახედნა, |
Verse: b | რაშმან ყურნი წაიშვირა | ტოტი მჴართა დააჭედნა, |
Verse: c | კისრის ძარღვი აღმოხეთქა, | მას კბილითა დაეჭედნა, |
Verse: d და | როსტომ ჴრმალი მოუქნივა, | გული ორად გაუკუ̂ეთნა. |
Strophe: 2250_[2152] | ||
Verse: a | კუ̂ამლი ასტყდა საშინელი, | სისხლი ღვარად წამოვიდა, |
Verse: b | ძნელი სული ამოუშვა, | საწუთროსა დაფარვიდა, |
Verse: c | როსტომ სულთქნა, გაუკუ̂ირდა, | იგი ბილწი მასც ედიდა, |
Verse: d და | ფალაურად ღმერთსა მადლი | მისცა, წყლის პირს წამოვიდა. |
Strophe: 2251_[2153] | ||
Verse: a | რა დაიბანა ჴელ-პირი, | თქუ̂ა: "ჩემგან ღმერთი იქების, |
Verse: b | მისგან მაქუ̂ს ძალი და ჭკუა, | არსთაგან გაიდიდების, |
Verse: c | ვეშაპი, დევი და პილო | ნილოსა ველად ირების, |
Verse: d და | დიდი და ცოტა ყუ̂ელაი | ჩემთანა სწორად იქების!" |
Strophe: 2252_[2154] | ||
Verse: a | ლოცვისაგან მოიცალა, | წამოვიდა, შეჯდა რაშსა, |
Verse: b | სამყოფთ რასმე გრძნეულთასა | მოვიდოდა გრძელსა გზასა, |
Verse: c | შეხედნა და წყლისა პირსა | შვენიერი ხე რამ დგასა, |
Verse: d და | საძოვრითა შემკობილი, | თუ სთქუ̂ა, გვანდა სამოთხესა. |
Strophe: 2253_[2155] | ||
Verse: a | ერთი წყარო მოსასვენოდ | შვენიარი, ტურფა ნასი, |
Verse: b | მწვანე, კარგად შემკობილი, | ალოჩანი იდგეს ასი, |
Verse: c | პურ-ღვინო და თხა შემწვარი, | გვერცა ედგა ოქროს თასი, |
Verse: d და | გრძნეულთათვის შეკაზმული | გვერდსა უსხდა ქაჯთა დასი. |
Strophe: 2254_[2156] | ||
Verse: a | როსტომ რა ნახეს გრძნეულთა, | შიშითა დაუჩინარდეს, |
Verse: b | დააგდეს სურა შემკული, | ვეღარა ლხინით ინარდეს, |
Verse: c | ჩამოჴდა, როსტომს უკუ̂ირდა, | ქაჯნი უჭუ̂რეტდეს, ინანდეს, |
Verse: d და | რაში დააბა წყლის პირსა, | დაჯდა და პირსა იბანდეს. |
Strophe: 2255_[2157] | ||
Verse: a | თასსა და ღვინოს გვერდითა | ოთხ-ძალი იდვა ბზისაო, |
Verse: b | მაზედა ამას და ეტყუ̂ის: | როსტომ" გარჯილო გზისაო! |
Verse: c | ლხინთაგან უნაწილოო, | მოყუ̂ასო მინდორისაო, |
Verse: d და | შენ სათამაშოდ ომი გჩანს | ლომ-ვეფხთა, ნიანგისაო!" |
Strophe: 2256_[2158] | ||
Verse: a | როსტომისგან დევთა ესმა, | ფალაურად ჴმა გამოვა, |
Verse: b | ერთი ქაჯი დედაკაცად | მოეკაზმა, მასთან მოვა, |
Verse: c | რაზომსაცა არ შვენოდა, | პირი ვარდად აეყუ̂ავა, |
Verse: d და | მოვიდა და გვერც დაუჯდა, | თქუ̂ა: "აშიყი როსტომ პოვა!" |
Strophe: 2257_[2159] | ||
Verse: a | თაამთან ღმერთი აჴსენა, | თქუ̂ა: -- "გაჴდის, ჴმელთა არიფი, |
Verse: b | შემკული სუფრა მიბოძე, | მევლო მინდორთა ღარიფი, |
Verse: c | ღვინო ოქროსა თასითა, | მზესა ჰგავს ქალი ზარიფი, |
Verse: d და | როსტომ ცნა, იყო გრძნეული | -- დევი ხვანჯითა ხალიფი. |
Strophe: 2258_[2160] | ||
Verse: a | თასი მიართვა გრძნეულსა, | უთხრა: "თქუ̂ი ღ(ვ)თისა სახელი!" |
Verse: b | პასუხი ვერ შეუქცივა, | წაუჴდა პირისახენი, |
Verse: c | მას საგდებელი შესტყორცა, | შეიპყრა, შეუკრა ჴელი, |
Verse: d და | -- "ნასკუ̂ითა სავსე დამჭკნარო, | თქუ̂ი, მითხარ შენი სახელი!" |
Strophe: 2259_[2161] | ||
