TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 195
Previous part

Chapter: 112 
აფრასიობისაგან გარდახვეწა როსტომის შიშითა







Strophe: 3769_[3686] 
Verse: a       დროშა და რაზმი დააგდო,   წავიდა ჩინეთისაკე;
Verse: b       როსტომ თქვა: "შუბი გავსწიროთ,   ჴელი გავმართოთ ჴმლისაკე,
Verse: c       ჩვენ დაუშინოთ ლახტითა,   ჴმა გაისმოდეს ცისაკე,
Verse: d    და   თუ ვინ მოგვირჩეს ცოცხალი,   გონება ჰქონდეს მკვდრისაკე".






Strophe: 3770_[3687] 
Verse: a       დაჴოცეს და ამოსწყვიტეს,   მუზარადნი შემოლეწნეს,
Verse: b       ჴმლითა სჭრიან ბარგისტანსა,   ლახტით ძვალნი დაულეწნეს,
Verse: c       ითხოვდიან ზენაარსა,   მუჴლმოყრილნი მოირეწნეს,
Verse: d    და   წავიდიან დაკოდილნი,   ზოგნი როსტომს შეეხვეწნეს.






Strophe: 3771_[3688] 
Verse: a       შეებრალა და უბრძანა:   "ვინცა ხართ ერანელია,
Verse: b       ჴმალი ჩააგეთ, ნუ დაჰჴოცთ,   თუ ვინმე იყოს მთელია;
Verse: c       ესენი დაძღნენ თრიაყით,   ზერია რა სასმელია,
Verse: d    და   არ ვარგა კაცი უწყალი,   ნიადაგ სისხლთა მღვრელია,






Strophe: 3772_[3689] 
Verse: a       მოწყალება ჩვენა გვმართებს,   გამარჯვება გვაქვს ღვთისაგან,
Verse: b       კაცი არ ირჩევს წყევასა   ლოცვისა, კურთხევისაგან;
Verse: c       მტერნი, აქამდის ამაყნი,   აწ დაძღნენ ჩვენის ჴმლისაგან,
Verse: d    და   აფრასიობის საჭურჭლე   ჩვენ დაგვრჩა განგებისაგან.






Strophe: 3773_[3690] 
Verse: a       აწ ამისგან გარდავსთვალოთ   ქაიხოსროს საკადრისი,
Verse: b       ყველა გავჰყოთ ლაშქარს ზედა,   ვის აკლია ძმა და თვისი,
Verse: c       მერმე ვსძებნოთ აფრასიობ,    შევიტყოთ რა კვალი მისი,
Verse: d    და   გულ-ნათელად შევიქნებით,   თუ ვსცნათ საქმე ომანისი".






Strophe: 3774_[3691] 
Verse: a       ვით მართებდა სისხლის ძებნა,   ჴმალმოწვდილნი მათთვის ვლიდეს,
Verse: b       ვერ იპოეს აფრასიობ,    ერანისკე წამოვიდეს;
Verse: c       ზროხა-კუდთა შეუბერეს,   სპილენ-ჭურნი მაღლა ყვირდეს;
Verse: d    და   როსტომ" მოვა გამარჯვებით",   ხოსროვს ამბავს მოართმიდეს.






Strophe: 3775_[3692] 
Verse: a       ხოსროვს გული გაუნათლდა,   სამოთხისა ვითა კარი,
Verse: b       წინ მუტრიბნი გააგებნა,   ეკმეოდა მუშკ-ამბარი,
Verse: c       მადლი ჰკადრა შემოქმედსა:   "ჴელმწიფობა შენგან არი";
Verse: d    და   შეჯდა, თვითან წამოვიდა,   გვერც იახლა სპათა ჯარი.






Strophe: 3776_[3693] 
Verse: a       როსტომ ჰკადრა: "შარიერო,   დღეს ჩვენ გვმართებს მოსვენება,
Verse: b       გაგვიმარჯვა ბედმან თქვენმან,   რადღა უნდა ჭირს ჴსენება?
Verse: c       გაეცინა ქაიხოსროს,    ბრძანა სუფრის მოტანება,
Verse: d    და   ჴმა გაჴშირდა მუტრიბთაგან,   იწყეს საქმის მოჴსენება.






Strophe: 3777_[3694] 
Verse: a       როსტომ ხოსროვ დაინახა,   გარდაჰჴდა და თაყვანისცა,
Verse: b       მოიკითხეს ერთმანერთი,   შეჯდა, ჴელი ჴელსა მისცა,
Verse: c       რა ჩამოჴდეს დარბაზშიგან,   ყველამ თავი ლხინსა მისცა,
Verse: d    და   მერმე ჰკითხავს -- დაურიგდა,   რა ქნილიყო, სჭირდა ვისცა.






Strophe: 3778_[3695] 
Verse: a       გოდერძიმ ჰკადრა: "ჴელმწიფე   იყურებს, იამებისა,
Verse: b       როსტომ ეშობოს დედასა,   კაცთგან არ იაზრებისა;
Verse: c       დევი, ლომი და ნიანგი   ცოცხალი არ მორჩებისა,
Verse: d    და   ერანს ტახტი და გვირგვინი   ამისგან გამაგრდებისა".






Strophe: 3779_[3696] 
Verse: a       ქაიხოსროვს გაეხარდა   გოდერძისგან ნაუბარი,
Verse: b       ბრძანა: "გმირი-პილოტანი,   დღეს სიცოცხლე ჩვენი არი,
Verse: c       აც ღვთისაგან საფარველი,   გონიერი, გულ-მღვიძარი";
Verse: d    და   ერთს კვირასა ერთად წართეს,   იყო ესე საუბარი.






Strophe: 3780_[3697] 
Verse: a       აქა როსტომ შარიერსა   საშინაოდ დაეთხოვა:
Verse: b       "თუმცა ჭვრეტით ვერ გავძღები,   კვლავ გიახლო, სხვა დღე მოვა".
Verse: c       ხოსრომ გაჴსნა საჭურჭლენი,   უკეთესი რაცა ჰპოვა,
Verse: d    და   კვლავ კაცთაგან არ ნახულა,   საჩუქარად რაცა მოვა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.