TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 180
Previous part

Chapter: 97 
აქა როსტომისა და ქუმსის ომი







Strophe: 3602_[3519] 
Verse: a       იძახოდა: "გამოვიდეს   ის ქვეითი მეომარი!
Verse: b       გმირთა ომი თუ უნდოდა,   ვარ მასთანა უზებარი,
Verse: c       აშქაფუშის ნაცვლად მოვკლა,   ვინადირო ვით კანჯარი!"
Verse: d    და   ვერვინ გაჰყვა მემუქარედ,   ბრუნავს ვითა ტანაჯორი.






Strophe: 3603_[3520] 
Verse: a       ავლად ერქვა ზაულელსა,    როსტომსთანა იყო ზრდილი,
Verse: b       მან მიაპყრა პირი ქუმსის,    გამოვიდა ჴმალ-მოწვდილი;
Verse: c       ქუმსიმ წელთა შუბი შესცა,   მზისა ნაცვლად მისცა ჩრდილი,
Verse: d    და   ფიცხლავ მიწას დაანარცხა,   ცხენის ტერფით დაზელილი.






Strophe: 3604_[3521] 
Verse: a       როსტომ გაჴდა შეჭირვებით,   მან შეიჴსნა საგდებელი;
Verse: b       ქუმსის უთხრა: "ნუ იბერვი,   რათგან მკედი მქონდეს გრძელი;
Verse: c       ამ მკედისა ჴელისაგან   ვერ მომრჩები, ვიცი, მთელი.
Verse: d    და   შენ ქაშანით მისთვის მოხველ,   რომ შეგიკრა ამით ჴელი".






Strophe: 3605_[3522] 
Verse: a       ქუმსის ესმა როსტომისგან    ამაყური საუბარი,
Verse: b       მიუჴდა და ჴმალი დაჰკრა   გულმესისხლედ მოსაკლავი;
Verse: c       ვერა ავნო პილოტანსა,    რაშსა ეცვა ბარგისტანი
Verse: d    და   შემოსტყორცა საგდებელი,   გაიშალა გმირმან მჴარი.






Strophe: 3606_[3523] 
Verse: a       წელთ მოაბა, გამობრუნდა,   როსტომ რაში ააფრინა;
Verse: b       ქუმსი დადგა გულოვანი,   ავჟანდათა ჩააჭირნა,
Verse: c       დაბნდა, ცხენით ჩამოვარდა,   მისნი მჭვრეტნი გააკვირნა,
Verse: d    და   მედგრად დასცა მიწაზედა,   მაგრა მჴართა მოუჭირნა.






Strophe: 3607_[3524] 
Verse: a       ლაშქართა შიგან მოიდო,   არ დაჴსნა შეჭირვებასა:
Verse: b       "ეს აპირებდა ამაყი   ერანის აოჴრებასა,
Verse: c       ზაულისტანის დაწვასა,   ციხეთა მომტვერებასა,
Verse: d    და   ბერის ზაალის სიკვდილსა,   როსტომის განქარვებასა".






Strophe: 3608_[3525] 
Verse: a       მედგრად დასცა მიწაზედა,   მერმე ლაშქართ დასჭრეს ჴმლითა,
Verse: b       ჟამთა დიდი შეუძლია,   ეტლი ბრუნავს წლით და წლითა;
Verse: c       ბალხელნი და ქაშანელნი    სტირან თავსა სიკვდილითა.
Verse: d    და   "აწ რაღა ვქნათ, ჩვენ ვიყვენით   ამისითა იმედითა!"






Strophe: 3609_[3526] 
Verse: a       ფირან ომანს ეუბნების:   "ვიცი, გავძეხ სიცოცხლითა,
Verse: b       იმისთანა მეომარი   როსტომ შეკრა საგდებლითა,
Verse: c       ჩინელთა და მაჩინელთა    გვინადირებს ჩიტივითა".
Verse: d    და   ხაყანს წინა შეიყარნეს,   "ჩვენ რა გვმართებს, თქვენვე თქვითა!






Strophe: 3610_[3527] 
Verse: a       ხაყან იტყვის: "მისი სწორი   მეომარი ვინ იქნების?
Verse: b       ლომსა შეჰკრავს საგდებლითა,   მე ამისთვის მენაღვლების;
Verse: c       მე თუ ქუმსი არ ვიძებნო,   ჩემი საქმე ვით იქნების?
Verse: d    და   მიწასთანა გავასწორებ,   ერანს წავალ თავის ნების".






Strophe: 3611_[3528] 
Verse: a       "კაცი გავგზავნოთ, გვიამბოს   ჩვენ იმ კაცისა სახელნი,
Verse: b       მე მმართებს მისი სიკვდილი",   ტიროდეს მოვაგლახენი;
Verse: c       ჯანგაშ თქვა: "წავალ, თქვენც იცით   -- მაქვან საქმისა მახენი".
Verse: d    და   ცხენ-გაჭენებით წავიდა,   თქვა: "ნახეთ მოვაგლახენი!"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.