TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 166
Previous part

Chapter: 83 
აქა წიგნი ქაიხოსროვისა ფარემუზს წინაშე







Strophe: 3438_[3339] 
Verse: a       უბრძანა: "წიგნი დაწერე,   აჴსენე ღვთისა სახელნი,
Verse: b       მის წინა ყველა სწორია,   ჯინჭველნი, მიწა და ხენი,
Verse: c       იგ არის ჩვენი მფარველი,   ვართ მისნი მონასახენი,
Verse: d    და   მოვსტყუვდი, ტუსი გავგზავნე,   ნადირთა გვარის სახენი.






Strophe: 3439_[3340] 
Verse: a       ლაშქარნი გვერცა ვაახლენ,   დროშა მას მივეც სვიანი,
Verse: b       ორმოცდა ათი თავადი,   ოქროსა სარმუზიანი,
Verse: c       თურანს სისხლისა საძებრად   გავგზავნე აბჯარ-ჴმლიანი,
Verse: d    და   ჩემი ძმა ფროდი მოუკლავს,   მე ვსტირი გულნაღვლიანი.






Strophe: 3440_[3341] 
Verse: a       ნუმც რევია ლაშქარშიგან   ტუსისებრივ კაცი ცუდი,
Verse: b       ნეტარ ფროდი რატომ მოკლა,   მეომართა გმირთა ზღუდი!
Verse: c       მან სიაოშ დამავიწყა,   გვირგვინი და ტახტი, ქუდი,
Verse: d    და   ჟამად ვერა შემიტყვია:   ვინ მართლად მითქს, ვინ გულ-მრუდი.






Strophe: 3441_[3342] 
Verse: a       ჩორმანისკენ ნუ წახვალო,   ფროდი ქალთის დაგიხვდების;
Verse: b       ვერა გიცნობს, ლაშქართ გნახავს,   საომრად წინ დაგიდგების,
Verse: c       თქვენ შეგასწრებს ფათერაკსა,   ვიცი, ანუ იგ წაჴდების,
Verse: d    და   თქვენ იპოვებთ სირცხვილსა და   მტერთა ეტლი ამაღლდების.






Strophe: 3442_[3343] 
Verse: a       მე გმირსა ფროდის ვიგონებ   ტუსისგან გაქარვებულსა,
Verse: b       ქაოზს რად ჰყვანდა სფაადად   პატრონსა სახელდებულსა.
Verse: c       რა წიგნი ნახო, ნუ გასტეხ   შენ ჩემგან ამ ბრძანებულსა,
Verse: d    და   ტუსი გარ შემოაქცივეთ,   რას აქნევთ მოყივნებულსა?






Strophe: 3443_[3344] 
Verse: a       სფაადად, დროშის პატრონად,   ფარემუზ გამიჩენია,
Verse: b       ოქროსა სარმუზიანნო,   ისმინეთ მონაჴსენია..
Verse: c       ომს ნუ ისწრაფვით, დამრთელდენ   ნაკოდნი წყლულნი თქვენია,
Verse: d    და   გივი გულ-ლომი მებრძოლი   წინმავლად მომიცემია".






Strophe: 3444_[3345] 
Verse: a       ესე წიგნი დაბეჭდული   მათ ფარემუზს მიართვესა,
Verse: b       ლაშქარნი და დიდებულნი   მას წინაშე შემოკრფესა;
Verse: c       ნაბრძანები გაიგონეს,   ქაიხოსრო დალოცესა,
Verse: d    და   ტუსიმ დროშა და სარმუზა   დადვა მათსა სიახლესა.






Strophe: 3445_[3346] 
Verse: a       დაბრუნდა და ნოდრეული   ტუსი თანა წაიტანა,
Verse: b       რა მოვიდა ხოსროს წინა,   იგი ღმერთსა ეთაყვანა;
Verse: c       არ შეხედა, გული უდუღს,   მესისხლესა დააგვანა,
Verse: d    და   ვით მართებდა გულმტკივანსა,   მამის მკვლელსა შეაგვანა.






Strophe: 3446_[3347] 
Verse: a       მერმე გინებით უბრძანა:   "რად არ გრცხვენიან ღვთისაგან,
Verse: b       სისხლის საძებრად გაგგზავნე,   შენ გული დამწვი ძმისაგან!
Verse: c       ძილსა და სმასა შეექეც,   ირცხვინე შენის ჴმლისაგან,
Verse: d    და   ორი ნაწილი თავადი   დააკელ ერანისაგან!






Strophe: 3447_[3348] 
Verse: a       ბერი ხარ და ახლოს ეყვი   შენ მანუჩარ ჴელმწიფესა,
Verse: b       გმართებს მისგან იმადლებდე   ამას იქით სიცოცხლესა,
Verse: c       თვარემ აწვე თავს მოგკვეთდი,   გაჭვრეტინებ აღარ მზესა,
Verse: d    და   სახლად გქონდეს შენ საკანი,"--   ბორკილითა დაჭედესა.






Strophe: 3448_[3349] 
Verse: a       ასე ბრძანა: რუამ" (??), შენი წასლვა   ფირანთანა მესწრაფების,
Verse: b       მოაჴსენე: "ეტლისაგან   მიწყივ ჟამად ეს მოჰჴდების --
Verse: c       ერთსა მიწა ინაწილებს,   ზოგი ცამდის ამაღლდების;
Verse: d    და   ზედა დასხმა მეკობრულად   გმირთა არა ეკადრების".






Strophe: 3449_[3350] 
Verse: a       შეჯდა რუამ, წამოვიდა,   დაინახა დარაჯამან,
Verse: b       ჰკითხა: "ვინ ხარ, ფალავანო,   მოგიყვანა აქა რამან?"
Verse: c       თქვა: ფარემუზ" გამომგზავნა   მე, ახალმა სფაადარმან," --
Verse: d    და   ფირან ტახტზედ გარდიწვივა   მხიარულმან ნაომარმან.






Strophe: 3450_[3351] 
Verse: a       რუამის მოციქულობა   ფირან ისმინა ყოველი:
Verse: b       ტუსი" მოვიდა ერანით    ჩვენზედა შეუპოველი,
Verse: c       მიხვდა მუქაფა, იპოვა,   ფარემუზ, შენ რას მოელი?
Verse: d    და   გარდგიბრუნდების რისხვითა   ცა, წყალობისა მთოველი!"






Strophe: 3451_[3352] 
Verse: a       ფირან თქვა: "რაცა გწადიან,   მოვჰყვები შენსა ნებასა,
Verse: b       სჯობს მომცე პირი, დაეჴსნა   შენ თურანისა ვნებასა;
Verse: c       შებმა გწადიან, მოველი   შენზედა გამარჯვებასა,
Verse: d    და   გიჯობს წახვიდე, შეიქცე   -- მეორედ მოყივნებასა".






Strophe: 3452_[3353] 
Verse: a       წიგნი ნახეს ფირანისა,    ფიცხლავ ომი გააპირეს,
Verse: b       გული ედვათ ჯავრიანი,   ეტლი მათი აატირეს;
Verse: c       დაეკაზმნეს საომარად,   ჴმლები ჴელთა დაიჭირეს,
Verse: d    და   მარჯვნით გივი სფაადარად,   მარცხნივ აშქაშ გააჩინეს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.