TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 189
Previous part

Chapter: 106 
როსტომისაგან თურანელთ ლაშქართ სადევრად უკან წადგომა







Strophe: 3713_[3630] 
Verse: a       თამთაან და ერანელნი    წამოუდგენ თურანელთა,
Verse: b       გოდერძიმ და ტუსი, გივმან    მოიმაგრეს ჴმალი წელთა,
Verse: c       ორი ეჯი წაიარეს,   დაჴოცილნი ჰყრია ველთა,
Verse: d    და   აფრასიობს ექადიან,   მათ ხიშტები ჰქონდათ ჴელთა.






Strophe: 3714_[3631] 
Verse: a       ჴელმწიფემან ქაიხოსრო    სცნა, ფარემუზ რა მივიდა,
Verse: b       ფიცხლავ წინა მიეგება,   ნაშოვართა, ტყვეთ ნახვიდა,
Verse: c       ცხენისაგან გარდამოჴდა,   ღმერთს წინაშე ილოცვიდა:
Verse: d    და   "ობოლი და დაკარგული   შენ გამზარდე", ცრემლსა ჰღვრიდა.






Strophe: 3715_[3632] 
Verse: a       "შენ გამჴადე საგვირგვინედ,   მე სავსე ვარ საჭურჭლითა,
Verse: b       როსტომ არის ჩემი ზურგი,   მყავს შენითა ბრძანებითა".
Verse: c       დარბაზშიგან შემოვიდა   ჴელმწიფურად ქცევა-ზნითა,
Verse: d    და   ტყვე, სპილო და აქლემები   ყველა ნახა გარდათვლითა.






Strophe: 3716_[3633] 
Verse: a       მიუწერა: "პილოტანო,   მადლი ვჰკადრე შემოქმედსა,
Verse: b       რა წასულხარ, მას უკანით   მე გახვეწებ გამმარჯვესა;
Verse: c       თავი ჰქონდა საკრძალავი   მეომარსა თქვენსა მტერსა,
Verse: d    და   მიკვირს, თანა რას აქნევდეს   ამ ყველასა საქონელსა?






Strophe: 3717_[3634] 
Verse: a       დღესითგან თქვენი სწორება   ეტლსა ძლივ შეეფერების,
Verse: b       ვარ შენითამცა გულნათლად,   ბედი ნუ შეგემტერების,
Verse: c       თქვენ მოიჴსენეთ ამასგან,   რაც წიგნად დაიწერების,
Verse: d    და   შენ ხარ ტახტისა სიმაგრე,   ღვთისაგან დაიჯერების".






Strophe: 3718_[3635] 
Verse: a       ასი მონა, ათი ცხენი   ოქროს ლაგამ-უნაგრითა,
Verse: b       ას და ათი აქლემები   სტავრითა და საფენითა,
Verse: c       გვირგვინი და სალტე-ტყავი   როსტომს მისცა გარდათვლითა,
Verse: d    და   გოდერძის და ტუსის, გივსა,    ბეჟანს ჰფერობს როგორ, ვითა?






Strophe: 3719_[3636] 
Verse: a       გაგზავნა, როსტომს შესთვალა:   "შენ ბედნიერო ღვთისაგან,
Verse: b       მიუჴე, ნუ მოისვენებ   მაგათის მტერობისაგან;
Verse: c       შენ აფრასიობ დაჰკარგე,   ქაჯი, მართლისა გზისაგან,
Verse: d    და   ეგების ვნახო შეკრული   შენისა საგდებლისაგან".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.