TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 171
Previous part

Chapter: 88 
აქა ბაზურ თურქისაბან გრძნეულობის ქნა







Strophe: 3521_[3422] 
Verse: a       ბაზურ მთაზედ გაიპარა,   მას ეშმაკი უძღვის წინა,
Verse: b       შექნა ქარი საშინელი,   ფიცხლავ თოვლმან მოუშინა;
Verse: c       შეაწუხნა ერანელნი,    ჴელი შუბზედ შეაყინა,
Verse: d    და   აღსასრულსა დაემსგავსნეს,   გლახ, ზახილი იყო მუნა.






Strophe: 3522_[3423] 
Verse: a       ფირან იტყვის: ერანელთა,   " ვიცი, აღარ შეუძლია,
Verse: b       შეუტივეს ერთმანერთსა,   ჴმლები ჰქონდათ დაწვდილია;
Verse: c       დაჴოცეს და ამოსწყვიტეს,   მუნ უთაო ტანი ჰყრია,
Verse: d    და   მკვდრისგან აღარ იშოვების   წასავალი ადგილია.






Strophe: 3523_[3424] 
Verse: a       ამოსწყვიტეს ერანელნი,    გლახ, ვეღარსად გარდეხვეწნეს,
Verse: b       მათ მიაპყრნეს პირი ცასა,   შემოქმედსა შეეხვეწნეს:
Verse: c       "სხვა მეშველი არვინა გვყავს,   მტერთა ძვალნი შემოგვლეწნეს,
Verse: d    და   გვიჴსენ ამა გრძნებისაგან"   -- ტირილითა მოირეწნეს.






Strophe: 3524_[3425] 
Verse: a       ჰპოვეს კაცი მეცნიერი,   მათ თითითა მთა უჩვენა,
Verse: b       სადა ბაზურ გრძნეულობდა,   რუამ ცხენი გააჭენა,
Verse: c       მოუჴდა და ჴმალი დაჰკრა:   "შეგანანო, რაცა ჰქენა!"
Verse: d    და   ფიცხლავ მოკლა, ჩამობრუნდა,   წამოიღო ჴელი თანა.






Strophe: 3525_[3426] 
Verse: a       რუამ ვაკედ ჩამოვიდა,   ცის აერი წმიდა იყო,
Verse: b       მკვდარი ჰყრია ვითა რიყე,   სისხლისა ტბა შექნილიყო;
Verse: c       გოდერძიმ თქვა: "კურთხეულ არს,   განგებამან რაცა გვიყო,
Verse: d    და   ანუ დავჰჴოც თურანელთა,    ანუ თავსა ავი ვუყო".






Strophe: 3526_[3427] 
Verse: a       ტუსი იტყვის: "ნუ ისწრაფვი,   რაზმში დროშა შეინახე,
Verse: b       მარჯვნით გივი დააყენეთ,   ბეჟან ახლავს მტერთა მახე,
Verse: c       მარცხნით გოსტამ გააჩინეთ,   არის ომთა მონასახე,
Verse: d    და   წინამავლად შედოშ, რუამ,    გურზი მტერთა მოვაგლახე".






Strophe: 3527_[3428] 
Verse: a       შეიქნა ომი ძლიერი,   მჭვრეტელთა ეკვირვებოდა,
Verse: b       უთაო ტანი ეყარა,   იაფად იშოებოდა;
Verse: c       ცეცხლი სცვივოდა აბჯართა,   საწუთრო აენთებოდა,
Verse: d    და   ერანელთ ზურგი ადრიკეს,   მათ ეტლი უბრუნდებოდა.






Strophe: 3528_[3429] 
Verse: a       გოდერძი და ტუსი, გივი,    შედოშ, ბეჟან სისხლთა ღვრიდეს,
Verse: b       რუამ კარგი მეომარი   თურანელთა ჴმალსა ჰკრვიდეს;
Verse: c       ერანელნი აღარ ჰყვანდათ,   ბაბრაბსა და ჯაჭვსა სჭრიდეს,
Verse: d    და   დაღამდა და გაიყარნეს,   სიმაგრესავ წამოვიდეს.






