TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 112
Previous part

Chapter: 29 
აქა თეთრმა დევმა ერანელთა ზედა მცველნი დააყენა.






Strophe: 2182_[2084] 
Verse: a       დევი თორმეტი ათასი   მას დააყენა აჯითა,
Verse: b       უბრძანა: "კარგად უფრთხილდით,   იყუ̂ენით თქუ̂ენ დარაჯითა,
Verse: c       შარიარნი და თავადნი   -- ყუ̂ელა დაჰკარით ჯაჭვითა,
Verse: d    და   ქატოსა პური აჭამეთ,   იცოცხლონ ამა სარჯლითა!"






Strophe: 2183_[2085] 
Verse: a       ტყავ-გვირგვინი, ჴელ-მწიფისა   ტახტი დევსა მოუტანეს,
Verse: b       ერანელთა საჭურჭლენი   მაზანდარელთ გაუგზავნეს,
Verse: c       ერთი კაცი დიდებული   ამასთანა წაატანეს,
Verse: d    და   არჯანგ ერქუ̂ა უხუცესსა,   იმასზედა მიათვალნეს.






Strophe: 2184_[2086] 
Verse: a       შეუთვალა: "ნუ მიზეზობ,   ჴელთა გყუ̂ანან დაპყრობილნი,
Verse: b       ერანელნი თავადები   -- ქექაოზ და სპანი სრულნი,
Verse: c       ღამე მთვარეს ვერა ნახუ̂ენ,   დილას -- მზესა, დაბრმობილნი,
Verse: d    და   სრულად მისთვის არ დავჴოცენ,   ამოვართვა რჯითა სულნი!"






Strophe: 2185_[2087] 
Verse: a       საუბარი გაათავა.   რა ეს არჯანგ ყურად იყო,
Verse: b       წამოვიდა მოციქული,   უამრავი წამოიღო,
Verse: c       ჯორ-აქლემთა დატვირთულთა   ანგარიში ძლივ აიღო,
Verse: d    და   თვალ-მარგალიტ-საჭურჭლითა   და ჯოგითა სავსე იყო.






Strophe: 2186_[2088] 
Verse: a       მათ ერთი კაცი თავადი   მორჩა საწუთრო-ნახული,
Verse: b       დევთა გრძნებამან ვერ ავნო,   მართ იყო გამოზრახული,
Verse: c       არ დასდგომოდა თვალები,   იყო პირველად სახული,
Verse: d    და   მას სადმე მიხუ̂და ჴელ-მწიფე   -- გულ-წყლული, ღვიძლ-დადაღული.






Strophe: 2187_[2089] 
Verse: a       იგ გაგზავნა მოციქულად   ზალდასტან და როსტომს წინა:
Verse: b       "საქმე ჩემი უკუღმართად   ეტლმან, ავად, მოაჴდინა,
Verse: c       ვერ გისმინე შეგონება,   სირეგუ̂ნემან მამაცდინა,
Verse: d    და   ყუ̂ელა მართლა დამემართა,   ჩემსა ჭკუას რაცა უნა.






Strophe: 2188_[2090] 
Verse: a       ტახტ-გვირგვინი უპატრონოდ   მტვერთა შიგან გაერია,
Verse: b       გულ-წყლულსა და საბრალოსა   ცეცხლი დამწვავს, გაენია,
Verse: c       დევთა ვყავარ დაპყრობილი,   დამიბნელდა აერია,
Verse: d    და   ტკბილი სული გამეყრების   გვამისაგან, დამელია!






Strophe: 2189_[2091] 
Verse: a       მამეგონების შენი წვრთნა,   ვისუნთქებ ცეცხლ-მოდებული,
Verse: b       არ მოგისმინე ნათქუ̂ამი,   ვიყავ ჭკვა-გაცუდებული,
Verse: c       მისად სამუქფოდ აქა ვსტირ,   საწუთრო გამწარებული,
Verse: d    და   დავჰკარგე ჩემი საჭურჭლე,   ლაშქარი სახელ-დებული!






Strophe: 2190_[2092] 
Verse: a       ვით ყვავილი ზაფხულისა,   იყო ყუ̂ელა შემკობილი,
Verse: b       ბედმან ჩემმან დევთა მიმცა,   მიმათვალა შეპყრობილი,
Verse: c       ანაზდ მეცა შავი ქარი,   დამსვა ასრე დამჴობილი,
Verse: d    და   ერანელნი წავაჴდინე   ჩემის ჭკუით ერთობილი.






