TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 197
Previous part

Chapter: 114 
აქა ლაშქრის შეყრა ფარემუზისა და ტუსისა ბარზუს ზედა საომრად







Strophe: 3800_[3717] 
Verse: a       გათენდა, ჴელმწიფის შვილი   კარვიდაღმენ გამოვიდა,
Verse: b       თორმეტ ათასის კაცითა   გულოვნითა წამოვიდა;
Verse: c       რა რიგადაც ხოსროს ეთქვა,   თურანისკენ წამოვიდა.
Verse: d    და   თურანს მიესმა ამბავი:   ტუსი, ფარემუზ მოვიდა.






Strophe: 3801_[3718] 
Verse: a       მათცა შეჰყარეს ლაშქარი,   რაც კარგი მეომარია,
Verse: b       დაპირისპირდეს, მათ შუა   ორი ფარსანგი არია;
Verse: c       ფარემუზს ტუსი ჰკითხევდა:   "მე წავალ, ვითა ქარია,
Verse: d    და   ლაშქარსა ვნახავ, რასთენი   ანუ რა რიგი არია?






Strophe: 3802_[3719] 
Verse: a       საომარს ტანსა ნუ იჴდი,   მისმინე ნაუბარია!"
Verse: b       ფარემუზს მეტად ეწყინა,   რა ესმა საუბარია;
Verse: c       თურანელთ" მარტო მიმართო",   უთხრა,"რა რიგი არია?
Verse: d    და   მეცა წამოვალ", ცხენს შესხდენ,   რაც თავადები არია.






Strophe: 3803_[3720] 
Verse: a       დაეკაზმნეს, ცხენის ტერფით   მზე, მთვარე დაბნელდებოდა,
Verse: b       ცხენისა ჴვივილისაგან   კაცთ ყური დაუდგებოდა,
Verse: c       ორნივ სპანი დაეკაზმნეს,   ერთმანერთს შეუტევებდა,
Verse: d    და   იქით ბარზუ გულოვანი   ლახტსა მჴარზედ შეიდებდა.






Strophe: 3804_[3721] 
Verse: a       იქით ტუსი და ფარემუზ,    მიწანი გაწითლდებოდეს,
Verse: b       ტანი უთაო ეყარა,   ცხენები დაეღალოდეს;
Verse: c       გულოვანთ მკლავი მეტისა   ომისგან მოიღალოდეს.
Verse: d    და   ჯობნა თურქთ დარჩა, ერანელთ    ლაშქარნი გამოდრკებოდეს.






Strophe: 3805_[3722] 
Verse: a       რაც ერანელთ დაემართა,   კვლავ არ ქნილა კაცისათვის,
Verse: b       მინდორი სულ სავსე იყო   უტანოსა თავისათვის;
Verse: c       ერანელნი დააფრქვივნეს,   ვით მგელს ექნა ჯოგისათვის,
Verse: d    და   ვითა ლომნი გაგულისდენ   იგ თურქნი ერანელთათვის.






Strophe: 3806_[3723] 
Verse: a       ტუსი ფარემუზს ეტყოდა:   "ჩემი დღე გათავებულან,
Verse: b       ერანელთ ასრე გაქცევა   მის დღეშია ვის სმენიან?
Verse: c       მრავალნი გოდერძიანნი    ამა საქმით წაგებულან,
Verse: d    და   ყვედრებასა დაგვიწყებენ,   თუ შიშითა გაქცეულან.






Strophe: 3807_[3724] 
Verse: a       ომს მოვიჭირვოთ, სირცხვილი   რომ ავიყაროთ თავისა,
Verse: b       მტერისა დაცინებასა   სიკვდილი გვიჯობს თავისა;
Verse: c       ზეცას არავინ ასულა,   სახელი ვძებნოთ თავისა,
Verse: d    და   ცოცხალი მოვრჩეთ, ხოსროს წინ   ქება ვთქვათ ერთმანერთისა"






Strophe: 3808_[3725] 
Verse: a       ფარემუზს ლახტი მჴარსა უც,   წამოვიდა ვითა ქარი,
Verse: b       ტუსი წარბშესკვნით იბრძოდა,   გულოვანი, ვითა ბაბრი;
Verse: c       ბარზუს ლახტი მჴარს შეედვა,   ამას გვანდა, დევი არი,
Verse: d    და   ტუსის უთხრა: "აქ რასა იქ,   თუ არ ჭირვეული ხარი?






Strophe: 3809_[3726] 
Verse: a       რა კაცი ხარ, სახელი თქვი,   ან შენი გვარი რა არი,
Verse: b       შენ მოგკლა, ვინ დაგიტირებს,   ან შენი ტერი ვინ არი?"
Verse: c       ტუსი დადგა და გასინჯა,   ესმა მისი საუბარი,
Verse: d    და   პირნათელი ლაპარაკით   გასინჯა, თქვა: "გმირი არი!"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.