Strophe: 3725_[3642] | ||
Verse: a | სუღადიდამ აიყარნეს, | შეჭურვილნი მალე ვლიან, |
Verse: b | დახვდა ციხე და ქალაქი, | მას ადგილსა ბედად ჰქვიან. |
Verse: c | მათ საჭმელად კაცი ჰქონდა, | შეჭამადად ყმაწვილს სჭრიან, |
Verse: d და | ამ თემისა დიდებულსა, | ღვთისა მტერსა, ქაფურ ჰქვიან. |
Strophe: 3726_[3643] | ||
Verse: a | გოსტამ მიუდგა კარზედა | სამის ათასის კაცითა, |
Verse: b | ქაფურ ეკმაზვის საომრად, | ჯაჭვითა, ჯავშან-ქაფითა; |
Verse: c | ბეჟან დაბრუნდა, წავიდა | ოფლით დასვრილი, ქაფითა, |
Verse: d და | როსტომს აცნობა: "ვიაროთ | საშველად ჩვენ სისწრაფითა! |
Strophe: 3727_[3644] | ||
Verse: a | ქაფურ დაჴოცა მრავალი, | ვირ როსტომ მოესწრებოდა; |
Verse: b | "რასა იქთ, ავნო, ავგვარნო?" | ჴმამაღლად ეუბნებოდა. |
Verse: c | შესტყორცა როსტომს ისარი, | ღვთით მისგან არ ევნებოდა, |
Verse: d და | თავს მძიმე ლახტი გადაჰკრა, | ქაფურ გლახ გადადრკებოდა. |
Strophe: 3728_[3645] | ||
Verse: a | ციხისა კარნი დაუგდეს | და ზღუდით იომებიან; |
Verse: b | "რა არის შენი სახელი?" | იგ როსტომს ეუბნებიან. |
Verse: c | ფრიდონის შვილმან ააგო, | გვერც ერანელნი ხლებიან, |
Verse: d და | სავსეა სასმელ-საჭმლითა, | მებრძოლნი ნუ ირჯებიან. |
Strophe: 3729_[3646] | ||
Verse: a | მათ ააგეს ესე ციხე | ლერწმითა და ალიზითა, |
Verse: b | მტერისაგან უცნაური, | მოსავალი ქვემო გზითა; |
Verse: c | როსტომ იტყვის: "ადვილია, | რაცა უყო ამას თხრითა", |
Verse: d და | ქვეშ სვეტები შეუყარეს, | მერმე დაწვეს იგ ცეცხლითა. |
Strophe: 3730_[3647] | ||
Verse: a | ციხე წაუღეს, ლაშქარნი | საქონლით აივსებიან, |
Verse: b | როსტომს აქებენ ყოველნი | და ღმერთსა ევედრებიან, |
Verse: c | პილოტანისა ასონი | ომითა ვერ გაძღებიან, |
Verse: d და | "შენ ხუთანს წადი ლაშქრითა", | გმირს გივსა ეუბნებიან. |
Strophe: 3731_[3648] | ||
Verse: a | წავიდა ფიცხლავ ლომ-გული, | ნიადაგ გამარჯვებულნი, |
Verse: b | ტარზულნი კერპნი იშოვნა, | იმათი ცხენნი ქებულნი, |
Verse: c | ტუსი, გივი და გოდერძი, | ბეჟან, მოყვასთა ხლებულნი, |
Verse: d და | როსტომს წინაშე მივიდნენ, | ამისთვის გახარებულნი. |
Strophe: 3732_[3649] | ||
Verse: a | მოაჴსენეს: "სხვა შენებრივ | ვის უნახავს მეომარი? |
Verse: b | ვეშპის პირით შენ დაგვიჴსენ, | ჩვენ ვიყვენით ყველა მკვდარი, |
Verse: c | თოვლისაგან რა ევნების, | მოესწრების ვარდსა დარი, |
Verse: d და | შენი ერთი მარტო თავი | ასს ქიშვადსა უფრო არი". |
Strophe: 3733_[3650] | ||
Verse: a | თამთაან მადლი იკადრა, | ლაშქართა ეუბნებისა: |
Verse: b | "მადლი შესწირეთ უფალსა, | გვიწყო ჩვენისა ნებისა; |
Verse: c | სჯობს, აქა დავჰყოთ სამი დღე | ლხინისა, მოსვენებისა, |
Verse: d და | აფრასიობსა მივმართოთ, | წყალს ცეცხლი მოედებისა". |