Strophe: 2191_[2093] 
Verse: a       მოციქული ვერ გიანბობს   ჭირთა ჩემთა ნაათალსა:
Verse: b       სარგებელი ზიანად მაქუ̂ს   დაუჭირლად მე წამჴდარსა,
Verse: c       ჩემი დაჴსნა ძნელი არის,   არ შეირტყამთ თქუ̂ენ თუ ჴრმალსა,
Verse: d    და   თვარ სიკუ̂დილი დამიძვირდა,   შეგრძნებითა მე დამბრმალსა!"






Strophe: 2192_[2094] 
Verse: a       რა გაგზავნილი ზალდასტა    ნახა, დაეძრა გულია,
Verse: b       ყუ̂ელა უანბო ტირილით   -- ნახული-მონახულია,
Verse: c       უღონოდ ვნახე ჴელ-მწიფე,   გვირგვინი გალახულია,
Verse: d    და   თვალნი აევსნეს ცრემლითა   ზაალს, უდუღდა გულია.






Strophe: 2193_[2095] 
Verse: a       საყელონი გარდიხივნა,   გული სისხლით აევსების,
Verse: b       გული ჰქონდის შეჭირვებით,   სადაგავად, ჯაჭვით ების,
Verse: c       არვის უთხრა ჴორციელსა,   არცა ვისგან იაზრების,
Verse: d    და   ნათლის გულით იგონებდის,   თუ ჟამთაგან რა მოჴდების.






Strophe: 2194_[2096] 
Verse: a       მერმე უჴმო შვილსა როსტომს    -- მეომარსა, მტერთა მძლესა:
Verse: b       "ნიანგთა და დევთ მებრძოლად   მოაბადთა ოდეს გთქუ̂ესა,
Verse: c       ერანელნი დიდებულნი   მოელოდნეს ამა დღესა,
Verse: d    და   "შვილო, იცი, -- დაემართა   ეტლისაგან ჴელ-მწიფესა?!"






Strophe: 2195_[2097] 
Verse: a       თვით ჴელ-მწიფე და თავადნი   მრავალგან სახელ-დებულნი,
Verse: b       შეურცხვენელნი, ჟამ ყოელ   მტერზედან გამარჯვებულნი,
Verse: c       დევთა უბია ერთობით,   ტირიან ვაგლახებულნი,
Verse: d    და   გრძნეულთა, ჴელთა არია   დამბრმალნი, დატყუ̂ევებულნი.






Strophe: 2196_[2098] 
Verse: a       სხუ̂ასა საწუთრო შენებრსა   არ ელის დაბადებულსა!
Verse: b       არ საქნელია, რომ მისცე   შენ თავი მოსვენებასა,
Verse: c       ტახტი, გვირგვინი, მეფობა   აპირებს განქარვებასა,
Verse: d    და   ვეშპის პირითა კბენილი   შენ გელის განკურნებასა.






Strophe: 2197_[2099] 
Verse: a       გმართებს, რაში შეიკაზმო,   შენ გაიჭრე მისთვის ველად,
Verse: b       ჴრმლითა მათი ნაცვალი ჰქნა   და გამოსჩნდე სისხლის მზღუ̂ელად,
Verse: c       საწუთროსა შემოქმედმან   შენ დაგბადა მათთვის მჴსნელად,
Verse: d    და   უღონოთა უშველე რა,   იყო, ჴელის ამპყრობელად.






Strophe: 2198_[2100] 
Verse: a       ბაბრაბი ტანსა ჩაიცვი,   -- უძიროდ ხენი ირხევის,
Verse: b       შენის შუბისა წვერითა   მაღლა ღრუბელი იხევის,
Verse: c       მეომრის თვალი თუ გნახავს,   შიშითა სრულ დაილევის,
Verse: d    და   მთა დამდაბლდების მაღალი,   ზღვა სისხლად გარდაიქცევის.






