TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 220
Previous part

Chapter: 137 
აქა ამბავი, დასაწყისი ვითა გსმია, თურანელთ ხელმწიფე გაუძღომლად იქცეოდა







Strophe: 4376_[4293] 
Verse: a       წავიდა, გარდაიხვეწა   როსტომის შეშინებული,
Verse: b       ხალხუმს მივიდა, იმალვის   სირცხვილით ვაგლახებული;
Verse: c       დაჯდა, ვაზირად იახლნეს   ჭკვიანი, სახელ-დებული,
Verse: d    და   უბრძანა: "აღარ ვარგივართ   ჩვენ უფრო დაყივნებული.






Strophe: 4377_[4294] 
Verse: a       ჴელმწიფობისა გვირგვინი   აქამდის მე მქონებია,
Verse: b       ერანით მოვლენ შაფხუნსა,   აქ მიზმენ სადა ვსწვებია;
Verse: c       ჯაბანთა კაცთა ჩემზედა   მათ გული გალომებია,
Verse: d    და   მანუჩარს აქათ, თქვენც იცით,   აქ საქმე არა სდებია.






Strophe: 4378_[4295] 
Verse: a       ვიცი, რომ მოვლენ კიდევე,   აქ კვამლი ამაღლდებისა,
Verse: b       ცოტა ვსთქვა, ასჯერ ათასი   ლაშქარი შეგვეყრებისა;
Verse: c       მივმართოთ ერანისაკენ,    წინა ვინ დაგვიდგებისა?
Verse: d    და   დავღვაროთ სისხლი ტუსისა,    ვირ როსტომ მოესწრებისა.






Strophe: 4379_[4296] 
Verse: a       რა თავადთა გაიგონეს,   მიხვდენ დიდსა სიამესა,
Verse: b       მოიყვანეს მწიგნობარი,   გვერც დაისვეს, სიახლესა,
Verse: c       დასწერეს და ფახფურს მისცეს,   გვერცა ერობ აახლესა;
Verse: d    და   გვიშველე რა!" შეუთვალეს   ხავთანელსა ჴელმწიფესა.






Strophe: 4380_[4297] 
Verse: a       იყო დია შეჭირვებით,   ორი კვირა გამოვიდა,
Verse: b       ჩინეთით და ხუთანეთით    თავადები წამოვიდა;
Verse: c       შეიყარნეს, თურანელთა    სიმრავლითა მიწას სძვრიდა,
Verse: d    და   ვინ მიხვდების ანგარიშსა,   აფრასიობს მოუვიდა?!






Strophe: 4381_[4298] 
Verse: a       გასცა ჯოგი და საჭურჭლე,   რაც ედვა გუართეული,
Verse: b       კაცი ოცდათი ათასი   შვილს მისცა გამორჩეული;
Verse: c       უბრძანა: "დასცევ ხვარაზმი,    არ გნახო მტერთგან ძლეული,
Verse: d    და   არ უნახვიხარ მოყვასთა   სწორთაგან შენ მორეული".






Strophe: 4382_[4299] 
Verse: a       ფირანს უბრძანა: "შენ წადი,   ერანს ნუ დაეზავები,
Verse: b       ჩინელნი გვერცა იახლე,   ვინც გინდა სხვა თავადები;
Verse: c       რაც იყოს, ყველა აოჴრე   ღვთისაგან დანაბადები,
Verse: d    და   ტახტი გარივე მტვერშიგან,   ზარდახშსა შიგან სადები".






Strophe: 4383_[4300] 
Verse: a       წავიდეს ორნი ჭკვიანი:   ყმაწვილი, ერთი ბერია,
Verse: b       ერანს მივიდა ამბავი:   მოვიდეს თურანელია;
Verse: c       იტყვიან აფრასიობ   თუ" ძველთაგან ჩვენი მტერია,
Verse: d    და   არ დასცხრა მტერობისაგან   ურჯულო, სისხლთა მღვრელია".






Strophe: 4384_[4301] 
Verse: a       თვითან გამოვა ჯეონსა,    თან სპანი იახლებიან,
Verse: b       მტვერი ამაღლდეს ცათამდის,   მფრინველნი არ დარჩებიან;
Verse: c       მრავალი სული წაჴდების,   იმათგან დატყვევდებიან,
Verse: d    და   მთა და მინდორი მტერისა   ფეჴითა გავაჴდებიან.






Strophe: 4385_[4302] 
Verse: a       ქაიხოსრომ გაიგონა,   დიდებულთა ეუბნების:
Verse: b       "მე მასმია, თურანელთა    როდეს მთვარე ამაღლდების,
Verse: c       მას წაუღებს სინათლესა,   ჩვენის მზისგან დაიმჴობის,
Verse: d    და   გველმან თავი აიმაღლოს,   მას დანაყა არ მორჩების".






