Strophe: 3844_[3761] | ||
Verse: a | სპანი დაკაზმეს, უბრძანა: | "დღეს ნუღარა შევიბმითა! |
Verse: b | წა, უზნეოს ხოსროვს უთხარ, | არს თავ-გაწირულობითა: |
Verse: c | სადამდი მამის სისხლთათვის | არის წარბ-გამონასკვითა, |
Verse: d და | მიწისა პირსა დაჰფარავს | სპილოთა დაკაზმულითა? |
Strophe: 3845_[3762] | ||
Verse: a | თუ სიაოშ მამა იყო | შენი, ეძებ მისსა სისხლსა, |
Verse: b | არ გრცხვენიან, ეგ ლაშქარი | პაპას წინა მოგისხამსა? |
Verse: c | ჴმალი წელთა შემოგირტყამს, | ღვრას ულამი პაპის სისხლსა, |
Verse: d და | ჭკუით არ ხარ, მიჰყოლიხარ, | ვიცი, შვილსა დასტანისა! |
Strophe: 3846_[3763] | ||
Verse: a | ხვადის ლომის ლაპარაკით | მიჰყოლიხარ დევის გზასა, |
Verse: b | მტერობითა ვერ გამძღარხარ, | მოშორდები ღვთისა გზასა; |
Verse: c | სიოშისგან არ მწყენია, | ცოცხალ იყო სადამდისა, |
Verse: d და | სიძე ჩემი, შვილი სული, | სიმხიარულე გულისა. |
Strophe: 3847_[3764] | ||
Verse: a | როგორცა ჩემს ბრძანებასა | თავი დაუდვა არაო, |
Verse: b | ტახტი, გვირგვინი დაკარგა, | შენცა იმ რიგად ხარაო; |
Verse: c | რაც მამა შენმა მოიმკო, | შენცა მოიმკი განაო, |
Verse: d და | მარტო მე და შენ შევიბნეთ, | გამემარჯოს თუ არაო. |
Strophe: 3848_[3765] | ||
Verse: a | მომერიო, ხანჯლით მომკალ, | მიწის პირი დაწყნარდების, |
Verse: b | ჩემი სისხლი დევთ შეასვი, | სრულ თურანი შენ დაგრჩების; |
Verse: c | მოგერევი, შენცა იცი, | სრულ მტერობა გარდასწყდების, |
Verse: d და | საგდებლითა მჴარს შეგიკრავ, | სრულ ერანი მე დამრჩების. |
Strophe: 3849_[3766] | ||
Verse: a | რკინით დაგჭედ, განგეთისა | ზღვასა შიგან გარდაგაგდებ, |
Verse: b | მაღლის ტახტით ჩამოგაგდებ, | მიწასთანა გაგასწორებ; |
Verse: c | როსტომისა ფესვსა დავსთხრი, | ზაულისტანს ამოვაგდებ, |
Verse: d და | ზაალს ასო-ასო დავსჭრი, | სულ ლაშქარსა ვამზერინებ". |
Strophe: 3850_[3767] | ||
Verse: a | რა ფირან ეს გაიგონა, | ერანელთ სპაშიგ მოვიდა, |
Verse: b | იძახდა: "ჩემი ამბავი | ჴელმწიფესა მიართვი და; |
Verse: c | გოდერძი- ხოსროს ასმინეთ: | ვისისა შვილი მოვიდა, |
Verse: d და | თავმტკივნეული, გულისა | ჯავრითა სავსე არი და!" |
Strophe: 3851_[3768] | ||
Verse: a | ფირან გამოუგზავნია, | მან იცის მოციქულობა, |
Verse: b | კაცი გავგზავნოთ, უამბოს | მისის გულის პასუხობა; |
Verse: c | გურგენ გავგზავნოთ, მან იცის | იმისი საუბარობა, |
Verse: d და | წყევლა-გინებით იუბნებს, | არს მისი საკადრისობა". |