Strophe: 3674_[3591] | ||
Verse: a | ერთსა კაცსა ქაშანელსა, | მეომარსა, სიავ ჰქვიან; |
Verse: b | პილოტანსა დაუძახა: | ქუმსის" სისხლი დაგიღვრიან! |
Verse: c | მისსა თავსა მე ვიძებნი, | სამარესა შენთვის სთხრიან". |
Verse: d და | როსტომ თავსა ლახტი დაჰკრა, | ცხვირთათ ტვინი წამოსდიან. |
Strophe: 3675_[3592] | ||
Verse: a | დაგალა რაშის ტერფითა | მიწა ყო გაწითლებული, |
Verse: b | გული გაუსქდა შიშითა, | უჭვრეტენ გაკვირვებული; |
Verse: c | მარცხენას მჴარსა მოუჴდა | ლომ-გული, სახელდებული, |
Verse: d და | ქარქამანელი წინ დახვდა, | შავ-დროშა, შეჭირვებული. |
Strophe: 3676_[3593] | ||
Verse: a | როსტომს მაღლა დაუძახა, | მძიმე ლახტი ჰქონდა ჴელთა: |
Verse: b | "დღეს პასუხსა მე გამოგცემ, | რაცა უყავ თურანელთა; |
Verse: c | შენი სწორი მეომარი | მე ვრევივარ ქაშანელთა, |
Verse: d და | შენის სისხლით მე შევღებავ | ვარდის ფერად წითლად ველთა". |
Strophe: 3677_[3594] | ||
Verse: a | უჭვრეტდა ქარქამანელი, | შიში აქვს უზებარისა; |
Verse: b | "ზღვაშიგან თავი ჩავირჩო", | იტყვის,"რა ჭკუა არისა!" |
Verse: c | გაიქცა, რაზმში შევარდა, | ფერი აქვს მას ზაფრანისა, |
Verse: d და | წელთ შუბი შესცა, აიღო, | ქარს წინ ფურცელი არისა. |
Strophe: 3678_[3595] | ||
Verse: a | მიწასა დასცა უწყალოდ | მთის ოდნად გადიდებული, |
Verse: c | ჰგვანდა, არავის ენახა | ქარქამან დაბადებული; |
Verse: b | გოდერძი მიდგა, შეიქნა | ქოსთა ჴმა ამაღლებული, |
Verse: d და | როსტომ თქვა: "მოდით ჩვენთანა | ათასი სახელდებული! |
Strophe: 3679_[3596] | ||
Verse: a | გვირგვინი და აჯის ტახტი | მათ წავუღო, ვარ მოსურნე, |
Verse: b | ერანელთა მოვუტანო, | იგ მიწასა ვამსახურნე"; |
Verse: c | ბრძანა: "კარგად მოვიჭირვოთ, | ღვთითა მტერი ვიძაბუნე, |
Verse: d და | ვინც ჩინელთა გაექცევის, | ჴმლითა დავსჭრი, ვფიცავ, მუნვე". |
Strophe: 3680_[3597] | ||
Verse: a | ერანელთა რა შეიტყვეს | საქმე როსტომ ლომ-გულისა, |
Verse: b | დროშა ადრე მოიყენეს, | ჴმა გაჴშირდა დუნბულისა. |
Verse: c | სადავენი რაშსა მისცა, | პილოტანი რაზმში ვლისა, |
Verse: d და | მტვერი მზესა აბნელებდა, | ბაბრაბსა და ჯაჭვსა სჭრისა. |
Strophe: 3681_[3598] | ||
Verse: a | მზეს წაუვიდა სინათლე, | ვეღარ იცნობდა ალამსა, |
Verse: b | მუზარადსა და ხუფთანსა | თავი მისცემდა სალამსა; |
Verse: c | როსტომ იძახდა ჴმამაღლა: | "ჩემს თავსა ვჰხედავ არ ავსა, |
Verse: d და | ტახტს ქაიხოსროს მივართვამ, | მზესა, შუქ-დაუფარავსა. |
Strophe: 3882_[3599] | ||
Verse: a | გიჯობს ხაყან და მანათურ, | მოიბათ ყელს საბელია, |
Verse: b | დასთმოთ ტახტი და გვირგვინი, | თუ თქვენი თავი მთელია; |