Strophe: 2199_[2101] 
Verse: a       შენ მოგეკლას თეთრი დევი,   არჯანგისა სისხლსა ღუ̂რიდე,
Verse: b       მაზანდარელს ჴელ-მწიფესა   ცოცხალსავე ძარღუ̂სა სწუ̂დიდე."
Verse: c       როსტომ მამას მოახსენა:   "მორჩილი ვარ, გზასა ვლიდე,
Verse: d    და   გზა არ ვიცი, საომარად   მარტო მათთვის სით წავიდე?!"






Strophe: 2200_[2102] 
Verse: a       ზაალ უთხრა: "შველა მათი   ნამეტნავად მესწრაფების!
Verse: b       ჴელ-მწიფისა სამსახურად   თავსა სწყალობ, არ იქნების,
Verse: c       გზა გრძელია მარტოსათჳს,   ჩემი გული მისთჳს კუ̂დების,
Verse: d    და   თუ არ მიხვალ ილათითა,   ცხადად მისვლა არ იქნების!







Strophe: 2201_[2103] 
Verse: a       დევნი გრძნეულნი გიგრძნებენ,   ვის მტერნი ვერ მოგრჩებიან,
Verse: b       ფათერაკისა ბადითა   ცნობანი შეგეშლებიან,
Verse: c       ორი გზა არის საჭირო:   ერთს ზედან მცველნი დგებიან,
Verse: d    და   წინ დახუ̂დებიან მებრძოლთა,   მართ ცეხლად მოედებიან;






Strophe: 2202_[2104] 
Verse: a       ერთი გზა არის უმოკლე,   თორმეტის დღისა სავალი,
Verse: b       სიბნელით თვალი გატყდების,   არის გრძნეული მრავალი,
Verse: c       ლომთა და დევთა სადგური,   არის მაცდურთა სავალი,
Verse: d    და   მოკლე გზა გამოირჩივე,   იყავ ქარულად მავალი.






Strophe: 2203_[2105] 
Verse: a       დამბადებლისა ძალითა   საქმე ჰქენ საკუ̂ირველია,
Verse: b       ბედნიარისა ბიჯითა   გავე, გაზომე ბნელია,
Verse: c       ღამე მოგეცეს სინათლედ,   ვარ ლოცვით ცრემლთა მღუ̂რელია,
Verse: d    და   ნუ თუ ვნახო პირი შენი   მშვიდობით სასურველია?!






Strophe: 2204_[2106] 
Verse: a       ტანი-პილო, თავი-გმირი,   მკლავი შენი მტერთა მძლეა,
Verse: b       თუ სიკუ̂დილი საწუთროსა   შენი დევთა გაუგია,
Verse: c       განგებასა ვერვინ შესცვლის,   მას ყოველი შეუძლია,
Verse: d    და   ყოვლსა კაცსა გარდაჰჴდების,   რაც ღ(ვ)თისაგან წერილია.






Strophe: 2205_[2107] 
Verse: a       საწუთროშიგან ნახული   ხანგრძლად არავინ დარჩების,
Verse: b       მოკუ̂დების, მისთა ნაქმართა   ბოლოდ სახელი წაჰყუ̂ების,
Verse: c       არ უნდა კაცსა სიკუ̂დილი,   რა სოფლად დაიარების,
Verse: d    და   ავი მიუჩანს სირცხვილად,   კარგი ყოველი დარჩების.






Strophe: 2206_[2108] 
Verse: a       როსტომ სიტყუ̂ა ზაალდასტანს    შეუქცივა, რაცა უნა,
Verse: b       თავის ნებით ქრისტიანსა   არ ჯოჯოხეთს წასვლა უნა,
Verse: c       თუ სიცოცხლით გამაძღარა,   დგას კანჯარი ლომსა წინა,
Verse: d    და   მე სარტყელი შამამირტყამს,   ღ(ვ)თის ძალითა წავალ მუნა.






Strophe: 2207_[2109] 
Verse: a       ღ(ვ)თისგან კიდე არვინ მინდა   მეშველად და ჩემად მწედა,
Verse: b       მას ტილისმით ვერა არგონ,   მოვჰკლა თეთრი დევი მე და,
Verse: c       არცა არჯანგ დავარჩინო,   -- საინჯ ღულად, ღუნდი, ბედა,
Verse: d    და   ვინც ცოცხალან, ერანელნი    წამოვასხა აქავედა!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.