TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 128
Previous part

Chapter: 45 
აქა ზურაბისაგან ერანას წასვლის დაპირება და ამპარავანთა და არა ღირსთაგან სიტყუ̂ათა საუბარი.






Strophe: 2651_[2553] 
Verse: a       მერმე დაჯდა დედასთანა,   მან ვეზირნი იჴმნა სრულად,
Verse: b       -- ერანს" წავალ უსაცილოდ,   ჩამივიდა ნდომა გულად!
Verse: c       ქაოზს ტახტით ჩამოვითრევ,   უპატიოდ, გაბასრულად,
Verse: d    და   ტუსის კუ̂ალსა გავაქარვებ,   ჴმელთა ზედა დავჰკუ̂ეთ სრულად.






Strophe: 2652_[2554] 
Verse: a       როსტომ დავსვა მუნ ჴელმწიფედ,   გამოვბრუნდე ფიცხლავ ვინი,
Verse: b       აფრასიობ წავაჴდინო,   აღარ იყოს იგ საჩინი,
Verse: c       შუბის პირით მზე დავფარო,   ცხენთა ტერფით კლდე და ტინი,
Verse: d    და   როსტომ იყოს მამაჩემი,   სხვას ვის მართებს ტახტ-გჳრგჳნი?!"






Strophe: 2653_[2555] 
Verse: a       მზე მთუ̂არესა შეეყაროს,   შორს ღრუბელი მათგან თოვნად,
Verse: b       მუნ მასკუ̂ლავი ვეღარ ნათობს,   არის მათთჳს შესაპოვნად,
Verse: c       ლაშქართაცა დართეს ნება,   მას ხედვიდეს ძალ-გულოვნად,
Verse: d    და   ნათესავად კარგი იყო   "მისთჳს იყუ̂ნეს იმედოვნად.






Strophe: 2654_[2556] 
Verse: a       ჭანგ-მახვილად გაემართა   ქაოზზედა გმირთა თავი.
Verse: b       აფრასიობს მოახსენეს   მასვე წამსა ეს ამბავი.
Verse: c       ზურაბ სპანი შეიყარნა,   ჩაიცურვა ზღუ̂ასა ნავი,
Verse: d    და   ჯერ რძის სული პირსა უდის,   მას არ უთქუ̂ამს შენი ზავი!"






Strophe: 2655_[2557] 
Verse: a       იქადის ჴრმლითა, მას იტყუ̂ის,   მებრძოლი ვინ დამხუ̂დებისა,
Verse: b       ქაოზს მიმართა, ერანი    სისხლითა გაწითლდებისა,
Verse: c       ვიცით, მოიცლის შენზედა,   რა იქით მობრუნდებისა,
Verse: d    და   აწ ილეთს რასმე ეცადე,   ჭკვა ახლა გაგიჩნდებისა!"






Strophe: 2656_[2558] 
Verse: a       ამ ამბვისა მოსმენითა   აფრასიობ გაიხარნა,
Verse: b       ბრძანა ჴმობა გულოვანთა,   ლახტოსანნი შეიყარნა,
Verse: c       მათ სფაადად ომან მისცა,   სპანი ბარმანს მიათვალნა,
Verse: d    და   საღალატოდ ზურაბისთვის    ილეთითა მასთან არნა.






Strophe: 2657_[2559] 
Verse: a       უბრძანა თუ: "იახელით,   ზურაბს თანა თქუ̂ენცა ვლიდით,
Verse: b       გამოგანდობ საუბარსა   შენახვასა გამამპირდით,
Verse: c       ხვაშიადად შეინახეთ,   ჭკვიანად და ფრთხილად მიდით,
Verse: d    და   შვილმან მამა ვერა იცნოს,   საქმეს კარგად გაუფრთხილდით!






Strophe: 2658_[2560] 
Verse: a       ლაშქარნი დაპირისპირდენ,   გული გყუ̂ეს გამოზრახული,
Verse: b       ეცადე, ომად შეჰყარე,   არ დავრჩე გულ-დადაღული,
Verse: c       როსტომს დაუწყებს ძებნასა   ზურაბ მზისაებრ სახული,
Verse: d    და   აგების მოჰკლას მარტვილმან   ბერი, საწუთრო ნახული.






Strophe: 2659_[2561] 
Verse: a       უროსტომოდ ერანელნი,    ქაოზ მეფე, შევავიწროთ,
Verse: b       მერე საქმე ზურაბისა    შინაურად დავიურვოთ,
Verse: c       ერთი ღამე ნუ გვშურს მისთჳს,   რაცა სჯობდეს, ის ვიურვოთ,
Verse: d    და   უღალატოთ მძინარესა,   სისხლსა შიგან გავაცურვოთ!"






Strophe: 2660_[2562] 
Verse: a       აფრასიობ მოიჴმარა   აქ ილეთი ქაჯისანი,
Verse: b       ზურაბს თანა საჩუქარი   გაუგზავნა კაცნი სხვანი,
Verse: c       გჳრგჳნი და ათი ცხენი,   -- უნაგირნი ოქროსანი,
Verse: d    და   ტახტი მძიმედ მოჭედილი,   ფერჴნი ედგეს აჯისანი,




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.