Strophe: 3810_[3727] | ||
Verse: a | "პირი მთვარესა უგვანდა, | ტანი ალვის ხე არისა, |
Verse: b | გენახა, ამას ბრძანებდი: | თვალფერად საამ არისა; |
Verse: c | ორივე ჴელი გაშალოს, | დევის საომრად არისა, |
Verse: d და | მშვილდ ძალიანი, ლომ-გული | სქელი და მსხვილი არისა". |
Strophe: 3811_[3728] | ||
Verse: a | ესე ტუსის მოეწონა | ცხენოსნობა მოჴდომითა, |
Verse: b | ფალავანი ტან-მაღალი | ოქროს ხეს ჰგავს მკერდ-პრტყელითა. |
Verse: c | ტუსიმ ნახა, გაუკვირდა, | ჭკუა წაუვა შიშითა, |
Verse: d და | ენა გაუჴმა პირშიგა, | ჰგავს სული ამოჴდომითა. |
Strophe: 3812_[3729] | ||
Verse: a | ბარზუ ტკბილად ლაპარაკში | მას შეატყო შეშინება, |
Verse: b | საგდებელი გარდააცვა, | მიჰხვდა მიწას დანარცხება, |
Verse: c | მჴარ-შეკრული წაიყვანა, | ქნა ბარამის მიბარება, |
Verse: d და | "ნათესავად ვისი არის, | ქენ ამისი კითხულობა". |
Strophe: 3813_[3730] | ||
Verse: a | "მე მგონია, როსტომ არის" | წამოვიდა სირბილითა, |
Verse: b | იმათ მომართა ფარემუზ | და ომან ნახა ბრძოლითა; |
Verse: c | იგ ნახა ბარზუ, ფარემუზს | სარტყელსა სტაცა ჴელითა, |
Verse: d და | მოარხივა და აიღო | იგ მაღლა, ხისა შტო ვითა. |
Strophe: 3814_[3731] | ||
Verse: a | როსტომსცა" ასრე დავიჭერ", | იგ ომანს მოაჴსენებსა, |
Verse: b | მათ გაქცეულთა ლაშქართა | ჴელმწიფესა მიმართესა, |
Verse: c | ორასი ცხენოსანია, | გულ-მტკივნეული მორჩესა, |
Verse: d და | სხვათ დაჴოცილთა აბჯარი, | სუდარა ვერ იშოესა. |
Strophe: 3815_[3732] | ||
Verse: a | სპანი ხოსროს წინ მივიდენ, | საწუთროსა შემნახავმან |
Verse: b | შეიტყო, ტახტით ჩამოჴდა, | ქნა მიწაზედ დაჯდომა მან, |
Verse: c | საყელო გარდაიხივა, | თავს ქუდი მოიჴადა მან, |
Verse: d და | ჴელმწიფის თვალი დაბნელდა, | საწუთრო გაიმწარა მან. |
Strophe: 3816_[3733] | ||
Verse: a | გოსტამ წვერსა და თმას იგლეჯს, | გულმტკივანი ჴორცს იჭამდა, |
Verse: b | ერანელთა ტირილის ჴმა | ცათამდისა მისწვდებოდა; |
Verse: c | ფარემუზ და ტუსისათვის | ყველა მიწას ჩასხდებოდა, |
Verse: d და | დიდ-წვრილამდის შეიყარა, | თავს ნაცარი ეყრებოდა. |
Strophe: 3817_[3734] | ||
Verse: a | მტირალნი ადგენ ყოველნი, | ჴელმწიფეს მოაჴსენებენ: |
Verse: b | როსტომს" წინ კაცი გაგზავნე, | ესე ამბავი აცნობენ; |
Verse: c | დაიძარ, რაში შეკაზმე, | "ფიცხლავ წამოდი", შესთვალენ, |
Verse: d და | აროდეს დამართებია | ერანს, რაც აწ დაემართენ. |
Strophe: 3818_[3735] | ||
Verse: a | ფარემუზ, ტუსი ჴელთა ჰყავთ, | ლაშქარნი დაგვიჴოცესა, |
Verse: b | მათის ნაღვლითა საწუთრო | დაუბნელდა ჴელმწიფესა; |
