Strophe: 3630_[3547] | ||
Verse: a | მოვიდა და ლაშქართ წინა | დაიძახა როსტომობით. |
Verse: b | როსტომ ჰკითხა: თურქო," მითხარ | მე სახელი შენი ცნობით!" |
Verse: c | მოაჴსენა: "პილოტანო, | აქ მოვლულვარ შენგან ჴმობით!" |
Verse: d და | ფირან ცხენით გარდამოჴდა, | დიდხან ლოცავს პირდამჴობით. |
Strophe: 3631_[3548] | ||
Verse: a | ჰკადრა: "მადლი შემოქმედსა, | წადილზედა მყოფი გნახე, |
Verse: b | თუ ფარემუზ კარგად არის, | ზაალ, ზავარ, მტერთა მახე, |
Verse: c | ხოსროვანთა იადგარი, | მას მტერი ჰყავს მოვაგლახე, |
Verse: d და | ღმერთმან ნუ ყოს უიმათოდ | ტახტ-გვირგვინი მონასახე! |
Strophe: 3632_[3549] | ||
Verse: a | მე დავნერგე ედემს შიგან, | ვთქვი: ზაულსა მოისხმიდი! |
Verse: b | უცნაურად მომიკვეთეს, | მე სისხლისა ცრემლსა ვჰღვრიდი; |
Verse: c | ვარდის ნაცვლად უბეშიგან, | გლახ, ეკალსა ჩავიყრიდი, |
Verse: d და | სამსალასთან თერიაყსა | ჯულაბისა ნაცვლად ვსმიდი. |
Strophe: 3633_[3550] | ||
Verse: a | მამად მხედვიდა სიაოშ, | მას ღმერთი მემოწმებისა, |
Verse: b | რა მოკლეს, ჩემსა სახლშიგან | ტირილი არ გაწყდებისა, |
Verse: c | ვარ მოჩივარი ამისი, | თუ სადრა ჩემი ჰჴდებისა, |
Verse: d და | ვიგლოვ სისხლისა ცრემლითა, | მე თავი მემართლებისა. |
Strophe: 3634_[3551] | ||
Verse: a | ფარანგოზ და ქაიხოსრო | თვით სულითა მიყიდია, |
Verse: b | მალვით მყვანდენ სახლსა ჩემსა, | არა ზურგი მიდრეკია; |
Verse: c | მე მიწყრების აფრასიობ, | მეტი აღარ შემიძლია, |
Verse: d და | სულის კვეთად არ მომაცლის, | ნეტამც აქათ გავიძია. |
Strophe: 3635_[3552] | ||
Verse: a | ვფიცავ, მერჩივნა სიკვდილი | ჯავშნოსან-მეომრობასა, |
Verse: b | ვიცი, თუ ომი იქნების, | ვერვინ იქს შენოდნობასა, |
Verse: c | სინთა და სიყალბელთაგან | შინა ამბვისა ცნობასა, |
Verse: d და | მე ზავი მეჯობინების | მკვდართა სისხლშია სობასა". |
Strophe: 3636_[3553] | ||
Verse: a | როსტომ კარგად გაიგონა, | საუბარი ესმა რბილი; |
Verse: b | ბრძანა: ფირან," შენ ყოფილხარ | მართალი და კარგად ზრდილი, |
Verse: c | მუდამ ომი მიწას უმძიმს, | ქვა დადნების, ვითა ცვილი, |
Verse: d და | თუ ჩვენთანა ზავი გინდა, | ჩვენშიგ არის ორი პირი. |
Strophe: 3637_[3554] | ||
Verse: a | სიაოშის სასიკვდილოდ | ვინცა იყო წელშერტყმული, |
Verse: b | საუბარი არა უნდა, | მომაბარე მჴარშეკრული; |
Verse: c | შენ წამომჰყევ ხოსროსთანა, | თავდებად გყვე ჯავშან-სრული, |
Verse: d და | ერთისათვის ათი მოგცეს, | რაცა გქონდეს დაკარგული". -- |
Strophe: 3638_[3555] | ||
Verse: a | ფირან თქვა: "შენი ბრძანება | ვისმინე ყველა ჭკვიანი, |
Verse: b | ვინცა დასთვალე შემცოდე, | ტახტოსან-გვირგვინიანი, |
Verse: c | ამათგან დაჴოცილია | გულწყლული გოდერძიანი, |
Verse: d და | აფრასიობის გვარია, | ვისგან ვართ თვალ-ცრემლიანი. |
