Strophe: 3488_[3389] | ||
Verse: a | რა დაბრუნდეს ერანელნი, | თავის საქმეს იგონებდეს, |
Verse: b | ჩორმანისკე წამოვიდეს, | ფროდის ომსა აჴსენებდეს, |
Verse: c | არას არგებს სინანული, | თავის თავსა აბრალობდეს, |
Verse: d და | ჴელმწიფისგან ეშინოდათ, | ვითა მართებსთ იკრძალობდეს. |
Strophe: 3489_[3390] | ||
Verse: a | მოდიან სირცხვილეულნი, | მტირალნი, პირსისხლიანი, |
Verse: b | ბარგი მტერთათვის დაეგდო, | გვირგვინი გუარიანი, |
Verse: c | მონურად ჴელნი ჩაუშვნეს, | ჩამოჴდეს გულნაღვლიანი, |
Verse: d და | ძნელია, მტერთა ჴელითა | რაცა მათ სჭირდა ზიანი! |
Strophe: 3490_[3391] | ||
Verse: a | მათ ქაიხოსრო გულწყლული | ყოლ არას ეუბნებოდა (!), |
Verse: b | მან პირი ცასა მიაპყრა, | უფალსა ევედრებოდა: |
Verse: c | "ბედი და ბედნიერობა | შენგან მაქვს, მეღირებოდა, |
Verse: d და | საიდუმლო და რიდობა | შენს წინა გამოჩნდებოდა. |
Strophe: 3491_[3392] | ||
Verse: a | ტუსი და ვინცა იახლნეს, | არიან დასარჩობელნი, |
Verse: b | ძმის სიკვდილითა მიშოვნეს | ლახვარი დასასობელნი, |
Verse: c | ვთქვი: ქალთის მთასა დგებიან | სოფლისა მანათობელნი, |
Verse: d და | შემოგაკვდების, არ არის | ამა ლაშქართა მცნობელნი. |
Strophe: 3492_[3393] | ||
Verse: a | უჭკო ტუსი წინ გაუძღვა | ჩემთ ლაშქართა ამა გზითა, |
Verse: b | შვილიშვილნი ქიშვადისნი | წაჴდეს მისის მიზეზითა, |
Verse: c | სისხლის ძებნად გაუზახე, | იგ ავავსე საბოძვრითა, |
Verse: d და | ვა, სიაოშ დამავიწყა, | ფროდი, შენის სიკვდილითა. |
Strophe: 3493_[3394] | ||
Verse: a | პილოსა მსგავსო ძალ-გულად, | ძმაო, ვინ გჯობდა ცხენითა! |
Verse: b | მამისა მჯობო შვენებით | პირითა სასურველითა, |
Verse: c | მოჰკვდი მისებრივ უწყალოდ | შენთა ლაშქართა ჴელითა, |
Verse: d და | დღესითგან ტუსი ძაღლად მჩანს | მისითა საფარველითა". |
Strophe: 3494_[3395] | ||
Verse: a | როსტომს კაცი გაუგზავნეს | ერანელთა აქა ნებით: |
Verse: b | "ჩვენ ჴელმწიფე გავიწყრომეთ, | გვიხოიშნე, გეხვეწებით, |
Verse: c | ფროდიმ თავი შემოგვაკლა, | არ გვინდოდა ჩვენის ნებით, |
Verse: d და | მან შეგვინდოს შეცოდება, | თქვენს წინაშე ვიაჯებით". |
Strophe: 3495_[3396] | ||
Verse: a | ადგა როსტომ, წამოვიდა, | ენატრების მჭვრეტელთ ხლება, |
Verse: b | ქაიხოსროს მოაჴსენებს, | მან დაუწყო შეგონება: |
Verse: c | "კაცმან შვილი მკვდარი ნახოს, | მას მიხვდების ჭკუის კლება, |
Verse: d და | მტერთა შური თუ ვიძებნოთ, | არა გვმართებს შეჭირვება". |
Strophe: 3496_[3397] | ||
Verse: a | ხოსროვ თქვა: "ვიცი, ჩავლა სჯობს | საქმისა გარდასრულისა, |
Verse: b | ეგ შეგონება მეყოფის | დღესითგან წამლად გულისა, |
Verse: c | აწ დამითმია სიკვდილი | ხე ალვად დანერგულისა"; -- |
Verse: d და | ტუსი მუჴლდაყრით ითხოვა | შენდობა დაშაულისა: |
Strophe: 3497_[3398] | ||
Verse: a | "მე რა ზარასპს მოვიგონებ, | სევდისაგან ცეცხლით ვიწვი, |
Verse: b | რაც სიკვდილი დამემართა, | წავალ ჴმლითა გარდავიჴდი, |
Verse: c | დანდობასა ნუ მოელის, | თურანელსა ვისცა მივხვდი, |
Verse: d და | ვირემ სისხლსა არ ვიძებნი, | მუზარადსა არ მოვიჴდი". |
Strophe: 3498_[3399] | ||
Verse: a | აქ დასხდეს წართვით სალხინოდ | როსტომ და თავადებია, |
Verse: b | გათენდა ჴელმწიფესთანა, | თქვა: "ბედსა გაღვიძებია, |
Verse: c | გვიბრძანეთ, ჴმლები შევირტყათ, | შუბებსა მივსცეთ ნებია, |
Verse: d და | ერანს ეზომი სირცხვილი | აროდეს დამართებია!" |
Strophe: 3499_[3400] | ||
Verse: a | ნადირნი და ზღვის ნიანგნი | ერანელთა იბრალებდეს, |
Verse: b | თურანისა მინდორშიგან | მათსა თავსა მჴეცნი ჰკრეფდეს, |
Verse: c | გოდერძი და ტუსი, გივი | ჴელმწიფესა იგონებდეს, |
Verse: d და | გურგენ, ხარად, გოსტამ, ბეჟან | მას წინ მიწას აკოცებდეს. |
Strophe: 3500_[3401] | ||
Verse: a | გივი იჴმო ჴელმწიფემან, | გარდიწვია ტახტსა ზედა: |
Verse: b | "შენ ხარ დიდად ნამსახური, | გამოცდილი მრავალზედა". |
Verse: c | მივა ტუსი სფაადარი | --"შენ უშველდი მტერთა ზედა", -- |
Verse: d და | აჩუქა და ტანს შემოსა, | მერმე გასცა ლაშქართ ზედა. |
Strophe: 3501_[3402] | ||
Verse: a | დალოცა და გაემართნეს, | დღეს საწუთრო სრულად სცნობდა, |
Verse: b | აბჯარი და შუბის პირი | ქვეყანასა ანათობდა; |
Verse: c | წამოვიდეს ერანელნი, | ამ ამბავსა ფირან სცნობდა, |
Verse: d და | ყველგან კაცი გაუგზავნა, | ლაშქრის შეყრას ისწრაფოდა. |