TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 185
Previous part

Chapter: 102 
აქა როსტომისა და შანგალის ომი







Strophe: 3665_[3582] 
Verse: a       გაიგონა პილოტანმა,    თავის თავსა ეუბნების:
Verse: b       "უცხოდ ვინმე გაგულოვნდეს,   მე ღვთისაგან მენატრების".
Verse: c       შანგალს უთხრა: "ბედ-მლაშეო,   ტახტად მიწა გეღირსების,
Verse: d    და   მე შობითგან როსტომ მქვიან,   საგზილ სადით მეფერების".






Strophe: 3666_[3583] 
Verse: a       როსტომ რაში გააფიცხა,   შანგალ ხიშტით გაასრივა,
Verse: b       თავს ლამოდა მოკვეთასა,   გარ ლაშქარი მოეხვივა;
Verse: c       უშველეს და წაიყვანეს,   სული ამით ამოხრწივა,
Verse: d    და   ხაყანს უთხრა: "სულიერი   ჩვენი მაცნე ვერ წაუვა!"






Strophe: 3667_[3584] 
Verse: a       ჴელიერთად შეუტივეს,   როსტომს გარე მოეხვივნეს,
Verse: b       სეტყვისაგან უმრავლესსა   მოქნეულსა ლახტსა ჰკვრიდეს;
Verse: c       ისარსა და ბასრსა ჴმალსა,   ვით წვიმასა, მოაყრიდეს,
Verse: d    და   ჩინელთ რაზმი გააქცივა,   ჩამოყრილნი სისხლსა ღვრიდეს.






Strophe: 3668_[3585] 
Verse: a       გაგულისდა პილოტანი,   ვერც ტინი კლდე დაუდგმიდა,
Verse: b       გაიარის რაზმსა შიგან,   უთაოსა მკვდარსა ჰყრიდა;
Verse: c       დაიძახის, მისი შიში   ზოგს უკრავად ჩამოჰყრიდა,
Verse: d    და   დალეწილი მუზარადი   მიწის პირსა დაჰფარვიდა.






Strophe: 3669_[3586] 
Verse: a       ჩინელთა და სიყალბელთა,   ქაშანელთა დასთვლის ვინა?
Verse: b       ჰინდოთა და ფალაველთა    მტერი ყველა შეაშინა,
Verse: c       ვარელნიცა შიგ რევიან,   მიდგა ყველა ხაყანს წინა:
Verse: d    და   "ვერ დაუდგამთ პილოტანსა,    რა ვქნათ, ომი მოგვეწყინა!






Strophe: 3670_[3587] 
Verse: a       ასი ათასი მებრძოლი   მაზედან შევიყარენით,
Verse: b       მას წინა ვერვინ დაუდგა,   ერთმანერთს მოვეფარენით;
Verse: c       დავჴედით მჴეცთა საჭმელად,   თუ არსით გავიპარენით,
Verse: d    და   ჩვენ აფრასიობს რას უშველთ,   თავს ვერას მოვეჴმარენით!"






Strophe: 3671_[3588] 
Verse: a       როსტომ ბრძანა: ერანელნო,   " დაიმაგრეთ ჴმალსა ჴელი,
Verse: b       რაშის ტერფიმც ნუ გაცვდების,   ღმერთი გვყვანდეს ჩვენ მეშველი,
Verse: c       ამათს კვალსა გავაქარვებ,   არ გავუშვა ერთი მთელი,
Verse: d    და   თქვენი არის გასაყოფლად,   რაც აქა ჩანს საქონელი.






Strophe: 3672_[3589] 
Verse: a       თქვენ ქარულად შეუტივეთ,   თვალი ჩემზედ დაიჭირეთ,
Verse: b       მე თუ რაში არ დამიდგა,   თამაშობით ინადირეთ;
Verse: c       ვერ წაგვივლენ ღვთის ძალითა,   სიმრავლესა ნუ უყურეთ,
Verse: d    და   ჩვენი ეტლი კარგად ვნახე,   მათ სიცოცხლე დაუძვირეთ!"






Strophe: 3673_[3590] 
Verse: a       ღმერთი კაცსა ჟამსა მისცემს,   კაცი მტერსა არ ადროებს;
Verse: b       გაიმარჯვეს ერანელთა,    სისხლი მკვდარსა დაიგროებს.
Verse: c       ვისაც უნდა გარდახვეწა,   იგი გზასა ვერ იშოებს,
Verse: d    და   როსტომისგან მოქნეული,   თავი ტანსა ვერ იპოებს.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.