Verse: a | ჴრმალი ჰკრა, ორად გაჰკუ̂ეთა | როსტომ, -- არ ეუბნებოდა. -- |
Verse: b | რა ნახა, გული გრძნეულთა | შიშითა აივსებოდა, |
Verse: c | რაშსა აუდვა ლაგამი, | წავიდა, იარებოდა, |
Verse: d და | ანაზდად ბნელი მოვიდა, | მის უცხო არ იქნებოდა. |
Strophe: 2260_[2162] | ||
Verse: a | საწუთროშიგ სინათლესა | ვეღარ ხედავს, წაიარნა, |
Verse: b | იკუ̂ირვებდა უსაზომოდ, | -- მზის სინათლე რამ დაფარნა?!. |
Verse: c | მზისა შუქნი კუპრის ზღვამან | და ვარსკუ̂ლავნი ჩამოყარნა, |
Verse: d და | დაღონდა და სადავენი | მისნი რაშსა მიაბარნა. |
Strophe: 2261_[2163] | ||
Verse: a | რაში გაუშვა, ბნელშიგა | უფალსა ევედრებოდა, |
Verse: b | მართ ვითა გზისა მძებნელი, | უკუნსა იარებოდა. |
Verse: c | ანაზდად, ღ(ვ)თისა განგებით, | სინათლე გამოჩნდებოდა, |
Verse: d და | ნახა წყალი და მინდორი, | საწუთრო იახლებოდა. |
Strophe: 2262_[2164] | ||
Verse: a | გამხიარულდა, ჩამოჴდა | მამსურნე მოსვენებისა, |
Verse: b | ტანი ოფლითა შესუ̂რილი | აბჯართა ეწებებისა. |
Verse: c | მზეს მიუფინა ბაბრაბი, | რაში ლაგმითა ებისა, |
Verse: d და | რა გაჴმა, ტანსა ჩაიცვა, | საძილოდ ესწრაფებისა. |
Strophe: 2263_[2165] | ||
Verse: a | რაშსა მისცა საძოვარი, | მან დაიგო ქუ̂ეშე მოლი, |
Verse: b | გზის გარჯილი მოსასვენლად | ძილად მიწვა ლომთა-ლომი, |
Verse: c | რაშის საქმე შესჭირდების, | მას ჯავრად აქუ̂ს დევთა ომი, |
Verse: d და | მეველემან რაში ნახა, | ყანაშიგა ძოვად მდგომი. |
Strophe: 2264_[2166] | ||
Verse: a | მას მეველემან აგინა, | ცემა დაუწყო ჯოხითა, |
Verse: b | ეს პილო ტანსა შეესმა, | არა წევს ძოწთა ნოხითა, |
Verse: c | უთხრა: "რა ჭირნი გინახავს, | დევთა ცხენია ჯოგითა, |
Verse: d და | ვეშაპივითა გაწუ̂დილხარ | როსტომ, ხარ აქ ომახითა!" |
Strophe: 2265_[2167] | ||
Verse: a | გაგულისდა ამაზედა, | წამოიჭრა ოდენ უხნა, |
Verse: b | ორივ ყური დაუჭირა, | დაგლიჯა და ჴელთ ჩაუხუ̂ნა, |
Verse: c | არა უთხრა ერთი სიტყუ̂ა | მას, არცა რა უპასუხნა, |
Verse: d და | მეველემან ტირილითა | გაკუ̂ირვებით წამოიხუ̂ნა. |
Strophe: 2266_[2168] | ||
Verse: a | მცველად იყუ̂ის მას ადგილსა | ერთი კაცი დიდებული; |
Verse: b | მას სახელად ავლად ერქუ̂ა, | იყო მათთჳს ბრძანებული, |
Verse: c | მეველესა ყურნი ჴელთა | ჰქონდა, სისხლით შეღებული, |
Verse: d და | მას მიართვა შეჭირვებით, | ტიროდა და უდუღს გული. |
Strophe: 2267_[2169] | ||
Verse: a | მოახსენა: "ერთი კაცი | მინდორშიგან იწვა მტკეპლად, |
Verse: b | მას ჰყავს ერთი დიდი ცხენი, | ჰგავს დევია სისხლთა მჩქეფლად, |
Verse: c | იგ გაეშვა ყანაშიგა, | მიველ მისთვის გასაძებლად, |
Verse: d და | არ მიმიშვა, წამოიჭრა, | ჩემთვის ცეცხლთა მოსადებლად. |
Strophe: 2268_[2170] | ||
Verse: a | ვეფხის ჯავშანი აცვია, | რკინისა ქუდი ებასა, |
Verse: b | ჰგავსო, მინდორი დევითა | აევსო იგ განგებასა, |
Verse: c | აქუ̂ს თავისაგან იმედი, | არა იქს ყმათა ხლებასა, |
Verse: d და | ორნივე ყურნი დამგლიჯნა | და მუნვე დაწვა ნებასა. |
Strophe: 2269_[2171] | ||
Verse: a | მულღანზარშიგ სახელ-დიდი | ნადირობდის, იყუ̂ის მუნა! |
