TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 203
Previous part

Chapter: 120 
აქა ომი როსტომისა და ბარზუსი, ბარზუსაგან როსტომის ბეჭის მოტეხა







Strophe: 3894_[3811] 
Verse: a       ბარზუს უთხრა: "ლომის მსგავსო,   გმირო, მკვლელო ლომისაო,
Verse: b       რად შეებმი, ვისგანც ხაყან    გულმტკივანად არისაო?
Verse: c       ამ მინდორში სუდრად მოგცე   შენ აბჯარი ტანისაო,
Verse: d    და   მძიმის ლახტით კინწსა მოგტეხ,   დაგანარცხებ მიწასაო".






Strophe: 3895_[3812] 
Verse: a       ბარზუმ უთხრა: "ფალავანო,   ჭკვიან, ომგარდასრულიო,
Verse: b       რასა გაგულისებულ ხარ?   შენ დამწვარი გაქვს გულიო;
Verse: c       მკლავ-კისერსა მინდობიხარ,   ცივს სიტყვასა რად მეტყვიო?
Verse: d    და   არა ხარ გოდერძიანი,    არც როსტომ, ზა̄ლის (?) შვილიო".






Strophe: 3896_[3813] 
Verse: a       ცეცხლი არა ხარ მგზებარი,   მე კაჭაჭი რომე დამწოს,
Verse: b       უყაბი არ ხარ, მე ბუზი,   შენთან ფრენა არ შემეძლოს;
Verse: c       ჟამ-ნახულო, უნდა ვაჟმან   შენგან ზნეობა ისწავლოს,
Verse: d    და   შენ პირსა ანძლი ამოგდის,   ეგ საქმე როდის გეკადროს?"






Strophe: 3897_[3814] 
Verse: a       ესე თქვა და ერთმანერთსა   მათ ისარი დაასხესა,
Verse: b       სიკვდილი შვაზედა უდგა,   მათს ნაკრავსა გაჰკვირდესა,
Verse: c       ხუფთანი და ბარგისტანი   ორთავ სისხლით აავსესა,
Verse: d    და   ორნივ ლაშქარნი უჭვრეტდეს,   მათსა ომსა გაჰკვირდესა.






Strophe: 3898_[3815] 
Verse: a       კაპარჭი ისრით დაცალეს,   ლახტებსა ჴელი მიჰყვესა,
Verse: b       ვითა მჭედელი გრდემლზედა,   ერთმანერთს თავზედ სცემდესა;
Verse: c       მეტის ცემისგან ლახტები,   ვითა მშვილდები, დადრკესა,
Verse: d    და   გამარჯვება არცერთგნით ჩანს,   გაიყარნეს, უკუდგესა.






Strophe: 3899_[3816] 
Verse: a       იგ ერთმანერთსა უმზერდეს,   შეისვენეს, შეუტევდეს,
Verse: b       შეეჭიდნენ ერთმანერთსა,   სარტყლებსა ჴელი ჩაუგდეს,
Verse: c       მათ ორთავე ფალავანთა   სარტყლები ვერ დაუდგემდეს,
Verse: d    და   მეტის მიჭირვებისაგან   ორთავ სარტყლები დაწყვიდეს.






Strophe: 3900_[3817] 
Verse: a       ორთავ ფრჩხილთ სისხლი წავარდა,   აწ ლახტები დამართესა,
Verse: b       ბარზუს რკინის ხე ჴელთ ჰქონდა,   ერთმანერთს შეუტივესა;
Verse: c       როსტომ თავს ფარი იფარა,   გაგულისებით სდივესა,
Verse: d    და   ბარზუმ თავს ლახტი შემოჰკრა,   ფარს მოახვედრა და ბეჭსა.






Strophe: 3901_[3818] 
Verse: a       როსტომს ემწვავა, გულს უთხრა:   "უკუღმა მექცა ბედია";
Verse: b       ამ საქმისაგან გმირს როსტომს    ჩამოუვარდა ჴელია;
Verse: c       ჴელის მოტეხა შეიტყო,   პილოტანს ეკრთო ფერია,
Verse: d    და   იმან ნაკრავსა დაუდგნა,   ბარზუ უჭვრეტდა, ერია.






