Strophe: 3751_[3668] | ||
Verse: a | გათენდა, სცემდენ ტაბლაკსა, | ბუკთა ჴმა გაჴშირდებოდა; |
Verse: b | ფოლადან მთისა ოდენი, | ლაშქართა მოუძღვებოდა, |
Verse: c | შუბოსან-საგდებლოსანი, | მჭვრეტელთა ეკვირვებოდა; |
Verse: d და | როსტომ ჩაიცვა აბჯარი, | რა რაზმი გასწორდებოდა. |
Strophe: 3752_[3669] | ||
Verse: a | აჩქარდა და რაშსა შეჯდა, | მარჯვნივ რაზმსა შეერივა, |
Verse: b | ბუბარეზნი ჩამოყარნა, | ტვინი თმასა გაურივა; |
Verse: c | ფოლად ნახა, გაგულისდა, | ფიცხლავ ტუსის შეუტივა, |
Verse: d და | ვითა სპილო, შეეჭიდა, | ტუსი ადვილ წააქცივა. |
Strophe: 3753_[3670] | ||
Verse: a | გივმან ნახა, დევს მოუჴდა, | იყო მძიმის ლახტის მკვრელი, |
Verse: b | ფოლად დევმან შემოსტყორცა, | თავს მოაბა საგდებელი, |
Verse: c | რუამ, ბეჟან დაინახეს, | გაუკვეთეს სავნებელი, |
Verse: d და | ფოლად ცხენი გააფიცხა, | ვერვინ დახვდა ერანელი. |
Strophe: 3754_[3671] | ||
Verse: a | მოუჴდა, დროშა გაკვეთა, | ლაშქართა შექნეს კივილი, |
Verse: b | გოდერძიმ უთხრა ფარემუზს: | "გვმართებს ამისთვის ჩივილი, |
Verse: c | ფოლადან რაზმი გატეხა, | მოგვხვდა გულისა ტკივილი, |
Verse: d და | თუ როსტომ არას გვიშველის, | გვმართებს თავისა ტირილი". |
Strophe: 3755_[3672] | ||
Verse: a | გოდერძი შვილსა ვერ ჰხედავს, | ტიროდა ვაგლახვებული, |
Verse: b | იტყოდა: "შენ სახეირო, | ვარ შენგან დაბადებული; |
Verse: c | შვილნი მიბოძენ, მე ვიყავ | ცათამდი ამაღლებული, |
Verse: d და | ის დაიჴოცენ, მე დავრჩი | ბერი, თმა-გათეთრებული". |
Strophe: 3756_[3673] | ||
Verse: a | როსტომს რა ესმა, ათრთოლდა | წნორისა ფურცელივითა, |
Verse: b | დევისა ნახვად წავიდა | სასეტყვე ღრუბელივითა; |
Verse: c | შემოუძახა: "მაცდურო, | იცი თუ რასა ვსჩივითა? |
Verse: d და | ნეტარ რა იქნა სიაოშ, | ქიშვადიანთა ვსტირითა". |
Strophe: 3757_[3674] | ||
Verse: a | საგდებელი შემოსტყორცა, | დევმან თავი მიარიდა, |
Verse: b | ტუსი, გივი, რუამ, ბეჟან | ცხენ-მოკლული კარგად ზმიდა; |
Verse: c | "ზღვისა ღელვა შენ გიჩვენო", | ფოლად ამას წარმოსთქმიდა, |
Verse: d და | "შენ ჴელმწიფე ვეღარ ნახო, | ვიცი, შენი დღე მოვიდა!" |
Strophe: 3758_[3675] | ||
Verse: a | "ნეტარ როსტომ რომელია", | ფოლად გულსა ეპრჭობისა, |
Verse: b | "მასმია, მაზანდარანი | ამისგან აოჴრდებისა". |
Verse: c | როსტომ მიუჴდა გულ-ლომი, | ჟამია გაფიცხებისა, |
Verse: d და | ლახტი ჰკრა, ჰგვანდა ჭეხასა, | ჴმა ლაშქართ ეკვირვებისა. |
Strophe: 3759_[3676] | ||
Verse: a | ამას ჰგვანდა იმისი ჴმა, | კლდე გააპოს სრულად ტინი, |
Verse: b | როსტომ ბრძანა: "უსაცილოდ | წაედინა ცხვირთათ ტვინი!" |
Verse: c | იტყვის: "ღმერთო, შენს წინაშე | სწორი არის ქვა და რბილი"; |
Verse: d და | ცხენით აღარ ჩამოვარდა, | პირი დადვეს შესარკინი. |
