Strophe: 4491_[4408] | ||
Verse: a | ბეჟანს უბრძანა წატანა | ლაშქრისა დაკაზმულისა: |
Verse: b | "ჭკვიანი მეომარი ხარ, | გამტეხი მტერთა გულისა, |
Verse: c | იფრთხილე, მოვა ღალატად, | წესია მეშაფხუნისა, |
Verse: d და | თქვენ ომი ნუ გეძნელების | მისი-ბედ-დაკარგულისა". |
Strophe: 4492_[4409] | ||
Verse: a | ვინცა უნდა, წაიტანა | მან ათასი ცხენოსანი, |
Verse: b | შეკმაზული ცხენ-კეთილი, | გამოცდილი, მკლავ-მაგარნი; |
Verse: c | ფიცხლავ წინა მოეგება, | მან რაც უყო, სათქმლად კმარნი, |
Verse: d და | თურანელთა ორი წილი | დაჴოცილი უფრო არნი. |
Strophe: 4493_[4410] | ||
Verse: a | ორთავ დალეწეს შუბები, | ჴმალი და საომარია, |
Verse: b | ვეღარ იბრძოდა ნოსტევან | ქვეითი, ცხენ-მომკვდარია; |
Verse: c | ბეჟან თავს ჴმალი გარდაჰკრა, | ტვინი თმაშიგან გარია, |
Verse: d და | ერანელთაკენ მობრუნდა, | მუნა დააგდო მკვდარია. |
Strophe: 4494_[4411] | ||
Verse: a | მოერივნენ ერანელნი, | გულოვანნი, სისხლსა ღვრიდეს, |
Verse: b | ამაყობდეს მტერთა ზედა, | უთაოსა ტანსა ჰყრიდეს; |
Verse: c | ფირან რა ძმა მკვდარი ნახა, | ჭკუა-ცნობა წაუვიდეს, |
Verse: d და | გარდიხივნა საყელონი, | მკერდსა სისხლი შეღებვიდეს. |
Strophe: 4495_[4412] | ||
Verse: a | ფირან თქვა: "წადი, ვინცა ხართ | კაცი მართლისა მთქმელისა, |
Verse: b | სცნა საქმე ნოსტევანისა, | ვინ მოკვდა თურანელისა; |
Verse: c | თავსა მოვიკლავ უთუოდ, | რა სიცოცხლე-ღა მელისა? |
Verse: d და | ორთავე თვალთა წავიყრი | დამკარგე საყვარელისა". |
Strophe: 4496_[4413] | ||
Verse: a | "ნაომარზედ მკვდარი ჰყრია, | -- მოაჴსენეს ტირილითა, -- |
Verse: b | ტანი შავად მოქცევია | ბეჟანისგან ლახტის კვრითა". |
Verse: c | ფირანს ესმა, უჭკოდ გაჴდა, | თურანელნი სხედან ვითა, |
Verse: d და | თუ სთქვა, კაცი შესცდებოდა | იმათითა ზახილითა. |
Strophe: 4497_[4414] | ||
Verse: a | მოსთქმიდა: "ძმაო, რა იქენ, | სულისებრ საყვარელია? |
Verse: b | სხვა თქვენი სწორი ვინა მყავს | უზაბარისა მკვრელია? |
Verse: c | უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი, | დაბნელდა დღე ნათელია, |
Verse: d და | ვინ-ღა ცოცხალა თქვენებრივ | დღეს ვისის ნათესავია? |
Strophe: 4498_[4415] | ||
Verse: a | არავინ მყავს თქვენი მგზავსი | ფალავანთა დასაცველად, |
Verse: b | ვამე კარგნო ფალავანნო! | ყოლ არა გჩნდა ვეფხი მელად; |
Verse: c | ამაზედა აიყარნეს, | ქათაბითის გადგეს ველად, |
Verse: d და | ორთავ რაზმი გააჩინეს | ერთმანერთის შესაბმელად. |
Strophe: 4499_[4416] | ||
Verse: a | მათ იბრძოლეს საღამომდის, | ჰქონდა ომი საშინელი, |
Verse: b | რა დაღამდა, გაიყარნეს, | დაზიანდენ თურანელი. |
Verse: c | გოდერძიმ თქვა: "ჩვენ ვიბრძოლოთ, | ჴმალი გვქონდეს სისხლთა მღვრელი, |
Verse: d და | ჩვენგან ბევრი სული მოსწყდა | ფირანისთვის საყვარელი. |
Strophe: 4500_[4417] | ||
Verse: a | ვიცი, კაცსა გაუგზავნის | აფრასიობს ამბვის სმენად, |
Verse: b | სცნობს სიკვდილსა ომანისას, | თვით წამოვა იგი შველად; |
Verse: c | სჯობს, ვაცნობო ქაიხოსროს, | მწიგნობარი დავსვა წერად, |
Verse: d და | ვჰკადრო: ფირანს მე ვეუბენ | თქვენ მაგიერ მრავალ-ფერად". |