TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 192
Previous part

Chapter: 109 
აქა აფრასიობისაგან როსტომის თურქისტანს მისვლის ცნობა







Strophe: 3734_[3651] 
Verse: a       მოაჴსენეს აფრასიობს,    სასაუბროდ სძვრენ ენასა:
Verse: b       "შემოვიდენ, აოჴრებენ   ?ზადახშისა ქვეყანასა";
Verse: c       თქვეს თუ"ჩვენგან საშიშია,   ვერავინ იქს სპათა თვლასა,
Verse: d    და   თვითან როსტომ მოუძღვების,   ჴმლითა შეიქს სისხლის ღვრასა.






Strophe: 3735_[3652] 
Verse: a       არავინ გვყავს მისი სწორი,   ვიცი, ეტლი აგვიტირდა,
Verse: b       ჟამად ვიყვი ლაშქართ თვალი,   მეომარი არ მიკვირდა;
Verse: c       ზედ მომიჰჴდა შეკაზმულსა,   მე სიკვდილსა გამიპირდა,
Verse: d    და   უნაგირით ამიტაცა,   ყოვლსა კაცსა გაუკვირდა".






Strophe: 3736_[3653] 
Verse: a       ჰკადრეს თუ: "გყვანან ლაშქარნი   შენ, მოცემული ღვთისაგან,
Verse: b       აბჯრიანი და გულ-ლომი,   უმაგრესია ქვისაგან;
Verse: c       აგრე ვით შეშინებულ ხარ   ერთისა ცხენოსნისაგან?
Verse: d    და   რაღას ვაგრძელებთ, შევიბნათ,   ვქნათ უნაწილო მზისაგან!






Strophe: 3737_[3654] 
Verse: a       როსტომ მოვჰკლათ, ჩვენ მივმართოთ   ქაიხოსრო ერანელსა,
Verse: b       თავადთა და დიდებულთა   ნუ გაუშვებთ აქათ მთელსა,
Verse: c       გული დავსწვათ შვილისათვის   ზაალს, ბერსა ზაულელსა,
Verse: d    და   ძველი ომი დაავიწყდა   აფრასიობს, ღვთისა მკვლელსა".






Strophe: 3738_[3655] 
Verse: a       ფარღარ ერქვა, გამოგზავნა,   ერანელნი," მიდი, ნახე";
Verse: b       მერე იჴმო შვილი შედიშ:    "სიბერის ჟამს ვივაგლახე,
Verse: c       ჩვენ რაზომი მეშველი გვყა,   მეომარი შენცა ნახე,
Verse: d    და   ყველა სითმე დაიკარგა,   როსტომისგან ასრე ვნახე.






Strophe: 3739_[3656] 
Verse: a       შენი ლაშქარი არ გავა,   შვილო, თავსა უფრთხილია,
Verse: b       ქუმსი, ხაყან ქარქამნელი,    ქენდრავ მათგან უფრო მძლია,
Verse: c       მანათურ და შანგალ ლომი,   ინდოელი ჴელმწიფია,
Verse: d    და   ყველა შეკრა საგდებლითა,   მარტო როსტომ მოერია.






Strophe: 3740_[3657] 
Verse: a       იგი არ ჰგავს ჴორციელსა,   რა ომშიგან გაფიცხდების,
Verse: b       კაცმან ნახოს შეკაზმული,   მიწასაცა ემძიმების;
Verse: c       მას ჰყავს ცხენი მთის ოდენი,   შეჭურვილი მაზედ ჯდების,
Verse: d    და   შუბის პირი არ დაესმის,   არც ნაკრავი ეტკივნების.






Strophe: 3741_[3658] 
Verse: a       კაცსა არ გასცემს პასუხსა,   რაზომსა ეუბნებოდეს,
Verse: b       იქუხებს, ვითა ღრუბელი,   ზღვასავით აღელდებოდეს;
Verse: c       ბევრჯელ შევბმივარ აქამდის,   აწ დია მეძნელებოდეს,
Verse: d    და   აწცა ვეცდებით კიდევე,   ვინ იცის რა მოჴდებოდეს!






Strophe: 3742_[3659] 
Verse: a       თუ აწ კიდევე მაჯობებს,   იმედს გარდავსწყვეტ ჴმლისასა,
Verse: b       მამულსა სრულად დაუგდებ,   ზღვა გავალ ჩინეთისასა,
Verse: c       მანაშურით საზღვარს მივსცემ   ჴელმწიფეს ერანისასა,
Verse: d    და   მიუვა მახარებელი   პატრონსა ზაულისასა".






Strophe: 3743_[3660] 
Verse: a       შედიშ ჰკადრა: "ჴელმწიფეო,   სხვა შენებრივ არა ვინა,
Verse: b       რაცა ბრძანე, მართალია,   იმან გული მე მატკინა,
Verse: c       ომან, ფირან დიდებულნი   უაბჯრომან შეაშინა,
Verse: d    და   ვნახოთ, ფარღარ მოგვივიდა,   გვყვა დაშუშად როსტომს წინა".






Strophe: 3744_[3661] 
Verse: a       ფარღარ თქვა: "მე როსტომისა    მწვანე ფარდაგი ვნახია,
Verse: b       ლომნი, მფრეწელნი ლაშქარნი,   დროშა-ვეშპისა სახია,
Verse: c       ბაბრაბიანსა აბრაში   გვერცა უთქს სპილოს სახია,
Verse: d    და   ზედ საგდებელი უბია,   მტერი ჰყავს მოვაგლახია".






Strophe: 3745_[3662] 
Verse: a       აფრასიობ დიდებულნი   იჴმო მისნი, სპათა ჯარი,
Verse: b       ჰკითხავს: "ბრძანეთ, ჴმალ-უკრავად   დაუგდოთა მტერსა ზღვარი?"
Verse: c       ფირან იტყვის: "შებმის მეტი   ჩვენი ღონე არა არი";
Verse: d    და   გაიგონა აფრასიობ,    ვითამ არის უზებარი.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.