TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 199
Previous part

Chapter: 116 
აქა წასვლა როსტომისა და გოსტამისა თურანელთ ლაშქარში და ტყვის მოსხმა







Strophe: 3827_[3744] 
Verse: a       გოსტამ კაბა ბაბრაბისა   მასვე წამსა ტანს ჩაიცვა,
Verse: b       შეეკაზმა, იმას ქვეშე   ბაბრისა ტყავი ჩაიცვა;
Verse: c       ლომმან, ვით ქაიანური,    მშვილდი მკლავსა უკუიცვა,
Verse: d    და   ასორმოც ათი ისარი   სარტყელშიგან გამოირჭვა.






Strophe: 3828_[3745] 
Verse: a       ჴელთ ზროხა-სახე ლახტი აქვს,   ჴელმწიფესა მოაჴსენა:
Verse: b       "შენის ტახტის ფერჴთ მტვერი ვარ,   ღვთისაგან გაქვს ბედი შენა,
Verse: c       შენის ტახტისას ვეცდები,   ცათამდის ავამაღლენა,
Verse: d    და   არ დაჴოცილან, შენს წინა   მალე მოვასხამ მათენა".






Strophe: 3829_[3746] 
Verse: a       ესე თქვეს და ორნი, ვითა   ქარი, ეგრე წამოვიდეს;
Verse: b       შუბი, დროშა ძმას შეჰვედრა   როსტომ, გოსტამ წამოვიდეს;
Verse: c       ბნელს ღამესა გზა და უგზო,   ვითა ლომი, იპაროდეს,
Verse: d    და   ამა წესითა ეძებდეს,   ლაშქართა შეეყრებოდეს.






Strophe: 3830_[3747] 
Verse: a       უკუნსა ბნელსა ღამესა   ჴელმწიფის საჯდომს ჰპოებდეს,
Verse: b       ზოგთ ეძინა, ზოგნი ისხდეს,   ხოშგუარსა ღვინოს სმიდეს;
Verse: c       თურანელი თავადები   ჴელმწიფესთან ტახტზე ისხდეს,
Verse: d    და   ერთსა მჴარსა შედა უჯდა,   სხვასა ბარზუ, ფირან უსხდეს.






Strophe: 3831_[3748] 
Verse: a       იგ ორნივე ბედმლაშენი   დაკრულნი ტახტს ქვეშ ეყარნეს,
Verse: b       პირი, ვარდს ვით, უშვენოდა,   აფრასიობს მთვრალს შეჰხედნეს,
Verse: c       ბარზუს უნახეს მკერდ-მკლავი,   შეჰხედეს, მეტად გაკვირდნეს;
Verse: d    და   როსტომ უცნობად შეიქნა,   გორჯასპს" ჰგავს", ამას იტყოდესმ






Strophe: 3832_[3749] 
Verse: a       ნადიმად ჴელმწიფესთანა   ღვინოს სვემდენ, ამას ჰგვანდა;
Verse: b       როხსტომ თქვა: თურანელთაგან   " ეს არა გამოსულან და,
Verse: c       ერანს და თურანს მისთანა   სხვა არვინ უნახავსა და":
Verse: d    და   აფრასიობს ჯავრისაგან   ორნივ თვალნი სისხლს უგვანდა.






Strophe: 3833_[3750] 
Verse: a       ტუსს, ფარემუზს ეგრე უთხრა:   "ხვალ თქვენი დღე გათავდების,
Verse: b       მზე ამაღლდეს, ჩემის ლაშქრით   მიწის პირი აივსების,
Verse: c       სიაოში როგორ მოვკალ,   ისევ თქვენთვის გაიგების,
Verse: d    და   ორს ძელს ავმართავ, თქვენ დაგჴოც,   ერანელთ ზურგი მოსტყდების"






Strophe: 3834_[3751] 
Verse: a       იგ მთვრალი ამას იტყოდა,   უცნობოდ შეიქნებოდა,
Verse: b       იგ ორნივე ბედმლაშენი   სადგომს წაიყვანებოდა;
Verse: c       ჴელ-ფეჴ შეკრული მიჰყვანდა,   მათ პირი ამოშრობოდა,
Verse: d    და   ოთხნი მცველნი რიგით სცევდენ,   საბრალოთ ფერი წასლოდა.






