TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 127
Previous part

Chapter: 44 
აქა თუმიანისაგან ლომ-კაცისა ზურაბისა შობა.






Strophe: 2644_[2546] 
Verse: a       რა ცხრა თვე გავლო თუმიან,    ღ(მრ)თისაგან დაწესებული,
Verse: b       მნათობი ვაჟი აშენა,   ვით მთუ̂არე პირ-გავსებული,
Verse: c       მაშინ თქუ̂ეს: "არის ნარიმან,    ან საამ სახელ-დებული!"
Verse: d    და   როსტომს უგვანდა მკერდ-მკლავი,   ნახიან დაბადებული.






Strophe: 2645_[2547] 
Verse: a       მათ ძეობა გარდიჴადეს,   -- არ უნახავს კაცთა თვალსა! --
Verse: b       თუმიანის პირი გვანდა   მთუ̂არეს ახლად მამავალსა,
Verse: c       შვილსა ზურაბ დაცაარქუ̂ა   ერთ-თვე-შვიდ-წელ მამავალსა,
Verse: d    და   ბეჭ-მკლავი და მჴარ-კისერი   როსტომს უგავს ფალავანსა.






Strophe: 2646_[2548] 
Verse: a       რა შვიდისა წლისა იყუ̂ის,   ბურთობდის და ნადირობდის,
Verse: b       მან შეიპყრა კაცთა გული,   ლომი მისგან მოკუ̂დებოდის,
Verse: c       რა ათისა წლისა იქმნა,   ლხინობდის და ნადიმობდის,
Verse: d    და   არ გამოჩნდის ჴორციელი,   ომად წინა დახუ̂დომოდის.






Strophe: 2647_[2549] 
Verse: a       დღესა ერთსა დედას ჰკიხა,   "აწ მიამბე, მართლად ითქოს:
Verse: b       რადგან სწორთა უმაღლე ვარ,   ფალავანნი ჩემგან ითხოს,
Verse: c       თავი ცათა მიმიწუ̂დების,   ვინცა მნახავს, გვარად ვინ თქოს,
Verse: d    და   აწ მიამბე, მე რა უთხრა,   მამაჩემი ვინცა მკითხოს!?






Strophe: 2648_[2550] 
Verse: a       არ მინახავს მამაჩემი,   მით ვარ ვარდი დანასრულად,
Verse: b       თუ არ მეტყუ̂ი, ღ(მრ)თისა შიშმან,   არ დაგარჩენ, მოგკლავ სრულად!"
Verse: c       დედამ აგრე მოახსენა:   "თუ გიც, შვილო, დანაგულად,
Verse: d    და   მამაშენი როსტომ არის,   მოისმინე მხიარულად!






Strophe: 2649_[2551] 
Verse: a       თავი ცათა მიგიწუ̂დების,   შენ ხარ შვილი ფალავნისა,
Verse: b       ნარიმანის ნათესავი,   შვილის შვილი საამისა,
Verse: c       არ ყოფილა სხვა მათებრი,   სად მისწუ̂დების სიმგუ̂რგუ̂ლე ცისა,
Verse: d    და   ცხენოსნად და სიჩაუქით   ვერ უსწორებს ეტლი მზისა!






Strophe: 2650_[2552] 
Verse: a       ზურაბ თქუ̂ა თუ: "აქანამდის   რადგან ჴამდა მისი ფარვა,
Verse: b       გმირნი როსტომს აჴსენებე   და მტერთა აქუ̂ს მისი მალვა,
Verse: c       არ მეკითხა, რად მალევდი,   გმირმან შემქნა რადგან ალვა?
Verse: d    და   წავალ, თუ ვით შევეყრები   მე ამისთჳს მმართებს არ "ვა".




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.