TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 221
Previous part

Chapter: 138 
აქა გივისაგან მოციქულად წასვლა ფირანთანა







Strophe: 4406_[4323] 
Verse: a       წავიდა და გაემართა   გმირი გივი მოციქულად,
Verse: b       ჭკვიანი და გონიერი,   ზნე-კეთილი იყო სრულად;
Verse: c       იგ ბალახშანს მიეჯარა,   ფირანს ესმა, იდო ყურად,
Verse: d    და   "მიკვირს მისი აქა მოსვლა,   ვერავინ სჯობს მოციქულად.






Strophe: 4407_[4324] 
Verse: a       ფირან აჰყარა ლაშქარი,   სცნა მოსლვა მოციქულისა,
Verse: b       შეიქნა ცემა ქოსისა,   შებერვა სპილენძ-ჭურისა;
Verse: c       რიცხვი ვსთქვა ასი ათასი   ფირანის გვერცა ხლებისა,
Verse: d    და   ერანის ტახტის მძებნელის,   საომრად მოკმაზულისა.






Strophe: 4408_[4325] 
Verse: a       ორნივ დადგეს ჯეონზედა,    წყალი არის მათი მზღვარი.
Verse: b       თხუთმეტი დღე გამოვიდა,   ჰქონდა დიდი საუბარი,
Verse: c       ჭკვიანი და გონიერი,   გამორჩევა მრავალ-გვარი,
Verse: d    და   დაეზავნეს ერთმანერთსა,   გაიყარნეს უომარი.






Strophe: 4409_[4326] 
Verse: a       ერანელთა ენა სჯობდა,   თურქნი მიხვდნენ სიმრუდესა,
Verse: b       აფრასიობს შეეკითხნეს,   ერთი კაცი გაგზავნესა:
Verse: c       გოდერძი" და ერანელნი    აქ შეყრილნი მოვიდესა,
Verse: d    და   ვეუბენით ერთმანერთსა,   სიმართლითა გვჯობან დღესა.






Strophe: 4410_[4327] 
Verse: a       გოდერძისგან გამოგზავნით   გივი არის მოციქული,
Verse: b       მართლა ვერა გარდავსწყვიტე,   მე თქვენზედა მქონდა გული".
Verse: c       გაიგონა აფრასიობ,    აუდუღდა ბნელი სული
Verse: d    და   კვლა ლაშქარი გაუგზავნა,   ოცდათასი შეკმაზული.






Strophe: 4411_[4328] 
Verse: a       შესთვალეს თუ: "ნუ გაუშვებთ   მოუკლავსა ერთსა მთელსა,
Verse: b       გოდერძის და ნურცა გივსა,    თავადებსა ერანელსა;
Verse: c       თვითან მოვალ, თან მოვიტან   ვინცა არის თურანელსა,
Verse: d    და   ერანს ვადენ სისხლის რუსა,   ამოუგდებ საძირკველსა".






Strophe: 4412_[4329] 
Verse: a       რა ფირან ნახა ლაშქარი   მეორედ მომატებული,
Verse: b       ძალი ემატა, აჩქარდა,   უტყუა დაპირებული;
Verse: c       გივს უთხრა: "მთხოვე როგორა   ეს ყველა სახელ-დებული,
Verse: d    და   ჩემი ძმა თქვენთვის მომეცეს,   ვის ვნახავ მოყივნებული?






Strophe: 4413_[4330] 
Verse: a       აბჯარი და საქონელი,   თქვენ ცხენები გითხოვნია.
Verse: b       შეუწყობლად როგორ მოგცემ,   რაც ომშიგან გვიშოვნია?!
Verse: c       ვეფხი ლომსა რომ შეება,   ის ანბავი თქვენ გასმია,
Verse: d    და   აუგითა სიცოცხლესა   მე სიკვდილი მირჩევნია".






Strophe: 4414_[4331] 
Verse: a       გივსა რა ესმა, წავიდა,   გარე შეიქცა გმირია,
Verse: b       მოვიდა, ჰკადრა მამასა:   "არა ჩანს ზავის პირია, --
Verse: c       კვლა მოიმატა ლაშქარი,   ვსცან მათი დანაპირია,
Verse: d    და   მოვიდეს ახლოს, აქ დადგეს,   სად ქათაბათის ძირია".






Strophe: 4415_[4332] 
Verse: a       რა გოდერძიმ გაიგონა,   ბრძანა: "აგრე მირჩევნია,
Verse: b       სიცოცხლითა გამაძღარა,   ვიცი, ფირანს დღე მოსვლია;
Verse: c       მე მიბრძანა ჴელმწიფემან,   აწ სიტყვითა გამოვსცდია,
Verse: d    და   ახლა ვიცან მისი საქმე:   ენა გულსა არ აბია".






Strophe: 4416_[4333] 
Verse: a       სცნა გოდერძიმ მათი მისვლა,   მთით მინდორად ჩამოვიდა;
Verse: b       თურანელთა სიმრავლითა   მზეს სინათლე წაუვიდა,
Verse: c       ას ათასი მეომარი   ჯავშნოსანი მოელვიდა,
Verse: d    და   მასკვლავად ჩანს შუბის პირი,   გვანდა, ზეცით ჩიმოჰყრიდა.






