Strophe: 3584_[3501] | ||
Verse: a | როსტომ თქვა: "რაზმი დავაწყოთ, | დღეს ეტლი ამაღლებულა, |
Verse: b | ბარგი მთაზედავ დავაგდოთ, | სადაც აქამდის დებულა, |
Verse: c | ვნახოთ, თუ ღმერთი რასა იქს, | ვისი დღე გათავებულა"; |
Verse: d და | უკვირდა მათი სიმრავლე, | უჭვრეტენ, გაკვირვებულა. |
Strophe: 3585_[3502] | ||
Verse: a | მტვერი მზესა აბნელებდა, | ჴმა ცათამდის გაიწევის, |
Verse: b | საგდებელი, მძიმე ლახტი, | ჴმლისა პირი გაწითლდების; |
Verse: c | ქუმსი იტყვის: "ღვთის ძალითა | დღეს იმათი გარდასწყდების", |
Verse: d და | აშქაშ დია მუქარობდა, | რაზმსა წინა იარების. |
Strophe: 3586_[3503] | ||
Verse: a | რუამ გაჰყვა მუქარასა, | ვაჟი იყო კარგად ზრდილი, |
Verse: b | აშქაშ ისრით ვერა ავნო, | იყო რკინით შეჭურვილი, |
Verse: c | მთისკე ცხენი გააჭენა, | წამოვიდა შერცხვენილი, |
Verse: d და | პილოტანი გაგულისდა, | მოიკიდა ბაგეს კბილი. |