TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 223
Previous part

Chapter: 140 
აქა ბეჟანისა და ომანის ომი ორთავე კარგთა ჭაბუკთა







Strophe: 4475_[4392] 
Verse: a       ორნი ლომნი შეიყარნეს,   ბეჟან ომანს ეუბნების:
Verse: b       "რაც ირემმან თხასა უთხრა,   ვიცი, შენზედ გარდაჰჴდების;
Verse: c       მართებს თავსა გაუფრთხილდეს,   ერთხელ ბადეს დაეჴსნების,
Verse: d    და   გაჰჴე თავის უიმედოდ,   შენი სისხლი დაიღვრების".






Strophe: 4466_[4393] 
Verse: a       ომან თქვა: ბეჟან," ნუ იკვეხ!   ცუდი ხარ იმედისაგან:
Verse: b       მე გავჰჴდი გივსა გულ-წყლულად,   ვიცი, შვილისა გზისაგან".
Verse: c       ქათაბის მთასა მიმართეს,   მოშორდეს იგ ლაშქრისაგან,
Verse: d    და   შეჰპირდეს, რომე არ ევნოს   თარგმანსა მათის ჴმლისაგან.






Strophe: 4477_[4394] 
Verse: a       შეუტივეს ერთმანერთსა,   მათ შუბები დალეწესა,
Verse: b       არ დასჯერდენ გულ-მესისხლედ,   სასიკვდილოდ ჴმალი სცესა;
Verse: c       კვლა ლახტები დაიწვადეს,   საომარი დალივესა,
Verse: d    და   ვერა ავნეს ერთმანერთსა,   შერკენასა დაპირდესა.






Strophe: 4478_[4395] 
Verse: a       პირველ ცხენზედ შეიჭიდნენ,   დასწყდა ღვედი ავჟანდისა,
Verse: b       მათ იბრძოლეს საღამომდის,   ვითა ღვარი ოფლი სდისა;
Verse: c       ერთმანერთსა დაეთხოვნეს   მოღალულნი სასმლად წყლისა,
Verse: d    და   იტყვის ბეჟან: "ღმერთო, შენ ხარ   მეცნიერი გულის ჴმისა".






Strophe: 4479_[4396] 
Verse: a       წყალი სვა და უკმობრუნდა,   ბეჟან ამას ილოცვიდა:
Verse: b       "ღმერთო, ძალსა ნუ წამიღებ!"   გულ-მესისხლედ შეეჭიდა,
Verse: c       ერთი ჴელი კისერს მიჰყო,   სხვით ბარკალსა მოეკიდა,
Verse: d    და   მედგრად დასცა მიწაზედა,   მას ხანჯლითა თავსა სჭრიდა.






Strophe: 4480_[4397] 
Verse: a       თავ-მოკვეთილი გორევდა   მიწაზედ სპილოს ოდენი,
Verse: b       თვითან ბეჟანსვე უკვირდა,   რა ნახა სისხლთა ნადენი;
Verse: c       ღმერთს ადიდებდა, იტყოდა:   "ვართ შენი მონასახენი,
Verse: d    და   მე არ შემეძლო უშენოდ,   მტერნი მყვეს მოვაგლახენი.






Strophe: 4481_[4398] 
Verse: a       სამოცდათი ბიძაჩემი,   ძმების სისხლი ვაზღვევინე,
Verse: b       არ ღირს ვიყავ მორევნასა,   ღმერთო, შენვე მაქნევინე".
Verse: c       თავი სახრტილს ჩამოიბა,   იტყვის: "მტერი შევაშინე",
Verse: d    და   გააშიშვლა, იქ დააგდო,   "მანდა წოლა მოითმინე!"






Strophe: 4482_[4399] 
Verse: a       მტერის საქმე გაათავა,   მას თარგმანი ულოცვიდეს,
Verse: b       რომე თურქთა დასცდომოდა,   გზა არა აქვს, წამოვიდეს;
Verse: c       ცხენსა შეჯდა ომანისას,    იარაღსა გამოსცვლიდეს,
Verse: d    და   რა პატრონი მკვდარი ნახეს,   მათ თარგმანი შეუშინდეს.






