Strophe: 3648_[3565] | ||
Verse: a | აქა როსტომ აჴმობინა | ერანელნი თავსაჩინი, |
Verse: b | გოდერძი და ტუსი, გივი, | რუამ, გოსტამ, ხუზან, ნივი, |
Verse: c | გურგენ, ბეჟან, ლომი ხარად; | ბრძანა: "მტერთგან ვინცა სჩივი, |
Verse: d და | სისხლის ძებნის ჟამი არის, | მტერთა ვლეწოთ ზურგის მძივი! |
Strophe: 3649_[3566] | ||
Verse: a | ფირან მეუბნა გულწყლული, | ჩვენ რომლისათვის ვსჩივითა, |
Verse: b | ქაიხოსრო და ფარანგოზ | უჴსნია ვეშპის პირითა; |
Verse: c | აწ აფრასიობ მოკვდების | ხოსროვის ჴმლისა პირითა, |
Verse: d და | პირკელ ძმას ნახავს მოკლულსა, | შვილსა უწყალოს ჭირითა. |
Strophe: 3650_[3567] | ||
Verse: a | ჩემის ჴელით არ მწადიან | მე სიკვდილი ფირანისა, |
Verse: b | მას სიცრუე არ ნდომია, | მქნელი არის სიმართლისა; |
Verse: c | შემცოდენი ჴელთა მოგვცენ, | ჴმალი სისხლსა ნუღარ ღვრისა, |
Verse: d და | მათ მოცემა გაგვითაონ | ბაჟისა და ხარაჯისა!" |
Strophe: 3651_[3568] | ||
Verse: a | გოდერძიმ თქვა: "გოლიათი | ქადებულსა გაათავებს, |
Verse: b | ჩემი გული ცეცხლშიგა ძეს, | მათ საქმესა არ ადროვებს; |
Verse: c | ვქნათ ნათქვამი ბასანელთა, | ვიცი არას დააშავებს, |
Verse: d და | ძლიერსა და კისერ-მსხვილსა | მძიმე ლახტი დაგვაზავებს. |
Strophe: 3652_[3569] | ||
Verse: a | აქ პირველად რომ მოვედით, | მათ ფიცითა ზავი თქვესა, |
Verse: b | მალვით კაცი გაგვაპარეს, | აფრასიობს აცნობესა; |
Verse: c | ქუმსი იყო მათი ზურგი, | აწ დაბმულან სივიწრესა, |
Verse: d და | ნუ მოველით დანდობასა, | დაღონებით თუ რამ თქვესა. |
Strophe: 3653_[3570] | ||
Verse: a | მათ რაცა უთქვამს ნიადაგ, | ტყვილადა, არმართალია. |
Verse: b | რაზმი დავაწყოთ, შენ ნახე, | ჰყავს ფირან წინმავალია; |
Verse: c | მე ჩემი შვილნი მაჴსოვდენ, | დამავიწყარი ჴმალია, |
Verse: d და | ვსტირი სისხლისა ცრემლითა, | დამწვავს საჴმილთა ალია". |
Strophe: 3654_[3571] | ||
Verse: a | როსტომ იტყვის: "რაცა ბრძანე, | ვიცი, ყველა მართალია, |
Verse: b | როს სიაოშ უწყლად მოკლეს, | ფირანს ვალი დაუდვია, |
Verse: c | დაპირებას თუ გვიტყუებს, | ჩემგან მოხვდეს ნათქვამია, |
Verse: d და | საგდებელი ჴელთავე მაქვს, | სახრტილზედა აქ მიბია. |
Strophe: 3655_[3572] | ||
Verse: a | ამასღამე ლხინი ვნახოთ, | თავის თავი ვის გვიღირდეს, |
Verse: b | ხვალ ლახტები დავიწვადოთ, | მტერთ სიცოცხლე დაუძვირდეს, |
Verse: c | დიდი ომი გარდვიხადოთ, | ზღვის ნიანგთა გაუკვირდეს, |
Verse: d და | ბარგ-კარვები აქ მოვიდოთ, | მათ ტირილი გაუჴშირდეს". |