Strophe: 4417_[4334] 
Verse: a       უზებარი დადნებოდა   მაშინ გმირთა ზახილითა,
Verse: b       მიწის პირი რკინად იქნა   თურანელთა სიმრავლითა.
Verse: c       წინ სპილონი დაიყენეს   მას ღამესა სიფრთხილითა,
Verse: d    და   რა გათენდა, დაეკაზმნეს   ჯაჭვითა და ჯავშანითა.






Strophe: 4418_[4335] 
Verse: a       ცხენთა შესხდეს დაკაზმულნი,   სფაადარნი ერანელთა,
Verse: b       ყველგან რაზმი გააჩინეს,   მათ შუბები ჰქონდა ჴელთა,
Verse: c       შუა დროშა დაიყენეს   მკლავ-მაგართა ტახტის მცველთა,
Verse: d    და   სისხლის ძებნა დააპირეს   სანახავად სასურველთა.






Strophe: 4419_[4336] 
Verse: a       კაცი სამასი ათასი,   ცხენთ ეცვა ბარგისტანია,
Verse: b       გივსა იახლა, იქ დადგა,   სად უფრო საომარია.
Verse: c       გურგენ და ზანგ შარვანელი    მთისაკე, მკლავ-მაგარია,
Verse: d    და   მნახველთა თვალი გატყდების,   მტერთა დალევდა ზარია.






Strophe: 4420_[4337] 
Verse: a       რა თავადი მეცნიერი   გონიერად იქცეოდეს,
Verse: b       რაც ბრძენთაგან გაეგონოს,   მონახულსა მას იქმოდეს,
Verse: c       ნიშანია წყალობისა,   მტერსა მისგან ეშინოდეს;
Verse: d    და   არის კაცი უგუნური,   თვით ნაქნარსა ინანოდეს.






Strophe: 4421_[4338] 
Verse: a       რა ფირან ნახა ლაშქარი   გოდერძის დარიგებული,
Verse: b       აღარსით ჰქონდა სარაზმო   ადგილი იმისებური,
Verse: c       არა ღონე აქვს, არჩევდა   საქმესა შეშინებული,
Verse: d    და   გულ-წყლული რასმე იგონებს   საწუთრო-გაარმებული.






Strophe: 4422_[4339] 
Verse: a       ზავის თხოვნა მოიგონა,   გაეპრჭობის გული გულსა,
Verse: b       მისცა კაცი ოცდათასი,   ომან დადგა შუა გულსა,
Verse: c       გარსევაზს და ვახუშტს, ლოაქს,    ზანგულ კარგსა მოწიფულსა,
Verse: d    და   როინ დადგა ხუთანელთა    ჭალაშიგან სადარნოსა.






Strophe: 4423_[4340] 
Verse: a       სამს დღესა იდგნენ პირისპირ,   მათ დაძვრა არ ეტყობოდა,
Verse: b       გოდერძის ხიშტი ჴელთა აქვს,   რაზმს წინა იარებოდა,
Verse: c       ჟამ-გაცვეთილი, ჭკვიანი,   საქმესა უფრთხილდებოდა,
Verse: d    და   ეტლსა ეძებდა ღვთისაგან,   თუ ქარი აუდგებოდა.






Strophe: 4424_[4341] 
Verse: a       ბეჟან იტყვის: "ხუთი დღეა,   ტანს აბჯარი რომ გვაცვია,
Verse: b       მზესა ჴმალი არ უნახავს,   არცა სისხლი დაუღვრია;
Verse: c       პაპაჩემი რატომა იქს?   მეკვირვების მეტად დია,
Verse: d    და   როსტომს გარეთ მეომარი   არვინ იყო მისებრია.






Strophe: 4425_[4342] 
Verse: a       ბალავანს შვილი დაჰკარგა,   მას ომი არ მოუნდების,
Verse: b       ჟამ-გამოცდილი სევდითა   ნიადაგ დაძაბუნდების,
Verse: c       ვინ არის კარგი სფაადი,   ძარღვები აუთრთოლდების,
Verse: d    და   რაზმი რა გასწორდებიან,   ვით ლომი გაგულისდების.






Strophe: 4426_[4343] 
Verse: a       სიბერითა დაფლად არის,   ოღონ თურმე ეშინიან,
Verse: b       თქვენგან მიკვირს, რა შევებმით,   მტერნი ჴმალსა მიგველიან,
Verse: c       ლომ-ვეფხნი და ზღვის ნიანგნი   შენგან ომსა ისწრაფიან,
Verse: d    და   მე მაჩინე როინზედა,    თუ სადარნოდ გეშინიან".