Strophe: 3835_[3752] 
Verse: a       რა როსტომ იგინი ნახა,   ნაღვლით პირი ჩაუშავდა;
Verse: b       გოსტამ უთხრა: "ვერა ჰხედავ,   მათ საწუთრო გაუშავდა?
Verse: c       მათი საქმე შევიჭირვოთ,   არ დაემართოს ავი და";
Verse: d    და   გოსტამს უთხრა: "ფრთხილად იყავ,   ნახე უყო იმათ რა და!"






Strophe: 3836_[3753] 
Verse: a       როსტომ ჴმალი მოიწვადა,   იმ სახლშიგა იგ შევარდა,
Verse: b       მცველნი ოთხნივე დაჴოცა,   ორს დაკრულს ტყვეზედ მივარდა;
Verse: c       ტუსს ტკბილად უთხრა: "ადეგო!   ჴელთ გზა გაქვს გასაპარი და,
Verse: d    და   მოდი და მჴარს შემომიჯე",   როსტომ ფარემუზს უთხრა და.






Strophe: 3837_[3754] 
Verse: a       გოსტამს უთხრა: "დაისწრაფე,   შენ უშველე შენსა ძმასა,
Verse: b       ვითა ქარი გავისწრაფოთ,   ვირემ დევმა შეიტყოსა,
Verse: c       თუ შეიტყობს, ღონის ჴელი   შემოკლდების". იარესა,
Verse: d    და   ხოსროს წინა მოიყვანეს,   ლაშქართ ვერა შეიტვვესა.






Strophe: 3838_[3755] 
Verse: a       მიწას აკოცა, ჴელმწიფის   მოვიდა კარვის კართანა,
Verse: b       დალოცა, ორნივ ურჯელად   მოასხა ჴელმწიფესთანა;
Verse: c       რაც აფრასიობს ეუბნა,   ყველა თქვა ჴელმწიფესთანა,
Verse: d    და   გულის ნაღველი გაუშვეს   ღვინოსა ლალის ფერთანა.






Strophe: 3839_[3756] 
Verse: a       ღამემ ფარდაგი დახივა,   სხვა ნათელი გამოიღო,
Verse: b       ყვიროს-სტვირსა შეუბერეს,   მუნ ქოსმა ჴმა გამოიღო,
Verse: c       აფრასიობ სპანი ნახა,   ძილით თავი არ დაიღო,
Verse: d    და   ნილოსისა ზღვის მსგავსისა   მათი ლაპარაკი იყო.






Strophe: 3840_[3757] 
Verse: a       ფირანის მეტი ვერ ნახა,   სასთუმალით აიხედა;
Verse: b       "ცხვარშიგან შემოვარდნილა",   უთხრა"წუხელის მგელი-და,
Verse: c       აუჴსნია და წაუსხამს   იგი დაკრულნი ტყვენი და,
Verse: d    და   ღმერთს მადლი, მშვიდობით მორჩი,   დაუჴოცია მცველნი და!"






Strophe: 3841_[3758] 
Verse: a       რა აფრასიობს ეს ესმა,   ზღვა იქნა გაგულისებით,
Verse: b       გათენდა, ფალავანთ უთხრა:   "საომრად დაემზადენით!"
Verse: c       იქითით ხოსროვ უბრძანა:   ნილოსსა" დაემსგავსენით";
Verse: d    და   ცხენისა ჴვივილისაგან,   ყურნო, რას მომეჴმარებით?






Strophe: 3842_[3759] 
Verse: a       სიკვდილი მათშიგ ჩამოდგა,   გასავალი გზა არსითა;
Verse: b       ხოსრომ სპათ უთხრა: "მტერობა   გულით ნუ ამოიღითა!"
Verse: c       გივსა და ნივსა უბრძანა:   "მარჯვენას მჴარსა მიდითა,
Verse: d    და   სახელოვანნო, თქვენ ჴმლებით   სისხლისა ღვარსა ღვრიდითა!"






Strophe: 3843_[3760] 
Verse: a       მათ ქაიანური დროშა   ლაშქართ შუა ამართესა;
Verse: b       აფრასიობ გულოვანნი   ნახნა, თვალი გაუტყდესა,
Verse: c       აგრე თქვა თუ: "აწ დღეს ჩემი,   მგონ, საწუთრო გათავდესა,
Verse: d    და   ლაშქარშიგან შენს ადგილსა   მეფე ფირანს უბრძანებსა".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.