TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 187
Previous part

Chapter: 104 
აქა როსტომისაგან ხაყან ჩინელის შეპყრობა







Strophe: 3691_[3608] 
Verse: a       უპატიოდ, მჴარშეკრული   წაიძღვანა ხაყან წინა,
Verse: b       შედის წყლამდის, ლაშქართაგან   იმას არა შეარჩინა;
Verse: c       ტახტ-გვირგვინი, სპილო-ჯოგი   ერანელთა დაუფინა,
Verse: d    და   თქვენ გასინჯეთ სოფლის საქმე,   დაიდევით კაცთა წინა!






Strophe: 3692_[3609] 
Verse: a       ზოგსა ცამდის აგვამაღლებს,   ზოგსა გაგვრევს მიწასთანა.
Verse: b       დაღამდა და ქარი ადგა,   მკვდარი სისხლმან წაიტანა,
Verse: c       აბჯარსა და ზუფინს მალვენ,   ვის ღონე აქვს გაიპარნა;
Verse: d    და   ფირან ძებნა, ვერ იპოვნა,   გივი მოდგა როსტომთანა.






Strophe: 3693_[3610] 
Verse: a       მთისაკენ წინა წაუძღვა,   როსტომ მტერნი ჭირსა მისცნა,
Verse: b       თურქთა სისხლით დაღებულან,   ერთმანერთი ვერვინ იცნა;
Verse: c       თქვეს თუ: "ტანსა დავიჴადოთ,   ვიცით ლოცვა გვმართებს ვისცა";
Verse: d    და   მათ არავინ დაჰკლებოდა,   ყველამ ღმერთსა მადლი მისცა.






Strophe: 3694_[3611] 
Verse: a       როსტომ იტყვის: "მე მიბრძანა   საწუთროსა ჴელმწიფემან,
Verse: b       რევაზისთვის გული მტკივის,   ბარამ მიმძიმს, ღვთისა მზემან!
Verse: c       გაგვიმარჯვა შემოქმედმან   და იმათმან სიმართლემან,
Verse: d    და   თქვენთვის შველად მოვისწრაფდი,   სწორად მევლო ღამე-დღემან.






Strophe: 3695_[3612] 
Verse: a       მე ვნახე ხაყან ჩინელი,    მას ქუმსი უზეშთესია,
Verse: b       არვინ შობილა კაცთაგან   იმათგან უტურფესია;
Verse: c       მეგონა ჩემი სიკვდილი,   ვთქვი: საწუთროსა წესია,
Verse: d    და   მათ მოვერივე, რაგინდა   ღვთისაგან უკეთესია?






Strophe: 3696_[3613] 
Verse: a       არ შევშინდი მაზანდარას,    ჩემსა თავსა არ უძრახავ,
Verse: b       რაც დღეს ომი გარდვიჴადე,   ჩემს დღეშიგან არ მინახავ;
Verse: c       ლოცვა გვმართებს ყოველთავე,   სადანამდის ხოსროვს ვნახავ,
Verse: d    და   აწ გულ-ამოდ მოვისვენოთ,   ნუღარავინ სულთქმით ახავ!






Strophe: 3697_[3614] 
Verse: a       გაიგონებს ქაიხოსრო,    მყოფი ნება-წადილზედა,
Verse: b       ხოსროულსა ქუდს დაირქვამს   ზუბარჯისა ტახტსა ზედა,
Verse: c       შემოქმედსა მადლსა ჰკადრებს,   მერმე გასცემს გლახაზედა,
Verse: d    და   ნაომართა ჩვენცა წავრთოთ,   ვიამაყოთ მტერთა ზედა.






Strophe: 3698_[3615] 
Verse: a       დავსთმოთ ჭირი აქანამდის,   ჟამი სოფელს თვალსა უგებს,
Verse: b       მადლი ღმერთსა გამმარჯვესა,   კაცსა გზასა ის გაუგებს".
Verse: c       ერანელთა მოაჴსენეს:   "ეტლი ზაალს ბედსა უქებს,
Verse: d    და   იგიმც მიწა დაილოცვის,   შენებრს ნაყოფს გამოიდებს.






Strophe: 3699_[3616] 
Verse: a       ნუ ჴელმწიფობა უშენოდ,   ტახტი იხარებს თქვენითა,
Verse: b       ვინ გარდაიჴდის ცოცხალი,   რაცა ჩვენზედა ჰქენითა?
Verse: c       ნიადაგ დავიჴოცებით,   რასთენჯერ შევიბენითა,
Verse: d    და   ვინცა ცოცხალ ვართ, ყოველთა   სული გვიდგია შენითა".






