TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 190
Previous part

Chapter: 107 
აქა აფრასიობისაგან მისთა ლაშქართა ამოწყვეტის ცნობა







Strophe: 3720_[3637] 
Verse: a       აფრასიობს მოაჴსენეს:   "ამოვიდა ცეცხლი ზღვითა,
Verse: b       ქუმსი, ხაყან და მანათურ    ბედმან ჩვენმან დაწვა მითა;
Verse: c       სხვა ვინც არის დიდებული,   დაკრულნი ჰყავს ჯაჭვებითა,
Verse: d    და   ქაიხოსროს გაუგზავნეს   სპილოთა და აქლემითა.






Strophe: 3721_[3638] 
Verse: a       ცოტათა და უნივთოთა   ძლივე ფირან მორჩომია,
Verse: b       წინმავალი როსტომ არის,   აწ ლაშქარი მოგვწურვია".
Verse: c       ბრუ დაესხა წყენისაგან,   დაუბნელდა ნათელია,
Verse: d    და   ფიცხლავ იჴმო დიდებულნი,   მათ უბრძანა ნაქმარია:






Strophe: 3722_[3639] 
Verse: a       როსტომ" არის, დია მიმძიმს,   გული მტკივის მეტად მია,
Verse: b       მისი საქმე დია ვიცი,   მებრძოლთათვის რაც უქნია;
Verse: c       თუ ჩინელთა მოერივა,   ჩვენზედ ყველა შეუძლია,
Verse: d    და   საჭურჭლე და საქონელი,   მიმძიმს, ცუდად დავკარგია".






Strophe: 3723_[3640] 
Verse: a       მოაჴსენეს: როსტომისგან   " არა გვმართებს შეშინება,
Verse: b       თუ სრულადაც შეუძლია   საწუთროსა მომტვერება;
Verse: c       ღვთით მუქაფა მასცა მიჰხვდეს,   ცუდად ჴმალი რად შეგვება?"
Verse: d    და   აფრასიობ გაგულისდა,   გაიგონა მოჴსენება:






Strophe: 3724_[3641] 
Verse: a       "აქა მოვიდა ფარემუზ,    უქებენ ნაზარდობასა,
Verse: b       ჴელმწიფის წიგნი მოიღო,   ვინ დასთვლის საჩუქრობასა?
Verse: c       მუნით წაასხეს ლაშქარნი,   იქმოდენ დარბაზობასა,
Verse: d    და   ?სუღადს მივიდენ, შეექცენ   სმასა და თამაშობასა".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.