TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 196
Previous part

Chapter: 113 
აქა ამბავი დასაწყისი როსტომისა და აქავან დევისა







Strophe: 3781_[3698] 
Verse: a       ერანელნი დიდებულნი   შეყრით იყვნეს ერთსა დღესა;
Verse: b       როსტომ, ტუსიმ და გოდერძიმ    უდარბაზეს ჴელმწიფესა,
Verse: c       გივი, ბარზუ და გარსევაზ,    გურგენ, -- კარგა გამგონესა, --
Verse: d    და   ქაიხოსროს გვერც იახლეს   თავადები ვინცა ჰყვესა.






Strophe: 3782_[3699] 
Verse: a       აქა მოვიდა მერემე,   ჭამად ისხდეს მეცხრეს ჟამსა;
Verse: b       "მე კანჯარი, ოქროს ფერი,   მომიჴდების, ცხენსა სჭამსა,
Verse: c       სიდიდითა სპილო არის,   სიტურფითა მზესა ჰგავსა";
Verse: d    და   გაჰკვირდეს და ხოსრომ ბრძანა:   როსტომ," ნახვა შენგან ჴამსა"!






Strophe: 3783_[3700] 
Verse: a       როსტომ ფიცხლავ რაშსა შეჯდა,   წამოსავლად არ დაღონდა,
Verse: b       გამოვიდა სანადიროდ,   საგდებელი ჴელთა ჰქონდა;
Verse: c       მოვიდა და ჯოგი ნახა,   იგ კანჯარი შიგა რბოდა,
Verse: d    და   მოეწონა უსაზომოდ,   "მთელს წავიყვან", ესე თქო და.






Strophe: 3784_[3701] 
Verse: a       "ბრალი არის მისი მოკვლა,   სჯობს, მივგვარო ხოსროს მთელი",
Verse: b       ფიცხლავ რაში გააფიცხა,   თქვა: "წასლვასა ნუღარ ელი."
Verse: c       მოეწივა, დასაჭერლად   გაიშალა გმირმან ჴელი,
Verse: d    და   იგ კანჯარი ფიცხლავ გაქრა,   რა ესროლა საგდებელი.






Strophe: 3785_[3702] 
Verse: a       კვლავ ქედიდაღმენ ეჩვენა   კანჯრისა სახე, მზე ვითა,
Verse: b       სამსა დღესა და ღამესა   უკანა სდევდა რბევითა,
Verse: c       დაშვრა და ეძინებოდა,   სწყუროდა მას მომშევითა,
Verse: d    და   ჩამოჴდა, წყარო იპოვა,   ტურფა, მართ სამოთხე ვითა.






Strophe: 3786_[3703] 
Verse: a       ჩამოჴდა და დაიძინა,   რაშსა მისცა საძოვარი;
Verse: b       ფიცხლავ დევი ზედ მოუჴდა,   როსტომ ნახა რა მძინარი,
Verse: c       გარე მიწა მოუთხარა,   აიყვანა, ვითა მკვდარი,
Verse: d    და   აერშიგან გაიყვანა   უზებართა მეომარი.






Strophe: 3787_[3704] 
Verse: a       რა გაიღვიძა, როსტომ თქვა:   "აწ ჩემი გარდამჴდებისა,
Verse: b       მე ნუ ჩამაგდებ ზღვაშიგან",   იგ დევსა ეუბნებისა;
Verse: c       "ჴორცსა შესჭამენ ნიანგნი   და სული წამიჴდებისა,
Verse: d    და   ჩინელთა უთქვამს: მამრჩვალთა   სამოთხე არ მიჰჴვდებისა!"






Strophe: 3788_[3705] 
Verse: a       დევმან ზღვაში გარდააგდო,   როსტომ ჴმალსა მოიწვდიდა,
Verse: b       მით ნიანგსა ეომოდა,   მარცხენითა მოცურვიდა;
Verse: c       ჴმელისაკენ მოისწრაფდა,   ვითა ქარი მოდელვიდა,
Verse: d    და   ღმერთმან ქნა და უვნებელად   როსტომ ზღვიდამ გამოვიდა.






Strophe: 3789_[3706] 
Verse: a       წამოვიდა პილოტანი,   სადა ძილად წოლილიყო,
Verse: b       ნახა, რაში აღარ დახვდა,   უნაგირი ჴელთ აიღო;
Verse: c       მისსა კვალსა წამოუდგა,   ნახა ერთი ჭალა იყო,
Verse: d    და   აფრასიობს ჯოგი უდგა,   ვითა დევი, მოჰჴდომიყო.






