TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 222
Previous part

Chapter: 139 
აქა ომანის ომი ერანელთ ყარაულთ ზედა







Strophe: 4438_[4355] 
Verse: a       გოდერძის წინა მოვიდა,   მუქარას ითხოებოდა,
Verse: b       "შეძარ სადავე, შევიბნეთ!"   იგ რუამს ეუბნებოდა;
Verse: c       გოსტამ" და ფროილ მოვიდენ!   შენ ომი გეძნელებოდა,
Verse: d    და   ჩემი მებრძოლი მომკვდარა,   მიწასთან გასწორდებოდა".






Strophe: 4439_[4356] 
Verse: a       რუამ იტყვის: "თქვენი საქმე,   ფალავანო, მეკვირვების,
Verse: b       ვინც აჴსენე შენ საომრად,   იგ არავინ გერიდების;
Verse: c       გოდერძია სფაადარი,   საქმე მაზედ გარდასწყდების,
Verse: d    და   უიმისოდ ვერ შევიბმით,   ვირ ბრძანება არ იქნების".






Strophe: 4440_[4357] 
Verse: a       "ლაშქართა მაყივნებელო,   -- ფარემუზს ეუბნებოდა, --
Verse: b       გქონდა დროშა და ნაღარა,   შენ ვითა გეფერებოდა;
Verse: c       ძმა შენ ხარ სიაოშისა,    ცოცხალი გემოყვრებოდა,
Verse: d    და   შენ გმართებს ძებნა სისხლისა,   სხვას ვისმცა ეფერებოდა?






Strophe: 4441_[4358] 
Verse: a       გამოდი და ჩვენ შევიბნეთ,   -- ომან ამას ეუბნების, --
Verse: b       ან მონახე ერანელი,    თუ სხვა ვინმე გამომყვების;
Verse: c       ვინც გაბედოს ჩემი ომი,   ჟამი მაზედ შევიწრდების,
Verse: d    და   მე მომხვდების გახარება,   მას გვირგვინი, მოეჴდების".






Strophe: 4442_[4359] 
Verse: a       ფარემუზ უთხრა: "მიფრთხილე,   რა იყო სახელიანი,
Verse: b       ერანს რა ქუდი დაურქვამს,   ყოფილან ყუბადიანი,
Verse: c       გათქმული სიკეთეზედა   არიან ქიშვადიანი,
Verse: d    და   ჩვენი სფაადი ლაშქართა   არის გოდერძი ჭკვიანი".






Strophe: 4443_[4360] 
Verse: a       ომან უთხრა: "ნუღარ უბნობ,   ჴმალი ცუდად რას გაბია?
Verse: b       შენ ჯავშანი რად გაცვია?   ლახტით შეშას შეებია;
Verse: c       ვიცი, ვერვინ გამომყვების,   აწ გოდერძის გამოვსცდია,
Verse: d    და   ფირანისკენ დავბრუნდები,   ყარაულთა დავჰჴოც მია".






Strophe: 4444_[4361] 
Verse: a       გოდერძის წინა მოვიდა   ომან ჭურვილი რკინითა,
Verse: b       უძახდა: "დევთა შემკვრელო,   მგონია ბედსა სტირითა;
Verse: c       ჴელმწიფეს დაჰპირებიხარ   სიტყვითა ამაყურითა,
Verse: d    და   ჰქენ, რაცა შემოგეთვალა   ფირანთან გივის პირითა.






Strophe: 4445_[4362] 
Verse: a       მზე და მთვარე დაგიფიცავს:   ფირანს" მოვჰკლავ ვით ნადირსა",
Verse: b       აწ შიშითა ვერ დაძრულხარ,   მიდგომილხარ მთისა ძირსა;
Verse: c       ხარ ირემი ნაღვლიანი,   -- ლომი სდევდეს დაკოდილსა, --
Verse: d    და   იმალვოდეს ჭალაშიგან,   მოელოდეს გლახ სიკვდილსა".






Strophe: 4446_[4363] 
Verse: a       გოდერძიმ თქვა: "თვით არ ვარგა   კაცთგან თქვენი საუბარი,
Verse: b       თუ პასუხსა არ გამოგცემ,   გეგონები მიუმხვდარი;.
Verse: c       მე ერანით აქ მოვსულვარ,   დამიგდია ჩემი მზღვარი,
Verse: d    და   წინ წარმოსდგეთ ჴმალ-მოწვდილი,   სამართალი თქვენგან არი".






