TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 202
Previous part

Chapter: 119 
აქა ამბვის მოტანა ფირანისაგან აფრასიობთან.







Strophe: 3866_[3783] 
Verse: a       მოვიდა, ცხენით გარდმოჴდა,   ჴელმწიფესა დალოცვიდა,
Verse: b       პირი მიწას გააერთა,   თქვა, რაც იცის, ამბავი და;
Verse: c       აფრასიობ გაიგონა,   ლომივითა გაგულისდა.
Verse: d    და   ფირან უთხრა: ბარზუ" და ჩვენ   მოვიჭირვოთ დღეს ომი და.






Strophe: 3867_[3784] 
Verse: a       დღეს მოედანს მოვიჭირვოთ,   ვნახოთ -- იქნების რა კარგა,
Verse: b       საქმე გავსინჯოთ ბარზუსი,    ბეჭ-მკერდი, მკლავი უვარგა,
Verse: c       ვეჭობ, ზაალის შვილია,   როსტომ, მოკვდების იმისგა,
Verse: d    და   მან თავი ცასა ასწოროს,   მტვერს ვადენ ხოსროვისაგა".






Strophe: 3868_[3785] 
Verse: a       აფრასიობისგან ფირანს    რა ეს ესმა ნაუბარი,
Verse: b       მივიდა და ბარზუს უთხრა:   "შენიმც სული ნათლად არი;
Verse: c       საქმე შენზედა ჰკიდია,   ჩვენი თვალი შენზედ არი,
Verse: d    და   ჴელმწიფეთა ჴელმწიფისა   საქმე ყველა შენს ჴელთ არი.






Strophe: 3869_[3786] 
Verse: a       საქმისაგან გული მეწვის,   ქუმსი, ფახფურ, ხაყანისი,
Verse: b       იგი იყვნენ უსწორონი,   იმ კარისა საკადრისი;
Verse: c       ტახტ-გვირგვინის შესაფერნი,   გულოვანნი კაცნი ისი,
Verse: d    და   ამისთანა არვის სჭირდეს   წყალობა აფრასობისი.






Strophe: 3870_[3787] 
Verse: a       ბედი შენი მაღალია,   მეფე შენი მორჩილია";
Verse: b       ფირანისგან გაგულისდა   ბარზუ, ვით ხვადი ლომია.
Verse: c       ფირან უთხრა: "ჴამს ეძებო   დღეს ვეფხისა სახელია";
Verse: d    და   ამას ჰგვანდა, ლომი იყოს   ვეშპისა შემპყრობელია.






Strophe: 3871_[3788] 
Verse: a       კაცსა ჭკუა მით წაუვა,   მთის ოდენ ცხენი არისა,
Verse: b       ცხენს რაში ჰქვიან სახელად,   ის კაცი როსტომ არისა;
Verse: c       ყველა ჭირი და წუხილი   ჩვენზედა მისგან არისა,
Verse: d    და   ბარზუმ თქვა: "კაცი სით არის,   დროშა რარიგი არისა?"






Strophe: 3872_[3789] 
Verse: a       მარცხენასა მჴარსა მოვა,   მითხარ, ანუ მარჯვენასა,
Verse: b       ყველა წვრილად დამარიგე,   საომარი ჴელთ რა აქვსა?
Verse: c       უთხრა: ერან-" თურანშიგან    მისი სწორი არვინ არსა,
Verse: d    და   რას ვამსგავსო, ჰგავს, რომ ოდენ   ნაზარდი ალვის ხე არსა.






Strophe: 3873_[3790] 
Verse: a       ბეჭ-მკერდ პრტყელია, ჯავშანი   ტანსა აცვია ლომისა,
Verse: b       ვით მზე, ლაშქართა აშვენებს,   მანათობელი ღამისა;
Verse: c       გაგულისდების, ლომსა ჰგავს,   გმირი მთის მსგავსი არისა,
Verse: d    და   საგდებლით მბრძოლს მოიტაცებს,   არწივ კაკაბზე არისა.






Strophe: 3874_[3791] 
Verse: a       მოიტაცებს მეომარსა,   ჴელთ ლახტი აქვს ზროხა-სახე,
Verse: b       ჴმელზედ ვეფხი ვერ დაუდგამს,   მებრძოლი ჰყავს მოვაგლახე;
Verse: c       ზღვის ნიანგნი ემალვიან,   მას მოუდგამს მისთვის მახე,
Verse: d    და   მის ნაკრავსა ვერ დაუდგამს   სპილო, აწ ის ლომი ნახე".