Strophe: 3902_[3819] 
Verse: a       ბარზუმ თქვა: "ამისი მბრძოლი   კაცი არ გამოჩნდებისა;
Verse: b       როსტომს ჴელი არ ერჩოდა,   სიცოცხლე დამწარდებისა;
Verse: c       ვითა გველი მოიდრიკა,   იგ ბარზუს ეუბნებისა:
Verse: d    და   "ჩვენ დავიჴოცნეთ, სპათ რა ქნან,   მინდორი აივსებისა.






Strophe: 3903_[3820] 
Verse: a       მზე ამაღლდა, ოფლისაგან   დაცხა, თვალთ აღარ გვიჩანსა,
Verse: b       შენ შენსა წადი, მე ჩემსა,   მოვისვენოთ ცოტას ხანსა".
Verse: c       ბარზუმ უთხრა: "ჩემსა მოდი   ხვალ, მოგინდეს რაცა წამსა,
Verse: d    და   ამ მინდორში გამომცადე",   დაასკვნიდეს კვლავე ომსა.






Strophe: 3904_[3821] 
Verse: a       როსტომ უთხრა: "ცალკე-ცალკე   ვნახოთ ჩვენი შარიარი,
Verse: b       ხვალ მოუჴდეთ ერთმანერთსა,   ეს მინდორი ბარი არი;
Verse: c       გავაჴშიროთ ჩვენი რკენა,   ვისიც ბედი მწარი არი,
Verse: d    და   ერთს ტახტი გვხვდეს, ფალავნობა,   ერთს სამარე გარი-არი".






Strophe: 3905_[3822] 
Verse: a       ეს გაიგონა, ჴელმწიფის   აფრასიობს წინ მივიდა,
Verse: b       მიწას აკოცა, დალოცა   საწუთროს შემნახავი და;
Verse: c       თქვა: "იმა ლომ-კაცის მეტი   ჩემი მებრძოლი არვინ და,
Verse: d    და   მისი სახელი რა არის,   მისებრ მინახავს არვინ და.






Strophe: 3906_[3823] 
Verse: a       ცხენ-კაცს ათასი ისარი   ვჰკარ, ვისი ნათესავია?
Verse: b       მისგან არ ევნო ლახტითა   და ჴმლითა გამოვსცადია;
Verse: c       ვერა ვავნე რა, ყოვლითა   საქმითა გამოვსცადია,
Verse: d    და   მე არ მინახავს მისებრივ   ლომ-გული, მოცამარდია.






Strophe: 3907_[3824] 
Verse: a       აწე ორნივე ომისგან   მაშვრალნი გავიყარენით,
Verse: b       არ ვიცი -- საქმე რასა იქს,   მიწას ვინ მოვეფარენით".
Verse: c       მას ჴელმწიფემან უბრძანა:   "აბჯარი აიყარენით!
Verse: d    და   ყური მომიგდეთ, მის ამბავს   წვრილად გიამბობ ამ ენით.






Strophe: 3908_[3825] 
Verse: a       სახელოვანი საგდებლით   იგ ლომ-კაცი როსტომ არის,
Verse: b       ზაალის შვილი, ჴმელზედა   მისი სწორი არვინ არის";
Verse: c       ბრძანა: "სუფრა მოიტანეთ,   სმა და ნადიმობა არის".
Verse: d    და   აწ როსტომ წავა, ვით ქარი,   მივა, სადაც ხოსრო არის.






Strophe: 3909_[3826] 
Verse: a       მას ჴელი დაშავებოდა   და პირი ჩაჰყვითლებოდა,
Verse: b       სული მტკივნეულად ჰქონდა,   ბაგე მტვერით ავსებოდა.
Verse: c       ქაიხოსროს წინ მივიდა,   ცხენითგან ჩამოჴდებოდა,
Verse: d    და   ბრძანა: "თუ ზავარ მოვიდეს,   ჩემი მას შესჭირდებოდა".






Strophe: 3910_[3827] 
Verse: a       უთხრა: "ჩემი მონაღვლე ხარ,   ტანს აბჯარი ამჴადია";
Verse: b       ფიცხლავ ჴელი ამოუყვეს,   მას მკლავსა უნახვიდია.
Verse: c       ხოსროს ჰკადრა: "მეომარი   მე მინახავს ბევრი დია,
Verse: d    და   თეთრის დევისა გულ-ფილტვი   ხანჯლით დავფრიწე მე დია.






