TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 165
Previous part

Chapter: 82 
აქა აფრასიობისაგან ერანელთ ლაშქართა ზედა დასხმა







Strophe: 3427_[3328] 
Verse: a       ადგა ფირან შეჭურვილი,   დარბაზითგან გამოვიდა,
Verse: b       აბჯრითა და საქონლითა   სრულ ლაშქართა დაჰფარვიდა,
Verse: c       წამოვიდა საღალატოდ,   აფრასიობ დალოცვიდა,
Verse: d    და   პილოთა და აქლემთაგან   ზღვითი ზღვამდი გზას შეჰკრვიდა.






Strophe: 3428_[3329] 
Verse: a       ყარაულნი წაიყენეს,   ერანელნი სადა დგესა,
Verse: b       მიბრუნდეს და ფირანს ჰკადრეს:   "არ არიან სიფრთხილესა".
Verse: c       ოცდაათი კარგი კაცი   უტაბლაკო დაწერესა,
Verse: d    და   ძილსა შიგან უღალატეს,   ღამით ჯოგი წაუსხესა.






Strophe: 3429_[3330] 
Verse: a       გივს ეძინა კარავშიგან,   ყველას ეთრო, ღვინო სვესა,
Verse: b       გოდერძიცა ფრთხილად იყო,   დაკაზმული ცხენი ჰყვესა;
Verse: c       რა ზახილი გაიგონა,   იგ ტუსისა კარს მიდგესა,
Verse: d    და   მტვერითა და სიბნელითა   ვერ ხედვიდა სინათლესა.






Strophe: 3430_[3331] 
Verse: a       "ადეგ, მოვიდა ლაშქარი"   -- გივი ტუსს ეუბნებოდა,
Verse: b       ჴელთ ზროხის-სახე ლახტი აქვს,   ლაშქარშიგ იარებოდა.
Verse: c       "ჰკარ, მოჰკალ, შეჰკარ, შეიპყარ"   -- მისი ჴმა გაჴშირდებოდა,
Verse: d    და   მკვდრითა აივსო მინდორი,   თურანელთ ემატებოდა.






Strophe: 3431_[3332] 
Verse: a       დაჴოცილი ერანელნი,    ზოგი იყო დაკოდილი,
Verse: b       ქოს-ნაღარა დახეული,   დროშა იდვის წაქცეული;
Verse: c       ვინ ცოცხალი მორჩომოდა,   ჴელთა ჰყვანდა შეპყრობილი,
Verse: d    და   მამა შვილსა ვეღარ ხედავს,   იჭვრეტიან გლახ-გულწყლული.






Strophe: 3432_[3333] 
Verse: a       რა დაბერდების, საწუთრო   კაცს ანაზდ გარდუბრუნდების,
Verse: b       მოჰჴდის ქუდსა და გვირგვინსა,   ვისზედაც გაგულისდების.
Verse: c       მისჩანს სირცხვილად სახელი,   ვის ბედი გაუგუვდების.
Verse: d    და   მორჭმა, დამცრობა კაცისა   ღმერთს არას გაუკვირდების.






Strophe: 3433_[3334] 
Verse: a       ფროდის მოკლვა უბრალოსი   ერანელთა თავს აბრალეს,
Verse: b       ქასრონისკენ წამოვიდეს,   გასაქცევლად თავნი არნეს;
Verse: c       კარვები და ტახტ-გვირგვინი   თურანელთა დაუყარნეს,
Verse: d    და   ვინც ცოცხალი მორჩომოდა,   მთაზედ ტუსის შეეყარნეს.






Strophe: 3434_[3335] 
Verse: a       იყო ყველა დაკოდილი,   მკვდართა აღარ აჴსენებდეს,
Verse: b       მათ აქიმი აღარა ჰყავს,   ცრემლი ღაწვთა უსველებდეს;
Verse: c       ყმამა შვილსა ვეღარ ხედავს,   ძმა ძმისათვის თვალს არებდეს,
Verse: d    და   თუ ჟამთაგან რა მოჰჴდების,   შეჭირვებით იგონებდეს.






Strophe: 3435_[3336] 
Verse: a       მაშინ ტუსი ფალავანი   შეჭირვებით უჭკვოდ ქნილა,
Verse: b       "ორი წილი ერანელი    -- ბრძანებს -- უფრო დაჴოცილა,
Verse: c       არის მძიმედ დაკოდილი,   ვინც ცოცხალი დარჩომილა,
Verse: d    და   კაცს სოფელი არ დაინდობს,   ადამს აქათ აგრე ქნილა".






Strophe: 3436_[3337] 
Verse: a       ტიროდა მწარედ გოდერძი    შვილთა და შვილი-შვილთათვი,
Verse: b       გაცრცვილი, უბარგ-უკარვო,   მოყვასთა თანა-ზრდილთათვი;
Verse: c       მათ ყარაული გაგზავნეს,   მთაზედ დგან სიმაგრისათვი,
Verse: d    და   ერთსა თავადსა გზავნიდეს   საამბოდ პატრონისათვი.






Strophe: 3437_[3338] 
Verse: a       რა მივიდა გაგზავნილი,   ქაიხოსროს მოაჴსენა,
Verse: b       ძმის სიკვდილი რა შეიტყო,   სულთქმით იწყო ცრემლთა დენა:
Verse: c       "ჭირი ჭირსა მომემატა"   სწყრების --"ეგე ჰე რა ჰქენა?"
Verse: d    და   იჴმო კარგი მწიგნობარი,   ფიცხლავ წინა მოიყენა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.