Strophe: 4427_[4344] 
Verse: a       შეხედა და გაეცინა,   გივი შვილსა დალოცვიდა:
Verse: b       "შენ დაბადე გონიერი",   ღმერთსა მადლსა შესწირვიდა;
Verse: c       "ვით მართებდა მისსა შვილსა,   გოლიათი აგრე ზმიდა,
Verse: d    და   რადგან მე მგავს ჯუფთი ჯუფთსა,   სიცოცხლესა ინატრიდა".






Strophe: 4428_[4345] 
Verse: a       უბრძანა: "შვილო, არ ვარგა,   უფროსსა ვინ უზრახავსა,
Verse: b       გოდერძი გამოცდილია,   მრავალი მოუნახავსა;
Verse: c       სასახელოსა ლაშქარსა   იგ ჭკუით შეინახავსა,
Verse: d    და   ყოფილა სახელოვანი,   რა მოსწრებია ეს თავსა.






Strophe: 4429_[4346] 
Verse: a       არცა იქ სხედან ნადიმად,   იგ უფრო ეღონებიან,
Verse: b       სჯობს პირველ შემოგვიტიონ,   სიმაგრეს მოშორდებიან;
Verse: c       მთიდაღმა ჩვენი ლაშქარი   მათ ზედა მოუჴდებიან,
Verse: d    და   ძლევა მოგვხვდების, ამოვსწყვეტთ,   სრულ ჩვენგან ამოსწყდებიან".






Strophe: 4430_[4347] 
Verse: a       ბეჟან იტყვის: "პაპაჩემსა   რადგან ომი არ სწადიან,
Verse: b       ცუდად რატომ მოვიღალე,   მე აბჯარი რად მაცვიან?
Verse: c       ჩამოვჰჴდები, მოვისვენებ,   ტანს აბჯარსა ავიჴდიან,
Verse: d    და   რა მოუნდე პაპაჩემსა,   ფიცხლავ წინა მოუდგიან".






Strophe: 4431_[4348] 
Verse: a       აქა ომან გაგულისდა,   მოდგა, ფირანს ეუბნების:
Verse: b       "ცხენსა ვსხედვართ დაკაზმულნი,   აწ შვიდი დღე გათავდების;
Verse: c       რას იგონებ? როგორა ხარ?   მიკვირს, რად არ შეგრცხვენდების?
Verse: d    და   ამათ როსტომ აქ არა ჰყავს,   ნეტარ ვისგან გვერიდების?






Strophe: 4432_[4349] 
Verse: a       ფირან უთხრა: "დაიჯერე,   მამისმინე, ნუ ხარ ჩქარი,
Verse: b       გოდერძია გამოცდილი,   გონიერი მეომარი;
Verse: c       ქაიხოსროს დიდებულთა   უხუცესი ესე არი,
Verse: d    და   შვილები უც დაჴოცილი,   გულ-დამწვარი ჩვენგან არი.






Strophe: 4433_[4350] 
Verse: a       ქიშვადიანთა სისხლითა   ჩვენ მიწა დაგვიზელია,
Verse: b       იგ ზარიანობს ჩვენზედა,   ვითა ასპიტი გველია;
Verse: c       მთათ შუა უდგან ლაშქარნი,   გზა მათ აქვს მისასვლელია,
Verse: d    და   პირველ მათ შემოგვიტიონ,   სჯობს ჩვენგან მოსაცდელია.






Strophe: 4434_[4351] 
Verse: a       ეტლი მოგვხვდების ღვთისაგან,   სიმაგრეს მოშორდებიან,
Verse: b       ყოველგნით ჩვენი ლაშქარი   მათ გარე მოადგებიან;
Verse: c       ჯობინი ჩვენკენ დარჩების,   ისინი აოჴრდებიან,
Verse: d    და   ტანი გაჴდების უთაოდ   და სისხლი დაიღვრებიან.






Strophe: 4435_[4352] 
Verse: a       რომ წახვიდე, შენ საჩინო   მათი არვინ შემოგებმის,
Verse: b       ცუდი კაცი რომე მოჰკლა,   იმათ არას დააკლდების;
Verse: c       თუ წაჰჴდები, კარგად იცი,   თურქთა ზურგი გაუტყდების,
Verse: d    და   აც კაცთაგან საყვედური,   სირეგვნითა ვინც წაჴდების".






Strophe: 4436_[4353] 
Verse: a       ომან ფირანს არ უყურა,   ერანელთზედ წამოვიდა,
Verse: b       ვითა ტახი საომარად,   იგ კბილებსა ილესვიდა;
Verse: c       ფირანს დია დაუმძიმდა,   ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა,
Verse: d    და   "ღმერთი იყოს იმისი მწე!"   სახიერს წინ ილოცვიდა.






Strophe: 4437_[4354] 
Verse: a       ყარაულმან თარგმანს ჰკითხა:   "ეგ ვინ მივა შეკმაზული?
Verse: b       ომან, ვისის ნათესავი,   ჴმლის ქარქაშად მას აქვს გული".
Verse: c       დარაჯათა მოაჴსენეს:   "ჩვენ არ ვიცით ბრძანებული,
Verse: d    და   გოდერძი და ერანელნი,    ხედავ, სად დგას რაზმ-წყობილი".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.