Strophe: 3746_[3663] | ||
Verse: a | მისწერა წიგნი: "ვიკადრებ, | რაცა ჩვენ დაგვმართებია: |
Verse: b | ერანით როსტომ მოვიდა, | მტერი ცას შესწორებია; |
Verse: c | ეგების მოჰკლა, მიშველე, | წამოდი, მას შეებია, |
Verse: d და | შუა გაგიყოფ მამულსა, | ნახევარს დავსჯერდებია". |
Strophe: 3747_[3664] | ||
Verse: a | დასწერეს და წიგნსა ბეჭდვენ, | შედა არის გაგზავნილი, |
Verse: b | ვითა ქარი, წამოვიდა | დევთა თანა მოციქული, |
Verse: c | მოვიდა და ქება ჰკადრა, | ესალამა დევსა სრული, |
Verse: d და | საუბარი გაათავა, | წიგნი მისცა დაბეჭდული. |
Strophe: 3748_[3665] | ||
Verse: a | თავადთა და ბუბარეზთა | დევმან წიგნი წაუკითხა, |
Verse: b | ბარგ-კარავი გამოიღეს, | დაიყოვნა არა დიდხა; |
Verse: c | რაცა სჭირდა როსტომისგან | აფრასიობს, ყველა ჰკითხა, |
Verse: d და | მას უანბო, რაც ქნილიყო, | მერმე ტკბილად მოიკითხა. |
Strophe: 3749_[3666] | ||
Verse: a | ფოლადანს ესმა ნაქმარი, | ჩავარდა საგონებელსა, |
Verse: b | თქვა: "ამა როსტომს იტყვიან | დევ-ქაჯთა მაოჴრებელსა; |
Verse: c | მას მარტო ვერვინ შეებმის, | მტერისა დამამჴობელსა, |
Verse: d და | თეთრის დევისა მომკვლელსა, | გულისა გამაპობელსა". |
Strophe: 3750_[3667] | ||
Verse: a | დაითრო და ფოლად უბნობს, | მაღლად ჰკვეხდა საუბრითა: |
Verse: b | "მე ფრიდონს და ზააქს, ჯიმშედს | ვაშინებდი ჩემის ჴმლითა, |
Verse: c | ღამით ძილი არ ვიამი, | არცა გავძღი ჭამა-სმითა; |
Verse: d და | ჩემი სწორი მეომარი | არვინა ჩანს ღვთის ძალითა". |