Strophe: 2661_[2563] | ||
Verse: a | მიუწერა აფრასიობ: | "ამას ოდენ მოგახსენებ: |
Verse: b | ღმერთი ძალად მოიჴმარე, | ჴრმლითა მტერთა დაიმონებ, |
Verse: c | წახვალ ერანს საშოებლად, | ქუ̂ეყანათა მოამტვერებ, |
Verse: d და | წააჴდინე ქაოზ მეფე, | ტახტსა მათსა მოგახსენებ!.. |
Strophe: 2662_[2564] | ||
Verse: a | ბარმანს და ომანს თუ იცნობ, | მტერთა ოდენ დანათესნი, |
Verse: b | თქუ̂ენად შველად გამოვგზავნენ, | მე არვინ მყავს უკეთესნი, |
Verse: c | შენთა მტერთა შეებმოდენ, | გაიფიცხონ ფერჴთა დეზნი |
Verse: d და | მათნი მტერნი შეაწუხონ, | გმორჩილობდენ ზღვისა თევზნი!" |
Strophe: 2663_[2565] | ||
Verse: a | ზურაბს წინა რა მივიდნეს | საჩუქრითა, დარბაზობით, |
Verse: b | წიგნი ნახა ჴელ-მწიფისა, | ცხენსა შეჯდა ეტლთა ფლობით, |
Verse: c | მეომარი ვერვინ დახდა, | ვერცა ლომი წინა გზობით, |
Verse: d და | ფიცხლად ერანს მოიწივა, | სად უჴმობენ სპეტ-ციხობით. |
Strophe: 2664_[2566] | ||
Verse: a | ერანელთა საიმედო | იგი ციხე მონახული, |
Verse: b | მკლავ-მაგარნი გმირნი სცვიდეს, | გულოვანნი ომ-ნახული, |
Verse: c | აჯერ იდგის, ჯერეთ გოსტამ, | -- ვაჟი იყო უწვერული, |
Verse: d და | ჰყუ̂ა გულდაფრინ ციხეშიგა | ფალავანი გამოთქმული. |
Strophe: 2665_[2567] | ||
Verse: a | რა ლაშქარი დაინახეს, | ვინცა იყო ციხის მცველად, |
Verse: b | აჯერ ცხენი შეიკაზმა, | გაეგება ფიცხლა ველად, |
Verse: c | ზურაბ ჴრმალი გამოიღო, | მოეგება სისხლთა მღუ̂რელად, |
Verse: d და | უყივლა თუ: "ვინ ხარ ურცხვი, | რასთვის მოხველ ჩემად მცდელად. |
Strophe: 2666_[2568] | ||
Verse: a | აჯერ თქუ̂ა: "მე ვარ სფაადი, | სისხლითა ვღებავ მე ველთა, |
Verse: b | რად მინდა შენზედ მეშველი, | მოგწყუ̂იტო თურქთა, სინელთა?! |
Verse: c | შენსა მშობელსა ვატირებ, | პირ-ხოჭით ცრემლ-სადინელთა, |
Verse: d და | თავს გაუგზავნი ქექაოზს, | ტანი შეჭამონ ფრინველთა!" |
Strophe: 2667_[2569] | ||
Verse: a | გაეცინნეს, აჯერისგან | ესმნეს მკუ̂ახე საუბარი, |
Verse: b | ზურაბ ცხენი გააჭენა, | შეაძგერა შუბის ტარი, |
Verse: c | უნაგრისგან აიყუ̂ანა, | დაანარცხა, ვითა მკუ̂დარი, |
Verse: d და | თავი აღარ გააშორვა, | მას შეუკრა მაგრა მჴარი. |
Strophe: 2668_[2570] | ||
Verse: a | იგ ომანს წინა გაგზავნა, | -- "ლომო, არ გმართებს ჩივილი!" |
Verse: b | რა ნახეს მეციხოვნეთა, | შექმნეს გლოვა და კივილი, |
Verse: c | გოსტამის დასაგულ-დაფრის | -- მტერთა აქუ̂ს მისგან ტკივილი, -- |
Verse: d და | ვერვინ შეების სულდგმული, | სადა ჩნდა ზღვისა ჴვივილი. |
Strophe: 2669_[2571] | ||
Verse: a | რა აჯერი წაიყუ̂ანეს, | მიაფარეს მზისა ჩრდილი, |
Verse: b | ჯავრით ფერი წაუვიდა, | ჴელთ აიღო ხიშტი სხვილი, |
Verse: c | ტანსა ჯაჭვი გარდაიცვა, | სამანქანსა მოქსოვილი, |
Verse: d და | მუზარადსა ჩაიმწყუ̂დივა | შავნი თმანი ჩათხიზნილი. |
Strophe: 2670_[2572] | ||
Verse: a | ციხიდაღმან ჩამოვიდა, | ვითა ლომი გულოვანი, |
Verse: b | ცხენსა შეჯდა, იზახოდა | იგი ქალი, ვითა ზღვანი, |
Verse: c | თქუ̂ა: "ვინცა ხარ გამოცდილი, | მე შემები, ფალავანი, |
Verse: d და | თქუ̂ენი ომი ლხინად მიჩანს, | მოვა მტვერნო სრულად სპანი!" |
Strophe: 2671_[2573] | ||
Verse: a | ზურაბ იკბინა ბაგესა | ძოწსა ბროლისა კბილითა, |
Verse: b | თქუ̂ა: "სანადირო კანჯარი | მოვა, ავივსე ლხინითა!" |
Verse: c | თავს მუზარადი დაირქო, | იყო ჭურვილი რკინითა, |
Verse: d და | ზედა მიუჴდა გულდაფრის, | ვით თხასა ლომი ბრდღვინვითა". |
