Strophe: 3709_[3626] | ||
Verse: a | დაუწყეს წერა ამბავსა | ფალაურისა ენითა: |
Verse: b | "ტახტზედან მჯდომმან ისმინე, | მტერზედა რაცა ვქენითა: |
Verse: c | დავჴოცეთ, გავაქცივენით, | წელთ ჴმალი შემოვჴსენითა, |
Verse: d და | შვიდთა ქიშვადთა ლაშქარი | აქათით დავკარგენითა. |
Strophe: 3710_[3627] | ||
Verse: a | აქ წამოველ, შარიერო, | მე შენისა ბრძანებითა, |
Verse: b | ორმოცს დღესა მე ვიბრძოლე, | სისხლი ვღვარე აქა ჴმლითა; |
Verse: c | ვინცა ვნახე მემუქარე, | მაგრა შევკარ საგდებლითა, |
Verse: d და | გაუმარჯვე ერანელთა, | მე ავავსე საქონლითა. |
Strophe: 3711_[3628] | ||
Verse: a | მე შარიერნი ვინცა მყვეს, | ტახტოსან-გვირგვინიანი, |
Verse: b | ყველა შენ გამოგიგზავნე, | შეკრული, ბორკილიანი; |
Verse: c | კვლავ გავემართე საომრად | რაშითა საგდებლიანი, |
Verse: d და | ლახტს მოვაგონო ეგების | ნარიმან გორჯასპიანი". |
Strophe: 3712_[3629] | ||
Verse: a | მისცა ეს წიგნი ფარემუზს, | თან გაჰყვა პილო-გულია, |
Verse: b | მას წაატანა აქლემი | ათასი კიდებულია, |
Verse: c | ჴელმწიფენი და სპილონი, | რაც მაშინ შოებულია; |
Verse: d და | მობრუნდა, დაჯდა ნადიმად | ხე ედემს დანერგულია. |