Verse: b | შამბში ლომი შემოსულა | ავლად თქუ̂ა თუ, მოკუ̂ლა უნა, |
Verse: c | როსტომისთვის შესაპყრობლად | სადავენი მოიბრუნა, |
Verse: d და | თავადები თან იახლა, | თქუ̂ა: "გაშვება არა უნა!" |
Strophe: 2270_[2172] | ||
Verse: a | მიეწურნეს, როსტომ ადგა, | რაშისაკენ გაემართა, |
Verse: b | შეეკაზმა საომარად, | ვით ღრუბელი შეჯდა ქართა, |
Verse: c | ბასრი ჴრმალი ამოიღო, | ავჟანდათა წაემართა, |
Verse: d და | ბოლოდ ლექსი მოგახსენებს, | რაცა ავლადს დაემართა. |
Strophe: 2271_[2173] | ||
Verse: a | ავლად როსტომს დაუძახა, | აწ სახელი შენი თქუ̂ია, |
Verse: b | თავადთაგან ვისი გვარი, | ანუ მამით ვისი ძია, |
Verse: c | ხვადთა ლომთა სამყოფშიგა | რად მოსულხარ, მიკუ̂ირს მია, |
Verse: d და | არ უნდოდა შენგან მოსვლა, | რად მამცდარხარ, შმაგო, დია?" |
Strophe: 2272_[2174] | ||
Verse: a | როსტომ თქუ̂ა: "ჩემი სახელი | ღრუბელთა ზედა სწერია, |
Verse: b | ჴრმალსა და ლახტსა მძიმესა | წვიმს რისხვა მონაბერია, |
Verse: c | თავადთა თავთა მიწასა | დაჰყრის, ასტყდების მტვერია, |
Verse: d და | შენ თუ სცნა, სული აფრქვიო, | ვერავინ გნახოს მრთელია!" |
Strophe: 2273_[2175] | ||
Verse: a | აწ ამას იქით ლაშქართა | ვერ გნახონ სულთა მბერავი, |
Verse: b | როდეს გაშენა დედამან, | ჴამდა სუდარის მკერავი, |
Verse: c | ჩემდა საომრად მოსულხარ, | უჭკო, რეგვენი, შენ, ავი, |
Verse: d და | მიკუ̂ირს, რა მოსცდი საქმესა, | გქონდა რა შესაკერავი?!" |
Strophe: 2274_[2176] | ||
Verse: a | ჭირთა მიმცემი ნიანგი | მას გამოწუ̂დილი აქუ̂ს ჴელსა, |
Verse: b | მას საგდებელი სასროლად | მორთული ება სარტყელსა, |
Verse: c | ვით ლომმან კანჯრისა ჯოგსა, | მიმართა, იყუ̂ნეს სად ველსა, |
Verse: d და | თვითოთა კუ̂რითა თავსა სჭრის, | ოროლთა მჴეცთა საჭმელსა. |
Strophe: 2275_[2177] | ||
Verse: a | მან ამოსწყუ̂იტა ლაშქარი, | მკუ̂დარზედა იარებოდა, |
Verse: b | სისხლისა რუ დის, ღელენი | მძოვრითა აივსებოდა, |
Verse: c | მერმე გაიქცნეს ლაშქარნი, | -- როსტომს ვინ დაუდგებოდა?! |
Verse: d და | მიმართეს კლდეთა-კაპანთა, | მაშიგან იმალებოდა. |
Strophe: 2276_[2178] | ||
Verse: a | როსტომ, მთუ̂რალი პილოვითა, | მისდევს, მას აქუ̂ს საგდებელი. |
Verse: b | ავლადს უკან მიეწია, | დაუბნელდა დღე ნათელი, |
Verse: c | შესტყორცა და თავს მოაბა, | ჩამოაგდო ვითა მელი, |
Verse: d და | ლაშქარშიგან, ვით იოტა, | მოიტაცა, დასცა ჴელი. |
Strophe: 2277_[2179] | ||
Verse: a | მათ ლაშქართა ვერა სცნეს რა, | თუ მინახავს ვერვინ თქვაო, |
Verse: b | მაგრად შეჰკრა საგდებლითა | როსტომ ავლად, ვითა თხაო, |
Verse: c | წინ ქუ̂ეითად გაიძღვანა, | მართლად მითხარ, მას გკითხაო, |
Verse: d და | რომ ტყუილი არ შეგაჩნდეს, | შენვე გიჯობს, მართლად სთქვაო. |
Strophe: 2278_[2180] | ||
Verse: a | თუ მას წავლო თეთრი დევი, | მასთან მყოფნი გრძნების მქნელნი, |
Verse: b | ფოლად, ბედა, ღულად, ღუნდი | სად არიან გზისა მცველნი? |
Verse: c | სადა ქაოზ ჴელ-მწიფე ზის | და შეკრულნი ერანელნი, |
Verse: d და | თუ ეს მართლად გამიცხადო, | შენ გნატრიდენ სრულად ჴმელნი. |
Strophe: 2279_[2181] | ||
