TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 126
Previous part

Chapter: 43 
აქა ამბავი დასაწყისი როსტომისა და ზურაბისა.






Strophe: 2619_[2521] 
Verse: a       დღესა ერთსა თავის წინა   როსტომ იჯდა შეჭირვებით,
Verse: b       მას მოუნდა ნადირობა,   ცხენსა შეჯდა თავის ნებით,
Verse: c       წელთ კაპარჭი შემოირტყა,   წამოვიდა არ ყმა-ხლებით.
Verse: d    და   ნახა ველი კანჯრით სავსე,   მას იამა გახარებით.






Strophe: 2620_[2522] 
Verse: a       გაეხარნეს უსაზომოდ,   აუყუ̂ავდა ვარდი ღაწვი,
Verse: b       ფიცხლავ რაშით შეუტივა,   ლახტით უყო მჴეცთა ლაწი,
Verse: c       ცეცხლი შექნა შესაწველად,   დააყარა ეკალ-ნაძვი,
Verse: d    და   მან -- "კანჯარი შამფურზედან",   -- თავსა უთხა: "კარგა შეწვი!"






Strophe: 2621_[2523] 
Verse: a       შეჭამა და არას ეყო,   ძვალთა ტვინი გამოსდინა,
Verse: b       რაშსა მისცა საძოვარი,   ჴრმალ-კაპარჭი ედვა წინა,
Verse: c       მან დაიგო მოლი ქუ̂ეშე,   -- არსად უჩნდა მტერი ვინა, --
Verse: d    და   სასთაულად უნაგირი.   დაწვა, ამოდ დაიძინა.






Strophe: 2622_[2524] 
Verse: a       მერმე მიხუ̂დნეს შვიდნი თურქნი,    მისთა მკუ̂ლელთა დაემგზავსნეს,
Verse: b       ნახეს რაში ჭალაშიგან,   შეიპყრეს და წაიყუ̂ანეს,
Verse: c       როსტომ ძილი მოიქარვა,   რაშისათვის თვალნი არნეს,
Verse: d    და   ნახა, ცხენი აღარა ჰყუ̂ა,   თუ სთქუ̂ა, სულნი გაეყარნეს.






Strophe: 2623_[2525] 
Verse: a       თქუ̂ა თუ: "სავსე აუგითა,   შერცხვენილი სად წავიდე?!.
Verse: b       ჴრმალ-ქარქაშსა, მძიმეს ლახტსა,   უპატიოდ ვით ვზიდვიდე?!
Verse: c       აწ რა უყო უნაგირსა,   მისად ნაცუ̂ლად ვის შევდგმიდე,
Verse: d    და   რას იტყუ̂იან ფალავნები,   -- წაუღია ვისმე კიდე?!






Strophe: 2624_[2526] 
Verse: a       სჯობს, მირჩევნია სიკუ̂დილი   სიცოცხლეს აუგიანსა!"
Verse: b       მჴას უნაგირი შეიცვა   ტან-აბჯარ-დარაკიანსა,
Verse: c       რაშისა კუ̂ალსა წაუდგა,   ვლის ღამე, დღესა მზიანსა,
Verse: d    და   იარნა დღენი მრავალნი   მინდორსა ქუ̂იშა-წყლიანსა.






Strophe: 2625_[2527] 
Verse: a       სამანგანის ჴელ-მწიფემან   ბრძანა თუ: "არს მღთისა ნება!"
Verse: b       შეიყარნა დიდებულნი,   როსტომს წინა გაეგება,
Verse: c       ერთმანერთსა ესალამნეს,   პილოტანსა ჰკადრა ქება:
Verse: d    და   "მიკუ̂ირს, რაში რად ვის მიეც,   თქუ̂ენი მომრე ვინ შეგება?!"






Strophe: 2626_[2528] 
Verse: a       როსტომს ჰკადრეს: "ვართ მონანი,   ბრძანებისა არ ორგული,
Verse: b       შენთჳს გვინდა საქონელი,   თავი, შვილი, ჩუ̂ენი სული!"
Verse: c       მან ტკბილითა საუბრითა   დაუამა როსტომს გული:
Verse: d    და   -- "არ მინახავს მეომარი,   ჩემთჳს ომად მოკაზმული.






