TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 176
Previous part

Chapter: 93 
აქა როსტომისა და აშქაშის ომი







Strophe: 3587_[3504] 
Verse: a       როსტომს მშვილდი მჴარსა ეცვა,   აშქაშ ჰკითხავს: "შენ რა გქვიან?
Verse: d    აქ ქვეითი რად მოსულხარ,   მიკვირს, ჭკუა რად გაკლიან?"
Verse: d    პილოტანმან შეუზახა:   "მე სიკვდილი შენი მქვიან!
Verse: d    და   სჯობს, მოყვასთა მოგიგლოვონ,   სამარესა შენთვის სთხრიან.






Strophe: 3588_[3505] 
Verse: a       მე ქვეითი მისთვის მოველ,   ვინ ჩანს ჩემი გამომცდელი?
Verse: b       ადრე ნახოთ მჴარშეკრული   ჩემგან ქუმსი ქაშანელი!"
Verse: c       ჰკრა ისარი, ცხენი მოკლა,   ჟამად არის აშქაშ მთელი,
Verse: d    და   როსტომ უთხრა: "გვერც დაუჯე,   მოყვასია სასურველი".






Strophe: 3589_[3506] 
Verse: a       ჰკრა მკერდსა არყის ისარი,   აშქაფუშ გარდაჰჴდებისა,
Verse: b       გარე შეიქცა, მობრუნდა   როსტომ მათისა ნებისა;
Verse: c       თურქთა წაიღეს ისარი,   სისრულე ეკვირვებისა,
Verse: d    და   შუბისა ტარსა უფროა,   ამას ვინ დაუდგებისა!






Strophe: 3590_[3507] 
Verse: a       ხაყან ფირანს ეუბნების:   "ესე კაცნი ვინ არიან?
Verse: b       გუშინ მითხარ: "იგ შენთანა   საჩინონი არ არიან";
Verse: c       მათ ისარი შუბსა უგავს,   ჟამად იმას არ გვესვრიან,
Verse: d    და   უფრო უცხო არ მინახავს,   მე რაც დღენი წამივლიან".






Strophe: 3591_[3508] 
Verse: a       ფირან იტყვის: "ეს ისარი   არვისა აქვს ერანელსა,
Verse: b       ტუსის ვიცნობ, ლომსა გივსა,    მოყვასთათვის სასურველსა,
Verse: c       ჭკვიანი და გონიერი   არად იცნობს მცირედ მტერსა,
Verse: d    და   ვა თუ ეტლი გარდგვიბრუნდა,   ვსაზრობ როსტომ ზაულელსა".






Strophe: 3592_[3509] 
Verse: a       ქუმსი თქვა: ფირან," ამ წყლულსა   დღეს ჩემგან არ ეკურნების,
Verse: b       ჩემი თავი და სახელი   ამით არ მოიყივნების,
Verse: c       ქვეითმან მოკლა აშქაფუშ,    ლაშქართა შეეშინდების,
Verse: d    და   ვისცა უნახავს სისრულე,   მკერდთ სიპრტყეს გაეკვირვების.






Strophe: 3593_[3510] 
Verse: a       აწ ნიშანი ყველა მითხარ,   შენ რომ როსტომს აქებდია,
Verse: b       მემუქარეს რას უბრძანებს?   ანუ თვალად როგორია?
Verse: c       მისი შებმა ვითა მმართებს?   -- მითხარ ყველა მიამბია!"
Verse: d    და   ფირან თქვა თუ: ღმერთმან" ნუ ყოს,   აქ მოსული ვნახო მია!






Strophe: 3594_[3511] 
Verse: a       საროს უმაღლე კაცია,   მაღალი ჯავარიანი,
Verse: b       ჯაჭვი აცვია ჯავშანი,   რაშსა ზის ბაბრაბიანი,
Verse: c       ბესთაანისა მთასა ჰგავს,   მებრძოლი გულჯავრიანი,
Verse: d    და   მისგან მრავალჯერ წასრულვართ   მტირალი, თვალცრემლიანი.






Strophe: 3595_[3512] 
Verse: a       ათი უკია გამოვა   მისის ისრისა პირია,
Verse: b       მშვილდს ლომის ტყავი უბია,   კლდე ვერ დაუდგამს ტინია,
Verse: c       ლახტსა ვერ დასძრავს ადგილით,   ვეფხს იცნობ რა ნადირია!
Verse: d    და   ერთპირად მისი აბჯარი   პილოსათვისაც მძიმია".






Strophe: 3596_[3513] 
Verse: a       ქუმსი ჰფიცა: "მე ძალითა   მოვჰჴდი რაშსა უნაგირსა";
Verse: b       შანდგალ, ქენდრავ, ხაყანს წინა   დაასკვნიდეს ომის პირსა.
Verse: c       ხაყან თქვა თუ: აფრასიობს   " ჩვენ ნუ ვმადლობთ აქა ძილსა,
Verse: d    და   ჩვენ შევებნათ ჴელი-ერთად   უფირანოდ იმ საგზილსა".






Strophe: 3597_[3514] 
Verse: a       როსტომ უბრძანა ლაშქართა:   "დღეს რაში დამიჭედია,
Verse: b       მაგრა წარბშერჭმით იბრძოლეთ,   ღვთისაგან მაქვს იმედია".
Verse: c       ჩაიცვა ჯაჭვი, ჯავშანი,   შეკრა ბაბრისა ღვედია,
Verse: d    და   ცხენს შეჯდა, მისი სიმაღლე   ცასაცა გაჰკვირვებია.






Strophe: 3598_[3515] 
Verse: a       იყო გრგვინვა საშინელი,   ორთავ რაზმი გააჩინეს,
Verse: b       მათ პილოთა სიმრავლითა   კლდე და ტინი დაიქცივნეს,
Verse: c       სისხლთა ღვრასა აპირობენ,   დროშებს გარე მოეხვივნეს,
Verse: d    და   პირსა ქაფი მოსდიოდა,   ქუმსის შუბი ჴელთ ეჭირნეს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.