Strophe: 4483_[4400] 
Verse: a       უბრძანა თუ: "არას გერჩი,   იმედოვნად გქონდეს გული,
Verse: b       წადით თქვენსა ლაშქარშიგან,   ფირანს ჰკადრეთ მონახული".
Verse: c       თავის გზასა გაემართა,   თურქთა უდგა ყარაული,
Verse: d    და   ეგონა თუ: ომან მოვა,   შექნეს დიდი სიხარული.






Strophe: 4484_[4401] 
Verse: a       ფირანს აცნობეს: "დღეს ეტლი   ჩვენი ანათობს მზე ვითა, --
Verse: b       ბეჟანზედ გამარჯვებია,   ომან მოვიდა რბევითა,
Verse: c       სფაადარისა ნიშანი   იმას თან მოაქვს თრევითა".
Verse: d    და   თურქთ უხაროდა, ვით მართებს,   სიამე ნამეტნავითა.






Strophe: 4485_[4402] 
Verse: a       რა ლაშქართა გამოშორდა,   ბეჟან გაჴდა უშიშარად,
Verse: b       მან ნიშანი გამოსცვალა,   უჩნდა მტერთა უზაბარად;
Verse: c       თურქთა სცნეს და თავს იცემდეს,   მიტირიან ყველგან მწარად,
Verse: d    და   ფირან სცნა და უჭკოდ გაჴდა,   ვინცა ნახის, თქვიან მკვდარად






Strophe: 4486_[4403] 
Verse: a       ერანელთ შიგან მოვიდა   იგ ლომი სახელ-დებული,
Verse: b       ომანის თავი მოჰქონდა   სახრტილსა დაკიდებული;
Verse: c       გივმან რა ნახა, აიჭრა,   ვით უჭკო, გაშმაგებული,
Verse: d    და   გარდაუკოცნა თვალ-პირი,   დგანან ყელ-გარდაჭდობილი.






Strophe: 4487_[4404] 
Verse: a       რა გოდერძიმ დაინახა,   შორით წინა მიეგება,
Verse: b       ცხენ-აბჯარი მას მიართვა,   ბეჟანს უთხრა დიდი ქება,
Verse: c       უსაზომოდ უხაროდა,   მიულოცა გამარჯვება,
Verse: d    და   ვინცა იყო ერანელი,    შექნეს დიდი გახარება.






Strophe: 4488_[4405] 
Verse: a       "შენ ხარ ზურგი ერანელთა,    თურქთა ზურგი გაუტყდების,
Verse: b       ხარ შედეგად საამისა,    ვეშპის მოკვლა გეფერების;
Verse: c       თურანელი შენი სწორი   ვეღარავინ გამოჩნდების",
Verse: d    და   მერმე მისცა უსაზომო,   ანგარიშსა ვინ მიხვდების?!






Strophe: 4489_[4406] 
Verse: a       თურანელთა დიდი ჰქონდა   ტირილი და ცრემლთა დენა,
Verse: b       იტყვიან თუ: ნოსტენს" მართებს   სახელისა გამოჩენა:
Verse: c       წადი, ჭანგი გაიმახვე,   მათი სისხლი დაღვარენა,
Verse: d    და   თავი ძებნე ომანისა,    ამოსწყვიტე, აოჴრენა.






Strophe: 4490_[4407] 
Verse: a       ვინცა უნდა, დაარჩივა,   შაფხუნზედა წამოვიდა:
Verse: b       ჯეონსა" ვიქ სისხლისასა",   ფირანს ამას გაუპირდა;
Verse: c       დარაჯითა დაინახეს,   რა ცისკარი ამოვიდა,
Verse: d    და   მათ აცნობეს ერანელთა,    თქვეს: "ლაშქარი წამოვიდა".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.