TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 174
Previous part

Chapter: 91 
აქა ტუსისაგან როსტომის მისლვის ცნობა







Strophe: 3573_[3490] 
Verse: a       უსაზომოდ უხაროდა,   ქოსსა სცემდეს ამაზედა,
Verse: b       თეთრი დევი მოიგონეს,   მაზანდარის ამოწყვედა,
Verse: c       თქვეს: "მოგვესწრა პილოტანი,   დავსხდეთ თავის ტახტსა ზედა,
Verse: d    და   მისის ზურგით ჩვენ შევებნათ,   გავიმარჯვებთ მტერთა ზედა".






Strophe: 3574_[3491] 
Verse: a       თურანელთ ნახეს ლაშქარი   ერანით მომავალია,
Verse: b       კამბეჩის-სახე ლახტი აქვს,   როსტომ ჰყავს წინმავალია,
Verse: c       შუბისა ჯარი მოსდევდა,   მობრდღვინავს პილო მთრვალია,
Verse: d    და   მთისა ოდენსა ცხენსა ზის   ლომგული, მკლავმაგარია.






Strophe: 3575_[3492] 
Verse: a       რაზმი აწყვეს ერანელთა,    ჩამოვიდეს მთისა ძირსა,
Verse: b       აქათ ქუმსი წამოვიდა,   სცემენ ყოვლგნით (!) ყვირო-სტვირსა,
Verse: c       ერანელთა დაუზახა:   "ჩემსა ომსა ვინცა ღირსა?"
Verse: d    და   გივმან ჴმალი გამოიდო,   მიდგა მისსა სიახლესა.






Strophe: 3576_[3493] 
Verse: a       გივმან დაასხა ისარი,   უფალსა ევედრებოდა,
Verse: b       ქუმსი მოუჴდა შუბითა,   ყოლე არ ერიდებოდა,
Verse: c       ჴმალი ჰკრა, შუბი გაკვეთა,   ვირ ტუსი მოესწრებოდა,
Verse: d    და   სამთავე მედგრად იბრძოლეს,   სადამდის დაღამდებოდა.






Strophe: 3577_[3494] 
Verse: a       რა მოვიდეს ზაულელნი,    ღვთის ძალითა მტერთა ივნეს,
Verse: b       გოდერძი და გმირი როსტომ    ერთმანერთსა მოეხვივნეს,
Verse: c       შექნეს გლოვა საშინელი,   ცრემლსა სისხლი გაერივნეს,
Verse: d    და   რაცა სჭირდათ ბედისაგან,   თავი მათი გაამჩივნეს.






Strophe: 3578_[3495] 
Verse: a       როსტომ იტყვის: "ნუ ვინაღვლით,   მით საწუთრო ხარაკია,
Verse: b       ერთსა მატებს, ერთსა აკლებს,   ყოველთ ზედა არაკია;
Verse: c       მე მტერობა გამიახლდა,   თუ არ ცოდვა მომერია,
Verse: d    და   ომს გვირგვინი ახლოს ახლავს,   აგრევ ვიწრო სამარია".






Strophe: 3579_[3496] 
Verse: a       ერანელნი დიდებულნი   როსტომს ამას ეუბნების,
Verse: b       ქუმსის საქმე მოაჴსენეს:   "არც შეხედვა ეკადრების,
Verse: c       მანათურ და ხაყან ნახეს,   სხვა მათებრივ არ იქნების,
Verse: d    და   შედის-წყლამდის ლაშქრისაგან   გზა აღარსად იშოების.






Strophe: 3580_[3497] 
Verse: a       დავცოცხლდით, შენის ნახვითა   ჩვენ დიდად გავიხარენით,
Verse: b       ვართ მტერისაგან უშიშრად,   რადგან შენ შეგეყარენით,
Verse: c       ტახტი ყოფილხარ მეფეთა,   დღეს ჩვენცა მოგვეჴმარენით,
Verse: d    და   მტერზედა სისხლი ვიძებნოთ,   ლხინითა დავიფარენით".






Strophe: 3581_[3498] 
Verse: a       ომან თქვა: როსტომ" მოსულა,   ჩვენ ავი დაგვმართებია,
Verse: b       ფეროზის ფერი კარვები   ერანელთ დამრავლებია,
Verse: c       ტახტი, დროშა და შუბები   ჯარად უთქს პილოებია,
Verse: d    და   ხაყან, ქუმსი და მანათურ    მიწასთან გასწორდებია".






Strophe: 3582_[3499] 
Verse: a       ქუმსი გაწყრა: როსტომს" აქებთ,   მეკვირვების მეტად მია!
Verse: b       ჩავარდნილხართ საეჭოსა,   ჩემთან არა შეუძლია,
Verse: c       მე შევებმი ზაულელთა,    მძიმის ლახტით გამოვსცდია";
Verse: d    და   ფირან ლაშქართ გააგონა   მაშინ ქუმსის ნათქვამია.






Strophe: 3583_[3500] 
Verse: a       ხაყანს ჰკადრა: "ჴელმწიფეო,   რაზმსა ზურგი შეუნახე".
Verse: b       ქუმსიმ ფიცა: "მე შევებმი,   მტერი იყოს მოვაგლახე".
Verse: c       თქვეს თუ: "მიწა გასწორდების,   ლალის ფერად მოსანახე".
Verse: d    და   ქუმსი მთასა დაამსგავსა,   ხაყან მოვა პილოს სახე.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.