TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 172
Previous part

Chapter: 89 
აქა შეჭირვებულის ტუსის საზმრის ზმანება







Strophe: 3540_[3457] 
Verse: a       წყლით ამოვიდა სინათლე,   ზედ ტახტი ამაღლებული,
Verse: b       მაზედა იჯდა სიაოშ    მორჭმული, სახელდებული,
Verse: c       თავსა ებურა გვირგვინი,   ვითა მზე გაბრწყინებული,
Verse: d    და   ტუსის უბრძანა: "ნუ წახვალ,   იქნები გამარჯვებული.






Strophe: 3541_[3458] 
Verse: a       მოსწყდეს ძენი გოდერძისნი,    ნუ ხარ მისთვის შეჭირვებით,
Verse: b       ედემს ერთი სავარდეა,   მაშიგ სხედან მოსვენებით;
Verse: c       ვიცი, როსტომ მოგესწრების,   სახელითა აივსებით,
Verse: d    და   თურანელნი წაჴდებიან,   თქვენ ცათამდის ამაღლდებით".






Strophe: 3542_[3459] 
Verse: a       რა გათენდა, ტუსი ბრძანა:   "ვიცი, როსტომ მოგვივიდა";
Verse: b       დროშას გარე რაზმი აწყვეს,   ნაფირი და ბუკი ჰკრვიდა,
Verse: c       ნახა ფირან, გაუკვირდა,   რაზმწყობილი წამოვიღა,
Verse: d    და   ითხოვდიან მუქარასა,    მუნით არვინ გამოვიდა.






Strophe: 3543_[3460] 
Verse: a       გარ მოადგეს ერანელთა,    თურანელნი იქადიან,
Verse: b       ეს, გლახ, იდგეს სიმაგრესა,   მათ ისარსა ესროდიან;
Verse: c       ფირან იტყვის: "ნუ ისწრაფვით,   ეტლი მათი ავად დიან,
Verse: d    და   გვიჯობს, გზასა გაუფრთხილდეთ,   ტინის კლდეზედ დაიწვიან.






Strophe: 3544_[3461] 
Verse: a       ვიფრთხილოთ, არ წაგვივიდნენ   გაპარვით ერანისაკე,
Verse: b       პური და ღვინო ვერ ჭამონ,   პირი გამართონ ქვისაკე,
Verse: c       იმათ ზენარი ითხოვონ,   ჴელი ვერ დაძრან ჴმლისაკე".
Verse: d    და   რა ესე პირი დაასკვნეს,   წავიდეს სადგომისაკე.






Strophe: 3545_[3462] 
Verse: a       ფირანს ახარეს: "მოვიდა   ლაშქრითა ხაყან ჩინელი,
Verse: b       ქუმსი ლომგული ქაშანით,    პილოსა უსაშინელი;
Verse: c       ტუსის და გოდერძიანთა    ბედი აქვთ დასაძინელი,
Verse: d    და   მანათურ ჰრქვიან, მებრძოლი   არისო კვლა საშინელი.






Strophe: 3546_[3463] 
Verse: a       ქიდარ, ბერუქ, დარაჩ ლომი,   საგსარ მოვა ინდოელი,
Verse: b       შანგალ, აშქაშ, ყუნტუზ გმირი,   მათ მოჰყვების ქარქამნელი,
Verse: c       ლაშქრით მოდის ეს ყოველი   მძიმის ლახტის მომქნეველი";
Verse: d    და   ფირან იტყვის: "ეს ამბავი   არის ბერთა გამყმობელი".






Strophe: 3547_[3464] 
Verse: a       თქვა თუ: "წინა მივეგებნეთ,   რათგან აქა მოვიდესა,
Verse: b       ციხითა და მამულითა   აფრასიობს სჯობან დღესა,
Verse: c       ერანელნი ცუდად დგანან   ღვთის ძალითა სიმაგრესა,
Verse: d    და   ჴორცნი მათნი ჴმლითა დავსჭრათ,   ზოგთ მიუსხამ ჴელმწიფესა.






Strophe: 3548_[3465] 
Verse: a       ესე ვქნათ და ჩვენ მივმართოთ   ერანელსა ჴელმწიფესა,
Verse: b       სახლი მათი ამოვსწყვიტოთ,   დავამსგავსოთ საეკლესა,
Verse: c       ჩვენ ცოცხალი სულიერი   ზაულამდის არ მოგვრჩესა,
Verse: d    და   ამოვანის მთას მოვადგეთ,   ლაშქართ თავად ქუმსი თქვესა".






Strophe: 3549_[3466] 
Verse: a       ხაყან ჰკითხა: ერანელნი   " მთასა ზედან რათ ასულან,
Verse: b       ანუ ვინ ჰყავს სფაადარი,   იგ უღონოდ ვით გასულან?
Verse: c       გაპარვითამც არ წავიდნენ,   ვითა აწვე დამარხულან,
Verse: d    და   ტინის კლდეზედ რას უდგანან,   ვაზრობ, რომე დამშეულან!"






