TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 219
Previous part

Chapter: 136 
აქა გოდერძისა და ფირანის იაზანდარახის ანბავი







Strophe: 4373_[4290] 
Verse: a       საწუთროსა ავ-კარგობით   ბოლო ადრე შეექნების,
Verse: b       სიხარბესა ემყარების,   ქვეყნის საქმე გაგრძელდების;
Verse: c       ვეშპის პირსა ვინ აბია,   ამას ტახტი არ მიხვდების,
Verse: d    და   ცრუ არის ესე სოფელი,   ვითა ღელვა არ დადგების.






Strophe: 4374_[4291] 
Verse: a       სარო თავსა გამოიღებს,   მას სანთელი დაუშრტების,
Verse: b       ძირი მისი დაფოლხდების   და ფურცელი დაუჭკნდების,
Verse: c       დასტურია: მას უკანით   თავი ჩამოუვარდების.
Verse: d    და   გონიერად გაიგონეთ,   გრძლად ნაწყენი არ შეგრჩების.






Strophe: 4375_[4292] 
Verse: a       ჩვენი საქმე ზღვის მსგავსია,   კაცის გული არ გაძღების,
Verse: b       სამი არის, მას ვინცა იქს,   საყვედურად არ მიხვდების:
Verse: c       სმა, ჭამა და ტანსა ჩაცმა,   სხვა ნაქმარი არ შეგრჩების,
Verse: d    და   რას ვინ აქნევს სიხარბესა?   ჩვენ არა ვართ, სხვას დარჩების.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.