Strophe: 2627_[2529] 
Verse: a       ვიყავ მჴეცთა სანადიროდ,   მჴეცნი მოვსრენ მინდორს მია,
Verse: b       დავშვერ, ვჭამე ცოტა რამე,   დამეძინა ერთი დღია,
Verse: c       რაშსა მივეც საძოვარი,   უნაგირი ავიღია,
Verse: d    და   წამოვიდა გამოპარვით,   აწ აქ კუ̂ალი მამიღია.






Strophe: 2628_[2530] 
Verse: a       ფიცხლავ მონახე, იპოე,   შენ საქმე გაგიკეთდების,
Verse: b       ჰპოებ, კარგითა შემოგზღავ,   რაც შენგან შემეკუ̂ეთების,
Verse: c       რაშსა არ ვნახავ, მანამდის   გული ჯავრითა მენთების,
Verse: d    და   მრავლად თავადთა თავები   დღეს ჩემგან მოიკუ̂ეთების".






Strophe: 2629_[2531] 
Verse: a       როსტომს ჰკადრა ჴელ-მწიფემან:   "საუბარი მოიხსენე!
Verse: b       მაგ საქმესა ვინ იკადრებს?!   სახლსა ჩემსა მოისვენე,
Verse: c       ჩემსა გმართებს მაემანი,   ღამე ლხინით გაითენე,
Verse: d    და   ყუ̂ელა კარგად მოვა ღ(ვ)თითა,   რაში შენი შენ გიჩვენე!"






Strophe: 2630_[2532] 
Verse: a       ჴელ-მწიფისა საუბრითა   როსტომ ჭირნი ისუბუქნა,
Verse: b       შინა წასვლა დააპირა,   მოყუ̂არულად მონაბუქნა,
Verse: c       თუ̂ალ-შავნი და ღაწუ̂-წითელნი   მეჩანგენი ქალნი უჴმნა,
Verse: d    და   ტკბილად მორთეს ჩანგის ძალნი,   მან მეჯლიში კარგი უქმნა.






Strophe: 2631_[2533] 
Verse: a       მას მოუნდა მოსვენება,   როსტომ გაძღა ღვინის სმითა,
Verse: b       ოქროს ტახტი მოუკაზმეს   მუშკითა და ანბარითა,
Verse: c       მაშიგ დაწვა, მოისვენა,   დამაშუ̂რალსა მართებს ვითა,
Verse: d    და   კარსა ზედა მონა მოდგა,   გაეღვიძნეს რა ძილითა.






Strophe: 2632_[2534] 
Verse: a       მონა მოდგა როსტომს წინა,   სანთელ-მუშკი ჰქონდა ჴელსა,
Verse: b       ქალი მოსდევს პირად მთუ̂არე,   ანათობდა სრულად ჴმელსა,
Verse: c       წარბი შავსა მშვილდსა უგავს,   თმა დაკეცით საგდებელსა,
Verse: d    და   მნათობთაგან გამოსულა,   ჰგავს ალვასა, -- საროს ზრდილსა.






Strophe: 2633_[2535] 
Verse: a       გულ-ლომი როსტომ გაჰკუ̂ირდა,   ახსენა ღ(ვ)თისა სახელი,
Verse: b       ჰკითხა თუ: "აქა რასა იქს   შუქი -- მზე მონასახენი!"
Verse: c       ქალმან თქუ̂ა: სამანგანელსა   " ჰყავს მტერნი მოვაგლახენი,
Verse: d    და   ასული უხუცესი ვარ,   თუმიან მე მძეს სახელი.






Strophe: 2634_[2536] 
Verse: a       გული ორად გამპობია   მზის შუქისა სურვილითა,
Verse: b       ნაძლევი ვარ, საწუთროსა   სხვა ჩემებრივ ჰყუ̂ანდეს ვლითა!
Verse: c       ჯერეთ კაცთან პირი ჩემი   არ უხილავს საუბრითა.
Verse: d    და   მე სიტურფით მზესა ვგევარ,   შენ ნიანგთა მოსრავ ჴრმლითა!






Strophe: 2635_[2537] 
Verse: a       როს ბრძენთაგან შენი ქება   გავიგონე, ჴრმლითა ქუ̂ელად
Verse: b       თურანისა ქუ̂ეყანასა   იარები მარტო ველად,
Verse: c       ისადილებ, არ გეყოფის   შენ კანჯარი შესაჭმელად,
Verse: d    და   ჴრმლით აერსა აატირებ,   გაქუ̂ს ლომ-ვეფხთა დასაჭრელად.