Strophe: 3911_[3828] 
Verse: a       კვლავ ღვთისაგან ჩემი გული   არ ყოფილა უიმედოდ,
Verse: b       ქუმსის და ხაყანის ომი   ამ ომთან მჩნდა სათამაშოდ;
Verse: c       მე მრავალჯერ თურანელნი    გამოვსცადე არ თამაშოდ,
Verse: d    და   ამას ჴმალიც ვჰკარ, ლახტიცა,   ვერც ისარი ვადე სავნოდ.






Strophe: 3912_[3829] 
Verse: a       მეშინიან, ჩემი მთვარე   ღრუბელშიგ არ დაბნელდესა,
Verse: b       ერანელში ვერვის ვჰხედავ,   მისსა ომსა დაუდგესა;
Verse: c       მე ვერ შევსძელ მისი ომი,   სხვა ვერავინ შეიძლებსა,
Verse: d    და   იგი გაგულისებული   ზღვასა ჰგავსო მღელვარესა.






Strophe: 3913_[3830] 
Verse: a       ამას ჰგავს, თუ იგი კაცი   ცას ჩამოიღებს ჴმელზედა,
Verse: b       მის სწორსა ვერვის ვერ ვჰხედავ,   ვერცა ნიანგსა ზღვაზედა;
Verse: c       ვინც კაცმან მისად საომრად   მინდორს მიმართოს, ველზედა,
Verse: d    და   იმავე წამსა საწუთრო   გამოიტიროს თავზედა.






Strophe: 3914_[3831] 
Verse: a       თუმცა აქ იყოს ფარემუზ,    ლომ-გული, ჩემი შვილია,
Verse: b       მისად საომრად ეგების   იმან შეირტყას ჴმალია;
Verse: c       მან ცოტას ხანსა დაუდგნოს,   თვარა არც ისი შემძლია,
Verse: d    და   ინდოეთს არის საომრად,   ორის თვისა სავალია.






Strophe: 3915_[3832] 
Verse: a       როსტომ ეს თქვა, ერანელნი    ხის ფურცლივით ათრთოლდესა;
Verse: b       უბრძანებდა დიდებულთა,   ქაიხოსრომ ნახა ესა.
Verse: c       "ამ მინდორში რად მოხვედით,   ომი გწადდათ არავისა,
Verse: d    და   გეგონათ, თუ საწუთრომან   თურქთა ფესვი მოგლიჯესა".






Strophe: 3916_[3833] 
Verse: a       გოდერძიმ თქვა: "გულოვანნო,   გულით შიში გარდაუშვით,
Verse: b       მზე ამოვიდეს, დავაწყოთ,   ჩვენ შევქნათ ორპირი რაზმით;
Verse: c       ვნახოთ, საქმე ვიზედ დარჩეს,   უკუღმართი ვისი ბედით,
Verse: d    და   სადაც ჴელმწიფე შეიბმის,   სირცხვილია არ შევიბმით.






Strophe: 3917_[3834] 
Verse: a       მზე ამოვა, აფრასიობს    ჯეონს ვადენ სისხლისაგან,
Verse: b       შიში და რიდი რა არის   თქვენგან ერთის თურქისაგან?
Verse: c       ყოვლი კაცი გასწორდების   მიწასთანა განგებისგან,
Verse: d    და   ერანსაც ის სჭირს, თურანსაც    აწ საჴადელი ღვთისაგან".






Strophe: 3918_[3835] 
Verse: a       ქაიხოსრომ გაიგონა   გოდერძისგან ნაუბარი,
Verse: b       ვითა ვარდი გაიშალა,   მეფე მხიარულად არი;
Verse: c       გოდერძი ტკბილად დალოცა:   "საწუთრომცა შენი არი"
Verse: d    და   ზავარ კვეხნა გაიგონა,   ძმასთან მოვა სადაც არი.






Strophe: 3919_[3836] 
Verse: a       ხოსრომ გოდერძის ფალავანთ,   როსტომს ჰკადრა ნაუბარი,
Verse: b       გულ-მტკივნეულს როსტომს ესმა   თავადთაგან საუბარი;
Verse: c       თქვა: "ნუ სჯერხარ საუბარსა,   მიდი სად სისტანი არი,
Verse: d    და   ვიცი, ერანსა დაამჴობს,   ასეთი მებრძოლი არი.






Strophe: 3920_[3837] 
Verse: a       არ ვიცი სპათ თავს რა მოვა,   ხოსროს რა დაემართების,
Verse: b       ამ ფალავნისა ჴელითა   ერთიცა არვინ მორჩების;
Verse: c       ერანისა შარიერსა   საქმე უკუღმა მოჰჴდების,
Verse: d    და   ცხენი მომგვარე, ზედ შემსვი,   აწ ზაალს მიემართების".






