TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 184
Previous part

Chapter: 101 
აქა ხაყან ჩინელისა, როსტომისა, ერანელთა და თურანელთა რაზმი და ომი







Strophe: 3656_[3573] 
Verse: a       რაზმი შექნეს და მათ შუა   -- წინ როსტომ იარებოდა.
Verse: b       ქუნდრავ, საჩინო ომშიგა,   იგ შანგალს ეუბნებოდა:
Verse: c       "მე გავსცემ როსტომს პასუხსა,   ესე დღე მენატრებოდა,
Verse: d    და   ისრითა უზამ პასუხსა,   ის ქუმსის ენაცვლებოდა".






Strophe: 3657_[3574] 
Verse: a       თურანელნი შიგ არჩევით,   სპილოთ ახლდა ერთი ჯარი,
Verse: b       მშვილდ-ისრითა დაკაზმული,   ოცათასი მეომარი;
Verse: c       შუა ხაყან მოვიდოდა,   სპილოზედა მჯდომი არი,
Verse: d    და   შანგალს ჴელთა ჴმალი ჰქონდა,   ფირან გულად ამაყ არი.






Strophe: 3658_[3575] 
Verse: a       ხაყანს" უკანით იარე",   იგ ომანს ეუბნებისა,
Verse: b       "თუ როსტომ გიცნობს, ლომ-გული,   შენ ავად მოგიჴდებისა;
Verse: c       ვნახოთ, თუ ჟამი რასა იქს,   ჩვენზედა რა მოჴდებისა,
Verse: d    და   მღვიძარე ბედი გვიშველის,   იქნების ჩვენის ნებისა".






Strophe: 3659_[3576] 
Verse: a       ფირან როსტომს მოაჴსენა:   "მე ბრძანება თქვენი ვთქვია,
Verse: b       აკლებით და გინებითა   მე მეუბნენ მეტად დია;
Verse: c       შემცოდეთა როგორ მივსცემთ,   დიამც დავსთმოთ საჭურჭლია!
Verse: d    და   შენ გაჴსენეთ საგზილობით,   ომს ჰპირობენ, ვით მთანია.






Strophe: 3660_[3577] 
Verse: a       შენთვის საომრად ეკმაზვის   ჰინდოთა მეფე მათია".
Verse: b       როსტომ გაუწყრა, უბრძანა:   "შეგიტყევ შენი ხლათია,
Verse: c       რბილსა სიტყვასა არჩივე   შენ ვეფხის კანი მათია,
Verse: d    და   თავი სისხლშიგან გორევდეს,   შენებრივ მოკამათია".






Strophe: 3661_[3578] 
Verse: a       ფირან მობრუნდა, შეიქნა   მჭმუნვარე, გულსისხლიანი;
Verse: b       როსტომ უბრძანა ლაშქართა:   ?"მე მზა ვარ ბაბრაბიანი,
Verse: c       თქვენცა წარბშესკვნით იყავით   საომრად აბჯარ-ჴმლიანი,
Verse: d    და   ჴმალი, ვით ცვილი, დავალბოთ,   ვიბრძოდეთ მკლავ-სისხლიანი.






Strophe: 3662_[3579] 
Verse: a       თქვენ იყვენით გულ-უშიშრად,   ჩემსა ნურას ინაღვლითა,
Verse: b       ვინცა მოვა, ჩამოვაგდებ,   მაგრა შევჰკრავ საგდებლითა;
Verse: c       სიმრავლესა ნუ უყურებთ,   გავიმარჯვებთ ღვთის ძალითა,
Verse: d    და   სიკეთითა იჴსენების   კაცი მოკვდეს სახელითა".






Strophe: 3663_[3580] 
Verse: a       ლაშქართა ჰკადრეს: "შევიბმით,   ვითა ჩვენ გვეფერებისა,
Verse: b       უკუნისამდე სახელად   ესე დდე იჴსენებისა;
Verse: c       რასა ვინ ჟამსა მოელის,   თუ ჩვენგან შეიძლებისა,
Verse: d    და   ღმერთსა ვეხვეწნეთ, ვიბრძოლოთ,   სანამდის გარდასწყდებისა".






Strophe: 3664_[3581] 
Verse: a       ერთმანერთსა მიეჯარნეს,   კაცი კაცსა ვერ იცნობდა,
Verse: b       მტვერთა შიგან შუბის პირი,   ვით მასკვლავი, პრჭყვიალებდა;
Verse: c       მუნით შანგალ გამოვიდა,   საგზილობით იზრახობდა:
Verse: d    და   "მძიმის ლახტით მე გამოვსცდი",   როსტომზედა ამაყობდა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.