Strophe: 3453_[3354] | ||
Verse: a | ფარემუზ ბრძანა: "თავადნო, | ვინცა ხართ სახელიანი, |
Verse: b | ჟამია სისხლთა ძებნისა, | ვსტირთ ყველა თვალცრეძლიანი". |
Verse: c | შეიქნა ომი სასტიკი, | აბჯრითა ელვა ძრიალნი, |
Verse: d და | გოდერძი, გივი ლომგული | იბრძვიან ქიშვადიანნი. |
Strophe: 3454_[3355] | ||
Verse: a | ცხრაასი კაცი თავადი | მოკლეს ფირანის გვარისა, |
Verse: b | ლუაქს, ფარშევადს ლაშქარი | გვერც ახლდეს სპათა ჯარისა, |
Verse: c | გივს ცხენით შემოუტივეს, | მოუჴდეს, მსგავსად ქარისა, |
Verse: d და | ჰჴოცეს, არც ერთი გაიქცა, | მჭვრეტთაგან უცხო არისა. |
Strophe: 3455_[3356] | ||
Verse: a | ომან ფირანს მოაჴსენა: | "ჩვენ თუ გვინდა გამარჯვება, |
Verse: b | მე და ფარშვად შეუტევებთ, | გვმართებს რაზმის შეძგერება, |
Verse: c | თუ ფარემუზ ზურგსა გვაქცევს, | ასრულდების გულის ნება, |
Verse: d და | სპათა ზურგი მო-ცა-სტყდების, | ჩვენ მოგვხვდების მოსვენება". |
Strophe: 3456_[3357] | ||
Verse: a | ფარემუზ ზურგი ადრიკა, | იბრძვიან ქიშვადიანნი, |
Verse: b | გოდერძიმ დროშა ვერ ნახა, | იბრძოდეს სისხლ-ოფლიანი, |
Verse: c | წასვლა გაჰპირა იმანცა, | მობრუნდა გულნაღვლიანი, |
Verse: d და | გივმან თქვა: "ბერო სფაადო, | ყოფილხარ სახელიანი! |
Strophe: 3457_[3358] | ||
Verse: a | შენ ფირანს გაექცევია, | თავსა შეირცხვენ რისათვის? |
Verse: b | ორჩიგვე დავიჴოცებით, | შობილვართ სიკვდილისათვის; |
Verse: c | მე გვარსა არ მოვიყივნებ | ჩემისა სიცოცხლისათვის, |
Verse: d და | გვერცა გახლავართ, ორნივე | საბრძოლად კმარ ვართ იმათთვის |
Strophe: 3458_[3359] | ||
Verse: a | შენ სამოცდათი შვილი გყავს | გამპობი ლომთა გულისა, |
Verse: b | ზურგი ყოფილხარ აქამდის | ამ ერანისა სრულისა". |
Verse: c | დადგა თავისავ ალაგსა, | შექნა აქვს სინანულისა, |
Verse: d და | კიდევ შეიქნა გროვება | ლაშქრისა დაფანტულისა. |
Strophe: 3459_[3360] | ||
Verse: a | გურზი, გოსტამ, ბარათ და ზანგ | მიდგეს ერთად, დაიფიცეს, |
Verse: b | ომსა ზურგი არ ადრიკონ, | ერთმანერთსა ჴელი მისცეს; |
Verse: c | მათ დაჴოცეს უსაზომო, | მათი მტერი ჭირსა მისცეს, |
Verse: d და | მერმე ბეჟან გაუზახეს, | მათ ფარემუზ დროშა მისცეს. |
Strophe: 3460_[3361] | ||
Verse: a | ბეჟან თქვა: "მიკვირს, ფარემუზ, | შენგან რა მალვის ხანია? |
Verse: b | თუ არ წამოხვალ, აქ იყავ, | მომეც დროშა და სპანია!" |
Verse: c | შემოუზახა: ბეჟან" ხარ, | ახალი მეომარია, |
Verse: d და | დროშა მაქვს ჴელმწიფისაგან | და ლახტი ნაბოძვარია". |
Strophe: 3461_[3362] | ||
Verse: a | დროშა ნახეს ერანელთა, | ვით მართებდა უხაროდა, |
Verse: b | ახლად რაზმი გააჩინეს, | ყველა ომსა ისწრაფოდა; |
Verse: c | შეიბნეს და რევაზ მოკვდა, | დაკოდილსა სისხლი სწთოდა, |
Verse: d და | "ჩვენ ქექაოზ ვითა ვნახოთ!"-- | გივი ამას იზახოდა. |
Strophe: 3462_[3363] | ||
Verse: a | დროშა ჴმლითა გაუკვეთა, | წამოიღო, მტერთა ივნეს, |
Verse: b | ნახეს თურქთა მომავალი, | ბეჟანს გარე მოეხვივნეს, |
Verse: c | ლახტითა და ჴმლითა სცემდეს, | ღვთითა ყოლე ვერ ატკივნეს, |
Verse: d და | მგელთა უყო მოემანი, | დაჴოცილნი ძლივ ეტივნეს. |
Strophe: 3463_[3364] | ||
Verse: a | "ვისღა ვეჩვენნეთ ჩვენ სრულად | ერთობით დაყივნებულნი?" |
Verse: b | -- იბრძვიან მედგრად ორნივე | გვირგვინზედ სახელ დებულნი; |
Verse: c | ბარამ აიღო შუბითა, | უჭვრეტენ გაკვირებულნი, |
Verse: d და | ტახტის პატრონნი ისხნიან | მიწასთან გასწორებულნი. |
Strophe: 3464_[3365] | ||
Verse: a | რვა დარჩა და ოთხმეოცი | მოკვდა გივის ნათესავი, |
Verse: b | და სამასი ფირანისა, | არ ეტყობის ამათ ზავი; |
Verse: c | გამოიქცნეს ერანელნი, | უბრუნევდა ეტლი ავი, |
Verse: d და | ბეჟან გოსტამ შემოისვა | ცხენს უკანა ჯავშნოსანი. |