Strophe: 3700_[3617] 
Verse: a       სპილო, ტახტი, ტყავ-გვირგვინი   როსტომს წინა მოიღესა,
Verse: b       ერთი ჯამი გუარითა   ჴელმწიფისა საძღნოდ თქვესა;
Verse: c       ბეჟან წინა გამოუძღვა,   ნაომარზედ მოვიდესა,
Verse: d    და   ნახეს, დია იკვირვებდეს   დაჴოცილთა სიმრავლესა.






Strophe: 3701_[3618] 
Verse: a       კარვები და საქონელი   უსაზომო ოჴრად ჰყრია,
Verse: b       ხუფთანსა და ბარგისტანსა,   ვით ქვიშასა, ვინ დასთვლია?
Verse: c       დაუგდია, გაპურულან,   ვისცა წასვლა შეუძლია;
Verse: d    და   როსტომ გასწყრა: ერანელნო,   " მიკვირს თქვენი სიღაფლია!






Strophe: 3702_[3619] 
Verse: a       დავიფიცავ, კაცმან ნახოს,   თავსა ტვინი არ გედების;
Verse: b       მტერი როგორ გაგეპარა,   რასთვის არვის გესირცხვების?
Verse: c       მოსვენების მოყვარესა   ჭირი ჭირსა ემატების,
Verse: d    და   მომჭირნე და ფრთხილი კაცი   საჭურჭლითა აივსების.






Strophe: 3703_[3620] 
Verse: a       ფირანს, ომანს, გულბადს, როინს    აქ ლაშქრითა მოელოდით,
Verse: b       როსტომ შინა მისულიყოს,   თქვენ ნაქმარსა ინანოდით;
Verse: c       თუ შეგეძლოთ მათი ომი,   შინ მშვიდობით მიხვიდოდით,
Verse: d    და   თქვენ თუ ასრე დაგემართოს,   სწავლებულსა კვლა იქმოდით".






Strophe: 3704_[3621] 
Verse: a       ტუსის უთხრა: "ეს მინდორი   საძილო ბაღი გგონია,
Verse: b       იყო რაზომი პატრონი,   ტახტ-გვირგვინისა მქონია,
Verse: c       თვალ-მარგალიტი, საჭურჭლე   მათ ჰქონდა თუ რაზომია,
Verse: d    და   იმას უნდოდა ეფრთხილა,   ვის სფაადრობა ჰქონია.






Strophe: 3705_[3622] 
Verse: a       აწ დარაჯა ვის ჰქონია,   შენგან მინდა მართლა ითქოს,
Verse: b       მას დავაკრავ სპილოზედა,   ჭკვის ნაქმარი თავსა ჰკითხოს,
Verse: c       ჴელმწიფესა გაუგზავნი,   ერანს იმან გაიკითხოს,
Verse: d    და   ვისცა ჰქონდეს სფაადრობა,   ასრე უნდა გაარიგოს".






Strophe: 3706_[3623] 
Verse: a       მერმე შეჰყარეს ყოველი,   რაც იყო ნაშოვარია,
Verse: b       ტახტი და ოქროს სარტყლები,   სტავრა და ჴმალ-აბჯარია;
Verse: c       ააგეს მთისა ოდენი,   კაცთ ნახვად საოცარია,
Verse: d    და   როსტომ ილოცავს, იტყოდა:   "ღვთით არის ეს ნაქმარია!






Strophe: 3707_[3624] 
Verse: a       ქუმსის ღმერთი დაავიწყდა   ამისითა მინდობითა,
Verse: b       ხაყან ერანს მოვიდოდა   სპილოთა და საქონლითა;
Verse: c       საჴელმწიფოდ, რაცა სჯობდეს,   გარდადევით ყველა თვლითა,
Verse: d    და   მე მივმართავ აფრასიობს,    ქანგას მნახოს, მივალ ჴმლითა.






Strophe: 3708_[3625] 
Verse: a       დარბაზსა ქანგა უქვიან,   მუნ უსხენ საჭურჭლენია,
Verse: b       ვინ მტერსა დიდხან ადროებს,   არის თავისა მტერია;
Verse: c       ნურვის გაუშვებთ ცოცხალსა,   ეს თქვენგან დასაჯერია".
Verse: d    და   გოდერძი იტყვის: "ლომ-გულო,   ეგ ჩვენგან საქებარია!"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.