Verse: a | თავდებად მოგცე უფალი | და მისი სახიარობა, |
Verse: b | მაზანდარისა სამეფო | და მისი შარიარობა, |
Verse: c | მას მძიმე ლახტი წაუღო, | ტახტისა შვენიარობა |
Verse: d და | დაგხურო მისი გვირგვინი, | შენ მოგხუ̂დეს ნებიარობა. |
Strophe: 2280_[2182] | ||
Verse: a | ჩემი სიტყუ̂ა გაიგონე, | ავლად ეგრე მოახსენა: |
Verse: b | "გული ჯავრით დაიცალე, | დამიჯერე, ასრე ჰქენა!" |
Verse: c | გაჴსენ თვალი წყალობისა, | მამხუ̂დეს ოდენ სულთა ლხენა, |
Verse: d და | რასაც ეძებ, მის ნიშანსა | ღ(მრ)თითა ჰპოებ ჩემგან შენა. |
Strophe: 2281_[2183] | ||
Verse: a | თეთრის დევისა სამყოფი | -- არჯანგ და ბედა ქებულნი, |
Verse: b | სად შენ და რაში აპირობთ | მისვლასა გაფიცხებული, |
Verse: c | გიჩუ̂ენო ქაოზ ჴელ-მწიფე, | ლაშქარნი ვაგლახებულნი, |
Verse: d და | სად ერანელნი აბია | დამბრმალნი, დატყუ̂ევებულნი. |
Strophe: 2282_[2184] | ||
Verse: a | გკადრო ყუ̂ელა ცალკე-ცალკე, | დაგიმალო რამცა მია!.. |
Verse: b | აქათ ქაოზ ჴელ-მწიფემდის | ძეს გზა -- ასი ფარსანგია, |
Verse: c | ასს სხვასა ვლით, იმას იქით | თეთრის დევის სამყოფია, |
Verse: d და | გზა ავია, ორმოთ სავსე, | საშიშარი, ძნელი დია! |
Strophe: 2283_[2185] | ||
Verse: a | ორთა მთათ შუა შიშითა | ორბი ვერ გარდაფრინდების, |
Verse: b | დევი თორმეტი ათასი | გზასა სცავს, ცეცხლი ენების, |
Verse: c | არჯანგ და საანჯ თავადნი, | -- მათ მტერი შეუშინდების! |
Verse: d და | გნახვენ, -- დაგნაყვენ ლახტითა, | შენ გავლა გაგიძნელდების! |
Strophe: 2284_[2186] | ||
Verse: a | თეთრის დევის ტანი ნახო, | თუ სთქუ̂ა: "დიდი მთა არისა, |
Verse: b | ათის საგდებლისა სიგრძე | ტანს საფარი თმა არისა. |
Verse: c | აწ ნუ წახვალ ჯავრიანი, | მამისმინე, კმა არისა, |
Verse: d და | მიმძიმს, ნაკუ̂თი მკერდ-მკლავისა | წაჴდეს, -- შუქი ჯავარისა! |
Strophe: 2285_[2187] | ||
Verse: a | ორმოვანთა რა გაივლი, | სალნი კლდენი დაგუ̂ხუ̂დებიან, |
Verse: b | მუნ მინდორნი საჭირონი, | -- თვალნი არსით გასწუ̂დებიან! -- |
Verse: c | ბასრით ქუ̂ითა მოჭედილი, | -- თხასა ფერჴნი მოსცუ̂დებიან, |
Verse: d და | მერმე წყალნი ორ-ფარსანგი, | ქარმან, -- დევნი -- ზედ დგებიან. |
Strophe: 2286_[2188] | ||
Verse: a | მას იქით მაზანდარამდის | ქალაქი აშენებული, -- |
Verse: b | სახლი სახლზედან ჰკიდია, | ერთმან-ერთზედან გებული, |
Verse: c | სამასი ფარსანგი სიგრძე | ნაგები, გამაგრებული, |
Verse: d და | საომრად ძნელი საჭირო, | სიმაგრით არის ქებული. |
Strophe: 2287_[2189] | ||
Verse: a | ჰყავს მეომარი ურიცხვი | -- პილო ათასჯერ-ათასი, |
Verse: b | ვერვინ შეუვა შიშითა, | ცხენოსანი ჰყავს სხვად ასი, |
Verse: c | აქუ̂ს უამრავი საჭურჭლე, | -- აბჯარი, -- ოქრო და თასი, |
Verse: d და | კაცსა ვერ ნახავ გლახასა, | -- ოქრო აცვია ხალასი. |
Strophe: 2288_[2190] | ||
Verse: a | ერთი მარტო ცხენოსანი, | თუმცა მთა ხარ, სრულად რკინა, |
Verse: b | ვა თუ დევთა ბასრმან ლახტმან | დაგნაყოს და წაგაჴდინა! |
Verse: c | რა ეს ესმა ავლადისგან, | როსტომ დიდი გაიცინა: |