Strophe: 3790_[3707] 
Verse: a       როსტომ რაში დაიჭირა,   მან იმითა მოილხინა,
Verse: b       შეკაზმა და მან ბაბრაბი,   ჯაჭვი მზესა დაუფინა;
Verse: c       რა მოაშრო, ზედა შეჯდა,   წაიძღვანა ჯოგი წინა,
Verse: d    და   ვერ შეიტყვეს მეჯოგეთა,   ჩრდილსა იწვნენ, მათ ეძინა.






Strophe: 3791_[3708] 
Verse: a       ზე წამოიჭრეს, შეშინდეს,   ესმა ჯოგისა ღგრიალნი,
Verse: b       ყველაკა კარგსა ცხენსა ჯდა,   მშვილდოსან-საგდებლიანი;
Verse: c       მათ პილოტანმა უყივლა:   "დაგრჩათ სამყოფნი ტიალნი,
Verse: d    და   ზაალის შვილი როსტომ ვარ,   ღვთისაგან ნაწილიანი".






Strophe: 3792_[3709] 
Verse: a       შემოუტივა, დაჴოცა,   მობრუნდა ჴმალმოწვდილია;
Verse: b       აქ აფრასიობს მოუნდა   ჯოგთანა სმა და ლხინია;
Verse: c       ჰკადრეს თუ: "მარტო მოვიდა   როსტომ, ზაალის შვილია,
Verse: d    და   მოვიდა, ნახა ნაჴოცი,   კაცები თავმოჭრილია".






Strophe: 3793_[3710] 
Verse: a       თურქთა შიგან ჴმა დავარდა,   როსტომს ჯოგი წაუღია,
Verse: b       აფრასიობ ამას იტყვის:   "მე სიკვდილი მირჩევნია;
Verse: c       ერთმან კაცმან გვიძაბუნა,   ჩვენთვის დიდი აუგია,
Verse: d    და   ჩვენზედ ასრე ამაყობა   მისდღეშიგან ვის ასმია?"






Strophe: 3794_[3711] 
Verse: a       წამოუდგა აფრასიობ,    ოთხი სპილო მოიჴმარა,
Verse: b       მოეწივნეს, პილოტანმა    მათ ისარი დააყარა,
Verse: c       მერმე ჴმალი გამოიღო,   ასი კაცი ჩამოყარა;
Verse: d    და   გამოექცა აფრასიობ,    სპილოები დაუყარა.






Strophe: 3795_[3712] 
Verse: a       რა მოვიდა წყაროზედა,   აპირებდა წყლისა სმასა,
Verse: b       წინ აქავან მოეგება,   დაურიგდა სიტყვის თქმასა:
Verse: c       "მიკვირს, ომით ვერ გასძეხა,   შენ გამოხველ, როსტომ, ზღვასა";
Verse: d    და   პილოტანმა ლახტი დაჰკრა,   გაურივა ტვინი თმასა.






Strophe: 3796_[3713] 
Verse: a       სპილო, ჯოგი ყოველივე   წაასხა და გაემართა:
Verse: b       რა მისლვა სცნა ქაიხოსრომ,    გაეგება წინა კართა;
Verse: c       გარდაჰჴდა და თაყვანისცა,   ჰკადრა -- რაცა დაემართა,
Verse: d    და   სპილოები ქაიხოსროს,    ჯოგი მისცა სრულ ლაშქართა.






Strophe: 3797_[3714] 
Verse: a       აქა როსტომ მოაჴსენა,   რაც ენახა საკვირველი:
Verse: b       "მე აქავან მომეწონა   კანჯრის სახედ საყვარელი,
Verse: c       თმა-გრძელი და ბაგე-შავი,   სპილოს სახე, საზარელი,
Verse: d    და   თვალი თეთრი, ვითა ბროლი,   თავი ება საშინელი.






Strophe: 3798_[3715] 
Verse: a       თავი მოვჰკვეთე, სისხლითა   მინდორი აივსებოდა".
Verse: b       ეს ქაიხოსროს უკვირდა,   იგ ღმერთსა ეხვეწებოდა:
Verse: c       "თუ ჩემთვის ავი გინდოდა,   როსტომ არ მეღირსებოდა,
Verse: d    და   მე წავჴდებოდი, მტერთაგან   ერანი ამოსწყდებოდა".






Strophe: 3799_[3716] 
Verse: a       როსტომს მისცა საბოძვარი,   ჴორციელი ვინ დასთვლიდა?
Verse: b       ყველა უცხო, საკვირველი,   კაცი ცნობას ინატრიდა;
Verse: c       ორს ფარსანგსა თანა გაჰყვა,   ქაიხოსრო მასთან ვლიდა,
Verse: d    და   ესალამნეს ერთმანერთსა,   პილოტანი წამოვიდა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.