Strophe: 3639_[3556] | ||
Verse: a | რაც მიბრძანეთ ლაშქართ წინა, | მე ვიქნები მისი მთქმელნი!" |
Verse: b | ფირან გარე შემოიქცა, | მოეგებნეს თურანელნი; |
Verse: c | რაცა ეთქვა, მათ უამბო: | როსტომ" არის ზაულელნი, |
Verse: d და | ქვაბულელნი გვერც ახლავან, | მეომარნი, სისხლთა მღვრელნი. |
Strophe: 3640_[3557] | ||
Verse: a | მათ ითხოვეს შემცოდენი, | მართალთანა შევქნათ ზავი, |
Verse: b | მეძნელების მათი ომი, | არის ჩვენგან საკრძალავი; |
Verse: c | საქმეს კარგად ვერა ვჰხედავ, | გვიბრუნდების ეტლი ავი, |
Verse: d და | აწ სიჩქარე რას მოიდებს, | აფრასიობ იცნას თავი. |
Strophe: 3641_[3558] | ||
Verse: a | ნუ დაიწვი, სიჩქარითა | არაოდეს მომისმინა, |
Verse: b | ვიცი, წაჴდა ტახტ-გვირგვინი, | ვეღარ მივალთ მთელნი შინა; |
Verse: c | ომანისთვის გული მტკივის, | როინ მეტად შემაშინა, |
Verse: d და | როსტომ მათგან გამწყრალია, | ჩემთან თავი გაამჩივნა". |
Strophe: 3642_[3559] | ||
Verse: a | ხაყანს წინა შეიყარნეს | ჩინელნი და ქაშანელნი: |
Verse: b | ქუმსის" სისხლის ძებნა გვმართებს, | დავიბანოთ ოფლით ჴელნი, |
Verse: c | როსტომ ძელსა ჩამოვჰკიდოთ, | ამოვსწყვიტოთ ერანელნი, |
Verse: d და | ქვაბულს კაცსა ნუ დავარჩენთ, | ცეცხლით დავსწვათ ზაულელნი!" |
Strophe: 3643_[3560] | ||
Verse: a | ფირანს ესმა და ატირდა, | უბნობდა შეჭირვებული: |
Verse: b | "თავი გაგვიჴდა სატირლად, | რა არის ეგ გაგებული? |
Verse: c | მოკლეს სიაოშ უბრალო, | ჴელმწიფე სახელდებული, |
Verse: d და | ჩვენზედა ომი გაგრძელდა, | გაუშვათ გარდადებული. |
Strophe: 3644_[3561] | ||
Verse: a | აფრასიობ ჭკვანაკლული | მიჰყვა ეშმაკისა გზასა, |
Verse: b | მან გარსევაზს მოუსმინა, | ჴელყო სიაოშის კლვასა; |
Verse: c | თურანზედა, ერანელნი | ფიცვენ, დავსცემთ ზედა-ცასა, |
Verse: d და | როსტომ ნავსა არ უყურებს, | რაში გავა სისხლის ზდვასა. |
Strophe: 3645_[3562] | ||
Verse: a | ჩვენ ეტლმან ცეცხლი მოგვიდვა, | ერთობით შევიყარენით, |
Verse: b | არა გვმართებდა მტერობა, | ჭირითა დავიფარენით; |
Verse: c | გვიჯობს, მივმართოთ სამყოფსა, | თუ ვითმე გავიპარენით!" |
Verse: d და | ხაყანს ეწყინა, ეგრე თქვა: | "ცუდად რას შევიყარენით?" |
Strophe: 3646_[3563] | ||
Verse: a | შანგალ იტყვის: "რად მოვსულვართ | აქ საშველად შორით გზითა? |
Verse: b | აფრასიობს აუვსივართ | ერთობილნი საბოძვრითა; |
Verse: c | როსტომ ერთი კაცი არის, | შეგვაშინა ასრე ვითა? |
Verse: d და | თუმცა ფირანს ეშინიან, | რად ავსილვართ აუგითა? |
Strophe: 3647_[3564] | ||
Verse: a | ჩვენ ჴელიერთად შევებნეთ, | რა ჟამი იქნას დილისა, |
Verse: b | ჰაერი სისხლად გავჴადოთ, | ვით წვიმა გაზაფხულისა; |
Verse: c | უჩვენოთ ჩვენი ძალგული, | საომრად ჴმალმოწვდილისა, |
Verse: d და | თუმცა კლდე არის უძრავი, | ღვთითა არც ჩვენ ვართ ცვილისა!" |