Verse: d და | -- შენ თუ ჩემი მოყუ̂არე ხარ, | მიმიყვანე მათსა შინა. |
Strophe: 2289_[2191] | ||
Verse: a | ღ(ვ)თითა, შენ ნახავ, მათზედა | ჩემგან რა მოიწევისა!.. |
Verse: b | რა უყო მათსა ლაშქარსა, | -- მე მამხუ̂დე ეტლი ძლევისა. -- |
Verse: c | მათ ჩემი ჴრმალი უჩუ̂ენო, | ნაკრავი სისხლთა თხევისა, |
Verse: d და | ძარღვებსა დავსწუ̂დი, -- მათ სიგრძე | აქ განად მოექცევისა! |
Strophe: 2290_[2192] | ||
Verse: a | სადა ქაოზ ჴელ-მწიფე ზის, | შენ წამიძეღ მუნით ხვალე, |
Verse: b | ავლადს ესმა, გაემართნეს, | მათ იარეს მეტად მალე, |
Verse: c | დღე-ნათელი, ღამე-ბნელი | არ ეტყობის სიმაშუ̂რალე, |
Verse: d და | სად ქექაოზ დგომილიყო, | ეს ასფეროზს მივლენ ხვალე. |
Strophe: 2291_[2193] | ||
Verse: a | როსტომ ნახა, მუნით ცეცხლი | მაზანდარას დააგზიან, |
Verse: b | ავლადს კითხა: "იქ რა არის, | სადა სპანი იძახიან?" |
Verse: c | მოახსენა: "დარაჯანი | დარაჯობენ, იქა დიან, |
Verse: d და | ჴელ-მწიფე და ერანელნი | დაბრმობილნი იქა ბიან. |
Strophe: 2292_[2194] | ||
Verse: a | ღულად და ბედად არია | თავადად განაჩენიო, |
Verse: b | თეთრის დევისა ბრძანებით | არჯანგ -- ხე რომ ჩანს გრძელიო, -- |
Verse: c | წამსა და წუთსა კივილი | ჴმა ისმის მონაფენიო, |
Verse: d და | მოვა ომისა მძებნელი, | აქუ̂ს მოლოდინი შენიო!" |
Strophe: 2293_[2195] | ||
Verse: a | ოდენ მიწვა, მიიძინა, | ზედ მნათობი მზე მოვიდა, |
Verse: b | როსტომ რაშსა მოუჭირა, | მძიმეს ლახტსა ჩაირჭმიდა, |
Verse: c | მუზარადი დაიხურა, | ზედ ბაბრაბსა ჩაიცმიდა, |
Verse: d და | ავლად ხეთა უკუ-აკრა, | დევთ საომრად წამოვიდა. |
Strophe: 2294_[2196] | ||
Verse: a | მან ლაშქართა შეუტივა, | სად არჯანგ და სპანი დგესა, |
Verse: b | როსტომ დიდი შეუზახნა, | გააპობდა ტინსა კლდესა, |
Verse: c | კარვიდამე გამოიჭრა | არჯანგ მიხუ̂და სიშმაგესა, |
Verse: d და | როსტომ ცხენით შეუტივა, | დევთა ლაჴავს ვითა ბზესა. |
Strophe: 2295_[2197] | ||
Verse: a | არჯანგს თავსა ჴელი მიჰყო, | მან მოსწყუ̂იტა ფიცხლად სულად, |
Verse: b | ლაშქართაკენ სისხლიანი | შემოსტყორცა დანა სრულად, |
Verse: c | ნახეს დევთა, ეუცხოვა, | მათ ჩაეგზნა ცეცხლი გულად, |
Verse: d და | მძიმე ლახტი ჴელთა ჰქონდა, | მოეგება წინა ღულად. |
Strophe: 2296_[2198] | ||
Verse: a | პილოტანმან რაში მისკე | გაიბრუნვა, რაზმი ფრიწა, |
Verse: b | მუზარადსა რა ლახტი ჰკრა, | ტვინი შუა გაუფრიწა, |
Verse: c | ცხენიდაღმან ჩამოვარდა, | დაეცა და დაძრა მიწა, |
Verse: d და | ვითა ლომმან კანჯრის ჯოგი, | დევთა რაზმი დაცაფრიწა. |
Strophe: 2297_[2199] | ||
Verse: a | მოვიდა და ამაზედა | შეეყარა ბედა ჴელად, |
Verse: b | როსტომ შესცა მკერდს ხანჯარი, | გულისაკენ გასახევლად, |
Verse: c | ზურგის ძვალი გაუხეთქა | სისხლისათვის გარდმამჩქეფლად, |
Verse: d და | დევთა ნახეს, შეეშინდა, | გაემართნეს გასაქცევლად. |
Strophe: 2298_[2200] | ||
Verse: a | როსტომისგან გაუკუ̂ირდა | და გაუსქდა დევთა გული, |
Verse: b | არც სამყოფი მოიგონეს, | არა შვილნი, დედა-წული, |
Verse: c | მათ თაამთან უკან მიზდევს, | ჴრმალ-მოწუ̂დილი, გამახული, |