Strophe: 3875_[3792] 
Verse: a       ლომმან ბარზუმ ყმათ უბრძანა:   "ბიდრანგი შემიკმაზეთა,
Verse: b       ბარგისტანით შემიკმაზეთ,   ხედანგისა უნაგრითა";
Verse: c       ფალაური ტანს ჩაიცვა,   გაგულოვნდა ლომივითა,
Verse: d    და   ჴმალი წელთა შემოირტყა,   მუზარადი ბერძულითა.






Strophe: 3876_[3793] 
Verse: a       მშვილდ-კაპარჭი შემოირტყა,   საგდებელი სახრტილს ბმითა,
Verse: b       ფარი ბეჭსა წამოიკრა,   შუბი ჰქონდა გამართვითა;
Verse: c       მინდორ შუა საომარად,   ჰგავს, ალვის ხე ამართვითა,
Verse: d    და   იქით აქათ რბის, იხედავს,   სპილო არის მიმართვითა.






Strophe: 3877_[3794] 
Verse: a       ერანელთ უთხრა: "რისათვის   თურანელთ ომსა ეძებთა?
Verse: b       თავში ჭკუა გამოგსვლიათ,   ასეთს საქმეს რატომ იქთა?
Verse: c       მეც მასმია, საქმე ეგე   სხვათ არ ექნას ჴელმწიფეთა,
Verse: d    და   ესე მიკვირს, რას მოიგებს   ეგე პაპის სიკვდილითა?






Strophe: 3878_[3795] 
Verse: a       უბრძანე შენთ სახელოვანთ,   მინდორს დამიდვან ომია";
Verse: b       მისთ სახელოვანთ შეჰხედავს,   რა ხოსროს გაუგონია.
Verse: c       გოდერძი ჰკითხა: "ეს კაცი   ვინ არის გულოვანია?
Verse: d    და   ქვეყანაზედა ვერ ვჰხედავ,   მისი შეეძლოს ომია.






Strophe: 3879_[3796] 
Verse: a       თურანი სრულად მინახავს,   ჩემგან დათვლილი არია,
Verse: b       ამისთანა არ მინახავს,   ანუ გვარად ვინ არია;
Verse: c       მისი სახელი რა არის,   ვისის ლაშქრისა არია?"
Verse: d    და   ტუსიმ ჰკადრა: "შარიერო,   სახელად ბარზუ არია.






Strophe: 3880_[3797] 
Verse: a       ყოვლს ქვეყანას თავი უჩანს,   აქვს ქალაქი შანგონისა,
Verse: b       აფრასიობს ჰყმობს, ომი აქვს   ნიადაგ გმირსა ვეფხისა;
Verse: c       მწყურვალმან კაცმან წყალი სვას,   ომი სჩანს მას როსტომისა,
Verse: d    და   მისის ჴელითა მოკვდების,   ვიცი, შვილი ზაალისა.






Strophe: 3881_[3798] 
Verse: a       მოჰკლავს, იმისი სახელი   ცათამდის ამაღლდებისა;
Verse: b       ფარემუზს ჰკითხე, გიამბობს,   რა რიგი კაცი არისა:
Verse: c       მისი ჯავშანი მტვერითა   მისთაგან სავსე არისა,
Verse: d    და   ასრე დაგვხადნა, მას ჰგვანდა,   ჯაჭვი სუდარი არისა.






Strophe: 3882_[3799] 
Verse: a       მკლავ-გაშლილმა საგდებელი   ფარემუზს თავს გარდააცვა,
Verse: b       ცხენიდაღმა ჩამოაგდო,   მიწაზედან დია დასცა;
Verse: c       ორთავ ჴელები შეგვიკრა,   ჩალასავით მოგვიტაცა,
Verse: d    და   წყალს ფურცელივით მივჰქონდით,   აფრასიობ იყო საცა".






Strophe: 3883_[3800] 
Verse: a       რა ტუსისგან ქაიხოსროს    ესმა ესე საუბარი,
Verse: b       სულთქნა, პირი ჩაუშავდა,   არის გივის მოუბარი:
Verse: c       "ცხენსა შეჯე, სრა-სადგომსა   მიდი, სადაც როსტომ არი,
Verse: d    და   მოაჴსენე: რა ეს გესმას,   გამოფრინდი ვითა ქარი".






Strophe: 3884_[3801] 
Verse: a       რა ხოსრომ ესე უბრძანა,   გივი ჩქარად წამოვიდა,
Verse: b       ნახა როსტომ გივი, ჩქარად   მისვლა მისი გაუკვირდა,
Verse: c       ბრძანა: "მგონი ერანელთა    კარგნი დღენი გაუავდა",
Verse: d    და   გივმან ჰკადრა: "მართლა ბრძანებ,   ხარ გმირთა ნათესავი და.