Strophe: 4447_[4364] 
Verse: a       ბრძანა თუ: "საქმის უცნობლად   რეგვენნი აჩქარდებიან,
Verse: b       თუ ჩვენგან ომან მოკვდების,   თურქნი სულ შეშინდებიან;
Verse: c       სიმაგრით ვეღარ გამოვლენ,   საომრად გაფიცხდებიან,
Verse: d    და   მივა, დაიწყებს კვეხასა,   ჩვენ ზედა მოგვიჴდებიან".






Strophe: 4448_[4365] 
Verse: a       სთხოვს მუქარასა გოდერძის,    ერანელთ ეუბნებოდა:
Verse: b       თქვა: "ჴელმწიფისა ბრძანება   მე ახლა მემართლებოდა;
Verse: c       ვარდი მოკრიფოს უეკლოდ,   არვისგან იხვედრებოდა,
Verse: d    და   ვინც სხვათა ტახტსა ეძებდეს,   ცეცხლსა ნუ ერიდებოდა".






Strophe: 4449_[4366] 
Verse: a       ესე თქვა და გაიცინა,   ომან გარე შემოიქცა,
Verse: b       ზედ მოუჴდა ყარაულთა,   ფიცხლავ მშვილდსა გარდაუცვა,
Verse: c       ოთხი კაცი ჩამოაგდო,   სხვა ყველაი გამოიქცა,
Verse: d    და   დაუძახა: "გულოვანო,   შემომები, ახლა ვინცა!"






Strophe: 4450_[4367] 
Verse: a       თავზედა შუბსა იმღერდა,   ომან ჴმა-მაღლა ყიოდა,
Verse: b       თურანელთ დია უხარის,   ფირან აღარა ჩიოდა;
Verse: c       გოდერძის შეჭირვებულსა   სირცხვილით ოფლი სდიოდა,
Verse: d    და   იგონებს, თუ ვინ შეებმის,   ჯავრითა გული სტკიოდა.






Strophe: 4451_[4368] 
Verse: a       ბეჟან რა სცნა, ცხენსა შეჯდა,   მამასთანა წამოვიდა,
Verse: b       მოაჴსენა: "არა ვსთქვია,   რომ გოდერძი სხვაფერ ზმიდა?
Verse: c       მას ნაღველი შვილებისა,   შვილი-შვილთა ცეცხლი სწვიდა,
Verse: d    და   თუმც არ იყოს ღვიძლ-დამწვარი,   ამას თურქნი ვერ გვიზმიდა.






Strophe: 4452_[4369] 
Verse: a       ერანელთა თავაღთაგან   ომანს ვერვინ გაჰყოლია,
Verse: b       ვით ქათამი, შუბს აეგო,   მტვერთა შიგან მოერია;
Verse: c       თუ მაღირსებ, გეხვეწები,   შენი ჯაჭვი ჩამაცვია,
Verse: d    და   მე შევებმი ღვთის ძალითა,   ჩემის ჴმლითა გამოვსცდია".






Strophe: 4453_[4370] 
Verse: a       "პაპას ავად ნუ აჴსენებ,   -- გივი ამას ეუბნების, --
Verse: b       ჴელმწიფისა ბრძანებითა   ყველა იმას ეკითხების;
Verse: c       მან ფარმანი არვის მისცეს,   ყველა სპილოს ედარების,
Verse: d    და   ვაჟი კაცი სიჩქარითა   ფათერაკსა ჩავარდების".






Strophe: 4454_[4371] 
Verse: a       გივმან ნება არა დართო,   მისი შებმა არცა უნდა,
Verse: b       ბეჟან ცხენსა მათრაჴი ჰკრა,   გოდერძისკენ გამობრუნდა;
Verse: c       მოაჴსენა: "ფალავანო,   ყველა იცი, რაცა უნდა,
Verse: d    და   ერთის ბილწის თურქისაგან    ჩვენი რაზმი დაძაბუნდა.






Strophe: 4455_[4372] 
Verse: a       თუცა უჭკო მარტვილი ვარ,   ერთი საქმე მიკვირს დია:
Verse: b       თურანელთა ჯავრისაგან   თქვენი გული დაგიცლია,
Verse: c       ეს ადგილი საომარი   შენ სავარდედ გაგიჴდია;
Verse: d    და   აწ მე მზა ვარ საომარად,   შენ ფარმანი მიბოძია".