Verse: d და | მან დასცალა გრძნეულთაგან | დევთ-სამყოფი, ქაჯთა სული. |
Strophe: 2299_[2201] | ||
Verse: a | რა დევთზედა გაემარჯვა, | უკ-მობრუნდა ფიცხლავ ისი, |
Verse: b | მოვიდა და ავლად აჴსნა, | ბრალი ჰქონდა გულსა მისი. |
Verse: c | ასფეროზის ჭალაშიგან | მთისა ძირსა დადგეს ისი, |
Verse: d და | იმალვოდეს დევთა მისვლა | ვერ შაეტყო როსტომისი. |
Strophe: 2300_[2202] | ||
Verse: a | დასხდეს რასმე ხეთა ძირსა, | მათ მონახეს ტურფა ჩრდილი, |
Verse: b | პილოტანი ავლადს ჰკითხავს: | "სად ზის მეფე შეპყრობილი?" |
Verse: c | ადგა, წინა წამოუძღვა, | სადა ქაოზ დაბრმობილი, |
Verse: d და | ქალაქშიგან, სად ტყვედ იყუ̂ნეს | ერანელნი დაპყრობილი. |
Strophe: 2301_[2203] | ||
Verse: a | რა შევიდა ქალაქშიგა, | დაიჴვივლა დიდი რაშმა, |
Verse: b | ქაოზ იცნა, თქუ̂ა: "პყრობილნი | ჩუ̂ენ დაგვიჴსნა ლხინმა ასმა. |
Verse: c | შეჭირვება უბოლოოდ | ჩუ̂ენი შენა ზეცით დასმა, |
Verse: d და | უსაცილოდ რაში არის, | მე ჴვივილი მისი მესმა!" |
Strophe: 2302_[2204] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფისაკენ წავიდა | გმირი, გონება-ნათელი, |
Verse: b | მცველთა ჴმა ესმა, შიშითა | მათ დაუბნელდა ნათელი, |
Verse: c | გარდაეხვეწნეს, და როსტომ | პყრობილნი ნახნა ადენი. |
Verse: d და | მათ აუტირდა ჴმა-მაღლად, | ცრემლი სწვავს თვალთა ნადენი. |
Strophe: 2303_[2205] | ||
Verse: a | ეთაყუ̂ანა ჴელ-მწიფესა | მან, ამბავი დევთა ჰკითხა, |
Verse: b | მას ჴელ-მწიფე მოეხვივა, | მოჭდობილი იდგა დიდ-ხა, |
Verse: c | მან ამბავი ზაალისა, | გზისა გარჯა, -- ყუ̂ელა ჰკითხა, |
Verse: d და | მალვით უნდა გრძნეულთაგან, | ნუ იყოვნი წასვლას დიდხა! |
Strophe: 2304_[2206] | ||
Verse: a | თუ შეიტყობს თეთრი დევი, | ვითა ცეცხლი აენთების, |
Verse: b | სცნობს სიკუ̂დილსა არჯანგისას, | ფიცხლად ზედა მოგიჴდების, |
Verse: c | გრძნებითა და ილათითა | დევთა მიწა აივსების, |
Verse: d და | თან მოიტანს სრულად დევთა, | ჭირ-ნახული წაგიჴდების. |
Strophe: 2305_[2207] | ||
Verse: a | შენ მიმართე დევთა სახლსა, | ჴრმალი გქონდეს წინა-მავლად, |
Verse: b | მათი საქმე ყუ̂ელაკაი | მოგაჴსენოს, იცის ავლად, |
Verse: c | ამას იქით საშიშარი | შვიდი მთა გიც გარდასავლად, |
Verse: d და | ღ(ვ)თის ძალითა დევთა თავი | შენ გარიო მტვერთა ნავლად. |
Strophe: 2306_[2208] | ||
Verse: a | გზისა მცველნი გაუწყუ̂ეტლად | სხვანი დევნი დაგხუ̂დებიან, |
Verse: b | გინდა გლოვა საომარად, | ვითა ვეფხნი დადგებიან, |
Verse: c | ერთი ჴევი -- საშიშარი | ნახო, -- თვალნი გატყდებიან, |
Verse: d და | საკრძალავი, ფათერაკსა | მტერნი ვერსით მორჩებიან! |
Strophe: 2307_[2209] | ||
Verse: a | მას ჴევის თავსა სამყოფი | თეთრის დევისა არისა; |
Verse: b | იგ არის ზურგი ლაშქართა, | სფაადი მაზანდარისა, |
Verse: c | ეცადე მისსა სიკუ̂დილსა, | გრძნებითა სავსე არისა, |
Verse: d და | მიგუ̂ხუ̂და ჩუ̂ენ სრულად ნათელი | ტირილით თვალ-დამყარისა. |
Strophe: 2308_[2210] | ||
Verse: a | თქუ̂ა მკურნალმან ჴელოვანმან: | "ძვირსა ფასსა (!?) ვინ აიღებს, |
Verse: b | თუ ვინ მოჰკლავს თეთრსა დევსა, | გულსა მისსა გამოიღებს, |
