Strophe: 3502_[3403] | ||
Verse: a | ასტყდა მტვერი, ამას გვანდა: | ზღვასა ცეცხლი ედებოდა, |
Verse: b | მუზარადი დაფერული | ქარვის-ფერად გაჴდებოდა, |
Verse: c | სისხლის ტბები დააყენეს, | საგდებელი დალბებოდა, |
Verse: d და | სამსალა და თერიაყი | მას დღე კაცსა ეტკბებოდა. |
Strophe: 3503_[3404] | ||
Verse: a | ერანელთა შეერივა, | ერთსა თურქსა არჯანგ რქვიან, |
Verse: b | იყო კარგი მეომარი, | მისგან მტერთა ეშინიან; |
Verse: c | ტუსი ცხენით შეუტივა, | იტყვის: "კვლავ არ შემრცხვენიან", |
Verse: d და | ჴმალი ჰკრა და ჩამოაგდო, | უთაოსა სისხლი სდიან. |
Strophe: 3504_[3405] | ||
Verse: a | არჯანგისა თავი მას ჰგავს, | კვლავე ტანსა არა ბმოდა, |
Verse: b | ფირან გაჴდა შეჭირვებით, | ერანელთა უხაროდა; |
Verse: c | "ხვალვე გავალ მემუქარედ, | ნუ დავიღრეჯთ -- ომან თქო და -- |
Verse: d და | "ვინცა მოვა ერანელი, | მე გავჰჴადო უთაოდა". |
Strophe: 3505_[3406] | ||
Verse: a | ცხენსა შეჯდა შეჭურვილი | ომან გვანდა რკინის მთასა, |
Verse: b | ჴელთა ჰქონდა მსხვილი ხიშტი, | აპირებდა სისხლის ღვრასა; |
Verse: c | აქათ ტუსი შეეკაზმა, | აღელვებდა ქარი ზღვასა, |
Verse: d და | უთხრა ომანს: "გამოგცადო, | ვითა ვეფხი გარეს თხასა". |
Strophe: 3506_[3407] | ||
Verse: a | ომან თქვა: "ბევრი ლაყაბი | არის სირცხვილად დიდია; |
Verse: b | თუ არჯანგ მოჰკალ, ჩემთანა | იყო მართ ვითა ფლიდია, |
Verse: c | გოდერძი, გივი და ბეჟან, | -- არა მაქვს მათგან რიდია, |
Verse: d და | თუ სფაადი ხარ იმათი, | შენ რაზმი რად დაგიგდია? |
Strophe: 3507_[3408] | ||
Verse: a | ხარ ლაშქართა სფაადარი, | წადი დროშა შეინახე, |
Verse: b | ვინ აიღო საბოძვარი, | მემუქარე მომინახე; |
Verse: c | ჩემი ომი გამოსცადოს, | ვარ მებრძოლი ლომის სახე, |
Verse: d და | ჩემგან მოჰკვდე, არ იცია, | ლაშქართა უთქს გარე მახე? |
Strophe: 3508_[3409] | ||
Verse: a | მართლად იტყვის: ომის ჟამსა | მკლავმაგარი მირჩევნია, |
Verse: b | ზალდასტანს და როსტომს იცნობ, | მათი ომი დამიცდია; |
Verse: c | ვინცა არის ერანელი, | საბოძვარი აუღია, |
Verse: d და | ვისცა თავი ეკეთების, | გამოგზავნე, მოვიცდია". |
Strophe: 3509_[3410] | ||
Verse: a | ტუსი იტყვის: ომან," წადი, | მოაჴსენე ჴელმწიფესა, |
Verse: b | თუ ცოცხალვართ ერთი კაცი, | მას ნუ ეჭობთ, დასწყნარდესა |
Verse: c | ვირემ სისხლი არ ვიძებნო, | ან ჩემი დღე გათავდესა, |
Verse: d და | ცუდად თავსა ნუ მოიკლვენ, | ჩემი სიტყვა უჯობდესა". |
Strophe: 3510_[3411] | ||
Verse: a | შარიარმან ასრე ბრძანა: | ფირანს" ნურას მიერჩითა, |
Verse: b | მან გამზარდა, მე ცოცხალვარ | დღეს მისითა იმედითა". |
Verse: c | ომან იტყვის: "მოსმენა ჴამს, | იყოთ მისით ბრძანებითა, |
Verse: d და | ყოვლი საქმე გარდასწყდების | ჴელმწიფისა სამართლითა". |
Strophe: 3511_[3412] | ||
Verse: a | გივი მივიდა ქვეითი, | გენახა მსგავსი ქარისა, |
Verse: b | უთხრა: "რა არის, სფაადო, | ჩვენს შუა ჟამი ზავისა? |
