TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 173
Previous part

Chapter: 90 
აქა ხაყან ჩინელის მისლვა ერანელთ ლაშქართა ნახვად







Strophe: 3591_[3478] 
Verse: a       ნაფირი და ბუკი ჰჴმობდა,   იზახოდა ყვირო-სტვირი,
Verse: b       ათი პილო სტავრიანი,   ხუთსა ედგა უნაგირი
Verse: c       ზუბარჯითა, ნაჭრელები,   ვით ჩინელთა სტავრის პირი;
Verse: d    და   შესხეს, ნახვად წამოვიდეს,   მათ მიაპყრეს ცასა პირი.






Strophe: 3592_[3479] 
Verse: a       ტუსის რაცა ლაშქარი ჰყვა,   ახლად რაზმი გააჩინეს,
Verse: b       მათ ადგილი საომარი   მთისა ძირი დაიჭირნეს;
Verse: c       წელ-შერტყმულნი დაეკაზმნეს,   სისხლთა დაღვრა გააპირნეს,
Verse: d    და   ხაყან, ქუმსი, შანგალ, ბერუქ    მათი საქმე გაიკვირნეს.






Strophe: 3563_[3480] 
Verse: a       ქუმსი იტყვის: "თუ კარგია,   ომსა მალვა რადღა უნა?
Verse: b       კაჭაჭითა დაბურვილი   შარა ცხენმან იზაბუნა,
Verse: c       ვხედავ კარგთა ცხენოსანთა,   ბრძანე, შებმა როგორ უნა?"
Verse: d    და   ფირან იტყვის: "ნუ ვისწრაფვით,   ჩვენგან სამ დღე წართვა უნა.






Strophe: 3564_[3481] 
Verse: a       მათ ჴელი-ერთად შევებნეთ   საომრად მოსვენებულნი,
Verse: b       ვინც იყოს ყველა დავჰჴოცოთ   თავადნი სახელდებულნი;
Verse: c       ერანს მივმართოთ ცხენმალედ,   წავიდეთ გაფიცხებულნი,
Verse: d    და   ზაულისტამდის დავჰჴოცოთ   ღვთისაგან დაბადებულნი.






Strophe: 3565_[3482] 
Verse: a       ტახტ-გვირგვინსა ნუ გაუშვებთ,   ქაიხოსროს ჴელმწიფესა
Verse: b       დაუწვავსა ქალაქებსა,   დაუქცევსა სიმაგრესა";
Verse: c       ხაყან იტყვის: "მომეწონა   გამორჩევა თქვენი დღესა".
Verse: d    და   ღმერთი აღარ მოიგონეს,   ესე პირი დაასკვნესა.






Strophe: 3566_[3483] 
Verse: a       ამაზედა საგუშაგოდ   გოდერძობით დაიზახეს,
Verse: b       როსტომისგან წინამავლად   მათ ფარემუზ დაინახეს;
Verse: c       წინ გოდერძი მიეგება,   ტირილითა სულთქმით ახეს,
Verse: d    და   ცრემლსა სისხლი ერეოდა,   რა გოდერძი სპათა ნახეს.






Strophe: 3567_[3484] 
Verse: a       ტირან და ამას იტყვიან:   "ვა წაჴდეს გოდერძიანი,
Verse: b       გმირნი ჭკვიანნი ნიადაგ   ყოფილან სახელიანი,
Verse: c       სიბერის დროსა დააგდეს   მათ მამა გულნაღვლიანი";
Verse: d    და   გოდერძი მადლსა იჴდიდა,   უბნობდა თვალცრემლიანი:






Strophe: 3568_[3485] 
Verse: a       "მე რა თავსა მოვსწრებივარ,   რასაც ვხედავ, ეს არ ქნილა,
Verse: b       ყოვლის ქვეყნის მეომარი   დღეს ჩვენზედა შემოყრილა;
Verse: c       ამას ჰგავს თუ, ჴორციელი   კაცი არსად დარჩომილა,
Verse: d    და   მითხარ: როსტომ სად დააგდე?   -- ჩემი ზურგი დადრეკილა".






Strophe: 3569_[3486] 
Verse: a       ფარემუზ თქვა: "ტყუილის თქმა   დღეს თქვენს წინა არ იქნების,
Verse: b       ვიცი, მოვა ამას ღამე,   ხვალ უთუოდ მოგვესწრების;
Verse: c       მან სიფრთხილე დამაბარა,   ჩემგან ღონე ვით იქნების,
Verse: d    და   მოვიცადოთ, ჩვენგან შებმა   უიმისოდ არ იქნების".






Strophe: 3570_[3487] 
Verse: a       ფირან წავიდა საამბოდ   ქუმსი და ხაყანისაკე:
Verse: b       "მოვიდა, დიდი ლაშქარი   გამოჩნდა ერანისაკე,
Verse: c       რაზმდაწყობილნი წავიდეს   ამოვანისა მთისაკე,
Verse: d    და   მათ ყოლე არ დაიყოვნეს,   წავიდეს სიმაგრისაკე".






Strophe: 3571_[3488] 
Verse: a       ქუმსი იტყვის: "მარტო დავჰჴოც,   არ გაჴსენებ ერანელთა,
Verse: b       პირველ როსტომს ვინადირებ,   მას შეუკრავ მაგრა ჴელთა;
Verse: c       ვნახენ, კაცად ნუ მაჴსენებ,   არ ვღებევდე წითლად ველთა,
Verse: d    და   ფირან, მისთვის გეშინიან,   დაუჭრიხარ სისტანელთა.






Strophe: 3572_[3489] 
Verse: a       თქვენვე ნახეთ სფაადარნი   ჩემის ლახტით ჩამოყრილნი,
Verse: b       აფრასიობს გაუგზავნე   ბორკილითა დაჭედილნი,
Verse: c       როსტომს კაცად არ ვაჴსენებ,   რა იქნების იგ საგზილნი?"
Verse: d    და   ფირან იტყვის: ღმერთმან" ნუ ყოს,   აქა ვნახო მისი ჩრდილნი!"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.