Verse: c | მე იმედი გარდავსწყუ̂იტე, | ვთქუ̂ი თუ: "აქა ვინ მოიღებს!" -- |
Verse: d და | სამჯერ იწვეთ სისხლსა მისსა, | სიბნელესა გამოიღებს." |
Strophe: 2309_[2211] | ||
Verse: a | აქა როსტომ გაემართა | თეთრის დევის საომარად, |
Verse: b | ერანელთა დაავედრა, | თქუ̂ა: "იყუ̂ენით გულ-მღვიძარად! |
Verse: c | არის ერთი მეომარი, | რომ მასმია პილოს დარად, |
Verse: d და | მამერიოს დევთა დასი, | -- თქუ̂ენ ღმერთი გყავს მოსაჴმარად. |
Strophe: 2310_[2212] | ||
Verse: a | მე თუ მამკლას შემოქმედმან | თქუ̂ენ მეშველი სხვა მოგგვაროს, |
Verse: b | მოვერიო, წყალობისა | ეტლმან ზეცით თქუ̂ენ დაგფაროს, |
Verse: c | ხოსროულმან ხემ ნაყოფი | გამოიღოს ავი აროს, |
Verse: d და | ტახტი ჰპოვონ თავ-თავისი, | ქაოზ მეფემ გაიხაროს! |
Strophe: 2311_[2213] | ||
Verse: a | გულ-მესისხლედ წამოვიდა, | პირი მიწას გაამყარა, |
Verse: b | შეეკაზმა დევთ საომრად, | მან დააგდო ავლად არა, |
Verse: c | რაშმან ფიცხლად შეუტივა, | მთა უგრძნობლად გარდიარა, |
Verse: d და | არ ჩავარდა ორმოშიგან, | დარაჯათა უგრძნეს არა. |
Strophe: 2312_[2214] | ||
Verse: a | მივიდა მის ჴევის თავსა, | სად იყო დევთა ყრილობა, |
Verse: b | ნახა მრავალი ლაშქარი, | მუნ დევთა შემოყრილობა, |
Verse: c | ავლადს უბრძანა: "აქამდის | ვცან შენი გამოცდილობა, |
Verse: d და | მართლად მასწავლე ყოველი, | არა ჩანს გარდასრულობა. |
Strophe: 2313_[2215] | ||
Verse: a | აწ მართალი გზა მიჩვენე, | შენ კუ̂ლავ დამდევ დიდი ვალი, |
Verse: b | მასწავლე და გამამანდევ, | სადა სახლობს დევი მყრალი, |
Verse: c | სადაც არის თეთრის დევის | სამყოფი და შესავალი, |
Verse: d და | გზისა მცველნი დარაჯანი | რაზომია, რა მრავალი?! -- |
Strophe: 2314_[2216] | ||
Verse: a | ზედ მიჴდომა რაჟამ უნდა, | თუ ღმერთმან ქნას ჩუ̂ენი ნება?" |
Verse: b | ავლად უთხრა: "სიცხის ჟამსა | დღემან რა ქნას გასწორება, |
Verse: c | მაშინ ძილი გახშირდების, | მოუნდების მოსვენება, |
Verse: d და | კიდევ ცოტად ნუ ისწრაფი, | ჟამად გიჯობს დაყოვნება! |
Strophe: 2315_[2217] | ||
Verse: a | მაშინ სძინავს ჴელი ერთად, | მათ ცოტა უთქს მოდარაჯე, |
Verse: b | ღ(ვ)თითა ძლევა შენ მოგხუ̂დების, | განგებითა გაემართე! |
Verse: c | მოიცადე, მზე გუმბადსა | რა ამაღლდეს მოარაჯე!" |
Verse: d და | ავლად შეკრა საგდებლითა, | -- მალვით დადვა: -- "იყავ, დაჯე!" |
Strophe: 2316_[2218] | ||
Verse: a | როსტომ ჩაიცვა აბჯარი, | ადიდა დამბადებელი; |
Verse: b | მოწუ̂დილი ჴრმალი ჴელთა აქუ̂ს, | მათ დევთა მაოჴრებელი, |
Verse: c | შიგ ჩაერია ლაშქართა, | მაშინ დევთა ჩანს მზე ბნელი, -- |
Verse: d და | ომი შეიქნა სასტიკი. | გათენდა მეტად დღე ძნელი! |
Strophe: 2317_[2219] | ||
Verse: a | ცა დაეცა ქუ̂ეყანასა, | გვანდა დევთა ყუ̂ირილითა, |
Verse: b | როსტომ ხანჯრით თავსა სჭრიდა. | ქუ̂აბისაკენ მივა ვლითა. |
Verse: c | წინ ვერავინ დაუდგების | მას ომისა სახელითა, |
Verse: d და | რაში ტერფით იომვოდა, | ქარსა გვანდა წამოვლითა. |
Strophe: 2318_[2220] | ||
Verse: a | იქით-აქათ დაჴოცილთა | დევთა ჰყრიან, ვითა ბზესა, |