Verse: c | ჩვენი მეშველი როსტომ არს, | თუ არ გაივლენს საქმესა, |
Verse: d და | სირცხვილეული დავრჩებით, | უკუნისამდი კმა ესა. |
Strophe: 3819_[3736] | ||
Verse: a | თუ თავისჟამს არ გაივლენს | პილოტანი ამ საქმესა, |
Verse: b | უბრალოს მამა-ჩემსავით, | ვა, თუ იგიც თურქთ მოკლესა". |
Verse: c | როსტომს მიესმა ამბავი, | რაც ებრძანა ჴელმწიფესა, |
Verse: d და | მეტის წყენითა, ვითა ზღვა, | მას გული აუდუღდესა. |
Strophe: 3820_[3737] | ||
Verse: a | ვითა ქარი, რაშსა შეჯდა, | ჴელმწიფესა წინ მოვიდა, |
Verse: b | ხოსროს ჰკითხევდა ამბავსა, | დაიწყო საუბარი და: |
Verse: c | "ჰე, შარიერო, მიბრძანე, | საქმე რარიგად არი და, |
Verse: d და | ვინ განაახლა მტერობა, | ანუ თავი ვინ არიდა? |
Strophe: 3821_[3738] | ||
Verse: a | ფარემუზის, ტუსის პირი | ან ვის გაუყვითლებია, |
Verse: b | ომან აგრე ვის უნახავს, | ტუს, ფარემუზ შეუპყრია; |
Verse: c | ფეშანგის შვილს, აფრასიობს, | კვლა არც სიზმრად ზმანებია" |
Verse: d და | თქვეს: ომან" და ბარამისგან | ეს საქმე არ გვჭივრებია. |
Strophe: 3822_[3739] | ||
Verse: a | ერთი ვინმე ცხენოსანი | მათ ლაშქართა მოუძღვების, |
Verse: b | მისსა ცხენსა ტერფთა ქვეშე | დედამიწა დაუდნების; |
Verse: c | მისის მძიმისა ლახტითა, | რომ ნახო, გეგორჯასპების, |
Verse: d და | ბევრი გვინახავს თურქშიგა, | მისებრივ ვის ენახების? |
Strophe: 3823_[3740] | ||
Verse: a | იმან ორნი ფალავანნი, | ვით ფურცელი, მოიტაცნა". |
Verse: b | როსტომს რა ესმა, დაყმუნდა, | შეჭირვებულად შეიქნა, |
Verse: c | "ბედნიერო ფალავანო", | გოსტამს ეგრე მოაჴსენა: |
Verse: d და | "ვეცადნეთ შენის ძმის საქმეს, | თავის ჟამს შევიჭირვენა! |
Strophe: 3824_[3741] | ||
Verse: a | დევმან, ეშმაკმან აცნობოს, | ვა თუ მათ ეცეს ზიანი, |
Verse: b | მე შეუჭირვებ ფარემუზს, | რომ არის სახელიანი; |
Verse: c | ტახტ-გვირგვინისა საფერსა | მათგან არ ეცეს ზიანი, |
Verse: d და | ამა გრძელ გზასა წავიდეთ, | თანა წამომყევ სვიანი. |
Strophe: 3825_[3742] | ||
Verse: a | ტანი და გული საომრად, | სისხლის საძებრად გამართე, |
Verse: b | ერთს ბნელს, უკუნსა ღამესა, | ვით ხვადმან ლომმან, მიმართე, |
Verse: c | თურქთა ლაშქარში შეპარვით | საქმე კეთილად წარმართე, |
Verse: d და | ორთ სახელოანთ საქმე ვსცნათ, | თუ რარიგადა ამართე". |
Strophe: 3826_[3743] | ||
Verse: a | ესე თქვა და თავს ბერძნული | მუზარადი დაიხურა, |
Verse: b | მათი ტანი ფალავანმა | თურქთ საომრად მოჰკაზმა რა; |
Verse: c | გოსტამ ესე გაიგონა, | თვალთა ცრემლი გარდმოყარა, |
Verse: d და | შეეკაზმა, ხვადმან ლომმან | მასთან წასლვა გააპირა. |