Strophe: 2636_[2538] 
Verse: a       ნიანგნი და უზებარნი   შიშით ზღუ̂ასა ჩაგიცვივდეს,
Verse: b       შენი ჴრმალი თუ ფასკუნჯმან   ნახოს, ფრთენი ჩამოსცვივდეს,
Verse: c       შუბის პირი ცასა ხევდეს   და ღრუბელი სისხლსა წვიმდეს,
Verse: d    და   ქება მესმა აქანამდის   და სურვილით ცეცხლი მწვიდეს!






Strophe: 2637_[2539] 
Verse: a       რა მამეგონი, ავტირდი,   ბაგეს ვიკბინი კბილითა,
Verse: b       ვინატრი შენი შეხვევნა   ბეჭ-მკლავთა მკერდით რბილითა,
Verse: c       აწ გნახე ლომი საჩემოდ,   გმირი ტანითა ზრდილითა,
Verse: d    და   მე ამას იქით შენი ვარ,   მზე კუბოსა ვჯდი ჩრდილითა.






Strophe: 2638_[2540] 
Verse: a       ჭკუ̂ა შემიცვალა სურვილმან,   მე ნაკლულად ვარ ცნობითა,
Verse: b       დამბადებელმან ყმა-შვილი   მიბოძოს მე წყალობითა,
Verse: c       ძალად და გულად შენ გგვანდეს,   მე -- ტურფა თვალადობითა,
Verse: d    და   ჴმა მისი სჯობდეს კრონოსსა,    რაში გიპოვნო ცნობითა.






Strophe: 2639_[2541] 
Verse: a       რა შეიტყო რაშის პოვნა,   როსტომ მიხუ̂და სიამესა,
Verse: b       ღაწუ̂ნი მისნი გაიცადნა,   გვანდეს მზისა სინათლესა,
Verse: c       დაუმადლა, ტახტსა ზედა   დასვა მისსა სიახლესა,
Verse: d    და   ქნეს წადილი მათ გულისა,   ერთად იყუ̂ნეს მას ღამესა.






Strophe: 2640_[2542] 
Verse: a       გათენდა და საგდებელი   მზემან ეტლით გამოაგდო,
Verse: b       პილოტანსა მძივი ება   ძვირფასისა, არ დასაგდო,
Verse: c       შეიჴსნა და ქალსა მისცა,   მისეულად მან დააგდო,
Verse: d    და   ეგრე უთხრა: "დაორსულდი,   ცოდვაშიგან არ ჩამაგდო!






Strophe: 2641_[2543] 
Verse: a       ქალი თუ იყოს, შეაბი,   თმათა ნათხზენთა აგებდეს,
Verse: b       ვაჟი თუ, -- ჰგვანდეს ნარიმანს,    ვის სრულად ჴმელნი აქებდეს,
Verse: c       ფალავანს მკლავსა შეაბი,   ღრუბელთა სულსა აფრქუ̂ევდეს,
Verse: d    და   ჩამოიყუ̂ანდეს ფასკუნჯსა,   ნიანგსა მძლავრად დახევდეს.






Strophe: 2642_[2544] 
Verse: a       სამანგანის ჴელმწიფესა   მაშინ მიხუ̂და დღეთა თხოვნა,
Verse: b       პილოტანსა ეთაყუ̂ანა,   მოახსენა რაშის პოვნა,
Verse: c       ფალავანსა გაეხარნეს   უსაზომოდ მისი შოვნა,
Verse: d    და   როსტომ ჴელი გარდაავლო,   -- "რად დააგდე რაშო, ძოვნა!"






Strophe: 2643_[2545] 
Verse: a       შეჰკაზმა და ზედა შეჯდა,   ჰგავს თუ, ორბთა მჴართა ფრთოდეს,
Verse: b       ერთის თვისა დაყოვნილსა,   მოვა, ქარი ვერ უსწრობდეს,
Verse: c       ქაოზთანა მოცავიდა,   სადა სპანი ნადირობდეს,
Verse: d    და   გაუკუ̂ირდა ერთობილთა,   მარტოს წასულს აბრალობდეს.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.