Strophe: 3852_[3769] | ||
Verse: a | გურგენ გარე შემოუარს, | კარგად შინჯავს საუბარსა, |
Verse: b | ბადეშიგან შემოამწყვდევს, | დაუჭირავს გზასა ქარსა; |
Verse: c | ტყვილისა მეტს არას იტყვის, | ვიცით, ფირან საუბარსა, |
Verse: d და | უბრძანა თუ: "წადი, ჰკითხე, | მომაჩვენებს თურქი რასა? |
Strophe: 3853_[3770] | ||
Verse: a | ბერის ფირანის ჩხუბები | შენს გულს არ მოეწონოსა, |
Verse: b | იმისი პასუხი უთხარ, | რაცა სამუქფო იყოსა; |
Verse: c | თვითოსა უპასუხებდი, | რომ ფირან ვერ დაგძლიოსა, |
Verse: d და | აფრასიობს წინ ხოშორი | პასუხი მიუტანოსა". |
Strophe: 3854_[3771] | ||
Verse: a | გურგენ აკოცა მიწასა, | შაბრანგ, ვით ქარი, არიო, |
Verse: b | პირ-აღებული წავიდა, | მივა, სად ფირან არიო, |
Verse: c | თავი ცათამდის მისწვდების, | დროშა მგელ-სახე არიო, |
Verse: d და | რა ფირან იგ დაინახა, | გულ-ნადვლიანად არიო. |
Strophe: 3855_[3772] | ||
Verse: a | გულს უთხრა: "სხვა თვით არ ნათობს | დროშა ამა გულოვანთა, |
Verse: b | მწარეს ვეტყვი, ისიც მეტყვის, | მოვიმკი -- რას დავსთესავთა"; |
Verse: c | მილადის შვილი მოვიდა, | გარდმოჴდა, ქარ ვით, ცხენითა, |
Verse: d და | რა ფირან იგ დაინახა, | ისიც ჩამოჴდა ცხენითა. |
Strophe: 3856_[3773] | ||
Verse: a | ერანის ჴელმწიფეს ლოცავს, | გულში შიში შეუვიდა, |
Verse: b | გურგენს უთხრა: "ფალავანო, | მისმინე საუბარი და!" |
Verse: c | ჴელმწიფეთა ჴელმწიფესა | წაუკითხა, ვით წყალი და, |
Verse: d და | გურგენს სისხლი აუდუღდა, | გაიგონა, გაგულისდა. |
Strophe: 3857_[3774] | ||
Verse: a | ფირანს ჰკადრა: "ფალავანო, | თვალ-ყური მე მომიგდია! |
Verse: b | ეგ სიტყვა მეთაკილების, | რაც ოდენ გულთა გიგდია, |
Verse: c | ეგ საუბარი არა ჴამს, | ღმერთმან ბედით დაბადია, |
Verse: d და | აწ პასუხი გამიგონე, | ერთსა წამსა დაწყნარდია! |
Strophe: 3858_[3775] | ||
Verse: a | ჴელმწიფემ მითხრა: ფირანთან | წა, სიტყვა გაიგონეო; |
Verse: b | უთხარ: თავამადლებულო | ჴელმწიფეთა ჴელმწიფეო, |
Verse: c | თურქო, თაო მაჩინელთა | და ყოველთა ჩინელთაო! |
Verse: d და | თეთრ წვერთაგან არ გრცხვენიან, | იმედი მოიკლეთაო? |
Strophe: 3859_[3776] | ||
Verse: a | შენგან არა გამოვა რა | ტყვილისა მეტი, გრძნებისა, |
Verse: b | მტერობა შენ დაგითესავს, | რა ქოსი სპილოს ებისა; |
Verse: c | ქვეყანა შენგან აშლილა, | ყოველი პირი მიწისა, |
Verse: d და | შენ გააწითლე ქვეყანა, | მოკლვა ჰქენ სიაოშისა. |
Strophe: 3860_[3777] | ||
Verse: a | სთქვი: აფრასიობს სიკვდილი | უმძიმს, სტირს, სიაოშისა, |
Verse: b | აწ, რომე თავი დააძრო, | საქმესა რას უშველისა? |
Verse: c | ვისიცა მტერი ღმერთია, | პირსა ჩააგდებს ვეშპისა, |
Verse: d და | მან მამა და ნათესავი | მოკლა დიდის ჴელმწიფისა. |
Strophe: 3861_[3778] | ||
Verse: a | მისს სისხლსა ზედა მოვიდა | ნორჩად მეფე ერანისა; |
Verse: b | მოედანში როსტომ აწვევს, | მოყვრობა აქვს ჴელმწიფისა; |
Verse: c | უჭკო თურქი ომს იჭირვის, | იგი შვილი ფეშანგისა, |
Verse: d და | თავადები სად წასულან? | ომი იყოს ჴელმწიფისა! |
Strophe: 3862_[3779] | ||
Verse: a | ზაალ, როსტომ, ტუსი, გივმან, | რა ქნან ამა ფალავანთა, |
Verse: b | გოდერძიმ, ზავარ, ფარემუზ, | გურგენ, ბეჟან მკლავმაგართა, |
Verse: c | აშქაშ, გურზიმ, გოსტამ ლომმან, | ზანგ შარვანელ, ვითა ქართა? |
Verse: d და | ყარან, ლაშქართ უხუცესი, | ამოიყრის მტერთა ჯავრთა. |
Strophe: 3863_[3780] | ||
Verse: a | ომის დღესა მასთან კაცი, | ჰგავს თუ დედაკაცი არი; |
Verse: b | ჩვენს ცხენს ოქროს უნაგირსა | რად სდგამს, ჴელმწიფე თუ არი? |
Verse: c | თუ მარტო მტრის ჯავრს არ იყრის, | მისი წესი ეგ არ არი, |
Verse: d და | ხოსროვ მარტოკა შეებას, | ვნახოთ თუ რა რიგი არი. |
Strophe: 3864_[3781] | ||
Verse: a | მაგას ღმერთი ვით მოგიწონს, | მარტო ხოსრო ომად იყოს? |
Verse: b | შემოქმედსა ღმერთსა ვფიცავ, | მზე და მთვარე მისგან იყოს; |
Verse: c | იგ მისად საომრად ვნახო, | ან იმან მოიწადინოს, |
Verse: d და | ჩიტმან წყალი სვას, არ ვაცლი, | რომე მან ხანი დაიყოს. |
Strophe: 3865_[3782] | ||
Verse: a | მასვე წამსა მიუჴდები, | ღვარად ვადენ სისხლსა მისსა". |
Verse: b | ფირან წარბი შეინასკვა | საუბრითა გურგენისა: |
Verse: c | "უჭკოვ გურგენ, ხოსროვისგან | ეგე რად იკადრებისა?" |
Verse: d და | ესე თქვა და წამს წამოხლტა, | წავიდა, ცხენს შეჯდებისა. |