Verse: c | თურქი მოგვიჴდა რაზმშიგა, | მთხოველი ჩვენ მუქარისა, |
Verse: d და | სჯობს ომანს ჴმალი ვუჩვენო | ნაკრავი უზებარისა!" |
Strophe: 3512_[3413] | ||
Verse: a | ომან გასწყრა, გივსა უთხრა: | "ნუ შენებრივ დანერგული, |
Verse: b | ქიშვადიანთ ბალონს ნახეს | ჩემის ჴმლისა მონაშური; |
Verse: c | თუ მე ტუსი მომერევის, | თურქთავე უდგს ტახტი სრული, |
Verse: d და | პირი გიგავს ზანდაროსა, | შენ ძმათათვის გეწვის გული". |
Strophe: 3513_[3414] | ||
Verse: a | "მოდი შევიბნეთ წარბშესკვნით" | -- ტუსი მას ეუბნებისა. |
Verse: b | გამოიწვადეს ლახტები, | მართ მტვერი ამაღლდებისა, |
Verse: c | მუზარადი და თავები | გრდემლებსა ემსგავსებისა, |
Verse: d და | ორთავ დალეწეს ლახტები, | ელვა შეიქნა ჴმლებისა. |
Strophe: 3514_[3415] | ||
Verse: a | ჴმლები დალეწეს, სარტყლებსა | მედგრად მოზიდნეს ჴელითა, |
Verse: b | ომანს გაუწყდა სარტყელი, | ფიცხლავ გარდიჭრა ცხენითა; |
Verse: c | მერმე დაასხეს ისარი | მშვილდითა საკვირველითა, |
Verse: d და | დაღამდა, უკუიყარნეს | მაშვრალნი ოფლთა დენითა. |
Strophe: 3515_[3416] | ||
Verse: a | ტუსის წინა მოეგებნეს | ერანელნი, ულოცვიდეს, |
Verse: b | ფირანს გვერდით თურანელნი | ომან" რა ჰქენ?" მას ჰკითხვიდეს. |
Verse: c | ორნივ ომსა აპირებდეს, | ამა პირსა დაასკვნიდეს, |
Verse: d და | ეკაზმიან საომარად, | ერთმანერთსა ექადვიდეს. |
Strophe: 3516_[3417] | ||
Verse: a | რა გათენდა, ჴმა გაჴშირღა | ქოსისა და ტაბლაკისა, |
Verse: b | მტვერისაგან მზე არა ჩანს, | რა ვთქვა ცხენთა ჴვივილისა! |
Verse: c | ჴელთა შუბი შეშვენოღა | -- რაზმსა წინა ომან ვლისა, |
Verse: d და | "ჴელი-ერთად შეუტიოთ, | მაქვს იმედი მორევნისა". |
Strophe: 3517_[3418] | ||
Verse: a | ტუსი თქვა: "გული დავსცალოთ | ამაყად საუბრისაგან, |
Verse: b | ეგების ღმერთმან გვიშველოს, | გვიჴსნას ავისა დღისაგან; |
Verse: c | გარე მოვადგეთ დროშასა, | არა ევნოს რა მტრისაგან, |
Verse: d და | ამ მთასა ნუ მოვშორდებით, | ვნახოთ განგება ღვთისაგან". |
Strophe: 3518_[3419] | ||
Verse: a | მაშინ სიმრავლე ლაშქრისა | მიწასა ემძიმებოდა, |
Verse: b | ბრწყინვიდა მუზარადები, | მზეს შუქი მოაკლდებოდა; |
Verse: c | მერმე დაბრუნდა საწუთრო, | მტვერითა აივსებოდა, |
Verse: d და | გივი და რუამ დგეს მარცხნით, | გოდერძი მარჯვნით დგებოდა. |
Strophe: 3519_[3420] | ||
Verse: a | "ხვალე სისხლსა სწვიმს სამ ჟმამდის" | მუნეჯიმ ეუბნებისა |
Verse: b | "მე მეშინიან, მორევნა | მტერთაკენ გამოჩნდებისა; |
Verse: c | ახლად შექნილა მუქარა | თვის-თვისად თავადებისა, |
Verse: d და | გაითვალიან საომრად, | არ ვიცი რა მოჴდებისა". |
Strophe: 3520_[3421] | ||
Verse: a | შედოშ, რუამ, გოსტამ, გივი, | ბარზიმ, ფარად გამოვიდეს, |
Verse: b | მუნით ომან, გურზი, გივმან, | ფარშედ, ლუაქ ჴმალსა ჰკრვიდეს, |
Verse: c | ბეჟან, შერუქ, ტუსი, მილად, | გულუწყალოდ სისხლსა ღვრიდეს, |
Verse: d და | რაზმსა შიგან შემოცვივდეს, | ერთმანერთსა ჩამოჰყრიდეს. |