Strophe: 3529_[3430] 
Verse: a       დადგეს ერთსა სიმაგრესა,   მთასა ზურგი მიაბარეს,
Verse: b       მთა მონახეს, ერთი ხრამი,   მკვდართა მიწა მიაყარეს;
Verse: c       ფირანს წინა თურანელნი    მხიარულნი შეიყარეს,
Verse: d    და   წინა სუფრა გაიშალეს,   ვით მართებდა გაიხარეს.






Strophe: 3530_[3431] 
Verse: a       "ვინც ცოცხალი მორჩომოდა,   ნუ გაუშვებთ" -- გააგებდეს,
Verse: b       ერანელნი ცრემლიანნი   მოყვასთათვის თვალთ არებდეს:
Verse: c       შვილსა მამა აღარა ჰყავს,   შვილი მამას იკითხევდეს,
Verse: d    და   ვეღარ ხედვენ ერთმანერთსა,   იგ ამისთვის იტირებდეს.






Strophe: 3531_[3432] 
Verse: a       ყოველთა მეტად მას დღესა   იჴოცნეს ქიშვადიანი,
Verse: b       ტიროდა ბერი გოდერძი,    მოსთქმიდა თვალცრემლიანი:
Verse: c       "მე რა შობილვარ, ხუფთანი   მაცვია ბაბრაბიანი".
Verse: d    და   ტუსიმ თქვა: "ნუმც მე შობილვარ   და ნუმცა ნოდარიანი!"






Strophe: 3532_[3433] 
Verse: a       ბარგი აჰკიდეს, წავიდეს   არმოვანისა მთისაკე,
Verse: b       მათ ერთი კაცი გაგზავნეს   საამბოდ ჴელმწიფისაკე,
Verse: c       შესთვალეს: როსტომ" გვიბოძე,   იაროს ჩვენის გზისაკე,
Verse: d    და   დავჴედით მჴეცთა საჭმელად,   გზანი შეგვიკრეს ზღვისაკე".






Strophe: 3533_[3434] 
Verse: a       გაიგონა ქაიხოსრომ,    მონაჴსენი დაიჯერა,
Verse: b       გაჴდა დიდაღ შეჭირვებით,   როსტომს წიგნი მიუწერა:
Verse: c       "ტახტის ზურგი შენ ყოფილხარ,   შენს საქმესა ეტლი ჯერა,
Verse: d    და   ნახე წიგნი სფაადართა,   თვითან შენთვის მოეწერა".






Strophe: 3534_[3435] 
Verse: a       როსტომ იჴმნა ზაულელნი,    ვითა ქარი წამოვიდა,
Verse: b       გვერცა ახლავს ნიმროზელნი,    ჴელმწიფისა კარს მოვიდა;
Verse: c       ქაიხოსრო მოეგება,   გულით ნათლით დალოცვიდა,
Verse: d    და   ვითა მამა მოიკითხა,   ტკბილის თვალით შეხედვიდა.






Strophe: 3535_[3436] 
Verse: a       უბრძანა: "ჩვენთა ლაშქართა,   იცი, რა დამართებიან?
Verse: b       აფრასიობის თავადთა   მათზედან გამარჯვებიან,
Verse: c       გარდახვეწიან მტირალნი,   მთაზედან გამაგრებიან,
Verse: d    და   შენ მიგელიან, უშველო   -- იგ ღმერთსა ეხვეწებიან.






Strophe: 3536_[3437] 
Verse: a       მე მასმია, შენ ყოფილხარ   ტახტისა და სპათა ღონე,
Verse: b       რაცა გინდა, მოგიმატებ,   განაღამცა შენ გაქონე;
Verse: c       ლაშქარსა და ცხენ-აბჯარსა   მოგცემ, თანა წაიტანე,
Verse: d    და   მხიარულად გაემართე,   სპათა თავი დაიმონე".






Strophe: 3537_[3438] 
Verse: a       როსტომ იტყვის: "ნუ უშენოდ   ტახტ-გვირგვინი, პატრონობა!
Verse: b       მე ყოფილვარ წელშერტყმული,   რა შემქნია თავის ცნობა;
Verse: c       კარგად იცის აფრასიობ,    მე მიქნია რა მტერობა,
Verse: d    და   ღვთითა აწცა შევანანო   ერანელთზედ ამაყობა".






