TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 181
Previous part

Chapter: 98 
აქა როსტომისა და ჯანგაშის ომი







Strophe: 3612_[3529] 
Verse: a       "ვინ ხარ ქუმსის შემპყრობელი,   აწ მე მნახე, ჯანგაშ მქვიან,
Verse: b       ზოგჯერ ისრვი საგდებელსა,   ზოგჯერ ისარს სისხლი სცხიან;
Verse: c       ლომთა ომი მე გასწავლო,   სამარესა შენთვის სთხრიან,
Verse: d    და   ნურც სახელსა დამიმალავ,   მე მიამბე -- რაცა გქვიან!".






Strophe: 3613_[3530] 
Verse: a       როსტომ თქვა: "მეძებ, მიპოე   მშვილდოსან-საგდებლოსანი!"
Verse: b       რაშსა ჯდა, ლახტი ჴელთა აქვს,   შვენოდა ჯავშანოსანი.
Verse: c       ჯანგაშ დაასხა ისარი,   იბრძოდა იგ ცხენოსანი.
Verse: d    და   როსტომ დარაკა იფარა,   იკვირვებს ბაბრაბოსანი.






Strophe: 3614_[3531] 
Verse: a       ჯანგაშ როსტომ გაიცადა,   გადრკა, ცხენი გააჭენა,
Verse: b       ცხენსა ძუა შეუტაცა,   ვით უსულო დააყენა.
Verse: c       გლახ უჭვრეტენ მას მოყვასნი,   პილოტანმა მათ აჩვენა;
Verse: d    და   თურქი აღარ ამაყობდა,   სახვეწარი დაძრა ენა.






Strophe: 3615_[3532] 
Verse: a       თავი მოჰკვეთა, წავიდა,   ლაშქართა ეკვირვებოდა,
Verse: b       ჴელთა მნათობი შუბი აქვს,   რაზმს წინა იარებოდა.
Verse: c       ხაყან ჩინელი შეშინდა,   იგ ომანს ეუბნებოდა:
Verse: d    და   "ჩვენზედა მიწა შევიწრდა,   ვიცოდი -- ეს მოჴდებოდა!






Strophe: 3616_[3533] 
Verse: a       არა ვიცით -- ვინ მოსულა,   იმ კაცისა, თუ ვინ არი";
Verse: b       ომან ეტყვის: "ახლა წავალ,   საკრძალავი ჩემგან არი,
Verse: c       ქუმსი შეკრა საგდებლითა,   წაიტანა, ვითა მკვდარი,
Verse: d    და   მიწის პირზედ არსად იყო   იმისთანა მეომარი".






Strophe: 3617_[3534] 
Verse: a       ომან სხვა ფერი ჩაიცვა,   შიში აქვს უზებარისა;
Verse: b       მიდგა და როსტომს შეჰხედა,   თქვა: "პილოტანი არისა".
Verse: c       ჰკადრა: "მიბრძანე სახელი,   ვინ ხარ, ვისისა გვარისა?
Verse: d    და   სხვა სულიერი შენებრივ   ერანს არავინ არისა!"






Strophe: 3618_[3535] 
Verse: a       როსტომ ბრძანებს: "მიკვირს შენგან,   რად მოსულხარ ჩემთან რბულად?
Verse: b       თუ ზავს ითხოვ, არ ეგების,   -- ჩვენ გვედების ცეცხლი გულად,
Verse: c       ჩვენ სიაოშ მოგვეგონა,   ალვა ედემს დანერგულად,
Verse: d    და   მასთან ძენი გოდერძისა    დაჴოცილან ახლა სრულად".






Strophe: 3619_[3536] 
Verse: a       "მათი ჯოგი, საქონელი,   მომეც, ჩემგან შეგენდობის,
Verse: b       შეგახვეწებ ქაიხოსროს,    დღეს თურქეთი არ წაჴდების;
Verse: c       გარსევაზ და გროვი ჰქვიან,   მათიმც თესლი ამოსწყდების,
Verse: d    და   აფრასიობ მოატყუეს,   ვისგან გული ჩვენ გვეწვების.






Strophe: 3620_[3537] 
Verse: a       ვიცი, ფირანს არ უნდოდა,   იგ ყოფილა ცრემლთა დენით,
Verse: b       გქონდეს გული იადგარად,   რაცა გითხრა, იგი ქენით:
Verse: c       ფარშევად და ომან, ლუაქ,    გულბად, ნოსტენ შეიპყრენით,
Verse: d    და   ბოლო შევქნათ მტერობისა,   მჴარ-შეკრულნი მომისხენით.