Verse: b | ქუ̂აბისაკენ შეისწრაფეს, | თეთრსა დევსა მიმართესა, |
Verse: c | მან პილომან ვითა მთუ̂რალმან, | -- ოდენ ხედვენ სინათლესა, -- |
Verse: d და | ჯოჯოხეთის მსგავსი იყო, | მიხუ̂დე დიდსა სიბნელესა! |
Strophe: 2319_[2221] | ||
Verse: a | სიბნელესა შიგან იყო | მის ბილწისა დევის ტანი, |
Verse: b | როსტომ რაშით გარდამოჴდა, | შინ შევიდა პილოტანი, |
Verse: c | ტანი ოფლით დასუ̂რილი აქუ̂ს | და ბაბრაბი სისხლიანი, |
Verse: d და | გზა არა აქუ̂ს წამოსავლად, | ბნელშიგან დგას გულოვანი. |
Strophe: 2320_[2222] | ||
Verse: a | რაში ვიწროს გზაში იდგა | შიგ არავის შეუშვებდა, |
Verse: b | ვინც მივიდის, ეომვოდა, | მას სალავად ტერფით სცემდა, |
Verse: c | თვალთა ჴელი უკ-მოივლო | როსტომ, ცრემლსა მოიწმენდდა, |
Verse: d და | მთის ოდენი ბნელშიგა ჩნდა, | თქუ̂ა: "რა ვნახე ესე მე და?!" |
Strophe: 2321_[2223] | ||
Verse: a | წვა ქუ̂აბშიგან, სიდიდითა | მართ ძლივ ოდენ შეუშვებდა, |
Verse: b | პირ-გიშერი, ტანად პილო, | თმა კოჭამდის ჩასწუ̂დებოდა, |
Verse: c | სიბრტყითა და სიდიდითა | იგ ღრუბელთა შესწუ̂დებოდა, |
Verse: d და | ადგა როსტომ, ზედ მოუჴდა, | უცხო აღარ იქნებოდა, |
Strophe: 2322_[2224] | ||
Verse: a | თავსა ერქუ̂ა რკინის ქუდი, | ჰგვანდა, დიდი მთა მართია, |
Verse: b | გულშიგ შედრკა, თქუ̂ა: "უთუოდ | აწ გათავდა ჩემი დღია!" |
Verse: c | ნამეტნავად გაუკუ̂ირდა, | როსტომს მისი სიდიდია, |
Verse: d და | თავსა უთხრა: "არას მარგებს | ღაფლად ყოფა აქა მია!" |
Strophe: 2323_[2225] | ||
Verse: a | როსტომ გაფიცხდა, მას დევსა | საწუთრო აარმებინა, |
Verse: b | მას ბასრი ჴრმალი შემოჰკრა, | ბარკალი გააგდებინა, |
Verse: c | მან დევმან ტოტი წამოჰკრა, | ფარი არ აფარებინა, |
Verse: d და | ვით პილო შემოეჭიდა, | ჴრმლის ცემა გააშვებინა. |
Strophe: 2324_[2226] | ||
Verse: a | ერთმანერთსა შეეჭიდნეს | გულ-მესისხლედ, უცხო ფერად, |
Verse: b | აბჯასა და ჴორცსა გლეჯდა | დევი როსტომს, -- "მამკლავ მე რად?!" |
Verse: c | ჴრმლითა სცემდა პილოტანი | საკლავად და სისხლთა მღუ̂რელად, |
Verse: d და | მიწა სრულად გააწითლეს | მათ, შეღებეს ვარდის ფერად. |
Strophe: 2325_[2227] | ||
Verse: a | მას აბჯარი დაუხივა, | დევი მედგრად ეჭიდების, |
Verse: b | -- "ორში არის ჩემი საქმე", | -- როსტომ გულსა ეუბნების: |
Verse: c | "ამ დევისა ჴელისაგან | დღეს თუ სული მე შემრჩების, |
Verse: d და | თუ ვით ამას მოურჩები, | მის დღეშიგან არ მევნების!" |
Strophe: 2326_[2228] | ||
Verse: a | თეთრმან დევმან თქუ̂ა: "სულთაგან | ვაი აღარ მიც მე წილი! |
Verse: b | ამას მოვრჩები ცოცხალი, | წავიდე გარდახვეწილი, |
Verse: c | ფეჴ-შეკუ̂ეთილი, დაჭრილი, | ამისგან ძვალ-დალეწილი, |
Verse: d და | მე მაზანდარას ვერ მნახო | უფერჴო, ტყავ-დაფრეწილი!" |
Strophe: 2327_[2229] | ||
Verse: a | ვითა ლომმან, დევსა ჴელი | როსტომ მიჰყო ამაზედა, |
Verse: b | აიყუ̂ანა თავის სწორად, | მედგრად დასცა მიწაზედა, |
Verse: c | მას ხანჯარი გასაპობლად | დააძგერა გულსა ზედა, |
Verse: d და | ამოგლიჯა მას გულ-ფირტვი, | უკუიცვა მკლავსა ზედა. |