Strophe: 4386_[4303] 
Verse: a       არჩევდეს ამა საქმესა   როსტომ და ზაალ ჭკვიანი,
Verse: b       გოდერძი, გივი და ტუსი,    ვინც არის ქიშვადიანი,
Verse: c       რუამ, გურგენ და გოსტაამ,    ბეჟან ვაჟია სვიანი,
Verse: d    და   შედოშ, ზაანგ და თავადნი,   მებრძოლნი, დოვლათ-სვიანი.






Strophe: 4387_[4304] 
Verse: a       იტყვიან თუ: "უსაცილოდ   ტახტის ძებნად წამოვიდეს".
Verse: b       სპილოზედა ტახტი დადგეს,   ქაიხოსროს მაზედ სმიდეს,
Verse: c       სპილენძ-ჭურსა შეუბერეს,   მოედანზედ გამოვიდეს;
Verse: d    და   "რა მოვიდეს, ომი გვმართებს",   ჯამსა შიგან მძივსა ჰკვრიდეს.






Strophe: 4388_[4305] 
Verse: a       მიწა იქნა ლილის ფერად   ლაშქრისა და აბჯრისაგან;
Verse: b       მათსა ომსა აპირებენ   უფიცხესად ვეფხისაგან,
Verse: c       ლომნი უფრო დაგულოვნდეს,   დუღან მათის ჯავრისაგან.
Verse: d    და   თქვეს თუ: "ავსა ნუ მოელის   ქორი ჴოჴბის ჭანგისაგან".






Strophe: 4389_[4306] 
Verse: a       ინდო-" არაბთა- ბერძენთა    ლაშქარი მოსაჴმარია, --
Verse: b       თქვეს თუ, -- სამასი ათასი   მოგვივა ცხენოსანია,
Verse: c       კარგი და გამორჩეული,   ყველა კა მეომარია".
Verse: d    და   ყველგან წავიდა ბრძანება,   სადაცა მათი მზღვარია.






Strophe: 4390_[4307] 
Verse: a       დაიწყო მოსვლა ლაშქარმან,   ვერ იტევს მთა და ბარია.
Verse: b       ჴელმწიფემ მისცა საჭურჭლე   ყოველთა, საბოძვარია:
Verse: c       მძიმე ლახტი და აბჯარი,   ჯავშანი საომარია;
Verse: d    და   ინდოეთისა გზისაკენ   გაგზავნა პილოტანია:






Strophe: 4391_[4308] 
Verse: a       ღაზანით" და გარზანამდი    ყველა ჴელთა დაიჭირე,
Verse: b       საბატონო ტახტ-გვირგვინი   შენ ფარემუზს მიაბარე,
Verse: c       ქაშმარს ნურას დაიყოვნი,   დღე და ღამე ჩვენკერძ ირე,
Verse: d    და   ჩვენ საძილოდ არ გვცალიან,   აფრასიობს დავსცდი ვირე".






Strophe: 4392_[4309] 
Verse: a       აღანთა და ღაცარელთა    დღეს ლუარსაბს თაყვანი სცეს,
Verse: b       აშქაშ ხვარაზმს გაუძახეს,   ოცდათასი კაცი მისცეს,
Verse: c       დიდი ომი დაავედრეს,   თქვეს, თუ შედა ჭირსა მისცეს.
Verse: d    და   ცხენსა შესხდეს, გაემართნეს,   შემოქმედსა თაყვანი სცეს.






Strophe: 4393_[4310] 
Verse: a       გოდერძი თურანს გაგზავნა,   ჭკუისა საძირკველია,
Verse: b       თავადნი გვერცა აახლნა,   ვინც იყო ერანელია.
Verse: c       უბრძანა: "მტერთა ებრძოლეთ,   ვინ არის სისხლთა მღვრელია,
Verse: d    და   უბრალოდ ნურას მიერჩით,   მართლის კვლა საძაგელია.






Strophe: 4394_[4311] 
Verse: a       თურანს მიხვალ, შენი ტვინი   ჯავრისაგან აენთების,
Verse: b       ძალიანსა უსამართლო,   კარგად იცი, არ შერჩების;
Verse: c       ჩვენ მგზავრნი ვართ სოფლისანი,   სამასპინძლო აქ დარჩების,
Verse: d    და   ტუსისაებრ არ ასჩქარდე,   თვარ ერანი ამოსწყდების.






Strophe: 4395_[4312] 
Verse: a       ერთი კაცი ფირანთანა    შენ გაგზავნე მქნელი ჭკვისა,
Verse: b       მას ეუბენ გონიერად,   დაიჭირე შიში ღვთისა".
Verse: c       მოაჴსენა: "ჴელმწიფეო,   მე ვარ მონა ბრძანებისა".
Verse: d    და   ჰკრეს ქოსსა და გაემართნეს.   რა ვიკადრო სიმრავლისა?!






