TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 164
Previous part

Chapter: 81 
აფრასიობისაგან ერანელთ ლაშქართ მისლვის ცნობა







Strophe: 3412_[3312] 
Verse: a       აფრასიობ ფირანს უთხრა:   "აწვე წინა მივეგებნეთ,
Verse: b       თვარ ლაშქარი დაფანჯული   დაგვეჭიროს, სადა ვსძებნეთ?
Verse: c       წადი ფიცხლავ, ლაშქართათვის   გრძლად არამც ვინ დაიყბედნეთ,
Verse: d    და   ადრე მოდით, ნუ იყოვნით,   სადაც იყვნენ, ჩვენ შევებნეთ".






Strophe: 3413_[3313] 
Verse: a       ქარი შეიქნა სასტიკი,   მათ ომი დავიწყებოდა,
Verse: b       ერანელთ ბაგე ყინვითა   ერთმანერთს ეწებებოდა;
Verse: c       მთა და მინდორი ყველაი   თოვლითა აივსებოდა,
Verse: d    და   რომ ერთმანერთი ენახა,   მათ დია ენატრებოდა.






Strophe: 3414_[3314] 
Verse: a       საომარსა ცხენსა სჭამდეს,   თქვეს თუ: "ჩვენი დღე მოვიდა";
Verse: b       უსაზომო დაიჴოცა;   მერვეს დღესა მზე მოვიდა,
Verse: c       გივი იტყვის: "ეს ამბავი   ყოვლს ქვეყანას ჴმა გავიდა",
Verse: d    და   ტუსიმ ბრძანა: "წასლვა გვმართებს",   -- ლაშქარშიგა შემოვიდა.






Strophe: 3415_[3315] 
Verse: a       ბარამ თქვა: "შენ საუბრითა   ჩვენ სული დაგვალევინე,
Verse: b       არ დაიმალვის ჴელმწიფე,   რასთვისა მოგვაკვლევინე?
Verse: c       აფრასიობის სანაცვლოდ   დღეს სისხლი ჩვენ გვაზღვევინე,
Verse: d    და   იცი, თუ წინ რა საქმე გიც,   სისხლში ხე დაგვარგვევინე!"






Strophe: 3416_[3316] 
Verse: a       ტუსი იტყვის: "ნუ მიზეზობთ   ეს ნაქმარი ჭირად კმარი,
Verse: b       რევაზ უნდა თუ ლაშქართა,   ზარასპ მე მიც შვილი მკვდარი;
Verse: c       აწ ჴირჴალი გივმან დაწვას,   მან აიღო საბოძვარი".
Verse: d    და   გივი იტყვის: "ადვილია,   წავალ ფიცხლავ მკლავ-მაგარი".






Strophe: 3417_[3317] 
Verse: a       ბეჟან იტყვის: "მე გმსახურებ,   მოისვენე, გიო, შენა,
Verse: b       გივმან თქვა თუ: "ჴელმწიფესა   რას დავჰპირდით, ის ვქნათ ჩვენა;
Verse: c       რა მივიდე ჴირჴალზედა,   ნახოთ, ცეცხლი დავაგზენა,
Verse: d    და   სამსა ჟამსა იწვებოდენ,   მეოთხესა მოგრილდენა".






Strophe: 3418_[3318] 
Verse: a       რა მონელდა ჴირჴალზედა,   მათ დაიწყეს ზედ გადენა,
Verse: b       გაიარეს, მერმე დადგეს,   დარაჯანი გაიყენა;
Verse: c       "აქ მოსულან ერანელნი",    -- ნიჟავს კაცმან მოაჴსენა,
Verse: d    და   ფიცხლავ კაცი გააფრინა   ჩუნჩარეხსა გიზოს წინა:






Strophe: 3419_[3319] 
Verse: a       "შეღამდეს, წადი ჯაშუშად,   ჭკვიანად გაფრთხილებული,
Verse: b       კარგად გაშინჯე ლაშქარი,   კაცი ხარ სახელდებული;
Verse: c       ზედან დავესხნათ, შეიქნას   მინდორი გაწითლებული,
Verse: d    და   აქ ერანელთა დარაჯად   ბარამ უთქს კაცად ქებული".