Strophe: 3621_[3538] 
Verse: a       ამას არა იქთ, რადა ვთქვა,   იცით ამბავი ჩემია,
Verse: b       მე ვარ ნაზარდი ომშიგა,   მტერი ჭირს მიმიცემია".
Verse: c       ომან ათრთოლდა შიშითა,   თავს ოფლი გარდასცემია,
Verse: d    და   ჰკადრა: "ლომ-გულო, უცხო ვარ,   მკითხე ამბავი ჩემია!






Strophe: 3622_[3539] 
Verse: a       მე ვარ შვილი ბესფაზისა    და სახელად ქოშაგ მქვიან,
Verse: b       თუ მიბრძანებ შენს სახელსა,   მიამების, მიხარიან;
Verse: c       რაცა მითხრა, არ დავმალავ,   მე ლაშქარნი მიმელიან,
Verse: d    და   ხაყანს ყველას მოვაჴსენებ,   თურანელნი ვინც არიან".






Strophe: 3623_[3540] 
Verse: a       როსტომ ბრძანა: ფირანისთვის   " გული მტკივის, მებრალების,
Verse: b       გამოგზავნე აქა, მნახოს,   ვინ იცის -- თუ რა მოჴდების!"
Verse: c       აქა ომან შემოიქცა,   ქარვის ფერად გაყვითლდების,
Verse: d    და   რაც ასმოდა, ფირანს უთხრა:   "ავი საქმე გარდაგვჴვდების;






Strophe: 3624_[3541] 
Verse: a       რაც უთხარ, ყველა ისმინა,   სიაოშისთვის ჩიოდა,
Verse: b       სახელი მითხრა ყველასი,   ვისგანცა გული სტკიოდა,
Verse: c       ჩემი ამბავი იკითხა,   სთქვა, თვალთა ცრემლი სცვიოდა,
Verse: d    და   რაცა მომკვდარა ომშიგან,   ნარგისთათ ცრემლი სდიოდა.






Strophe: 3625_[3542] 
Verse: a       უჴმიხარ და წადი, ნახე,   შენ სცნობ, რაცა ესაქმების,
Verse: b       ჴელთ შუბი აქვს შეჭურვილსა,   რაზმსა წინა იარების,
Verse: c       რაშს უბია ბარგისტანი,   დიდსა მთასა ემსგავსების".
Verse: d    და   ფირან იტყვის: "მეშინიან,   მგონ ჩემი დღე გათავდების!"






Strophe: 3626_[3543] 
Verse: a       ატირდა და წამოვიდა,   ხაყან ჩინელს ეუბნების:
Verse: b       "ჴელმწიფეო, ნუღარ ზეშთობ,   ჩვენი საქმე გარდაჰჴდების,
Verse: c       როსტომ არის რკინისა მთა,   თურანს ცეცხლი მოედების,
Verse: d    და   ამ ლაშქართგან ერთი კაცი   მას ცოცხალი არ მორჩების.






Strophe: 3627_[3544] 
Verse: a       თვით აფრასიობ მოვიდეს,   წინ მარტო მიეგებისა,
Verse: b       ზურგის შექცევა ომშიგა   არც სიზმრად ეზმანებისა;
Verse: c       ათასი გმირი მასთანა   ერთ კაცად გამოჩნდებისა,
Verse: d    და   რომ მარტო იყოს, ჩვენზედა   საწუთრო შევიწრდებისა".






Strophe: 3628_[3545] 
Verse: a       ხაყან იტყვის: "წადი, ნახე,   ნუ იყოვნი, რას მოელი,
Verse: b       ზავი სთხოვე, რაცა უნდა,   შეაძლივე საქონელი;
Verse: c       მოიჭირვე დანდობასა,   იყავ ჴელის მიმცემელი,
Verse: d    და   თუ არა ქნას, მოვიჭირვოთ,   ჩვენ მივაპყროთ ჴმალსა ჴელი.






Strophe: 3629_[3546] 
Verse: a       თვითან ასრე დაიჭირე,   რკინასა და ქვასა სჭამდეს,
Verse: b       ზუფინი და ჴმალი, ლახტი   მისი ჴორცსა არ ავნებდეს,
Verse: c       ყველა ჩვენი მეომარი   მარტო როსტომს გარე სცემდეს,
Verse: d    და   ტინი კლდეცა ვერ დაუდგამს,   დიდსა მთასა დააქცევდეს".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.