Strophe: 3760_[3677] | ||
Verse: a | ფიცეს, არ იყოს მათ შუა | ღალატი, ხლათიანობა, |
Verse: b | გარდაიწყვიტონ რაზმთ შუა, | გამოჩნდეს ძალიანობა. |
Verse: c | შედა უჭვრეტდა, გაშინჯა | როსტომის პილოტანობა, |
Verse: d და | თქვა: "დევსა დასცემს უთუოდ, | მომწონს მკერდ-მკლავიანობა. |
Strophe: 3761_[3678] | ||
Verse: a | მოკვდების მისის ჴელითა, | მიწასთან გასწორდებისა, |
Verse: b | ჩვენი ლაშქარი საომრად | -- წინ ვერვინ დაუდგებისა; |
Verse: c | დარჩების ცუდი სარჯელი, | ვინცა მას ემკლავებისა". |
Verse: d და | თქვა აფრასიობ: "დია სჯობს, | თუ რამე ეხრიკებისა". |
Strophe: 3762_[3679] | ||
Verse: a | შედამ თქვა: "ვხედავ, ღმერთი სცავს | იმ კაცსა სახელდებულსა, |
Verse: b | იტყვიან დევთა შემკვრელსა, | ყოველგან გამარჯვებულსა; |
Verse: c | წმინდასა წყალსა რად ამღვრევ, | ღვთისაგან დაბადებულსა, |
Verse: d და | რას გამარჯვებას მოელი, | თუ გასტეხ დაპირებულსა?" |
Strophe: 3663_[3680] | ||
Verse: a | აფრასიობ გაგულისდა, | შედას მაღლა ეუბნების: |
Verse: b | "შენ არა ხარ, ენის მეტი | მამაცობა არ გეტყვების? |
Verse: c | თუ ფოლადანს მოერევის, | ჩვენი საქმე გარდაჰჴდების, |
Verse: d და | მას ცოცხალი თურანელი | ერთი მთელი არ მორჩების". |
Strophe: 3764_[3681] | ||
Verse: a | "ვიცი, ღალატს გიდგებიან", | გივი როსტომს ეუბნების; |
Verse: b | ბრძანა: "ფიცსა თუ გასტეხენ, | მათსა თავსა გარდაჰჴდების, |
Verse: c | თავს ნაცარსა გარდიყრიან, | გამარჯვება ჩქვენ მოგხვდების, |
Verse: d და | რაცა ღმერთსა გაუგია, | ყოვლსა კაცსა გარდაჰჴდების". |
Strophe: 3765_[3682] | ||
Verse: a | გაგულისდა პილოტანი, | ვით ნიანგი ზღვით მოსული, |
Verse: b | მკერდ-კისერი დაუჭირა, | აიყვანა შეჭურვილი, |
Verse: c | მიწაზედა დაახეთქა, | რაშსა შეჯდა ალვა რგული; |
Verse: d და | დაინახეს ერანელთა, | შექნეს დიდი სიხარული. |
Strophe: 3766_[3683] | ||
Verse: a | როსტომ იტყვის: "დასტურ მოკვდა, | აწ ჴელ-ფეჴი დაელეწა; |
Verse: b | წამოიჭრა ფოლად დევი, | ლაშქარშიგან შეიხვეწა. |
Verse: c | როსტომს დია გაუკვირდა, | თქვა: "გაგრძელდა რაზმთა ფრეწა", |
Verse: d და | გოდერძიმ და ერანელთა | გააჴშირეს ღვთისა ხვეწა. |
Strophe: 3767_[3684] | ||
Verse: a | გოდერძიმ და მისთა შვილთა | მშვილდი ღრუბელს დაადარეს, |
Verse: b | წვიმისაგან უმრავლესი | მათ ისარი დააყარეს; |
Verse: c | ვისცა ჰკრიან, ვერ დაუდგის, | ვით ფურცელი ჩამოჰყარეს; |
Verse: d და | ერდგულთა და ბუბარეზთა | ფოლად დევი გააპარეს. |
Strophe: 3768_[3685] | ||
Verse: a | ფირან თქვა: "დღეს ჩვენი საქმე | არს მეტად დასაღონია, |
Verse: b | ლაშქარნი აქა დავყაროთ, | წავიდეთ უბარგონია; |
Verse: c | ჩინეთის ზღვასა, მასმია, | არის სანაო ფონია, |
Verse: d და | ჩვენ იმას იქით გავიდეთ, | მის მეტი არა ღონია". |