Strophe: 3550_[3467] 
Verse: a       ხაყან ნახა, იკვირვებდა   ფირან მათსა სიტურფესა,
Verse: b       "ცა, ვარსკვლავთა შემკობილი,   სამოთხეა" -- ეგრე თქვესა;
Verse: c       ერთმანერთსა მოეხვივნეს,   ფირან დასვა სიახლესა, --
Verse: d    და   "ვაშად რამე, მხიარულად   ერთმანერთი ვნახეთ დღესა!"






Strophe: 3551_[3468] 
Verse: a       ფირან იტყვის: "უტახტოთა   მათ იბრძოლეს უსაზომოდ,
Verse: b       აწ დაჰჴადნა ბედმან თქვენმან   უღონოდ და უსახელოდ;
Verse: c       გოდერძი და ტუსი, რუამ    ვერ ჩამოვლენ ქვე სამტეროდ".
Verse: d    და   ხაყან ბრძანა: "დღეს ერთად ვსვათ,   კმარა ფიცის დასაჯეროდ".






Strophe: 3552_[3469] 
Verse: a       მოვიდა ბერი გოდერძი,    ტუსს ამას ეუბნებისა:
Verse: b       "დღეს ჩვენი საქმე ავად ჩანს,   როსტომ არ მოგვესწრებისა,
Verse: c       დავიჴოცებით, საფლავი   არავის გვეღირსებისა,
Verse: d    და   ჩვენი ტახტი და გვირგვინი   მიწასთან გასწორდებისა".






Strophe: 3553_[3470] 
Verse: a       გივი იტყვის: "მოვიჭირვოთ,   აჰას როსტომ მოგვესწრების,
Verse: b       ნაღველი და შეჭირვება   ჩვენი მტერზედ მიბრუნდების, --
Verse: c       ჭკვიანი და გონიერი   ჭირსა შიგან გამაგრდების,
Verse: d    და   რაცა ღმერთსა გაუგია,   ყოვლსა კაცსა გარდაჰჴდების!"






Strophe: 3554_[3471] 
Verse: a       ამაზედა შემოხედეს,   თურანისკენ მტვერი ნახეს,
Verse: b       თქვეს: "მოვიდა აღსასრული"   -- ცრემლიანთა ივაგლახეს,
Verse: c       გოდერძი თქვა: "რაც მიყვარდა,   ჩემთა თვალთა მკვდარი ნახეს"
Verse: d    და   მართ ანაზდად ყარაულთა   სხვა ამბავი დაიზახეს:






Strophe: 3555_[3472] 
Verse: a       ერანის" გზასა გამოჩნდა   მტვერშიგა დროშის ჯარია,
Verse: b       დროშა ჩანს ერთი ლომ-სახე,   თავი ოქროსა არია".
Verse: c       გოდერძიმ მისცა მას კაცსა   ურიცხვი საბოძვარია,
Verse: d    და   ბრძანა: "შენ ღმერთმან შემოგზღოს,   ვითა მე გამახარია.






Strophe: 3556_[3473] 
Verse: a       გაგასწორებ თავადთანა,   გამინათლე რათგან გული,
Verse: b       ამ ამბითა გავიხარე,   მომიბრუნდა მკვდარსა სული;
Verse: c       ერანელთა მოაჴსენე   საქმე შენგან მონახული,
Verse: d    და   ზეცით ღმერთმან შეგვიბრალა,   მოგვცა ბედი დაკარგული".






Strophe: 3557_[3474] 
Verse: a       სხენ ერანელნი თემ-თემად,   თავს ტირან გულნაღვლიანი:
Verse: b       "ლომთ პირი სუდრად ვიშოეთ,   ვა წაჴდა ხოსროვიანი!"
Verse: c       თურანელთ ნახვად გავიდა   მთაზედა ბეჟან სვიანი,
Verse: d    და   თურქთ სიმრავლითა უკუნსა   მაშინ დღე გვანდა მზიანი.






Strophe: 3558_[3475] 
Verse: a       ჩამოვიდა ბეჟან, იტყვის:   "მათი დათვლა არ ეგების,
Verse: b       ღონე რამე მოვიგონოთ,   თვარა ჩვენი გარდაგვჴდების";
Verse: c       "ამას ღამე ზედ დავესხნათ"   -- ტუსი ამას გაჰპირდების, --
Verse: d    და   "მათი სისხლი ჯეონად ვქნათ,   მიწის პირი გაწითლდების".






Strophe: 3559_[3476] 
Verse: a       მართ ამაზედა მოვიდა   გუშაგი მახარობელი.
Verse: b       "ჩვენ მოგვივიდა ლაშქარი   მტერთა ლახვართა მსობელი,
Verse: c       მათ როსტომ წინ მოუძღვების,   ჩვენთ სულთა მანათობელი".
Verse: d    და   ერანელთ ვარდი აყვავდა,   შეიქნა დაუზრობელი.






Strophe: 3560_[3477] 
Verse: a       იტყვიან თუ: როსტომ" არის,   ჩვენი საქმე გაკეთდების", --
Verse: b       მახარობელს აჩუქებდეს,   საბოძვრითა აივსების,
Verse: c       ვით მართებდა, უხაროდა,   მათი ეტლი ამადლდების.
Verse: d    და   "დღეს წავრთოთ და ნუ შევიბმით"   -- ხაყან ფირანს ეუბნების.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.