TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 218
Previous part

Chapter: 135 
აქა ქაიხოსროვს ამბავი მოუვიდა ბეჟანის დახსნისა და როსტომის გამარჯვებისა







Strophe: 4360_[4277] 
Verse: a       მოაჴსენეს ქაიხოსროს    პილოტნისა მობრუნება,
Verse: b       გამოყვანა ბეჟანისა,    კვლა თურქზედა გამარჯვება,
Verse: c       ქუდი დადვა მიწაზედა,   დილად შექნა ღვთის ვედრება,
Verse: d    და   გოდერძი და ტუსი იჴმო,   ჰქონდა დიდი გახარება.






Strophe: 4361_[4278] 
Verse: a       შეიქნა ყველგან ქოსთა ჴმა   გულითა მხიარულითა,
Verse: b       ფეჴზედა ძლივე იდგიან   მეტისა სიხარულითა;
Verse: c       წავიდნენ მისაგებებლად   ნაღარა-სპილენძ-ჭურითა.
Verse: d    და   როსტომ გამოჩნდა ლომ-გული,   ვით ჰფერობს, ჯავარ სრულითა.






Strophe: 4362_[4279] 
Verse: a       გოდერძი და ტუსი, როსტომ    გარდამოჴდეს ცხენებითა,
Verse: b       მათ აკოცეს ერთმანერთსა   მზისა მსგავსის პირებითა;
Verse: c       გამარჯვება მიულოცეს   პილოტანსა, მართებს ვითა:
Verse: d    და   "დიდიმც ეტლი ნუ გაძღების,   გმირო, შენის სიცოცხლითა!






Strophe: 4363_[4280] 
Verse: a       სახიერიმცა შენ გიზამს   მუდამ გულისა ნებასა!
Verse: b       შენ სუფევ წადილზედამცა,   ვით დაგვჴსენ შეჭირვებასა!
Verse: c       ვართ ერანს შენთვის წელ-შერტყმით,   სადა გვიბრძანებ ხლებასა?
Verse: d    და   ბეჟანს უშველე ტყვე-ქნილსა,   დაჴსენ საჴმილთა დებასა".






Strophe: 4364_[4281] 
Verse: a       ქაიხოსრო გაეგება,   პილოტანსა დალოცვიდა,
Verse: b       როსტომ მადლი გარდიჴადა,   ბეჟანს ჴელსა მოეკიდა;
Verse: c       მოაჴსენა: "ვით გიქადე,   მომიგვრია, დაგათვლი, და"
Verse: d    და   ათას ტყვესა ერანელსა    საძღნოდ სხვასა გარდმოსთვლიდა.






Strophe: 4365_[4282] 
Verse: a       "ნეტარძი ზაალს! რა მოკვდეს,   დარჩების საყვარელია,
Verse: b       ერანის იადგარი ხარ,   ჴელმწიფეთ საძირკველია;
Verse: c       შენებრივ ფალავანი მყავს,   ბედი მაქვს სანატრელია,
Verse: d    და   ზაულის რძესა დავლოცავ,   მისებრივ გმირთა მზრდელია".






Strophe: 4366_[4283] 
Verse: a       გივსა უბრძანა: "მოგგვარა   შენ ბეჟან დაკარგულია,
Verse: b       სიზმრივ მგონია მოყვანა   ეს საქმე მე დასტურია,
Verse: c       ზაალ და როსტომისებრივ    სად არის მოწიფულია?
Verse: d    და   თავ-მოწონებით არიან,   სადამდის აღსასრულია".






Strophe: 4367_[4284] 
Verse: a       მეჯლიში შექნეს, მოასხეს   მუტრიბი, მეჩანგოსანი,
Verse: b       ბერძული სტავრა ეფინა,   სხდა ოქრო გვირგვინოსანი;
Verse: c       ვარდის წყლის სარაჯი იყო,   ჴმობს იადონი მგოსანი,
Verse: d    და   სჯობდა გავსილსა მთვარესა   ჴელმწიფე სარმუზოსანი.






Strophe: 4368_[4285] 
Verse: a       პილოტანი დაეთხოვა   საშინაოდ, ჯავარ-სრული,
Verse: b       მისაცემლად გამოიღეს   საბოძვარი ჴელმწიფური:
Verse: c       ერთი ჯამი გუარითა,   ქუდი მძიმედ გაფრქვეული,
Verse: d    და   ასი ცხენი შეკაზმული,   ათი ჯორი კიდებული,






Strophe: 4369_[4286] 
Verse: a       ას-ასი მონა-მჴევალი,   სარტყლოსან-გვირგვინიანი,
Verse: b       ყველა ეს როსტომს უბოძა,   დალოცა დოვლათ-სვიანი;
Verse: c       ვინცა იახლენ თავადნი,   წავიდნენ საბოძვრიანი,
Verse: d    და   სისტანისაკენ მიდიან   მორჭმულნი, სახელიანი.






Strophe: 4370_[4287] 
Verse: a       საქმისაგან მოიცალა,   მერმე ბეჟან აჴმობინა,
Verse: b       საკითხავად დაურიგდა,   რაცა ჭირი მოეთმინა;
Verse: c       მან ყოველი მოაჴსენა,   ქაიხოსროს ეს ეწყინა,
Verse: d    და   უსაზომოდ შეებრალდა,   თვალთა ცრემლი მოედინა.






Strophe: 4371_[4288] 
Verse: a       მოადებინა გვირგვინი   სტავრათა-საჭურჭლეთაგან,
Verse: b       ოქრო-ვერცხლისა ჭურჭლები,   რაც უნდა გუარისაგან;
Verse: c       მან გაუგზავნა მანიჟავს:    "იშვებდი სიამისაგან!
Verse: d    და   იყავ გულითა ნათლითა!   გარჯილხარ შენ მამისაგან.






Strophe: 4372_[4289] 
Verse: a       შენ და ბეჟან იხარებდით   ერთმანერთის სიახლითა!
Verse: b       წესი არის საწუთროსა:   ვერ გაძღების სიამითა, --
Verse: c       ზოგთა მიწას გაასწორებს,   ზოგთ ამყოფებს გვირგვინითა,
Verse: d    და   დღეის იქით მოისვენეთ,   ნუღარავის მინატრითა!"






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.