Strophe: 2672_[2574] | ||
Verse: a | ქალმან დაასხა ისარი, | ვით წვიმა დანაგუბითა, |
Verse: b | ზურაბს ეწყინა, მიუჴდა, | ჰგავს ზეცით დანაქუხითა, |
Verse: c | გულდაფრიმ მშვილდი გასწირა, | ომი გაჰპირა შუბითა, |
Verse: d და | ზურაბ დაასწრა გულდაფრის, | ცხენისგან დასძრა ზუფითა. |
Strophe: 2673_[2575] | ||
Verse: a | ზურაბს შუბი გაუკუ̂ეთა, | ქალი მედგრად ჴრმალსა ჰკუ̂რიდა, |
Verse: b | უნაგირსა შიგავ ჩაჯდა, | ქალი ციხისაკენ ვლიდა, |
Verse: c | საფადარი გაგულიზდა, | ქალსა უკან გაეკიდა, |
Verse: d და | ადუღებდა საწუთროსა, | მზისა შუქთა დაჰფარვიდა. |
Strophe: 2674_[2576] | ||
Verse: a | თმანი ნახა, რბევაშიგან | მუზარადი მოეშალა, |
Verse: b | ზურაბ ცნა თუ: "ქალი არის, | მზისა შუქსა დაათვალა. |
Verse: c | ქალმან უთხრა: "რად ირები, | რას იზახი, თურქო ალა, |
Verse: d და | "ვერ დამიჭერ", -- იცინოდა, | -- "შენი ცხენი დამაშუ̂რალა! |
Strophe: 2675_[2577] | ||
Verse: a | მოყუ̂არესა ერანელსა | შენ იშოებ, თურქო, ჰედავ, |
Verse: b | აწ ნუ წახვალ შეჭირვებით, | ჩემს ხვევნასა შენ ნუ ჰბედავ, |
Verse: c | გავიცადე მე მკერდ-მკლავი, | ფალავნურად ბეჭთა ვხედავ, |
Verse: d და | ჰგავ გჳრგჳნით დალოცვილსა, | ფალავანთა არ დახედავ! |
Strophe: 2676_[2578] | ||
Verse: a | სცნობს ჴელ-მწიფე თუ: გამოჩნდა, | ფალავანი თურანელი, |
Verse: b | თვით მოვიდეს საომარად | როსტომ, შეძრას შენზედ ჴელი, |
Verse: c | ვითა ჩიტსა გინადირებს, | არ მორჩები, ვიცი, მრთელი, |
Verse: d და | მიმძიმს, წაჰჴდე, მოგეშალოს | მკლავი ლომი მკერდი ბრტყელი. |
Strophe: 2677_[2579] | ||
Verse: a | მიწასთანა გასწორდების | ჯომარდობა არ საწუნო, |
Verse: b | სჯობს ისმინო, ტურფა პირი | თურანისკენ მიიბრუნო! |
Verse: c | სრულად ძალსა ნუ ენდობი, | გიჯობს, თავი იძაბუნო, |
Verse: d და | შმაგი ზროხა კურტანსა ჰგავს, | მას ჰგონია, ზურგი უვნო. |
Strophe: 2678_[2580] | ||
Verse: a | აღარა თქუ̂ა საუბარი, | მოერივა ქალსა ვერა, |
Verse: b | ციხეს ახლოს მიეჯარა, | სოფლიონი მოამტვერა, |
Verse: c | ქალმან ფიცხლად ჴელ-მწიფესა | ყუ̂ელა წიგნად მიუწერა, |
Verse: d და | მოახსენა: "გაიგონე, | წამეკიდა ახლად მე რა. |
Strophe: 2679_[2581] | ||
Verse: a | ჩუ̂ენ მოგვიჴდეს თურანელნი, | ფალავანთა ომად ვლესა, |
Verse: b | მათ ყმაწვილი წინ მიუძღვის, | სწუ̂დების ცისა სიმაღლესა, |
Verse: c | ტანი აზატს საროს უგავს, | პირი -- მზისა სინათლესა, |
Verse: d და | კბილ-ბროლი და ბაგე-ძოწი | გავს, ზაული ეტლსა ჯდესა. |
Strophe: 2680_[2582] | ||
Verse: a | ჴრმლითა, შუბითა, ლახტითა | -- ყუ̂ელათი გამოვსცადია, |
Verse: b | არ შერცხვენდების ზღვისაგან, | ისმინე განაცხადია, |
Verse: c | ჴმა უგავს ცათა გრგვინვაა, | ღრუბელთა დანაბადია, |
Verse: d და | ვით ელვა, აჯერს მიუჴდა, | წამგვარა ლომი ხვადია. |
Strophe: 2681_[2583] | ||
Verse: a | შუბის ტარით ჩამოაგდო, | ქნა მიწათა დანარცხული, |
Verse: b | შეჭირვებით გულ-დამწვარი | წაიყუ̂ანა მჴარ-შეკრული, |
Verse: c | ბევრი თურქი სხუ̂ა მინახავს, | ფალავანი გამოთქმული, |
Verse: d და | არ მასმია იმისებრივ | ცხენოსანი ჯავშან-სრული. |
Strophe: 2682_[2584] | ||
Verse: a | ცხენზედა მჯდომი რომ ნახოთ, | ბრძანებთ თუ: საამ" არისა!" |
Verse: b | ამისა მბრძოლთა არ უშველს | ძალი, სიმაგრე ფარისა, |
Verse: c | ვერვინ შეიპყრობს ომითა, | კაცთგან უაზრო არისა, |
Verse: d და | აწ გაუფრთხილდით, მზასა გყუ̂ეს | თქუ̂ენ გმირი სპათა ჯარისა!" |