Strophe: 3420_[3320] 
Verse: a       ბნელა. გიზო ვერას ხედავს,   ცხენი ჴუვის ამაზედა,
Verse: b       ბარამ წელთა ისარი ჰკრა,   მედგრად დასცა მიწაზედა,
Verse: c       მოჰკვეთა და ჩამოიბა   მისი თავი საღრტილზედა,
Verse: d    და   ლაშქართ შიგან მოიტანა,   გააგორვა მიწაზედა.






Strophe: 3421_[3321] 
Verse: a       ნიჟავ იტყვის: "უსაცილოდ   გიზოს რამე დაემართა",
Verse: b       ვეფხის სახე დროშა ჰქონდა,   ცხენსა შეჯდა, გაემართა;
Verse: c       გივი წინა მოეგება,   დაინახეს ერანელთა,
Verse: d    და   უთხრა: "მარტო რატომ მოხველ,   შენ სჯობიხარ თურანელთა?"






Strophe: 3422A_[3322] 
Verse: a       ნიჟავ უთხრა: "ძალ-გულისა   მაქვს იმედი, ლომთა მკლავთა,
Verse: b       მე ვარ სიძე ჴელმწიფისა,   ნათესავი ერანელთა".
Verse: c       გივმან უთხრა: "თავს იყივნებ,   თქმა არ გმართებს პირის წყალთა,
Verse: d    და   მაგ ლაშქრითა როგორ მოხველ,   რით შეებმი გულოვანთა?"






Strophe: 3422B_[3323] 
Verse: a       ნიჟავ თქვა თუ: "არ ნახულა   ჩემი დროშა წაქცეული,
Verse: b       ციხე მაქვს და ტახტ-გვირგვინი   მე ღმრთისაგან მოცემული;
Verse: c       ვიზამ რასმე დღეს ნაქმარსა,   ერანელთა დავსწვა გული,
Verse: d    და   ჩემი საქმე გავაცხადო,   შენ შეგექნას სინანული".






Strophe: 3423_[3324] 
Verse: a       ბეჟან გივსა მოაჴსენა:   "ესე თურქი რა შავდების?
Verse: b       ლახტით ტვინი დაუფრიწე,   საუბრითა გალაღდების".
Verse: c       შეუტივეს ერთმანეთსა,   ეტლი მათი ამაღლდების,
Verse: d    და   ართანგ ზურგი შეაქცივა,   ნიჟავს ბედი უბრუნდების.






Strophe: 3424_[3325] 
Verse: a       გაიქცა და ბეჟან მისდევს,   მიეწია, შუბი შესცა.
Verse: b       იგ გვირგვინი თავს მოჰხადა,   აფრასიობს რომ მიეცა;
Verse: c       ასფან უკან შემოისვა,   თურანისკენ გარდიხვეწა,
Verse: d    და   მან ასფანო ვეღარ ზიდა,   ემდურვოდა თავის ბედსცა.






Strophe: 3425_[3326] 
Verse: a       ბეჟან ნახა რა ასფანო,    ვით მთვარესა მოევანა,
Verse: b       ცხენსა უკან შემოისვა,   მამასთანა მოიყვანა;
Verse: c       ქოსისა ჴმა გაახშირეს,   ტუსის გულმან გაიხარნა,
Verse: d    და   მერმე ციხე დააქცივეს,   თურქთა ჯოგი შემოყარნა.






Strophe: 3426_[3327] 
Verse: a       აფრასიობთან მივიდა   აქ ნიჟავ შეჭირვებული:
Verse: b       ტუსი" მოვიდა ერანით,    სფაადი სახელღებული;
Verse: c       მოკლეს ბალაშან, მე ვნახე   ქვეყანა დალილებული,
Verse: d    და   მიჯობს, რომ ღონე მოვნახო",   ბჭობდა თავჩამოგდებული.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.