Strophe: 4456_[4373] 
Verse: a       ეს გოდერძის გაეხარდა,   შვილის შვილსა ეუბნების:
Verse: b       "ღვთის წყალობა, კარგი ბედი   ნურაოდეს გაგეყრების!
Verse: c       რა ცხენზედა შეჯდომილხარ,   მტერზედ ჯობნა შენ მოგხვდების.
Verse: d    და   თუ შეიძლებ მისსა ომსა,   მუქარასა გამოგყვების.






Strophe: 4457_[4374] 
Verse: a       ომან მთა არის ჯავშნისა,   მებრძოლი საშინელია,
Verse: b       შენ ყმაწვილი ხარ, ჯომარდი,   საქმისა დაუცდელია;
Verse: c       სჯობს, რომ სხვა ვინმე გავგზავნოთ   თავადი ერანელია,
Verse: d    და   იმისი ომი არ მინდა,   მით რომე შენგან ძნელია".






Strophe: 4458_[4375] 
Verse: a       ბეჟან ჰკადრა: "გულოვნობა   ვაჟსა კაცსა ეფერების,
Verse: b       მე სიცოცხლე აღარ მინდა,   თუ დღეს ომი დამეშლების;
Verse: c       ჴელმწიფესა მოვაჴსენებ,   ქუდ-სარტყელი მომძულდების,
Verse: d    და   დღეის იქით საომარი   ჩემგან ყველა დაიდების".






Strophe: 4459_[4376] 
Verse: a       გაეცინა და გოდერძიმ    ბეჟან დალოცა ენითა:
Verse: b       გივს" კარგი შვილი უდგახარ,   ეტლიმც იხარებს შენითა!
Verse: c       მომიცემია ფარმანი,   რაც გინდა, ღვთითა ქენითა,
Verse: d    და   ღმერთმა ქნას, იგი ეშმაკი   მოკვდეს ჴელითა შენითა!






Strophe: 4460_[4377] 
Verse: a       შენ აბჯარი რომ გათხოვოს,   მამაშენსა ვეუბნები,
Verse: b       ღმერთმან ქნას და გაგემარჯვოს,   სახელითა აივსები!
Verse: c       გივისა და ფარადისგან,    ვიცი, უფრო გასდიდდები,
Verse: d    და   თუ გასმია ფათრათიძე    ნარიმანთან გამოსჩნდები".






Strophe: 4461_[4378] 
Verse: a       ბეჟან აკოცა მიწასა,   ჰგავს იყო უზაბარია,
Verse: b       გოდერძიმ გივსა უამბო   შვილისა ნაუბარია:
Verse: c       ომანის" ომსა აპირობს   ჭკვიანი, მკლავ-მაგარია,
Verse: d    და   მე არ მინახავს მისებრივ   ახალი მეომარია".






Strophe: 4462_[4379] 
Verse: a       გივი იტყვის: "სულთა ნაცვლად   მიცოცხლია ერთი შვილი,
Verse: b       ორთავ თვალთა სინათლია,   ამ სოფლისა ჩემი ლხინი;
Verse: c       ომან ლომთა შემკვრელია,   ომში ბევრჯელ გამოცდილი,
Verse: d    და   ვით გავბედო მისთვის ომად   დაუცდელი ეს ყმაწვილი?"






Strophe: 4463_[4380] 
Verse: a       გოდერძიმ თქვა: "ნუ ინაღვლი,   მიეც შენი საომარი,
Verse: b       ბეჟან თუმცა ყმაწვილია,   ჭკვიანი და გონიარი;
Verse: c       მათ სიაოშ უწყლად მოკლეს,   სისხლის ძებნის ჟამი არი,
Verse: d    და   სამართალს ქვეშ კაცი იბრძვის,   გაიმარჯვებს მეომარი".






Strophe: 4464_[4381] 
Verse: a       გივმან თქვა: "ჯაჭვსა ვინ ითხოვს,   თუ თავის ტანსა აცვია?"
Verse: b       ბეჟან ცხენი გააჭენა:   "მართლა ბრძანა, უმართლია;
Verse: c       განგებასა რაც სწადიან,   კაცზედ ყველა შეუძლია,
Verse: d    და   ვინ დაბადა ზღვა და ჴმელი,   იგი არის ჩემი მწია".






Strophe: 4465_[4382] 
Verse: a       გაშორდა გივი, ატირდა   შვილისა სიყვარულითა,
Verse: b       მან პირი ცასა მიაპყრა:   "ღმერთო, ნუ დამწვავ სულითა!
Verse: c       ბეჟან მიჩვენე მშვიდობით,   პირითა მხიარულითა!
Verse: d    და   თუ რა ევნების, ვიქნები   ბედითა დაკარგულითა.