Strophe: 4396_[4313] 
Verse: a       სამოცი სპილო მოჰყვების,   ხუთი სხვა კუბოიანი,
Verse: b       მესპილოენი შემკულნი,   სარტყლოსან-გვირგვინიანი;
Verse: c       ერთსა სპილოსა კუბო ათქს   ოქროსა გუარიანი,
Verse: d    და   მაზედა დაჯდა გოდერძი,    ლომ-გული ქიშვადიანი.






Strophe: 4397_[4314] 
Verse: a       გივს მისცა ორი ათასი   მან კაცი დარჩეულია;
Verse: b       ზებადს მივიდეს, გაგზავნა   ფირანს წინ მოციქულია,
Verse: c       რაცა იცოდა, შესთვალა   ჴელმწიფის ბრძანებულია:
Verse: d    და   "თქვენგან ნაქმართა საქმეთა,   იცი, ხარ მონახულია".






Strophe: 4398_[4315] 
Verse: a       ფრიდონ წავიდა გულ-წყლული   ერანის ტკივილისაგან;
Verse: b       "აწ სიყვარულსა იჩემებ   თავისა სიმართლისაგან,
Verse: c       იტყვი თუ"ნამსახური ვარ,   უბრალო მე სისხლისაგან",
Verse: d    და   შევანდობინებ, არ მინდა,   წაჰჴდე ჩემისა ჴმლისაგან.






Strophe: 4399_[4316] 
Verse: a       მე შვილი გამომიგზავნო,   თავადნი მოწამენია,
Verse: b       რაც გინდა, ამას უანბე   გულის ნადები შენია;
Verse: c       დამმორჩილდები, იცოდი,   დღეს თავი მოგირჩენია,
Verse: d    და   თვარ ვერ მომრჩები, იცოდი,   სადაცა ცის კიდენია.






Strophe: 4400_[4317] 
Verse: a       თქვენ რასაცა მიპასუხებ,   მინდა აქა მოვიცადო,
Verse: b       მე საძილოდ არ მცალიან,   ტანს აბჯარი ავიჴადო;
Verse: c       სადაც იყოს აფრასიობ,    მძიმის ლახტით გამოვსცადო,
Verse: d    და   ჴელმწიფისა ბრძანებული   ეტლი მაზედ გავაცხადო.






Strophe: 4401_[4318] 
Verse: a       იცი, მოკლა ვინ სიაოშ,    მჴარ-შეკრული არ მომხვდების,
Verse: b       გაუგზავნი ჴელმწიფესა,   ბრჭეა, რასაც ემართლების;
Verse: c       სხვას მიზეზსა ნუ დაიდებ,   უიმისოდ არ იქნების,
Verse: d    და   არ გასმია ის არაკი,   ლომი მგელსა ერიდების?






Strophe: 4402_[4319] 
Verse: a       ხე არის ჴმელი უშტოვო   მეფეთ სისხლისა მღვრელია,
Verse: b       ცული ძირსა უც, მზა არის   ცეცხლისა დასაწველია;
Verse: c       სხვა საქონელი რაცა გაქვს   ბნელისა გამომჴსნელია,
Verse: d    და   შენ წაგიღია მძლავრობით,   მე მომეც აწ ყოელია.






Strophe: 4403_[4320] 
Verse: a       შვილი მძევლად გამოგზავნე,   რომელიცა ანათობდეს,
Verse: b       ორნივ ძმანი უკეთესნი,   ჩვენ იგი ვქნათ, რაცა სჯობდეს;
Verse: c       შენ მიმართე ქაიხოსროს,    თქვენსა გულსა უხაროდეს,
Verse: d    და   მზისა სწორად აგამაღლებს,   არცა სიზმრად გზმანებოდეს.






Strophe: 4404_[4321] 
Verse: a       ამას არა იქ, რაცა გაქვს,   შენ ჯაჯას წაიტანია,
Verse: b       ამბავსა აღარ მოველი,   თან სპანი მომიტანია;
Verse: c       მე თურქთა ომი უჩვენო   გულისა მოსაფხანია,
Verse: d    და   მფრეწელთა ლომთა დაუდგამს,   პატრონიც მიუყვანია".






Strophe: 4405_[4322] 
Verse: a       არ მომისმენ, დამიჯერე:   ჩვენი ომი მოგინდების,
Verse: b       მართალი და უწყინარი   დღეს შემცოდედ გამოჩნდების;
Verse: c       შენ ბოლო ჟამ შეინანებ,   ვიცი, ავად მოგიჴდების,
Verse: d    და   რაღას გარგებს სინანული?   სული გვამსა გაგეყრების".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.