Strophe: 3538A_[3439] 
Verse: a       გაიგონა ქაიხოსრომ,    თვალთა ცრემლი გადმოსცვივდეს,
Verse: b       ქუდ-გვირგვინსა, საგდებელსა,   ფარსა როსტომს მიართმიდეს;
Verse: c       მათ ლაშქარი დაარჩივეს,   ათი ათას კაცსა სთვლიდეს,
Verse: d    და   ეს ფარემუზს მიაბარეს,   წინამავლად წამოვიდეს.






Strophe: 3538B_[3440] 
Verse: a       ფარემუზ როსტომს წინაშე   თქვა ასე საუბარია:
Verse: b       ხოსროსა" რაშის პატრონო,   შენ ხარ ლაშქართა ძალია!
Verse: c       შენს მეტს არავის სთხრობია,   ჩემი მაქვს საწადელია, --
Verse: d    და   ერთი საქმე მაქვს, სხვა ჩემთვის   არ არის მისი მჯობია.






Strophe: 3538C_[3441] 
Verse: a       თავჩენილო ქუდ-ბეჭდისა,   შესაფერო ტახტისაო,
Verse: b       გაძებულის სიაოშის    ძმა ვარ ერთის თესლისაო;
Verse: c       ჩვენშიგ არა გამოცვლილა,   ვართ ერთისა ნერგისაო,
Verse: d    და   მისგან რომე ცოლი დარჩა,   ჩემი ფერი არისაო.






Strophe: 3538D_[3442] 
Verse: a       შენ, ფალავანო, ეგების   ჴელმწიფესა მოაჴსენო,
Verse: b       თავს ოქროს ქუდი დამხურო,   ჩემსა გულსა მოასვენო.
Verse: c       როსტომ უთხრა: "აჰა, წავალ,   ჴელმწიფესა მოვაჴსენო".
Verse: d    და   პილოტანმან ჴელმწიფეს წინ   ნახა ლხინი მოსასვენო.






Strophe: 3738E_[3443] 
Verse: a       მიჯლიშშიგა ლაპარაკი   ჴელმწიფეს წინ გამართესა:
Verse: b       "უხვობითა მისცემია   შენგან ყოვლსა სულიერსა!
Verse: c       ქექაოზის შვილი არის,   -- როსტომ ჰკადრა ჴელმწიფესა, --
Verse: d    და   მისი სწორი არვინ არის,   -- თქვა ფარემუზ, ჰკადრა ესა:






Strophe: 3538F_[3444] 
Verse: a       ჴელმწიფისაგან ძმის ალაგს   ითხოვს, აქვს საწადელია,
Verse: b       ძმის სისხლსა ეძებს, უბოძო   აფრასიობის ქალია!
Verse: c       მზის მსგავსსა ჴელმწიფის შვილსა   მთვარისა ჰკლავს სურვილია".
Verse: d    და   ჴელმწიფეს ესმა, -- გაჰკვირდა,   -- როსტომის საუბარია.






Strophe: 3538G_[3445] 
Verse: a       უბრძანა თუ: "შენი ურჩი   ქვეყანადა ნუმცა არის,
Verse: b       თქვენცა იცით მისი, საქმე   ჩემთა ჴელთა არა არის;
Verse: c       გამიგონებს, -- მოვაჴსენებ   ყველაკასა, რაცა არის".
Verse: d    და   ორნივ მთვარის ნახვად შევლენ,   პილოტან და ხოსრო არის".






Strophe: 3538H_[3446] 
Verse: a       შარიერმან დედას ჰკადრა:   "მამის ჩემის იადგარო,
Verse: b       ქვეყანასზედ შემნახავი   და გამზრდელი ჩემი ხარო!
Verse: c       ლაშქართ საქმე მოგაჴსენო,   შენს წინაშე ცხადი არო,
Verse: d    და   ომის საქმეც კარგად იცით,   მხიარული არვინ არო.






Strophe: 3538I_[3447] 
Verse: a       იცი, რასთენთ დიდებულთა   ერანელთ თავი წაჴდების,
Verse: b       ღიდი გლოვა და ტირილი   ყოველს სახლშიგა იქნების!
Verse: c       სპათა გავგზავნი თავადთა,   როსტომ, ფარემუზ იქ ების,
Verse: d    და   ჴელმწიფის შვილს ფალავანი   როსტომ საქმეს ნებას ერთვის.






