Strophe: 3465_[3366] | ||
Verse: a | თქვა: "მათრაჴი დამიკარგავს,"- | ბარამ მამას დაეთხოვა, -- |
Verse: b | "ჩემთვის დიდი სირცხვილია, | არამცა ვინ თურქმან ჰპოვა." |
Verse: c | კაცსა ჭკუა შეეცვლების, | სასიკვდილოდ რა დღე მოვა, |
Verse: d და | ეტლი თურმე გარდუბრუნდა, | გლახ, ცოცხალი ვეღარ მოვა. |
Strophe: 3466_[3367] | ||
Verse: a | გოდერძი უშლის: "ნუ წახვალ" | -- ძმა გივი ეუბნებისა: |
Verse: b | "მე მაქვს მათრაჴი ოქროსა, | მისებრივ არ იქნებისა, |
Verse: c | მოგცემ, ნუ წახვალ, არ ვიცი | ეტლისგან რა მოჰჴდებისა". |
Verse: d და | ბარამ თქვა: "მხედავ მსუბუქად, | მე დია მესირცხვებისა". |
Strophe: 3467_[3368] | ||
Verse: a | არ დაიჯერა, დაბრუნდა, | მივიდა ნაომარზედა, |
Verse: b | რა რევაზ ნახა სისხლშიგა, | დიდად იტირა მკვდარზედა: |
Verse: c | "ვა, გულოვანო ჭაბუკო, | გულუხვო საბოძვარზედა, |
Verse: d და | მამა მიგელის მშვიდობით | მორჭმულსა თურანელთ ზედა". |
Strophe: 3468_[3369] | ||
Verse: a | მოიარ იცნა დაჭრილმან, | იგ ბარამს ეუბნებისა: |
Verse: b | "ცოტადღა კიდევ ცოცხალვარ, | აქიმი მენატრებისა"; |
Verse: c | წყლულნი შეუკრნა, ატირდა, | უბრძანა: "რა გევნებისა?" |
Verse: d და | მისცა იმედი"წაგიყვან" | მას ადრე განკურნებისა. |
Strophe: 3469_[3370] | ||
Verse: a | მოვიდა ნაომარზედან | ბარამ გმირშიგა ქებული, |
Verse: b | მათრაჴი ჰპოვა, შეიქნა | იმისთვის გახარებული; |
Verse: c | ცხენი გაეჭრა, მისდევდა | მაშვრალი შეჭირვებული |
Verse: d და | შეიპყრა, სცემდა დეზითა, | ვერ დაძრა, ვით ქვა დებული. |
Strophe: 3470_[3371] | ||
Verse: a | გაგულისდა, შემოჰკართა, | წამოვიდა ვითა ქარი, |
Verse: b | ცხენს უკანა მოეწივა | ასი კაცი მეომარი; |
Verse: c | ბარამ მშვილდსა გარდაუცვა, | დაიყუდა წინა ფარი, |
Verse: d და | დაბრუნდეს და გარ შეიქცნეს, | ზოგი იდვა მუნვე მკვდარი. |
Strophe: 3471_[3372] | ||
Verse: a | ფირან იკითხა: "ვინ არის, | ხართ ვინმე მისი მცნობელი? |
Verse: b | თქვეს: ბარამ" არის ლომგული, | ლაშქართა მანათობელი". |
Verse: c | როინს უბრძანა: "იახელ | ლაშქარი შესაპყრობელი, |
Verse: d და | აქ მოიყვანე ცოცხალი | თემისა შესაწყობელი". |
Strophe: 3472_[3373] | ||
Verse: a | მოეწივნეს და შეიბნეს | თავადნი სახელდებული, |
Verse: b | როინ დაკოდა, ლაშქარი | დაბრუნდა შეჭირვებული. |
Verse: c | მერმე თვით ფირან წავიდა, | ცხენს შეჯდა გაჯავრებული, |
Verse: d და | უთხრა: "რად იბრძვი ქვეითი, | რა არის დაპირებული? |
Strophe: 3473_[3374] | ||
Verse: a | რომ იახელ შენ სიაოშს, | მე მაქვს თქვენი სიყვარული, |
Verse: b | არ მინახავს ჴორციელი | სხვა შენებრივ დასახული; |
Verse: c | არ გასწორდე მიწასთანა, | მოყვარეთა დასწვა გული, |
Verse: d და | ჩვენ შევფიცოთ ერთმანერთსა | და მზახლობა შევქნათ სრული". |
Strophe: 3474_[3375] | ||
Verse: a | ბარამ თქვა: "ერთი სააჯო | მაქვს, ამას გეხვეწებია, |
Verse: b | სამი დღე არის, უჭმელი | ქვეითად ვიარებია, |
Verse: c | ცხენსა შემსვი და გამიშვი, | მოყვასთა შევეყრებია, |
Verse: d და | თვარ გაგტეხივარ, ცოცხალი | მჴარშეკვრით არ დაგრჩებია". |
Strophe: 3475_[3376] | ||
Verse: a | ფირან იტყვის: ბარამ," მიკვირს | გულყაენად მეუბნები, |
Verse: b | ამოსწყვიტე შენ ლაშქარი, | არის შენგან ნაოჴრები; |
Verse: c | სისხლი ვისმე აუდუღდეს, | ერანს ტახტზედ ვით დაჯდები! |
Verse: d და | საქმე თავსა არ დამალავს, | თუ ტყუილად გეუბნები". |
Strophe: 3476_[3377] | ||
Verse: a | ნიჟავ წავიდა, რა ნახა | მან ფირან დაბრუნებული, |
Verse: b | "თუ მოვიჴელებ, უჩვენო | საწუთრო ატირებული, |