Strophe: 3921_[3838] 
Verse: a       ზავარ მისნი დიდებულნი   იჴმო, გვერცა მოიყენა,
Verse: b       "თქვენ წადით, სისტანს მიმართეთ",   გვერცა ცხენი მოუყენა,
Verse: c       "წელთა ჴმალსა შემოვირტყამ",   თქვა: "დავდგები აქა მენა,
Verse: d    და   ჴელმწიფისა სამსახურად   ერანელნი რას იქმენა,






Strophe: 3922_[3839] 
Verse: a       მტერს რარიგს პირს უჩვენებენ,   ან იმათ რა დააპირეს?"
Verse: b       რა ერანელთ გაიგონეს,   ჴელმწიფეს წინ შეიყარნეს,
Verse: c       როსტომისგან ესე ესმა,   წელთა ჴმლები შემოიჴსნეს,
Verse: d    და   სრულ ერანელთ ფალავანთა   როსტომს სირბილით მიმართეს.






Strophe: 3923_[3840] 
Verse: a       ზახილით და ტირილითა   დროშა-კარვები გაუშვეს;
Verse: b       "უსვეტო სახლი უშენოდ   ვართ", ფალავანს მოაჴსენეს;
Verse: c       "ჩვენს ტანზედა ერთი თავი   არ მორჩების, ამად ივნეს,
Verse: d    და   არც, ჴელმწიფე, სპილოს სისხლით   ერანს მიწა ზღვად შეიქნეს.






Strophe: 3924_[3841] 
Verse: a       ვითა უთაო ფრინველი,   ქორის ჭანგშიგა ვაბივართ,
Verse: b       მტერისა ჴელი ჩვენზედა   დაგრძელდა, აღარ ვარგივართ".
Verse: c       როსტომს თვალთ ცრემლი სდიოდა,   ერანელთ ჰკადრეს: "ასრე ვართ".
Verse: d    და   თქვა: "მტკივანს ჴელსა რა უყო,   ხვალისა მუქარანი ვართ.






Strophe: 3925_[3842] 
Verse: a       ხვალ საომარს მინდორს მოვა,   მისი შუბი ღრუბელთ სწვდების,
Verse: b       მე მიკითხოს სულ მტკივანმან,   არ მივმართო, გაჰკვირდების,
Verse: c       რომე მკლავი არ მაბია,   რა უწამლო, რა მერგების?
Verse: d    და   აწე ასრე გასრული ვარ,   მისი ღონე რა იქნების?






Strophe: 3926_[3843] 
Verse: a       როსცა ტანი მთელი მქონდა   და მკლავი მება მთელია,
Verse: b       ბარზუს მე პირის-პირობა   მაშინ არ მწადდა, ომია;
Verse: c       გაქცევა არა მწადიან,   არც ცრემლის დენა მდომია".
Verse: d    და   ამასობაშიგ შევიდა   ზავარ იგ, ვითა ლომია.






Strophe: 3927_[3844] 
Verse: a       მას თან შეჰყვა ზაულელი    ლომ-გული ერთი კაცია,
Verse: b       წიგნი ჴელთ ჰქონდა, მიართვა   იგ გმირთა დანალოცია;
Verse: c       თქვა: ზაულელსა" ფარემუზს    გვერც ახლავს ასი კაცია,
Verse: d    და   ვით მონადირე ლომია,   მოვა იგ გმირი კაცია.






Strophe: 3928_[3845] 
Verse: a       თავად შუაღამემდისინ,   გათენებამდის მოვლოსა,
Verse: b       ფალავანთანა მოვიდეს,   მამალმან შემოჰყივლოსა;
Verse: c       ჴელმწიფეთა ჴელმწიფისმან   ქოსმან ჴმა გამოიღოსა,
Verse: d    და   შენ თან გიახლოს, ეს სიტყვა   ყველამან მოიგონოსა".






Strophe: 3929_[3846] 
Verse: a       რა ეს ესმა როსტომს, პირი   გაუნათლდა სიცილითა,
Verse: b       ვითამც საწუთრო მისია,   ასრე იქნა სიამითა;
Verse: c       როგორც მთვარე, ჩასვლად იყო,   ნახევარი იქნა დღითა;
Verse: d    და   ფარემუზ ცხენით ჩამოჴდა,   შინ შევიდა სირბილითა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.