Verse: c | ჩემგან წყალობად გეყოფის, | იადგრად საძირკველია, |
Verse: d და | ვინ თქვენ და ტახტი-გვირგვინი, | მე მიკვირს რა საქნელია?" |
Strophe: 3683_[3600] | ||
Verse: a | ხაყან აგინა: "საგზილო, | გინდივარ მოხარაჯია!" |
Verse: b | მერმე დაასხა ისარი, | ეს არის მძიმე ბაჯია; |
Verse: c | გოდერძი ნახა, გაჰკვირდა, | უჭვრეტს, ვით მოდარაჯია, |
Verse: d და | რუამს უბრძანა: "უშველე, | ბარგისტანზედა შეჯია!" |
Strophe: 3684_[3601] | ||
Verse: a | "ორასითა მშვილდოსნითა | როსტომს ზურგი შეუნახე, |
Verse: b | გიო, ჰხედავ პილოტანსა, | რომ მტერი ჰყავს მოვაგლახე? |
Verse: c | არცა სიზმრად მზმანებია, | რაცა ახლა მაზედ ვნახე, |
Verse: d და | შენ მიმართე მარჯვენით მჴარს, | ომან ვნახო მოვაგლახე". |
Strophe: 3685_[3602] | ||
Verse: a | "უყურე თუ ფირან რა ქნა", | როსტომს ზურგით ეუბნების, |
Verse: b | "მესპილოეთ ნუღარ ეძებ, | ვიცი სისხლით მოირჩობის; |
Verse: c | ჩინელთაგან ქაიხოსრო | საქონლითა აივსების, |
Verse: d და | დღეს რასაცა დააპირებს, | ქადებული გათავდების". |
Strophe: 3686_[3603] | ||
Verse: a | შეუძახა: "ეშმაკობით | აქ მოსლვასა ვინ დაჰპირდა? |
Verse: b | ჩინელთა და სიყალბელთა | დღეს სიცოცხლე დაუძვირდა; |
Verse: c | არ იცითა, როსტომს დევი | და ვეშაპი არა ჰკვირდა? |
Verse: d და | მე მაქვს ლახტი საძღნოდ თქვენთვის, | აქანამდი არა გჭირდა". |
Strophe: 3687_[3604] | ||
Verse: a | სითაც როსტომ გააჭენის, | მას ადგილი დაუგდიან, |
Verse: b | რა თავადნი ჩამოყარნის, | ტუსის გვერდით ქოსსა ჰკვრიან; |
Verse: c | ხაყან ნახა პილოტანი, | საგდებელი მჴარს აცვიან, |
Verse: d და | ფიცხლად კაცი გაუგზავნა: | "შენ, ლომ-კაცო, როსტომ გქვიან" |
Strophe: 3688_[3605] | ||
Verse: a | ქაშანელნი" და ჩინელნი, | როსტომის უნაწილონი, |
Verse: b | კმა არის, რაცა დაჰჴოცენ, | არ იყო იგ უგმირონი; |
Verse: c | აქ სხედან მჴეცთა საჭმელად, | უტახტო, უგვირგვინონი, |
Verse: d და | აწ ომი ჩვენ დაგვლევია, | სულ სისხლად მიდის ჯეონი". |
Strophe: 3689_[3606] | ||
Verse: a | როსტომ უბრძანა: "გაჩნდების, | ვინცა იქს ჩემოდნობასა |
Verse: b | სპილო და ტახტი მე მინდა, | რას ვაქნევ მუდარობასა? |
Verse: c | შენ აპირებდი აქამდის | ერანელთ ნადირობასა, |
Verse: d და | მე პილოტანი გმირი ვარ, | გიჩვენებ ჯომარდობასა!" |
Strophe: 3690_[3607] | ||
Verse: a | თეთრი სპილო დაინახა, | როსტომ მაზედ წამოვიდა, |
Verse: b | ტახტი იდგა იმაზედა, | ჟამად ხაყან კარგად ზმიდა. |
Verse: c | გმირმან რაში გააფიცხა, | საგდებელსა შეიჴსნიდა, |
Verse: d და | შემოსტყორცა, თავს მოაბა, | ვითა მკვდარსა ჩამოსთრიდა. |