Verse: c | ღვთით მისი თავი ქვას ქვეშე | უწყალოდ ამოდებული, |
Verse: d და | ჩვენი ლაშქარი ყოველი | დაჴოცა სახელდებული. |
Strophe: 3477_[3378] | ||
Verse: a | ლაშქარი მახლავს, შენ მარტო | ერანს აპირებ წასლვასა, |
Verse: b | გათავებულა შენი დღე, | უთაოდ ლამი გასლვასა". |
Verse: c | ბარამ დაასხა ისარი, | იბრძვის, ეუბნა სხვას რასა? |
Verse: d და | შუბი ჴმალითა დაუჭრეს, | არ იქნენ ომთა დაშლასა. |
Strophe: 3478_[3379] | ||
Verse: a | ნიჟავ თავსა ჴმალი დაჰკრა, | ტვინსა ზედა დააჭედა, |
Verse: b | უჭკოდ იქნა, გარდაიქცა | იგ პირდაღმა მიწაზედა; |
Verse: c | გივი ბეჟანს ეუბნების (!): | "ძმის საძებრად წავალ მე და |
Verse: d და | იგ სატირლად გასულიყოს, | მტერისაგან ჩვენ შეგვრცხვენდა". |
Strophe: 3479_[3380] | ||
Verse: a | წამოვიდეს და ნაჴოცი | მათ მკვდარი წინ დახვდებოდა, |
Verse: b | ძმა ჰპოვეს თვალსისხლიანი, | თქვა: ცეცხლი მოედებოდა; |
Verse: c | ბარამ თვალები აახვნა, | გლახ საწყლად ეუბნებოდა: |
Verse: d და | "მე ნიჟავ მომკლა, ნუ დასთმობთ", | ორთავე ეხვეწებოდა: |
Strophe: 3480_[3381] | ||
Verse: a | ფირან" მნახა, არა მითხრა, | არც ჩინელთა ფალავანთა, |
Verse: b | ნიჟავს ჴმალი მოეწვადა, | იგ მოუძღვა წინ ლაშქართა, |
Verse: c | დაავიწყდა სიყვარული, | მოყვასობა ჩვენთა გვართა, |
Verse: d და | ჩემი თავი სასურველი | თქვენ იძებნეთ მკლავმაგართა". |
Strophe: 3481_[3382] | ||
Verse: a | გივი იტყვის: "არ შევარჩენ, | უტყუარად ვფიცავ ღვთითა"; |
Verse: b | მას ღამესა ყარაულად | ნიჟავ უდგა თურანელთა, |
Verse: c | შემოსტყორცა საგდებელი, | მას მოაბა გივმან წელთა, |
Verse: d და | ვითა ჩიტი მოიტაცა, | ჩამოჴდა და უკრავს ჴელთა. |
Strophe: 3482_[3383] | ||
Verse: a | იზახოდა ლაშქარშია: | როსტომ" მომკლა უზებარი". |
Verse: b | გივმან სამი მათრაჴი ჰკრა, | --"რა საუბრის ჟამი არი? |
Verse: c | მოჰკალ ბარამ, ინადირე, | ღვთითა გიყო შენც ნაქმარი, |
Verse: d და | მე ცოცხალი ვით გაგიშვა, | ძმა აქა მიც შენგან მკვდარი". |
Strophe: 3483_[3384] | ||
Verse: a | "მოეკლა ბარამ ჩინელთა" | ნიჟავ გივს ეფიცებოდა. |
Verse: b | "ვერ მოგვერია მესისხლე" | -- ძმა ძმასა ეუბნებოდა, |
Verse: c | "გამიშვი სულის იადგრად" | -- ნიჟავ გლახ ეხვეწებოდა, |
Verse: d და | მას გივმან თავი მოჰკვეთა, | ვირ ბარამ გარდაჰჴდებოდა. |
Strophe: 3484_[3385] | ||
Verse: a | მტირალმან გივმან დააკრა | ბარამ ნიჟავის ცხენზედა, |
Verse: b | ბეჟან წინ მოუძღვებოდა, | მოვიდეს ერანელთზედა; |
Verse: c | მათ სასაფლაო აუგეს | მათის რჯულისა წესზედა, |
Verse: d და | გულმტკივნეულთა დამარხეს, | დასხდეს თავისა ტახტზედა. |
Strophe: 3485_[3386] | ||
Verse: a | აქა ფირან წამოვიდა | იგ საქმისა შესატყობლად, |
Verse: b | ნაომარი სავსე დახვდა, | ბარგ-კარავი იდგა მწყობრად; |
Verse: c | რაცა უნდა დაიჭირა, | სხვა სპათ მისცა გასაყოფლად, |
Verse: d და | ფიცხლავ ჯამაზ გაუგზავნა | აფრასიობს მახარობლად. |
Strophe: 3486_[3387] | ||
Verse: a | აფრასიობს გაეხარნეს, | ჯამაზს ოქრო გარდაჰყარნეს, |
Verse: b | ფირანს კართა გაეგება, | მუტრიბები შეიყარნეს; |
Verse: c | რვა დღე წართვა მხიარულმან, | წინა სუფრა გაიშალნეს, |
Verse: d და | ფირან შინა დაეთხოვა, | საბოძვარნი ვით დათვალნეს? |
Strophe: 3487_[3388] | ||
Verse: a | უბრძანა თუ: "ყარაული | გაიყენე, იფრთხილია, |
Verse: b | მოაბადნი ახლოს გახლდენ, | ვინცა კარგი მერამლია; |
Verse: c | ქაიხოსრო მოსამართლე | ბედნიერი ყმაწვილია, |
Verse: d და | არის ერთობ ღვთის მოსავი, | ჴელმწიფობის ნიშანია". |