Strophe: 3538J_[3448] 
Verse: a       იყო შენ იმისა ჯუფთად,   რა არის შენი წადილი?
Verse: b       როგორ ხედავ, ვითა სინჯავ,   ნუ ოდეს გჭირს ღვთისგან ავი".
Verse: c       რა დედამან გაიგონა,   მოეგონა საქმე ძველი,
Verse: d    და   გულსა შიგა გაგულისდა,   ვნახეთ სულთქმით, ნატირალი.






Strophe: 3538K_[3449] 
Verse: a       დედამ უთხრა: როსტომისა   " წყენა შემიძლია არა,
Verse: b       როსტომს ცაც ვერ ეურჩების,   თვარ მე ვიცი, შენ გითხრა რა!"
Verse: c       როსტომ თქვა: "შენი სიწმიდე   ყოვლს ქვეყანას[ა], თქმულა რა,
Verse: d    და   თქვენიმცა მტერი წაჴდების,   თუ მიწყენთ საუბარსა რა.






Strophe: 3538L_[3450] 
Verse: a       შენცა იცი, დედაკაცი   უქმრო არავინ ყოფილა,
Verse: b       არცა ვინ ვაჟი უცოლო,   მის-დღეში ქალი თხოვილა;
Verse: c       ჴელმწიფისა ბრძანებითა   ეს საქმე გაპირებულა,
Verse: d    და   ჴელმწიფის შვილი საჯუფთო   მთვარისა გამოჩენილა.






Strophe: 3538M_[3451] 
Verse: a       მოგეწონა ესე სიტყვა,   ფარემუზის შერთვა გმართებს,
Verse: b       ჩემიც რამე გაიგონე   ჴელმწიფის მორჩილობა სჯობს".
Verse: c       იგ ბანოვანთა თავადი   ხანსა გრძელსა ნაღვლიანობს,
Verse: d    და   პასუხი არა გასცა რა,   მჯდომი ბაგეს ქვეშ[ა] სულთქმობს.






Strophe: 3538N_[3452] 
Verse: a       დიდხან პასუხი ვერ უთხრა   შვილისა სირცხვილისაგან:
Verse: b       "ანჯამანთ-უხუცესისგან   რიდი მაქვს პილოტანისგან.
Verse: c       სიაოშს რა დაემართა   -- თქვენც იცით გაძებისაგან,
Verse: d    და   თურანს კაცისა მკლველთ მოკლეს   წასული ერანისაგან.






Strophe: 3538O_[3453] 
Verse: a       ასეთი კაცი არ არის,   სიაოშის სწორი იყოს,
Verse: b       პასუხის-მთქმელი ვერა ვარ,   ან ის მის ალაგს ეკადროს.
Verse: c       ზაალის შვილო, ფარემუზ    შენ გწადს ჩემად ჯუფთად იყოს,
Verse: d    და   რა ვქნა, ენა დამინასკვდა,   ხოსროს ბრძანება რა იყოს".






Strophe: 3538P_[3454] 
Verse: a       ჴელმწიფის შვილი დამშვიდდა,   გაიშალა ვარდივითა,
Verse: b       მას თვალ-წარბი შეშვენოდა,   აუყვავდა ვარდივითა;
Verse: c       როსტომ ამით გაიხარნა,   არ დაყოვნა ხანი ვითა,
Verse: d    და   ფალავანმან ფარემუზის    მთვარე პოვა ჯუფთად ვითა.






Strophe: 3538Q_[3455] 
Verse: a       ფიცხლა მოასხეს მწერალნი,   წიგნს სწერენ გარდაწყვედისა,
Verse: b       ფარანგოზ ფარემუზს მისცეს,   ჴელმწიფის სიძეთ შექნესა,
Verse: c       საჴელმწიფოდ თავს დახურეს   ნებადართვით ხოსროვისა,
Verse: d    და   ხუთს დღეს წართეს, მეექვსესა   ლაშქართ წინა მიუძღვისა.






Strophe: 3539_[3456] 
Verse: a       გათენდა, როსტომ წავიდა,   ჴელმწიფეს ეთხოებოდა,
Verse: b       ორ ფარსანგამდი თან გაჰყვა,   გულტკბილად ეუბნებოდა,
Verse: c       ოთხისა დღისა სავალსა   ერთ ეჯად იარებოდა,
Verse: d    და   იცოდა რომ მიელოდეს,   მუნ მისლვა ესწრაფებოდა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.