Strophe: 4466_[4383] 
Verse: a       ომანისგან თუ მოკვდების,   აბჯარს რაღას ჴელსა ვჰჴდია?
Verse: b       მასუკანით რა მაცოცხლებს?   მე სარტყელსა შევიჴსნია".
Verse: c       მერმე ფიცხლავ წამოვიდა,   შვილსა უკან მოეწია,
Verse: d    და   უბრძანა თუ: "დამიჯერე,   სიჩქარითა არ წაჰჴდია!






Strophe: 4467_[4384] 
Verse: a       გული მეწვების მანამდის,   ვირემ მზე გამოჩნდებისა.
Verse: b       გნახე მოსული მშვიდობით!   საწუთრო დაშვენდებისა;
Verse: c       შენ მიხვალ თავ-დაჯერებით,   ვინ იცის, რა მოჰჴდებისა?!
Verse: d    და   მე ვარ მოაჯე ღმერთს წინა   შენზედა გამარჯვებისა".






Strophe: 4468_[4385] 
Verse: a       ბეჟან თქვა: "გმირო, შენ იცი,   ჩვენი სჯობს სამართალია,
Verse: b       ომან არ არის სპილენძი,   და არცა უზაბარია;
Verse: c       უჩვენებ ჩემსა ძალ-გულსა,   რომ იყოს სპილო მთვრალია,
Verse: d    და   ადრე სცნობ მისსა ანბავსა,   როგორი მეომარია.






Strophe: 4469_[4386] 
Verse: a       ეტლი სხვაფერ არ იბრუნებს,   მისი ნურა გეჯავრების,
Verse: b       მაქვს იმედი მორევნისა,   ღვთითა ძლევა მე მომხვდების;
Verse: c       რა საომრად შევეყრები,   ლომ-გულობა გამოჩნდების,
Verse: d    და   აქანამდის ამაყობდა,   დღეს იმისი გარდაჰჴდების".






Strophe: 4470_[4387] 
Verse: a       გივმან უთხრა: "არ მოიშლი,   დევის ომი გაგიგია,
Verse: b       შვილო, ამა ცხენსა შეჯე,   ჩემი ჯაჭვი ჩაიცვია,
Verse: c       ერთი ღმერთი ნუ გაგწირავს,   აბჯრისაგან უშიშია".
Verse: d    და   ბეჟან ახლად შეეკაზმა,   წაიტანა თარგმანია.






Strophe: 4471_[4388] 
Verse: a       მივიდა, ომანს შეხედა,   იდგა რკინისა მთა ვითა,
Verse: b       მას ქალამანჩი აუბნა:   "შენთან არა ვარ ზავითა;
Verse: c       მე სამუქაროდ მოვსულვარ,   მარტო ჩემითა თავითა,
Verse: d    და   თუ აფრასიობს უყვარხარ,   შენთვის შევმოსო შავითა.






Strophe: 4472_[4389] 
Verse: a       თქვი ადგილი გამორჩევით,   სადაც ომი გიამების,
Verse: b       ერთმანერთი გამოვსცადოთ,   სცნან ლაშქართა, რა მოჰჴდების,
Verse: c       ომსა დაშლა აღარ უნდა,   რაჟამ სისხლი ადუღდების,
Verse: d    და   ღმერთი უზამს სამართალსა,   ვის პატივი ემატების".






Strophe: 4473_[4390] 
Verse: a       ომან თქვა: "ბედ-დაკარგულო,   სირეგვნე რად მოგრევია?
Verse: b       შენის გვარისა მრავალი   სისხლშიგან მომითრევია;
Verse: c       ღამეა, ხვალე გაჩნდების,   თუ ლომსა მოერევია,
Verse: d    და   გივი ტიროდეს, იცოდი,   სიცოცხლე დაგილევია".






Strophe: 4474_[4391] 
Verse: a       ბეჟან უთხრა: "წადი, ომან!    ეშმაკი გყვეს წინამძღვარი!
Verse: b       თურანელთა ამას იქით   ვეღარ გნახონ მოუბარი".
Verse: c       გარ შეიქცეს მას ღამესა,   ჰკაზმეს ორთავ საომარი,
Verse: d    და   რა გათენდა, გულგანს შეჯდა,   ფირანს უთხრა ნაუბარი.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.