Strophe: 3885_[3802] 
Verse: a       შენთან მოველ, შეეკაზმე,   რაში მოსე ბარგისტნითა;
Verse: b       ერანელთა მუქარას სთხოვს   ერთი კაცი თურანითა,
Verse: c       ოსტატისაგან გათლილი,   ჰგავს ზაალის ნათესავთა,
Verse: d    და   ნახო, ბრძანებ: რკინის მთაა,   გაეყრების სული ჴორცთა.






Strophe: 3886_[3803] 
Verse: a       რომ ნახო, მთვრალსა სპილოს ჰგავს   ორს ლაშქართ შუა ბრუნვითა,
Verse: b       გაგულისებით, წარბშესკვნით,   ნილოსის ზღვასა ღელვითა";
Verse: c       როსტომ თქვა:.. ყური მომიგდე   და კარგად მისმინენითა:
Verse: d    და   იმ ადგილს სასმლად ძმარია,   სადა წყაროა შორითა.






Strophe: 3887_[3804] 
Verse: a       ცეცხლი მოედვას, გამოჩნდეს,   რომ წყალი შორს იახლოსა,
Verse: b       მასკვლავი მაშინ ანათობს,   რომ მთვარე არსად იყოსა;
Verse: c       ცხენს შევჯდე გაგულისებით,   რომ წარბი შემენასკვოსა,
Verse: d    და   ნიანგმან, ვეფხმან ნაკრავსა,   მგონ, ჩემსა ვერ დაუდგნოსა".






Strophe: 3888_[3805] 
Verse: a       ესე თქვა და შეეკაზმა,   მერმე რაშსა შეჯდებოდა,
Verse: b       ზაულელნი გვერც იახლნეს,   ზავარ როსტომს მიჰყვებოდა.
Verse: c       ბარზუ ცხენსა მჯდომი ნახა,   ვითა ცეცხლი ენთებოდა,
Verse: d    და   "ამისთანა არ გვინახავს",   ზოგი შიშით გასქდებოდა.






Strophe: 3889_[3806] 
Verse: a       პირ-მნათობი, მკლავ-კისრითა,   თავი ცათა მისწვდებოდა.
Verse: b       გმირმან როსტომ ესე ნახა,   შიშით გული მას უთრთოდა;
Verse: c       თქვა: "მკერდ-მკლავი ამისთანა   არ მინახავს", ჩაგუნებდა,
Verse: d    და   როსტომსა გული შიშითა   ნაკვეთ-ნაკვეთად შეჰქნოდა.






Strophe: 3890_[3807] 
Verse: a       ზავარ ჰკადრა: "ფალავანო,   პირი რატომ ჩაგიყვითლდა?
Verse: b       ეგ ჯავშანი აიჴადე,   ეს ჯავშანი ჩაიცვი და!"
Verse: c       როსტომ ეგრე მოაჴსენა:   "მან ღვთობამან ღვთისამან და,
Verse: d    და   წელთა ჴმალი შემომირტყამს,   მტერთა გული მომიკლავს და.






Strophe: 3891_[3808] 
Verse: a       ჩემს გულშიგან ამის მეტად   შიშის შესლვა არა აროს,
Verse: b       არ მინახავს ამისებრი,   ვა თუ აწ დღემ ჩამიაროს;
Verse: c       მას ვეჭობ, ჩემი საწუთრო   ამისთვის წამოეაროს,
Verse: d    და   ამისსა მებრძოლს სარჯელმა,   მგონ, ცუდად ჩამოუაროს.






Strophe: 3892_[3809] 
Verse: a       ერანის გზასა მიმართე,   სისტანს წა ცხენთა რბევითა,
Verse: b       დასტანს ანბავი მიართვი:   ტახტისგან ჩამოხედითა,
Verse: c       თაჯი, ქუდი და ქამარი   მიწასა დანარცხენითა;
Verse: d    და   დედაჩემსა მოაჴსენეთ,   მიტიროს სისხლის დენითა.






Strophe: 3893_[3810] 
Verse: a       მბრუნავმან ეტლმან გიზურგოს,   კარგად მოჴდეს ჩემი საქმე,
Verse: b       არა საკვირველი არის,   აგრე მოიქს ეტლის საქმე,
Verse: c       ხან გიმოყვრებს, ხან გიმტერებს,   ძველითა სჭირს ესე საქმე".
Verse: d    და   ესე თქვა და რაშს შეჯლიჴა,   იმ ადგილსა მივა სადმე.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.